მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოანე ზედაზნელი

VI . საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე – 7 მაისი.

 

 

      ერთ-ერთი ასურელი მამა (იხ. ასევე დავით გარეჯელი, დოდო გარეჯელი, შიო მღვიმელი, ევაგრე, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ნეოფიტე ურბნელი). ტრადიციის თანახმად იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები, როლებიცასურელი მამებისსახელით არიან ცნობილნი, ასურეთიდან (სირიიდან) მოვიდნენ ქართლში, სავარაუდოდ VI საუკუნეში. მათ სახელებსა და მოღვაწეობას უკავშირდება სამონასტრო ცხოვრების დასაწყისი საქართველოში (გრ. ფერაძის მოსაზრებით ამ მამებმა ჩვენთან საფუძველი ჩაუყრეს კინობიტურ ცხოვრებას, ხოლო ანაქორეტული ფორმით ქართული ბერმონაზვნობა სირიელ მამათა ჩამოსვლამდეც არსებობდა). აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათ მიერ დაარსებული მონასტრები მალე მძლავრ სამონასტრო ცენტრებად იქცა და უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში მთელი შუა საუკუნების მანძილზე. ასურელი მამები წმინდანებად იქნენ შერაცხილინი ქართული ეკლესიის მიერ.

      [წყაროები]: უმთავრეს წყაროს ასურელ მამათა მოღვაწეობის შესასწავლად მათი ცხოვრებების ამსახველი, შედარებით გვიანდელი პერიოდის ჰაგიოგრაფიული თხზულებები წარმოადგენს, რომელთა შექმნის თარიღის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს (მკვლევართა უმრავლეოსობის აზრით დღეს მოღწეულცხოვრებათაგანარც ერთი IX -ზე ადრეული არ უნდა იყოს). ასურელ მამათა შესახებ მოკლე ცნობები დაცულია აგრეთვე IX-XI სს-ების ქართულ საისტორიო წყაროებში - “მოქცევაÁ ქართლისაÁ”-ში და ვახტანგ გორგასლის ცხოვრების გაგრძელებაში (მიეწერება ჯუანშერს). XVIII -ის დასაწყისშისწავლულ კაცთა მიერშედგენილ ახალქართლის ცხოვრებაშისხვა დამატებებთან ერთად შეტანილია ზოგიერთი ასურელი მამის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდები და მათი სახელობითი ჩამონათვალი. ასურელ მოღვაწებს ორიოდე სიტყვით ეხება აგრეთვე ვახუშტი ბატონიშვილიც.

      [რაოდენობა]: წყაროების თანახმად, ქართლში 13 ასურელი მამა მოვიდაიოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე. ასურელ მამათა სახელობითი ჩამონათვალი მხოლოდ რამდენიმე წყარომ შემოინახა [ეს ჩამონათვალი მოიპოვებაქართლის ცხოვრების სხვადასხვა ნუსხებში ჩანართის სახით, “შიო მღვიმელის ცხოვრებაში”, “იოანე ზედაზნელის ცხოვრებაზედართულ სიაში აღნიშნული ჩამონათვალები სხვაობს ერთმანეთისაგანრაც იქცა გაურკვევლობის მიზეზად ასურელ მამათა რაოდენობის საკითხში. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ტრადიცია 13 ასურელი მამის შესახებ ქრისტესა და მისი თორმეტი მოციქულის ანალოგიით უნდა იყოს შექმნილი, ხოლო სინამდვილეში მათი რიცხვი მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო.

