მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

თეიმურაზ I  (1589-1663წწ.)

კახეთის და ქართლ-კახეთის მეფე, ძე დავით მეფისა და ქეთევან დედოფლისა, საქართველოს            დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომელი მებრძოლი, აღორძინების ხანის გამორჩეული პოეტი.

 

 

თეიმურაზ I-ის მეფობის პერიოდი უაღრესად რთული ხანა იყო საქართველოს ისტორიაში. Qქვეყანამ მძიმე მარცხი განიცადა ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლაში. XVI .-ის 80–90-იან წლებში გაძლიერებულმა ოსმალეთის იმპერიამ თითქმის მთელი კავკასია დაიპყრო. საქართველომ დაკარგა სამცხე-საათაბაგო, დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეფერხდა ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესი. XVII საუკუნის დამდეგიდან აღმოსავლეთ საქართველოს თავს დაატყდა შაჰ-აბასის აგრესია, გავერანდა კახეთი. აქ ჩამოსახლებულმა თურქმანებმა დაიწყეს მკვიდრი მოსახლეობის ინტენსიური მეურნეობის გაჩანაგება. საგარეო მტრების  მოძალების პირობებში ირანსა და ოსმალეთში ტყვედ მიჰყავდათ ქართველი ახალგაზრდები; ისინი მამლუქებისა დაყულის ჯარშიიბრძოდნენ, საქართველოში კი მეომართა რიცხვი მცირდებოდა.

ამ მძიმე დროს პატრიოტული ძალები სათავეში ჩაუდგნენ ბრძოლას ქვეყნის ცენტრალიზაციის, მისიაღდგომისა და გამოხსნისათვის”. მათთვის უაღრესად აქტუალური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა საქართველოს ორიენტაციის საკითხი, რაც ქვეყნის პოლიტკურ მესვეურთაგან განსაკუთრებულ ალღოსა და მოქნილობას მოითხოვდა. სიფრთხილით განთქმულმა ალექსანდრე II კახთაA მეფემ 1598 წელს რუსეთში ელჩობა გააგზავნა. ალექსანდრე რუსეთისაგან საშამხლოს დაპყრობას ითხოვდა, საიდანაც მოელოდა იმჟამინდელ კახეთს ძირითადი საფრთხე. სამაგიეროდ ალექსანდრე რუსეთს თერგ-კახეთის გზის გახსნის სარგებლიანობაში არწმუნებდა. კახეთის წარგზავნილები 1602 წელს დაბრუნდნენ ბორის გოდუნოვის ელჩებთან ერთად. მათ ჩამოიტანეს ბორის გოდუნოვის დაპირება, რომ რუსეთი მზად იყო საშამხლოზე გასალაშქრებლად და კახეთის მეფეს ერთგულების ფიცს სთხოვდა. რუსი ელჩები თეიმურაზის მამამ, დავით მეფემ (1601-1602) მიიღო. სამეფო კარზე დიდი ბჭობის შემდეგ (ბჭობას შემონაზვნებული ალექსანდრეც ესწრებოდა), დავით მეფემ, მისმა მემკვიდრე თეიმურაზმა და მოხუცმა ალექსანდრემ რუსეთის მეფის ერთგულებაზე ფიცი დადეს. დავითი იმავე წელს გარდაიცვალა. ალექსანდრე ტახტზე დაბრუნდა. მომდევნო წელს ალექსანდრემ რუსეთთან მოლაპარაკებები განაახლა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად საშამხლოს წინააღმდეგ ერთობლივი გეგმაც შეიმუშავა, მაგრამ ამასობაში ირანმა ოსმალეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო (1603 .)   და კავკასიაში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. არც ირანს და არც ოსმალეთს, რომლებიც საქართველოს თავის გავლენის სფეროებად იყოფდნენ, არ სურდათ ახალი ძლიერი მოთამაშის ჩართვა კავკასიის საქმეებში. შაჰს, რასაკვირველია, არ გამოპარვია  კახეთის მეფეთა მცდელობებიერთმორწმუნერუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარებისა და შესაფერის ჟამს ელოდა კახეთის დასასჯელად.

