მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

ალექსანდრე II კახთა მეფე

 

ლევან კახთა მეფის ძე ალექსანდრე II (1574_1605) ნიჭიერი დიპლომატი, რეალისტი პოლიტიკოსი, სიძის (დის ქმრის) _ სვიმონ მეფის სრული ანტიპოდი. მტერს რომ ხმლის ნაცვლად, ვითარების შესაბამისი დიპლომატიური მანევრებით აჩერებდა. ირან-ოსმალეთის სისხლისმღვრელი ომის დროს კახეთი მშვი¬დად აცხოვრა მთელი 30 წლის მანძილზე. შორსმჭვრეტელი, მოქნილი პოლიტიკის წყალობით მისი სამეფო ეკონომიკურა¬დაც გამორჩეული კეთილნაშენი ქვეყანა გახდა. მის პიროვნებას მტერიცა და მოყვარეც, ქრისტიანიცა და მუსლიმიც ანგარიშს უწევდა, მაგრამ ნამდვილად არ უყვარდათ `ცბიერი~ და `ფიცის გამტეხი~, მისი ერთგულებისა არ სჯეროდათ.

ალექსანდრე II დაიბადა 1533 წელს. მამის, ლევან კახთა მეფის გარდა¬ცვალების შემდეგ ტახტისათვის გამართულ ბრძოლაში სძლია ნახევარძმებს და 1574 წელს გამეფდა. ტახტზე ასვლისთანავე შაჰს მორჩილება და მოხარკეობის საფუძველზე ერთგული სამსახური აღუთქვა. მაგრამ, როცა მუსტაფა ლალა ფაშამ თბილისი აიღო და შირვანისაკენ წავიდა, ლალა ფაშასთან ჯერ ელჩი გაგზავნა და მას კახეთის სრული მორჩილება ამცნო, მერე კი თავად ეახლა ოსმალო სარდალს სართიჭალასთან (ეს შეხვედრა აღმოსავლური ხატოვნებით წვრილად აქვს გადმოცემული ისტორიკოს აბუბექრს).

ირკვევა, რომ (ალის `ნუსრეთნამე~) ლალა ფაშას ჯერ კიდევ ერზერუმიდან, .. სამცხეში შემოსვლამდე გაუგზავნია წერილი კახთა მეფისათვის და მოუთხო¬ვია მორჩილება და ისლამით `გაპატიოსნება~. ალექსანდრეს `მორჩილების~ პირობა მიუცია, მაგრამ სანაცვლოდ ქრისტიანობის შენარჩუნება და ადრე მის მფლობელო¬ბაში არსებული ადგილების დაბრუნება უთხოვია. იმ ხანად ლალა ფაშა იძულებული გამხდარა დათანხმებოდა ალექსანდრეს, მეტიც, მის განკარგულებაში გადადიოდა წინაპრების კუთვნილი ციხე-სიმაგრეებიც. ალექსანდრეს უნდა გადაეხადა ხარაჯა _ 30 იუქი აბრეშუმი, 10 ლამაზი ჭაბუკი და 10 ბროლტანიანი ქალწული, 10 ფრთა ისპირის შევარდენი, 10 ფრთა ჰიჯაზის მიმინო (იბრაჰიმ ფეჩევი). სულთნისაგან კახეთის გამგებლობა მას ბეგლარბეგის ტიტულით ებოძე¬ბოდა. თუმცა იგი ყველგან და ყოველთვის კახეთის მეფედ მოიხსენიებოდა და არა ბეგლარბეგად. ამრიგად, მეფეს უარი უნდა ეთქვა ყიზილბაშთა მორჩილებაზე და ახლა ოსმალეთის ვასალი გამხდარიყო. ისტორიკოსი . ნატროშვილი ითხოვს `ნუ დავძრახავთ ალექსანდრე მეფეს იმ `ცოცხალი ხარკისათვის, რომელსაც შეჰპირდა იგი ოსმალეთის ხელისუფლებას. რამდენ ქართველ თავადს `მოუმარაგებია~ სტამბოლის ბაზარი მხოლოდ პირადი ანგარებისათვის ასობით ჭაბუკითა და ქალწულით~. როგორც სელიანიქის ჩანაწერიდან ჩანს, ალექსანდრე აჭიანურებდა და აყოვნებდა ოსმალებისათვის ხარკის გადახდას. მან მხოლოდ 1587 წელს განაახლა ოსმალებისათვის 10000 ოქროს ღირებულების აბრეშუმის გადახდა და სურსათით ჯარის მომარაგება. ხერხიანი, გეგმაშეწონილი პოლიტიკით ალექსანდრემ იმას მაინც მიაღწია, რომ ოსმალო დამპყრობელი კახეთის შიგნით არ შეუშვა (. ბერძენიშვილი).