      [დათარიღება]: ასურელ მამათა ქართლში მოსვლის და მათი მოღვაწეობის დათარიღების საფუძველს ჰაგიოგრაფიულ ძეგლებსა თუ მატიანეებში დაცული სხვადასხვა პირდაპირი თუ ირიბი მონაცემები იძლევა. ესენია მათთან დაკავშირებით წყაროებში ნახსენები ისტორიული პირები და მოვლენები (ფარსმან მეფე, ევლალე/ევლავიოზ ქართლის კათალიკოსი და მისი მომდევნო კათალიკოსები მაკარი და სამუელი; სვიმეონ მესვეტე, იერუსალიმის პატრიარქი ელია, ედესის ალყა სპარსეთის მეფის ხოსროს მიერ; ქართლში უმეფობის ხანა და სპარსი მარზპანის გამგებლობა; ბერძენთა მიერ სპარსელთა განდევნა ქართლიდან). მაგრამ ამ მოვლენათა თუ ისტორიულ პირთა მოღვაწეობის დათარიღების თაობაზე ქართულ ისტორიორაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად, სხვადასხვა მკვლევარები განსხვავებულად ათარიღებეს ასურელ მამათა ქართლში მოსვლისა და მოღვაწეობის ხანას: V საუკუნით (. ცაგარელი), V საუკუნის შუახანებითა და II ნახევარით (. ფერაძე, პლ. იოსელიანი), VI საუკუნის I ნახევარით (. კაკაბაძე), VI -ის 20-30-იანი წლების შემდგომ (. კეკელიძე, . მერკვილაძე, . გოილაძე, . სირაძე); VI საუკუნის შუა ხანებითა და II ნახევრით (ივ. ჯავახიშვილი, . ბროსე, . ჟორდანია, . საბინინი, . ჩუბინაშვილი, . თამარაშვილი, . თარხნიშვილი, . მენაბდე, . ჯანაშვილი).

      ყველა მოსაზრების თანახმად ასურელ მამათა მოღვაწეობა მაინც V-VIსაუკუნეების ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ექცევა. უკანასკნელ ხანებში უფრო სარწმუნოდ მიიჩნევა საქართველოში ასურელ მამათა მოღვაწეობის დათარიღება VI -ის შუახანებითა და II ნახევრით.

      ცალკელი მეცნიერები ეჭვის ქვეშ აყენებენ აგრეთვე ტრადიციულ მოსაზრებას ასურელი მამების ქართლში ერთდროულად მოსვლის თაობაზე იოანე ზედაზნელის მეთაურობით. გამოითქვა ვარაუდი, რომ ასურელი მამები შესაძლოა არ ეკუთვნოდენ ერთსა და იმავე საზოგდოებას, ყველა იოანეს მოწაფე არ ყოფილა და ცალ-ცალკე, რამდენიმე ნაკადად მოვიდნენ ქართლში, ხოლო მათი სახელები შემდგომში გააერთიანეს (. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი).

      [აღმსარებლობა და ქართლში მოსვლის მოტივი]: სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ასურელი მამების აღმსარებლობისა და ქართლში მოსვლის მიზნების შესახებ. ტრადიციულად მიღებული თვალსაზრისით ასურელი მამები მართლმადიდებლები (ქალკედონიტები) არიან. ქართული წყაროების მიხედვით ისინი საქართველოში სამონასტრო მოღვაწეობის მიზნითა და ახლად მოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად იყვნენ მოსულები. ძირითადად ამ მოსაზრებას იზიარებს ტრადიციულად ქართული ისტორიოგრაფია, თუმცა XX -ში განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა ამ საკითხის შესახებ.

      VI -ში საქართველოსა და ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში არესბული ისტორიულ-რელიგიური სიტუაციის გათვალისწინებით ზოგიერთმა მეცნიერმა ეჭვი შეიტანა ასურელ მამებად ცნობილი მოღვაწეების ქალკედონიტობაში (მართლმადიდებლობაში). აქედან გამომდინარე, განსხვავებულად იქნა ახსნილი ქართლში მათი მოსვლის მიზეზებიც.