ასეთი რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადის ტახტზე თეიმურაზ I. თეიმურაზისა და მისი ოჯახის ბიოგრაფია არაჩვეულებრივი სიზუსტით აირეკლავს მოცემული ეპოქის საქართველოს ისტორიის მთელ სიმძიმესა და ტრაგიზმს. 1604 წელს თეიმურაზი და მისი და ჲელენე მათმა ბიძამ, გიორგი ბატონიშვილმა მამის დასტურით შაჰის კარზე გაგზავნა, რათა შაჰი კახეთის ხელისუფალთა ერთგულებაში დაერწმუნებინა.

1605 წელს შაჰ-აბასი შეეცადა კონსტანტინე ბატონიშვილის ხელით კახეთი ირანის სახანოდ ექცია, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. კახელებმა მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინე ბატონიშვიილი მეფედ არ ინდომეს და ბელაქნის წყალთან ბრძოლაში მოკლეს. 1606 წელს  ქეთევან დედოფლის  ელჩებმა შაჰ-აბასს 16 წლის თეიმურაზის  კახეთის მეფედ დანიშვნა სთხოვეს. Qშაჰმა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოსთან კომპრომისის პოლიტიკას ატარებდათეიმურაზს ქრისტიანობით დაუმტკიცა მეფობა.

1607 წელს ახალგაზრდა მეფემ მამია გურიელის ასულ ანაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟილევანი და ალექსანდრე ეყოლა.

შაჰმა ოსმალები განჯა-ყარაბაღიდან განდევნა, შემდეგ ქართლში შემოიჭრა და აყჯაყალის, ლორის, დმანისის და თბილისის ციხეები გაათავისუფლა ოსმალთაგან. თბილისში მან ლუარსაბ II დაამტკიცა ტახტზე. ქართლის ციხეებში ახლა ოსმალების ნაცვლად ყიზილბაშები ჩადგნენენ.

ქართლიდან წასული შაჰ-აბასი შემახას ციხეს შემოეწყო და თეიმურაზიც იხმო ჯარით. თეიმურაზმა თავი აარიდა ლაშქრობას და დედა გაუგზავნა  ათასკაციანი ლაშქრით. შაჰი განაწყენდა. მას შემდეგ, რაც 1609 წელს ქართველებმა  ქართლში შემოჭრილი ოსმალები დაამარცხეს, ქართლისა და კახეთის მეფეები, ლუარსაბი და თეიმურაზი, დიდი ძღვენით ეახლნენ შაჰს. Aამ ნაბიჯის შედეგად  ქართლ-კახეთში დროებითი მშვიდობა დამყარდა.

1612 წელს ოსმალეთთან დაზავების შემდეგ შაჰ-აბასმა  ქართლ-კახეთისათვის მოიცალა. მას განზრახული ჰქონდა ქართლ-კახეთის აყარა, აქ მაჰმადიანური მოსახლეობის ჩასახლება და ირანისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული სახანოების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად მას პირველ რიგში მეფეები და მმართველი დინასტიის სხვა წარმომადგენლები უნდა მოეშორებინა თავიდან. შაჰის გეგმებს საქართველოშიც კარგად ხვდებოდნენ. თეიმურაზსა და ლუარსაბს ერთმანეთისათვის ფიცი მიუციათ, რომერთსულოვანნი და ერთაზროვანნიიქნებოდნენ (არაქელ თავრიზელი).  1612 წელს შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი მაზანდარნში დაიბარა ნადირობის საბაბით, თუმცა მეფეები არ წავიდნენ, რაც აშკარა ამბოხს ნიშნავდა. 1613 წელს შაჰი დაიძრა ქართლ-კახეთისკენ და განჯაში დაბანაკდა. Mმან მძევლებად მოითხოვა თეიმურაზის შვილები და დედოფალი ქეთევანი. თეიმურაზი იძულებული გახდა დედა და შვილები გაეგზავნა. 1614 წელს შაჰი კახეთში შემოიჭრა და 50 დღის განმავლობაში მიწასთან გაასწორა აყვავებული ქვეყანა. თეიმურაზი ბრძოლით იხევდა ქართლისაკენ. არც ლუარსაბს არ ჰყავდა საკმარისი ძალები და ორივენი იმერეთში გადაიხვეწნენ. კახეთის მმართველად შაჰმა გამაჰმადიანებული კახი ბატონიშვილი ისა-ხანი დანიშნა.