კახთა მეფის დიპლომატიურ ნიჭსა და მოღვაწეობას საოცრად სწორ შეფა¬სებას აძლევს ისქანდერ-მუნში, რომელსაც თავის `პატრონის~ მსგავსად გულზე არ ეხატა მეფე ალექსანდრე. `ოსმალებმა ჯარი გამოგზავნეს შირვანის დასაპყრობად. ამ ჯარმა საქართველოზე გადმოიარა, ალექსანდრე ხანმა, რომელიც თავის სწორი მსჯელობითა და გამჭრიახობით უგამოჩინებულესი ადამიანი იყო ახალგაზრდათა და მოხუცთა შორის და ეშმაკობის და მოხერხების მხრივ ბებერი მგელი იყო, ქართლის მეფის სიმონის საწინააღდეგოდ, გადასწყვიტა რომ მისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა ოსმალებისათვის მორჩილების გამოცხადება. ის მომავალ ფაშებსა და სარდლებს მიეგება, ნუზლი და საური მისცა და ემსახურებოდა მათ. როცა შირვანი და აზერბაიჯანი ოსმალებმა დაიპყრეს, მან ხარკის გადახდაც იკისრა და ოსმალეთის ხონთქარს ერთგულებას უცხადებდა~.

ალექსანდრე არც ოსმალეთისა და არც ირანის ყურმოჭრილი, მორჩილი ყმა არ გამხდარა. შირვანიდან უკან დაბრუნებისას ლალა ფაშა ოსმალო მეომრებს სიკვდილით დაემუქრა, თუ ისინი ალექსანდრეს სამეფოში შევიდოდნენ და ქვეყანას სიმშვიდეს დაურღვევდნენ. ნიშანდობრივია, რომ, როცა ლალა ფაშა კახეთის საზღვართან დადგა, ალექსანდრემ ავადმყოფობა მოიმიზეზა და სარდალთან არ გამოცხადდა (მინადოი). 1578 წლის შეთანხმებით, სულთნის მოწოდებისთანავე კახელებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ ოსმალთა ლაშქრობაში, მეფე ამ მოვალეო¬ბასაც მოხერხებულად არიდებდა თავს. 1579 წელს იგი კახთა ლაშქრით არ მიეშველა თბილისში ყიზილბაშთა ალყაში მომწყვდეულ ოსმალებს. ირკვევა, რომ კახელები ოსმალების წინააღმდეგ იბრძოდნენ: 1583 წელს, როცა ოსმალებმა დაამარცხეს ყიზილბაშები, აიღეს შემახა და შირვანი, ქართველებიც დაუხოცავთ. 30_40 აზნაური ხელფეხშებორკილი ჯერ ოსმალო სარდალს წარუდგინეს, შემდეგ კი ალექსანდრე ხანს გაუგზავნეს _ ბედნიერი ფადიშაჰის მოხარკეები რომ ხართ, ეს რას ნიშნავსო~ (ფეჩევი, ქუთიქოღლუ).