      გამოითქვა ვარაუდი, რომ ასურელი მამები მონოფიზიტი ბერები იყვნენ, როლებიც ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში, მათ შორის სირიაში, დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის სარწმუნოებრივი დაპირისპირებისა და მონოფიზიტთა მიმართ VI -ის მანძილზე ხანგამოშვებით ატეხილი დევნილობის გამო თავს აფარებენ ქართლს, სადაც VI საუკუნის გასულამდე (ქართველ-სომეხთა საეკლსიო განხეთქილებამდე) ოფიციალურ რელიგიად ითვლებოდა ანტიქალკედონიტობა და შედარებით მშვიდი რელიგიური სიტუაცია იყო. ქართლში ქალკედონიტობის საბოლოო გამარჯვების შემდეგ კი, ამ მამების მოღვაწეობისათვის დიოფიზიტური ელფერი მიუციათ, წმინდანთა რიცხვში მოუქცევიათ (. კეკელიძე, . კაკაბაძე, . მელიქსეთ-ბეგი, . მენაბდე).

      მეორე პოზიციის თანახმად მტკიცე ქალეკოდუნრი მრწამსის მქონე ასურელი მამები მოსულან საქართველოში იმხანად ქართლში გაბატონებულ მონოფიზიტობასთან საბრძოლველად. სწორედ მათმა მოღვაწეობამ განაპირობა ქართლში დიოფიზიტური (ქალკედონური) აღმსარებლობის საბოლოო გამარჯვება (ჯავახიშვილი, გოილაძე, . თარხნიშვილი). ამ მოსაზრებას, ივ. ჯავახიშვილის თანახმად, განამტკიცებს აგრეთვე სომხურ ეპისტოლეთა წიგნში დაცული ცნობები იმის თაობაზე, რომ VI -ის შუა წლებში სომხეთსა და ალბანეთშიც მოსულან სირიელი მამები, რომელთა მიზანი აგრეთვე ქალეკდონიტობისა და ნესტორიანობის ქადაგება და დანერგვა იყო.

      ასუელ მამათა აღმსარებლობის ირგვლივ გამოთქმული თვალსაზრისები ძირითადად მათ დიოფიზიტობა-მონოფიზიტობას შორის მერყეობს. თუმცა გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგალითად, ასურელ მამათა ნესტორიანობის შესახებ (. მარი, . ინგოროყვა). . ნუცუბიძის აზრით კი ასურელი მამები სირიის ნეოპლატონური სკოლის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ბიზანტიაში ანტიკური ფილოსოფიის დევნის შედეგად მოდიან ქართლში მას შემდეგ, რაც იუსტინიანეს რელიგიური პოლიტიკის შედეგად იმპერიაში ფილოსოფიური ცენტრების მოშლა იწყება (უკანასკნელმა მოსაზრებამ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოხმაურება ვერ ჰპოვა).

      [ასურელ მამათა წარმომავლობა] ასურელ მამათა ეროვნული მიკუთვნების საკითხი სხვადასხვაგვარად წყდება მეცნიერებაში. ქართული წყაროები ერთსულოვნად მიუთითებს მათ ასურულ წარმომავლობაზე (ანტიოქიიდან ან მისი მიდამოებიდან). XIX -ის 80-იანი წლებიდან ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩნდება მოსაზრება, რომ ეს ცნობილი მოღვაწენი, ტრადიციის საპირისიროდ, შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ქართველური მოდგმით დასახლებული კაპადოკიიდან (. ჩუბინაშვილი, . ჯანაშვილი, . ჯანაშვილი) ან სირიის სხვადასხვა მონასტრებში სამოღვაწეოდ გამგზავრებული და შემდეგ უკან დაბრუნებული ქართველები (. კეკელიძე, . ბაქრაძე, . კაკაბაძე, . მენაბდე, . ნუცუბიძე, . გიოლაძე). თუმცა მთელი რიგი მეცნიერებისა არ დაეთანხმა მოსაზრებასასურელი მამების ქართველობის შესახებ (გრ. ფერაძე, ივ. ჯავახიშვილი, . კელენჯერიძე, . მერკვილაძე).