1615 წელს, როდესაც ოსმალეთის არმია მეჰმედ ფაშას მეთაურობით ირანის საზღვრებს მიადგა, კახელებს იმედი მიეცათ და აჯანყდნენ. აჯანყებულებმა, დავით ჯანდიერის, ხელმძღვანელობით სულ გაწყვიტეს ალავერდის ტაძარში ჩაყენებული ყიზილბაშთა გარნიზონი და სასწრაფოდ თეიმურაზი მოიწვიეს. თეიმურაზი ჩამოვიდა კახეთში და დაიწყო ყიზილბაშთაგან კახეთის ციხეების გაწმენდა. ამასობაში შაჰმა ისევ შეკრიბა ჯარი და ცნობილი სარდლის, ალიყული-ხანის მეთაურობით შეუტია კახეთსთეიმურაზმა ამჯერადაც მოახერხა მტრის დამარცხება.

1616 წელს შაჰ-აბასი უზარმაზარი ჯარით ქართლში შემოვიდა. აქედან გაუსია რაზმები კახეთს. თეიმურაზი, რომელიც ირანზე ოსმალთა შეტევას მოელოდა, გაეცალა შაჰს და ისევ იმერეთში გადავიდა. მტრის ხელში დარჩენილი ქვეყანა უდიდეს გასაჭირში ჩავარდაკახელები თავგანწირვით იგერიებდნენ მტერს ყველგან, ყველა სიმაგრესთან, ციხესა და ქალაქთან, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვერ აუდიოდნენ. ყიზილბაშები გზადაგზა ჩეხავდნენ ნარგავებს, წვავდნენ სოფლებს, დატყვევებულ მოსახლეობას ირანში  ერეკებოდნენ. ქვეყანადაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული” (ისკანდერ მუნში). 1616-1617 წლებში შაჰი კიდევ ორჯერ შემოიჭრა კახეთში, მოსპო და დაანგრია თუ რამ დარჩენილიყო. ამ შემოსევებისას კახეთმა დაკარგა მოსახლეობის ორი მესამედი. ირანელი ისტორიკოსის აზრით, ეს თეიმურაზის მოღალატეობრივი პოლიტიკის, მისიუწესობისა და ურჩობისშედეგი იყო.

თეიმურაზი გაუტეხელი მებრძოლი იყო. მასზე შაჰმა საშინლად იძია შურიდაასაჭურისა მისი ვაჟები, რამაც იმსხვერპლა კიდეც ერთ-ერთი მათგანი, ხოლო ქეთევან დედოფალი კი 1624 წელს საშინელი წამებით მოკლა.

1625 წელს ირანის წინააღმდეგ კვლავ აღდგა ქართლი და კახეთი გიორგი სააკაძის მეთაურობით. აჯანყებულებმა რამდენიმე დღეში გაწმინდეს ქართლ-კახეთი ყიზილბაშთაგან, აქ აკლია!!! მაგრამ ამ ბრძოლებს შაჰის არმიის ნახევარიც შეეწირა. თურქი ისტორიკოსის იბრაჰიმ ფეჩევის თქმით, “შაჰს ორმოცი წლის განმავლობაში ასეთი ზარალი არ მოსვლია”.

1626 წელს თეიმურაზი და გიორგი სააკაძე ისევ ერთად იბრძვიან ყიზილბაშთა წინააღმდეგ, ათავისუფლებენ ქართლ-კახეთის ციხეებს, მაგარმ  სააკაძის განდიდებამ გააღიზიანა დიდგვაროვანი თავადები, შუღლი ჩამოვარდა გიორგისა და თეიმურაზს შორისაც. ისკანდერ მუნშის ცნობით, “მოურავსა და თეიმურაზს შორის ერთმანეთისადმი შიში გაჩნდა, ბოლოს აიშალნენ და ერთმანეთს დაშორდნენ.” საქართველოს ისტორიის უმძიმესი ძმათამაკვლელი ომი, რომელიც ბაზალეთის ტბასტან გაიმართა, თეიმურაზისა და მისი მომხრე თავადების გამარჯვებით დამთავრდა. Aამის შემდეგ თეიმურაზმა შიდა ქართლი დაიკავა. შაჰი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის გეგმაზე და  თეიმურაზი ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფედ ეცნო, მაგრამ ფორმალურად შაჰის ერთგული სვიმონ-ხანი ისევ ისე რჩებოდა ქართლის გამგებლად