ოსმალთაგან ქართლისა და სამცხის დამორჩილების მაგალითი ალექსანდრეს ძლიერი მოკავშირის მოძებნას აიძულებდა. ირანი ოსმალეთთან ომით იყო დაკავე¬ბული და კახეთისათვის არ ეცალა. ერთადერთ მოკავშირედ რუსეთი რჩებოდა. ასტრახანის დაპყრობის შემდეგ პოლიტიკური ინტერესები რუსეთს კახეთთან აკავ¬შირებდა. 1583 წელს რუსეთმა განაახლა შეწყვეტილი მოლაპარაკება, შესთავაზა მფარველობა და პოლიტიკური კავშირი. კახეთის მეფის ხერხიანი გეგმით საქარ¬თველოს გამოხსნა-აღდგომა წინასწარი პირობა იყო ოსმალეთის წინააღმდეგ შეტევის წარმატებისათვის. ალექსანდრე კახთა მეფის მიერ წამოყენებული ეს დიპლომატიური ფორმულა ორი საუკუნის მანძილზე მოქმედ პროგრამად დარჩა (. ბერძენიშვილი). 1587 წლის 28 სექტემბერს ალექსანდრემ `ფიცის წიგნს~ (რომელიც რუსეთიდან გამზადებული ჩამოიტანეს) ხელი მოაწერა, კახეთი რუსეთის მფარვე¬ლობაში გამოცხადდა. ასე დარჩა 1605 წლამდე. ალექსანდრემ ანტიოსმალურ პროგრამაში შამხალიც ჩართო, რომელიც 1594 წელს დალაშქრეს რუსებმა. საერთო საქმეში მონაწილეობის საჩვენებლად კი ალექსანდრემ კახეთის მოსაზღვრე მცირერიცხოვანი დაღესტნური ტომი დაარბია.

ირან-ოსმალეთის ომი სწრაფად ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. `უმცირესი ბოროტების~ არჩევანის მარადიული პროგრამის კარნახით `ალექსანდრე თუმცა ოსმალებს დამორჩილდა, მაგრამ მომავლის ფიქრიც ჰქონდა, კაცს შაჰის კარზე ისტუმრებდა, ერთგულებას უცხადებდა ხელმწიფეს, ძღვენსა და საჩუქრებს უგზავნიდა და ხელმწიფური წყალობის ღირსი ხდებოდა~ (ისქანდერ მუნში).

ქართველებს ყიზილბაშებიც ისევე სძულდათ, როგორც ოსმალები, მაგრამ 1595 წლიდან, რადგან ძლიერი საფრთხე ოსმალეთიდან მოდიოდა, სვიმონ მეფემ, ალექსანდრემ და ირანის შაჰმა პირი შეკრეს ოსმალეთის წინააღმდეგ. ალექსანდრემ `დაივიწყა~ სიმონის მიმართ პირადი მტრობა. ეს იყო პირველი ანტიოსმალური კოალიცია, რომლისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ ევროპის ქვეყნებს _ ესპანეთს, ავსტრიასა და რომის პაპს. რუსეთი ირანის ინტერესების გამო არ მიუწვევიათ (. გაბაშვილი). ევროპასა და აღმოსავლეთს შორის გაცხოველდა ელჩების მიმოსვლა. ავსტრიის იმპერატორის ელჩი ალექსანდრემ თავისთან მიიწვია და ხანგრძლივად უსაუბრა.

იმ დროს, როცა მთელს ამიერკავკასიაში ოსმალეთი ბატონობდა, კახეთი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ მეფემ მოახერხა და თითქმის ერთდროულად ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის ვასალი გახდა. შაჰის კარზე გაზრდილი გამაჰმადიანებული კონსტანტინე მირზა რუსეთის ელჩს ეუბნება _ `მამაჩემი ყველა ხელმწიფეს აამებს, როგორც ოსმალეთის, ისე მოსკო¬ვის ხელმწიფეს და შაჰსაც ეკურკურება, არავინ არაფერში არ შეიძლება ენდოს მას~. კახთა მეფე ნაცად პოლიტიკურ ხერხებს მიმართავდა ნიადაგ, ორთავე აგრესორს უყვავებდა და ვინც უძლიერესი აღმოჩნდებოდა, იმის `სამსახურისთვის~ იყო მზად. მაგრამ მოხუცი მეფე ვეღარ გაუმკლავდა ტახტისათვის მებრძოლ მემკვიდრეებს და მონასტერში წავიდა. ერთი წლის შემდეგ ისევ მეფის ტახტს დაუბრუნდა. ამასობაში ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