      იოანე ზედაზნელის  ცხოვრების ამსახველ წყაროთაგან მოღწეულია მისიცხოვრების რამდენიმე ძველი რედაქცია, რომლებიც მართალია მისი მოღვაწეობის ხანასთან შედარებით გვიან შექმნილია (X_XII სს), მაგრამ უთუოდ ეყრდნობა ასურელ მოღვაწეთა შესახებ უფრო ძველ, ჩვენთვის უცნობ მასალას. ესენიავრცელი რედაქცია (მოღწეულია ერთადერთი XV-ის ბოლონაკლული ხელნაწერით _ ქართლის ცხოვრების ანა დედოფლისეული ნუსხით. ამ რედაქციის შესავლიდან ცხადი ხდება, რომ ის დაწერილია ზედაზენის წინამძღვრის, მიქელის შეკვეთით. იქიდანე ცნობილი ხდება, რომ ავტორი ტექსტის შედგენისას იყენებდა მიქაელისაგან მიღებულ ქარტას, რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი ოანეს საქმენი, აგრეთვე ზეპირ გადმოცემებს); მოკლე რედაქცია (მოღწეულია სამი ნუსხით) და მეტაფრასული რედაქცია (მოღწეულია მრავალი ხელნაწერით). სამივე რედაქციის სათაურში ავტორად არსენ ქართლის კათალიკოსია დასახელებული.

      სხვადასხვა მეცნიერები მოკლე რედაქციას ათარიღებენ VII -ის დასარულით (.კაკაბაძე), X-ით (. კეკელიძე), X -ის შემდგომი დროით (ილ. აბულაძე). ხოლო ვრცელ რედაქციას X-ის დასაწყისით (. კაკაბაძე) X -ის შუა წლებით (ივ. ჯავახიშვილი), X -ის II ნახევრით (ილ. აბულაძე) XI საუკუნკით (. კეკლიძე) ათარიღებენ. შესაბამისად, განსხვავებულია მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რომელია ამ ორი რედაქციიდან პირველადი, არქეტიპული რედაქცია, მათი ურთიერთმიმართების და ავტორის ვინაობის შესახებაც.

      უკანასკნელ ხანებში გამოითქვა დასაბუთებული მოსაზრება (. გაბიძაშვილი), რომიოანეს ცხოვრებისმოკლე რედაქცია უნდა წარმოადგენდეს არქეტიპს, რომელიც არის ნაწილი ერთი მთლიანი თხზულებისა _ იოანე ზედაზნელისა და მის მოწაფეთა ცხოვრებისა და რომლის ნაწილებს უნდა წარმოადგენეს აგრეთვე შიოს, დავითის და აბიბოს ნეკრესლის ცხოვრება. ეს ერთიანი თხზულება დაწერილი უნდა იყოს არსენ კათალიკოსის მიერ (955-980) X -ის მეორე ნახევარში.

      რაც შეეხება მეტაფრასულ რედაქციას, ის, მეცნიერთა მრავლესობის აზრით, XII საუკუნეში უნდა იყოს შექმნილი.

გარდა ზემოხსენებული სამი ძველი რედაქციისა უკანასკნელ ხანებში სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში მიაგნეს იოანე ზედაზნელის კიდევ ერთ, უცნობ `ცხოვრებას~, რომელიც დაცულია X -ის I ნახევარში გადაწერილ ხელნაწერში. ეს ტექსტი არ განეკუთვნება თხზულების აქამდე ცნობილ არც ერთ რედაქციას და მისმა საფუძვლიანმა შესწავლამ შესაძლოა არსებულ რედაქციათა ურთიერთმიმართებისა და დათარირების საკითხის გადახედვა გამოიწვიოს.

      არსებობს აგრეთვე იოანეს ცხოვრების გვიანდელი სვინაქსარული რედაქცია (მოღწეულია ერთადერთი 1726 წლის ხელნაწერით), რომელიც XVIII -ის I ნახევარში შექმნილად მიიჩნევა. გარკვეული ცნობები იოანეს შესახებ შემონახულია აგრეთვე შიო მღვიმელის  და დავით გარეჯელის ცხოვრებებათა სხვადსხვა რედაქციებში.