1620-1624 წლებში, როდესაც გიორგი სააკაძის თაოსნობით იგეგმებოდა აჯანყების მომზადება ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ, თეიმურაზი ოსმალეთიდან ცდილობდა დახმარების მიღებას. 1618, 1623 წლებში მან რუსეთსაც მიმართა, თუმცა ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. 1622 წელს თეიმურაზმა რომის პაპთან დახმარების სათხოვნელად გააგზავნა ნიკიფორე ჩოლაყაშვილი, რომელიც 1629 წელს მხოლოდ პაპის გამამხნევებელი წერილით დაბრუნდა. შაჰ აბასის გეგმის ჩაშლისა და ირანთან ვასალური ურთიერთობის აღდგენის შემდეგაც თეიმურაზი აგრძელებს  ბრძოლას ამიერკავკასიიდან ირანის განდევნისათვის. ამის გამო ჰქონია მას მიწერ-მოწერა სულთან მურად IV-სთან (1623-1640), რომელიც გარკვეულ იმედებს უსახავდა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულ მეფეს. 1630 წელს სულთნისაგან  თეიმურაზი დამაიმედებელ წერილს იღებს: “... ჩემი ლოცვა და კეთილგანწყობა შენკენაა მიმართული... ჩემი საპატიო ხალათებიდან სიხარულის მომგვრელი ერთი ხალათი გიწყალობეთ და გიბოძეთ,... მთელი შენი ლაშქრითა და ხალხის გამოჩენილი პირებით მოემზადე და, თუ მაღალმა ალაჰმა ინება, როცა ჩემი ძლევამოსილი სახელგანთქმული სარდალი მაგ მხარისაკენ წამოვა, ხოლო საქართველოს ამირები მაგ მხარისაკენ დაიძრებიან, შენც სათანადო ადგილას მათ შეუერთდი…...ძალმოსილებით შეუდექი საძაგელი ყიზილბაშის ჟლეტას, ვაჟკაცურად, მამაცურად და გაბედულად გაისარჯე, ისლამის სარწმუნოებისადმი საკადრისი თავგამეტება და სიბეჯითეჲ გამოიჩინე...” 

ამავე პერიოდში აქტიურად განიხილებოდა ამიერკავკასიელ ხალხთა გაერთიანებული ბრძოლის გეგმა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ რუსეთისა და ოსმალეთის დახმარებით. მიუხედავად დიდი მცდელობებისა, გეგმას არ ეწერა განხორციელებასაქართველოსა და სომხეთს არ გააჩნდა საჭირო ძალა, ხოლო მათი  დროებითი პოლიტიკური მოკავშირეები არ იყვნენ საიმედონითეიმურაზის გათვლები ძალების რეალური თანაფარდობიდან არ გამომდინარეობდა.

1631 წელს თეიმურაზის სიძემ ზურაბ ერისთავმა ქართლის ნომინალური მმართველი, სიმონ-ხანი, მოკლათეიმურაზი  ფაქტიურად მთელ ქართლ-კახეთს დაეუფლა. მხოლოდ თბილისში იდგა ყიზილბაშთა ჯარი. თეიმურაზმა შაჰ-სეფის გულის მოსაგებად საკუთარი სიძეც, ზურაბიც მოაკვლევინა და თავისი დაქვრივებული ქალიშვილი ცოლად იმერეთის მეფის გიორგის ძეს, ალექსანდრეს მისცა. შაჰ-სეფიმ ოფიციალურად ცნო თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ. Aამ პერიოდის შესახებ მეფე არჩილი თავისგაბაასებაშიასე ათქმევინებს თეიმურაზს:

დამმორჩილდა ყოვლი ურჩი, ხელთ საბმელი ვითა ბმოდა,

ჵყოვლგან ისმა ეს ამბავი და შეიქმნა საამბოდა,

 შვება იყო სამუდამო, ლხინ-სობათი შეიმკოდა”.