1603 წელს ირანმა ოსმალეთის წინააღმდეგ ომი განაახლა. ამ ომის ძირითადი ასპარეზი კვლავ ამიერკავკასიის ქვეყნები იყო. შაჰს გაუძნელდა ოსმალთაგან ერევნის ციხის განთავისუფლება. იხმო ქართველი ვასალები: ქართლის მეფე გიორგი და კახთა მეფე ალექსანდრე. გიორგი დაძახებისთანავე ეახლა შაჰს, ალექსანდრე კი ჩვეულებისამებრ დაელოდა ვითარების ცვლას და შაჰთან გამო¬ცხადება დააყოვნა. მაშინ მასზე უფრო ცბიერმა შაჰმა ირანის კარზე გაზრდილი შვილი კონსტანტინე გაუგზავნა, რომელმაც ტკბილი სიტყვით, დაპირებებითა და მუქარით დაითანხმა მამა... და ერევანში მოაყვანინა (ისქანდერ მუნში). შაჰი `სიყვა¬რულით მოეხვია~ მეფეს, რომელმაც შაჰ-აბასის სახელზე საგანგებოდ მოჭრილი ოქროს ფული ჩამოიტანა და შაჰს გადააფრქვია. შაჰმაც და მეფემაც შესანიშნავად იცოდნენ, რა სიძულვილი იმალებოდა ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი `სიყვარუ¬ლის~ მიღმა.

ერევნის ციხის აღების შემდეგ გაწეული სამსახურისათვის შაჰმა `დააჯილ¬დოვა~ ქართლისა და კახეთის მეფეები, მაგრამ `საჩუქრად გამოსთხოვა~ მეფე გიორგის ლორე-დებედა. ლორეს ხეობა სახანოდ აქცია, დებედაში `ბორჩალუს~ თურქმანული ტომი ჩამოასახლა და აღჯაყალას მუსლიმ ციხისთავს დაუქვემდე¬ბარა. ალექსანდრეს `700 თუმანი გაუჩინა~, მაგრამ კაკ-ენისელი ჩამოართვა და იქ მუსლიმური სასულთნო შექმნა. ასევე `დაითანხმა~ მეფე კახეთში საცხოვრებელი ადგილი გამოეყო ერთ-ერთი თურქმანული ტომისათვის. შაჰი იმდენად არ ენდო¬ბოდა ალექსანდრეს, რომ ერევნის ციხის აღების შემდეგ თან `იახლა~ ირანში. იქიდან 1605 წლის იანვარში გამოისტუმრა. შაჰი დარწმუნებული იყო, რომ ალექსანდრე ღალატობდა მას და საქართველოში რუსეთი შემოჰყავდა. შაჰის მითითებით კონსტანტინემ `ფრიად მოჰმადიანმა და შემყურემ საჯულთა მათთა~ მოაკვლევინა მამა.

ალექსანდრემ, რომელსაც `რაინდული~ არა ეცხო რა და ცივი ანგარიშის კაცი იყო~ (. ბერძენიშვილი), თავისი ეშმაკობითა და მოხერხებით მრავალჯერ ააცდინა კახეთი ოსმალებისა და ყიზილბაშების შემოსევას. ერთგულად გააგრძელა მამის პოლიტიკა, ქვეყანა მომძლავრდა ეკონომიკურად. კასპიისზღვისპირეთის სავაჭრო გზა კახეთის აღმოსავლეთ საზღვარზე გადიოდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის აქტიურ ჩაბმას საგარეო ვაჭრობაში. გაჰქონდათ ღვინო, აბრეშუმი, ენდრო.

 საერთაშორისო სავაჭრო პუნქტებად იქცა ქალაქები გრემი და ზაგემი, იგივე ბაზარი. გაშენდა ახალი დედაქალაქი გრემი, აშენდა ახალი სასახლეები და ტაძრები, განვითადა ხელოსნობა, კულტურა, შეკეთდა ალავერდის ტაძარი. მომრა¬ვლდა ხალხი. მეფე დამოუკიდებელ საშინაო პოლიტიკას ეწეოდა. სოციალური იერარქიისა და მიწათმფლობელობის ტრადიციული ქართული წესი უცვლელად მოქმედებდა. კახეთიდან სინასა და წმინდა მიწაზე მოწყალების სახით დიდძალი საქონელი იგზავნებოდა. მეფე ალექსანდრე აქტიურად იყო ჩაბმული იერუსალიმის ქართული სამონასტერო კერების შენარჩუნებისა და იქ ქართველ მღვდელ-მონაზონთა უფლებების დაცვის საქმეში. ამის დასტურია კახთა მეფის წერილის პასუხად სულთან მურად III-ის მიერ გაცემული ფირმანი.