აღნიშნულ წყაროთა მიხედვით იოანე ზედაზნელის ცხოვრება და მოღვაწეობის ძირითადი მოვლენები შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

      ცხოვრება: იოანე წარმოშობით იყო სირიიდან (ქუეყანით შუამდინარით), ანტიოქიიდან ან ანტიოქიის მიდამოებიდანწყაროთა მიხედვით მისი მშობლების ვინაობა უცნობია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ასურეთში ყოფნისას ბერად შედგა და სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია. მას მიენიჭა წინასწარმეტყველებისა და სნეულთა განკურნების უნარი, რის შედეგადაც მისი სახელი მთელს სირიაში გაითქვა. მასთან მრავალი ადამიანი მოდიოდა კურთხევის მისაღებად. მაგრამ იოანე კაცობრივ დიდებას გაურბოდა, ამიტომ რამდენიმე მოწაფესთან ერთად მოშორებულ უდაბნოში წავიდა და იქ დაემკვიდრა გამოქვაბულში. მისი მოწაფეები დროდადრო მიდიოდნენ ქალაქში და თავიანთი ხელთ-საქმარის სანაცვლოდ საზრდო ჩამოჰქონდათ. მაგრამ მალე ხალხმა შეიტყო იოანეს ახალი ადგილსამყოფელი და აქაც დაიწყეს მასთან მოსვლა და სნეულთა მოყვანა განსაკურნებლად. იოანე მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მაგრამ მას მარტოობა და განდეგილი ცხოვრება სწადდა, ამიტომ გადაწყვიტა უცხო ქვეყანაში წასულიყო, სადაც მას არავინ იცნობდა და სადაც შესძლებდა განმარტოებით დაყუდებას. სულიწმინდის მითითებით მან ქართლში წამოსვლა გადაწყვიტა და ამის შესახებ მოწაფეებს ამცნო. წყაროთა ერთი ნაწილის მიხედვით მოწაფეებმა არ ისურვეს მოძღვართან განშორება და მასთან ერთად გამოემართნენ ქართლისაკენ, ხოლო სხვა წყაროების თანახმად იოანეს უფალმა უბრძანა გამოერჩია 12 მოწაფე და მათთან ერთად წასულიყო ქართლში, ამ ახალადმოქცეულ ქვეყანაში რწმენის გასნამტკიცებლად. იოანემ და მისმა მოწაფეებმა 10 დღე გაატარეს ლოცვასა და მარხვაში, შემდეგ ყველა მოწაფის სახელები ჩამოწერეს და საკურთხეველზე დააწვყეს. მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდენ ყველანი. მეორე დღეს, ჟამისწირვის შემდეგ, ანგელოზმა საკურთხევლიდან აიღო და იოანეს ხელში ჩაუდო ქაღალდი, რომელზეც 12 მოწაფის სახელი ეწერა.

      მაშინ გამოემართნენ იოანე და მისი მოწაფები ასურეთიდან საქართველოსაკენ (შიოს მეტაფრასული ცხოვრების თანახმად იმხანად სვიმეონ საკვირველმოქმედი ასული იყო საკვირველ მთაზე დათორნესა შინა მჯდომარე იყო”. იოანე და მოწაფეები მივიდნენ მასთან და კურთხევა მიიღეს. სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ ცნობის სარწმუნოობის შესახებ, ისევე როგორც იმის შესახებ, თუ რომელი სვიმეონი იგულისხმება აქუფროსი თუ უმცროსი, რაც ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ასურელ მამათა ქართლში მოსვლის განსხვავებული დათარიღებისათვის).  