1629 წელს შაჰ-აბასი გარდაიცვალა და ირანის ტახტი დაიკავა შაჰ-სეფი I-მა. მისი ფავორიტი ხოსრო-მირზა (მომავალი როსტომ მეფე) შაჰის კარზე თეიმურაზის წინააღმდეგ მოქმედებდა და მის შესაცვლელად ემზადებოდა. თეიმურაზი ისევ დაუფარავად იბრძოდა ირანის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყანას საამისო ძალა აღარ გააჩნდა. Mმან როსტომის მცდელობით ირანიდან გამოძევებულ ყარაბაღის ბეგლარბეგ დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად დაარბია ბარდა და ყარაბაღი, რამაც შაჰის რისხვა გამოიწვია. ჱდიდი მცდელობითა და კომპრომისების გზით მიღწეული მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში უკვე შეუძლებელი იყო. A

თეიმურაზის ღალატით განრისხებულმა შაჰ-სეფიმ მისგან დაუდ-ხანის გაცემა მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო. “როსტომ-ხანსა და მის მომხრეთ მარჯვე შემთხვევა მიეცათ, როსტომის ხანობა მეფობად დაემშვენებინათ” (ივ. ჯავახიშვილი). 1632 წელს როსტომი ქართლის მეფედ, ხოლო კახეთის მმართველად ყიზილბაში სელიმ-ხანი დანიშნეს. ირანის არმია ისევ შემოესია საქართველოს. თეიმურაზმა იმერეთს შეაფარა თავი.

მართალია, როსტომის დროს ქართლში მშვიდობა დამყარდა, მაგრამ  მაჰმადიანი მეფის ყიზილბაშური წესებითშეზავებულ მშვიდობასქართლის თავადები ვერ ეგუებოდნენ, ისევ თეიმურაზს უგზავნიდნენსაფიცრის წიგნებსდა მეფედ იწვევდნენ. Mთეიმურაზმა რამდენჯერმე გაილაშქრა როსტომის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. იგი კახეთში გადავიდა, გააძევა იქიდან სელიმ-ხანი და 1634 წელს დაიკავა კახეთი. მას შემდეგ, რაც როსტომს ყიზილბაშთაგან სამხედრო ძალა წამოეშველა, თეიმურაზი დაუზავდა როსტომს, თავისი ქალიშვილი თინათინი კი შაჰს გაუგზავნა. Mმან შაჰისაგან კახეთის მეფედცნობისრაყამი მიიღო. ჱდუცხრომელი თეიმურაზი შემდგომშიც აგრძელებდა ბრძოლას ქართლის ტახტისათვის ქართლელ თავადთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით, თუმცა ყველა მისი გამოსვლა მარცხით მთავრდებოდა. ამასთან იგი არ წყვეტდა რუსეთთან და ოსმალეთთან მოლაპარაკებებს, რომლებიც კვლავ უშედეგოდ მთავრდებოდა. 1639 წელს ირან-ოსმალეთის ხანგრძლივი ომი დასრულდა ზავით, რომელმაც გაიმეორა ამასიის ზავის პირობები _ დასავლეთი და აღმოსავლეთისაქართველოებისორ ნაწილად, ირანისა და ოსმალეთის გავლენის სფეროებად დაყოფისა.

როსტომისა და თეიმურაზის დაზავება ვერ მოხერხდა. 1648 წელს როსტომი ქართლისა და ყიზილბაშთა ჯარით კახეთს შეესია. თეიმურაზი ისევ დამარცხდა. ბრძოლაში დაიღუპა მისი ვაჟი დავითი. ჱდამარცხებულ თეიმურაზს, რომელიც მისმა მომხრეებმაც გაწირეს, როსტომმა იმერეთში გადასვლის საშუალება მისცა. თეიმურაზმა საბოლოოდ დაკარგა კახეთი. ამასობაში როსტომმაც მოიგო ქართველების გული და ქვეყანაში ნანატრი მშვიდობა ჩამოვარდა.