ერთი სიტყვით, ალექსანდრე II-ის დიპლომატიური ნიჭისა და სწორი პოლიტიკის წყალობით, კახეთი საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებს შორის ყველაზე მდიდარი და კეთილმოწყობილი იყო.

მას აღმოსავლური პათეთიკით ამკობს სპარსელი პოეტი ფაღფურ ლაპიჯანი `საწეუთრო აღვსილა ალექსანდრეს დიდებით, საქართველო მისი წყალობით ისქანდერის ასპარეზია, მის კეთილშობილ ხელისგულს გამარჯვების ხანჯალი უპყრია, მისი სამეფო ძლევამოსილია, ქვეყანა _ აყვავებული~. ეკლესიით მოხიბლუ¬ლი მუსლიმი პოეტი ურჩევს მკითხველს _ `შედი მონასტერში, ძალზე მომხიბლავი რომ არის... ისმინე ეკლესიის ზარის რეკვა, იესო ქრისტეს დიდება ისმინე~.

ალექსანდრე კახთა მეფემ, რომელსაც სიმონ ქართლის მეფისაგან განსხვავე¬ბით, `რაინდული არა ეცხო რა~ და მხოლოდ ცივი გონებით მოქმედებდა, არა ერთხელ იხსნა ქვეყანა აწიოკებისა და სისხლისღვრისაგან. ჩვენი მემატიანეების ფურცლებიდან კი უფრო სიმპატიითა და სიყვარულით გამთბარი მოჩანს `დელი სიმონი~, ვიდრე მისი ანტიპოდი `ბებერი მგელი~. სიფრთხილე და ცივი ანგარიში, დიპლომატიური სვლები და კომპრომისები, ლავირება ორ ვეშაპს შოღის, როგორც ჩანს, უფრო ნაკლებად ფასობდა იმდროინდელ საქართველოში, ვიდრე თავზე ხელაღებული სიმამაცე და დაუოკებელი ჟინი ომისა (. ნატროშვილი).

 

         wyaroebi da samecniero literatura:

1.        vaxuSti, qarTlis cxovreba, t.IV, Tbilisi 1973.

2.       beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, qarTlis cxovreba, t.II, Tbilisi, 1959.

3.       T. Jordania, qronikebi, t.II, Tbilisi 1912.

4.       isqanderi munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qar­Tuli TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.

5.       ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.

6.       mustafa selianiqi,stamboli, 1889. g. fuTuriZe, mustafa selianiqi saqarTvelos Sesaxeb, Tsu-s Sromebi, t.91, Tbilisi, 1960.

7.       mustafa naima, cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniT, gamokvleviTa da SeniSvnebiT gamosacemad moamzada n. Sengeliam, Tbilisi, 1979.

8.       abubeqr bin abdulahi, gamarjvebaTa wigni, Turquli teqsti qarTuli TargmaniT, SesavliTa da SeniSvnebiT gamosacemad moamzada m. iluriZem. Tbilisi, 2006.

9.       Thomaso Minadoi, Historia della guerra fra Turchi et Persiani, venecia, 1588, vsargeblob m. svaniZis SromiT, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, Tbilisi, 1971.

10.    pirTa anotirebuli leqsikoni, t.I, Tbilisi, 1991.

11.     n. berZeniSvili, ruseT-saqarTvelos urTierTobis istoriidan XVI_XVII saukuneTa mijnaze, saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.IV, Tbilisi, 1967.

12.    m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.

13.    S. mesxia, Города и городской строй феодальной Грузии, Tbilisi, 1959.

14.    T. natroSvili, beberi mgeli, saqarTvelo aTaswleulTa gasayarze, Tbilisi, 2006.

15.    saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.

16.    val. gabaSvili, qarTuli diplomatiis istoriidan (saqarTvelo da antiosmaluri koaliciebi XVI_XVII ss.), masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 31, Tbilisi, 1954.

17.    iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.IV, Tbilisi, 1948.

18.    M.F. Kirzioğlu, Osmanlilar’in Kafkas–Ellerini Fethi (1451–1590), ankara, 1976.  Bekir Kütükoğlu, Osmanli – Iran Siyasî Münasebetleri, 1578–1590, stamboli, 1962.

19.  n. asaTiani, qarTul-rusuli diplomatiis istoriis narkvevebi, t .IX, Tbilisi, 1998.

 

moamzada cisana abulaZem