      იოანე და მისი მოწაფეები თავდაპირველად მცხეთაში ჩამოვიდნენ. წყაროთა ერთ ნაწილში მოთხრობილია, რომ ევლავიოზ ქართლის კათალიკოსს ანგელოზმა აუწყა იოანეს და მის მოწაფეთა ჩამობრძანების ამბავი. ევლავიოზი ეპისკოპოსებთან ერთად გამოეგება მათ მცხეთის მისადგომებთან და აკურთხა, ხოლო იოანე ამ შეხვედრისას სასწაულებრივად ალაპარაკდა ქართულად.

      მცხეთაში იოანემ და მისმა მოწაფებმა თაყვანი სცეს წმინდა და ცხოველსმყოფელ სვეტს, რომელიც სასწაულებრივად აღემართა წმინდა ნინოს ლოცვით, და შესთხოვეს ღმერთს ადგილის მითითება, სადაც ისინი დაემკვიდრებოდნენ. ღმერთმა მიუთითა მათ ზედაზენის მთა, მცხეთის მხლობლად. მაშინ იოანემ და მისმა მოწაფეებმა გადაკვეთეს არაგვი და ავიდენ პატიოსანი ჯვრის თაყვანის-საცემად. შემდეგ ავიდენ ამ მთაზე, რომელსაც ჰქვია ზედაზენი და დაემკვიდრენ იქ.

      ზოგიერთი წყარო იოანეს და მის მოწაფეთა ზედაზნის მთაზე დამკვიდრების ამბავს ამგვარად მოგვითხრობს: ქართლში ჩამოსულმა მამებმა კარგა ხანი დაჰყვეს მცხეთაში ევლავიოზ კათალიკოსთან. მათთან უამრავი ადამიანი მოდიოდა, მათ შორის მეფე და დიდებულებიც, კურთხევის მისაღებად. ხოლო ასურელი მამები მოძღვრავდნენ მათ, განუმტკიცებდნენ რწმენას და სნეულებს განკურნავდნენ. წმ. მამები

      მიჰყვებიან წმ. ნინოს ნაკვალევს, მიწას ემთხვევიან და ევედერბიან ღმერთს უჩვენოს მათ ადგილი, სადაც უნდა დაემკვიდრონ. ერთ დღეს იოანემ მცხეთის აღმოსავლეთით, ზედაზენის მთაზე ნისლის მაგვარი ეშმაკთა გუნდი შენიშნა. იგი მივიდა ევლავიოზ კათალიკოსთან და სთხოვა ეს მთა, რათა იქ დამკვიდრებულიყო მოწაფეებთან ერთად. კათალიკოსი ეუბნება, რომ ის მთა სრულიად უკაცურია, ადრე იქ წარმართთა სალოცავი და სამსხვერპოლო იყო და ზადენის კერპიც იდგა, რომელიც წმ. ნინომ დამსხვრია, მაგრამ მას შემდეგ იმ მთაზე ბოროტი სულები მკვიდრობენ. იოანე აზრს არ იცვლის, ამიტომ კათალიკოსი აკურთხებს მას და მის მოწაფეებს და თავად აცილებს მათ.

ზედაზენის მთაზე დამკვიდრებული იოანე დღედაღამ ლოცულობდა და განწმინდა ეს ადგილი ბილწებისაგან. მას მარტო სურდა იქ დარჩენა, ამიტომ ერთ დღეს მოუხმო მოწაფებს, დამოძღვრა ისინი და დააგზავნა სხვადასხვა მხარეს სახარების საქადაგებლად და ამ ახლადმოქცეული ქვეყანის მოსახლეობის რწმენის განსამტკიცებლად. არაწმინდა სულთაგან თავის დასაცავად კი ასურეთიდან წამოღებული წმინდანთა ნაწილები გაატანა (ერთ-ერთი წყაროს თანახმად იოანეს გამოეცხადენ ღვთისმშობელი და წმ. ნინო და უბრძანეს მოწაფეების გაგზავნა ქართლის სხვადასხვა ადგილებში საქადაგებლად).