თეიმურაზი ამ მარცხის შემდეგაც განაგრძობდა მოკავშირეთა ძებნას იმერეთსა და სამეგრელოში. ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავის გამო მას ოსმალეთის იმედიც გადაეწურა და მთელი ყურადღება რუსეთისაკენ მიმართა, სადაც მძევლად საკუთარი შვილიშვილიც გააგზავნა. რეალური დახმარება არც იქიდან ჩანდა. 1661 წელს სასოწარკვეთილი თეიმურაზი ბერად აღიკვეცა. იგი ჯერ სკანდის ციხეში ცხოვრობდა, ბოლოს კი შაჰნავაზის ჩაგონებით (ვახტანგ V) შაჰს ეახლა, რაც ირანის საბოლოოდ გამარჯვებას ნიშნავდა. “მტერს დამორჩილდა სპარსელ დამპყრობთა წინააღმდეგ ორმოცდაათწლოვანი ბრძოლის მესაჭე” (. ბერძენიშვილი).

სიკვდილის წინ თეიმურაზი ასტარაბადის ციხეში იმყოფებოდა. იგი დაამწყვდიეს მას შემდეგ, რაც მისი შვილიშვილი, ერეკლე ბატონიშვილი არ გამოცხადდა შაჰთან. მრავალჭირგადახდილი მეფე 1663 წელს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველი ისტორიკოსების  შეფასებით, როსტომმა გაიმარჯვა თავისი ზომიერი პოლიტიკითიგი ძირითადად მისაღები იყო ქართველთათვის და სასურველი ირანისათვის, რომელსაც მოსვენება ჰქონდა დაკარგული თეიმურაზის გაუთავებელი ბრძოლით. იგი იარაღით ცდილობდა იმ საქმის გაკეთებას, რასაც როსტომი მშვიდობიანი გზით აღწევდა. თეიმურაზის ნაბიჯები ხშირად არ ემყარებოდა ძალთა  თანაფარდობის ადეკვატურ შეფასებას; მისი გმირული და თავგანწირული სუსლისკვეთება ქვეყანას სისხლისმღვრელ ომებად უჯდებოდა, მაგრამ ამ დაუცხრომელი მებრძოლის შეურიგებლობამ ირანი აიძულა დიდ დათმობებზე წასულიყო.

ქართული მწერლობის ისტორიაში თეიმურაზ მეფემ წარუშლელი კვალი დატოვა. მისი შემოქმედება მრავალმხრივია როგორც ჟანრობრივად, ისე შინაარსობრივად. Mმან დაამკვიდრა ქართულ პოეზიაშიგაბაასებადაანბანთქება”, შემოიტანა საისტორიო ეპოსი, “მაჯამა”, როგორც პოეტურ თხზულებათაკრებულიდა სხვ. Mმისი შემოქმედება მოიცავს სპარსულიდან გადმოკეთებულ და ორიგინალურ ნაწარმოებებს. ირანში ყოფნისას ყრმა თეიმურაზმა ზედმიწევნით შეისწავლა სპარსული ენა – “ისწავებდა წიგნსა და ენასა სპარსთასა”(“ქართლის ცხოვრება”, II). მას ეკუთვნის აღმოსავლურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული რომანტიკული სიუჟეტებისიუსუფისა და ზულეიხას, ლეილისა და მაჯნუნის, შამისა და ფარვანას, ვარდისა და ბულბულისგადამუშავებები. მკვლევართა აზრით, ეს შედარებით თავისუფალი გარდათქმაა, რომლებშიც თეიმურაზი გვევლინება სპარსული ენისა და ამ სამყაროს კულტურული გარემოს შესანიშნავ მცოდნედ. M ირანის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი დიდად აფასებდა ამ ქვეყნის კულტურას და შესანიშნავ სპარსულ მწერლობას: “სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანიო”. მისი პოემები, როგორც თავად ამბობს, “პირველ სპარსთაგან თქმულია..., ქართულად გათარგმნულია”. დღეისათვის გამოკვეთილიაიოსებზილიხანიანის”, “ლეილმაჯნუნიანისწყაროთა სავარაუდო წრეაბდურაჰმან ჯამის, მიმბაძველები (. ჯაკობია, . გვახარია, . მამაცაშვილი), თუმცა, არ არის მიკვლეული უშუალო წყაროები.