      მოწაფები წავიდნენ და დაემკვიდრენ ქართლის და კახეთის სხვადასხვა კუთხეებში - ზოგი უდაბნოში, ზოგი მთაზე და ზოგიც გამოქვაბულში. და მიდიოდნენ მათთან მოწმუნენი, წმ. ბერები კი მოძღვრავდნენ მათ, სულიერად განამტკიცებდნენ და სნეულებს განკურნავდნენ

      იოანე კი მარტო დარჩა ზედაზნის მთაზე, მხოლოდ ერთი მოწაფე, ელია დიაკონი დაიტოვა თავისთან. მან არ ისურვა მთაზე სენაკის აშენება, არამედ როგორც განდეგილთა და მარტომყოფთა წესია, იპოვა კლდეში პატარა გამოქვაბული, იქ დაემკვიდრა, მწირობასა და ლოცვაში მრავალი წელი გაატარა და არაერთი სასწაული აღასრულა. და გაითქვა მისი სახელი ქართლში.

როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მოუხმო თავის მოწაფეებს, დამოძღვრა ისინი და დაუბარა, რომ მისი ნეშტი მისსავე გამოქვაბულში დაეკრძალათ (ადგილსა მწირობისა მისისასა). ამის შემდეგ მიიღო წმინდა ზიარება და გარდაიცვალა.

      მოწაფეებმა მწარედ დაიტირეს იოანე. ხოლო მისი დანაბარები მღვიმეში დაკრძალვის შესახებ არ შეასრულეს, რადგან შეუფერებლად მიიჩნიეს ეს ადგილი. მოვიდნენ მღვდლები, დიაკონები და მორწმუნენი, წამოიღეს იოანეს ნეშტი, ჩაასვენეს ლუსკუმაში და დიდი პატივით დაკრძალის ზედაზნის მთის ძირას, მისი ერთ-ერთი მოწაფის, თათას მიერ აშენებულ მონასტერში. მაგრამ იოანემ არ ისურვა იქ დარჩენა და საწაულებრივად მიანიშნა ამის შესახებ. თათას მონასტერში, სადაც იგი იყო დაკრძალული, ძლიერი მიწისძვრა დაიწყო. მოწაფეებს გახსენდათ იოანეს ანდერძი და მიხვდენ ამ სასწაულის მნიშვნელობას. მათ კათალიკოსს აუწყეს ყველაფერი, იოანეს ნაწილები დიდი პატივით გადასვენეს მის მღვიმეში, რის შემდეგაც მიწისძვრა შეწყდა. მოგვიანებით იოანეს მღვიმესთან ეკლესია ააშენეს. ხოლო დიდი ხნის შემდეგ კლემენტოს კათალიკოსმა ამ გამოქვაბულის აღმოსავლეთით სხვა ეკლესია ააშენა, იოანე ნათლისმცემლის სახელზე, ღმერთისა და იოანე ზედაზნელის სადიდებლად.

სასწაულები:

იოანე ზედაზნელის შესახებ მოღწეულ წყაროებში აღწერილია მის მიერ ქართლში ჩადენილი შემდეგი სასწაულები:

      იოანე შეუჩერებლად ლოცულობდა. ხოლო ეშმაკებსა და არაწმიდა სულებს, რომლებიც ზედაზნის მთაზე ოდითგანვე მკვიდრობდენ, იოანეს ლოცვები ისრებივით ესობოდა. ერთხელაც განრისხებულნი, ისინი თავს დაესხნენ იოანეს, აშინებდენ და სურდათ მისი მთიდან გადაგდება. ხოლო მათი მეთაური დაემუქრა იოანეს, რომ მრავალ უბედურებას შეამთხვევდა, თუ იგი ამ ადგილს არ დატოვებდა. იოანე ჯვრით იცავდა თავს და ქრისტეს სახელით უბრძანა მათ განშორებოდენ მთას. იესოს სახელის გაგონებაზე ეშმაკებმა დაიწყეს ტირილი და გოდება და თქვეს, რომ ჩრდილოეთისაკენ მოუწევდათ წასვლა, წარმართთა მხარეში, სადაც მათ იესოს სახელით არავინ განდევნიდა. უეცრად მთას მოსცილოდა ბნელი ნისლი და ჩრდილოეთისაკენ წავიდა, ეშმაკები კი გაუჩინარდნენ.