 თეიმურაზის ორიგინალურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავსგაბაასების” (აღმოსავლეთში ცნობილი  “მუნაზარეს”) ჟანრში დაწერილ თხზულებასგაზაფხულ-შემოდგომიანი”, რომელსაც ერთვისსოფლის სამდურავი”, სადაც ავტორი მოგვითხრობს თავისი ტრაგიკული ცხოვრების უმძიმესი ეპიზოდების შესახებ.

თეიმურაზმა შექმნა რელიგიური და საერო ლირიკის საყურადღებო ნიმუშები. მის შემოქმედებაში მძლავრად გაისმის რელიგიური მოტივიგულწრფელი, ღრმა და სინანულით აღსავსე.  Mმისი თხზულებაშვიდთა კრებათათვის”, რომელიც ჩახრუხაულითაა დაწერილი, ეხება ეკლესიის ისტორიასჩამოთვლილია ის კრებები, რომლებზეც მწვალებლობა განაქიქეს. Mმას ეკუთვნის აგრეთვე სამიანბანთქება”, რომლებიც ასევე რელიგიური შინაარსისაა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს თეიმურაზისმაჯამა”,რომელიც არ წარმოადგენს მხოლოდ ომონიმების შემცველ ნაწარმოებს. როგორც პოეტი ამბობს, “ლექსთა ღარიბთა, უცხოთა, რომელ არს გამოკრებილი. . .  სპარსულად ჰქვიან მაჯამა, შეყრილად ითარგმანება”. ეს  საგანგებოდ შერჩეული წიგნების ან ლექსების კრებულია, სადაც პოეტი ამკობს ამქვეყნიურ მშვენიერებას, საუბრობს თავის სავალალო ბედზე და სხვ. მასში გაერთიანებული ოდები აღბეჭდილია ღრმა ლირიზმით, პოეტური სიღრმითა და მოხდენილი მხატვრული სახეებით. “მაჯამაარა მარტო თეიმურაზის, არამედ საერთოდ, ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული (. კეკელიძე).

 

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

  1. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება/ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. II, თბილისი, 1959.

  2. იოსებ თბილელი, დიდმოურავიანი, გ. ლეონიძის რედაქციით, თბილისი, 1939.

  3. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ ქართლის ცხოვრება IV, თბილისი, 1973.

  4. ფარსადან გორგიჯანიძე, ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც. საისტორიო მოამბე, II, თბილისი, 1925.

  5. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვლადიმერ ფუთურიძემ. თბილისი, 1969.

  6. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბილისი, 1902.

  7. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, თბილისი, 1967.

  8. მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ისტორიიდან XVI_XVII საუკუნეებში, თბილისი, 1971.

  9. გ. ჯამბურია, ქართველი ხალხის ბრძოლა არსებობის შენარჩუნებისათვის XVII საუკუნის პირველ მესამედში/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, წ.IV, თბილისი, 1973.

  10. ვ. ჩოჩიევი, ოსმალეთის სულთნის წერილი ქართველი მეფისადმი/მაცნე, ისტორიის სერია,1977, №4.

  11. ნ. გელაშვილი, საქართველო და ირანი XVII ს. 30-იან წლებში,ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 3, თბილისი, 1996.

  12. ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, III, თბილისი, 1987.

  13. გ. ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში, თბილისი, 1987

  14. თეიმურაზ I, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძისა და გ. ჯაკობიას რედაქციით, თბ. 1934

  15. არჩილ მეფე, ცხოვრება მეფისა თეიმურაზ პირუალისა, თბ. 1853

  16. ალ. ბარამიძე, თეიმურაზ I-ის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ, თბ. 1959

  17. მ. მამაცაშვილი, თეიმურაზ პირველის ”ლეილმაჯნუნიანის” სპარსული წყაროების შესახებ.

  18. მ. გუგუშვილი, თეიმურაზ I -ის ცხოვრების გზა, თბ. 1979

  19. ვ. მაჭარაძე, ჩანაწერები თეიმურაზ I -ის მოლაპარაკებისა მოსკოვში 1658 წელს. დოკუმენტები. თსუ შრომები, ტ. 113, თბ. 1665
     

 

მოამზადა თამარ აბულაძემ

თეიმურაზ I მეუღლით

XVII ს. კრისტოფორო დე კასტელი