      ზედაზნის მთაზე არ იყო წყალი და იოანეს მოწაფე დიდი შრომით და გარჯით ეზიდებოდა წყალს მთის ძირიდან ციცაბო აღმართზე. შეებრალა იოანეს მოწაფე და მხურვალე ლოცვით ღმერთს შესთხოვა მთაზე წყაროს აღმოცენება. შეისმინა ღმერთმა იოანეს ვედრება და აღმოაცენა მთის წვერზე წყარო. ამ წყაროს საწაულმოქმედი, სამკურნალო თვისებები აღმოაჩნდა. მოდიოდნენ სხვადასხვა ადგილებიდან სნეულნი, იღებდნენ წყალს და მიჰქონდათ თავიანთ სოფლებში. და ყველა, ვინც ამ წყალს შეეხებოდა, იკურნებოდა.

      ერთ დღეს იოანეს მოწაფე, ელია დიაკონი, მივიდა იოანეს მიერ სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროსთან წყლის ასაღებად და დაინახა იქ დიდი დათვი. შეშინებულმა ელიამ მიირბინა იოანესთან და უამბო, რაც შეემთხვა. იოანე მიჰყვა ელია დიაკონს წყაროსთან და მშვიდად უთხრა დათვს: თუ გწყურია, დალიე და წადი. და ამის შემდეგ ადამიანებს ნურაფერს ავნებ, თუ ამ მთაზე შეგხვდებიან. დათვმა თავი დახარა და მორჩილად წავიდა. მას შემდეგ აღარავისთვის მიუყენებია ზიანი, თუ ვინმეს შეხვდებოდა, ცხვარივით მშვიდად გვერდით ჩაუვლიდა ხოლმე. სხვა მხეცებიც ამ მთზე აღარ ერჩოდნენ ადამიანებს.

      იოანეს საკაცით მოუყვანეს დავრდომილი ავადმყოფი, რომელიც სთხოვდა იოანეს განკურნებას. იოანემ უთხრა განგკურნავს შენ უფალი იესო ქრისტე. მაშინათვე ფეხზე წამოდგა დავრდომილი და აამოძრავა კიდურები.

      იოანეს მოუყვანეს სულით ავადმყოფი (ეშმაკეული), რომელსაც ლაპარკიც კი არ შეეძლო. შეებრალა იოანეს ეს კაცი, ქრისტეს სახლით უბრძანა არაწმიდა სულს მისგან განსვლა და ავადმყოფი განიკურნა.

      იოანემ მოისურვა თავისი მოწაფეების მონახულება და პირველად მივიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წილკანში, სადაც ისე იმყოფებოდა, შიოც იქ დაიბარა. შეიკრიბნენ წმინდა მამები და მოიკითხეს ერთმანეთი. შემდეგ იოანემ, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ღვინო მოითხოვა. როდესაც ელია დიაკონმა მოართვა ჭიქა ღვინით, იოანემ გამოართვა, ჯვარი გამოსახა და ხელი გაუშვა ჭიქას. ჭიქა ჰაერში გაჩერდა და იყო ასე ერთ ხანს, სანამ იოანემ ისევ არ მოჰკიდა ხელი.

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტეერატურა:

1.  ჯანაშვილი დ., ისტორიული საბუთები, გორი, 1914
2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, III, CIV, VI, თბილისი, 1964, 1971, 1968, 1980
3. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, I, თბილისი, 1955
4. საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ.193-208 (მეტაფრასული რედაქცია);
5. ს. კაკაბაძე, ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, საისტორიო კრებულის წ. I-ის დამატება, 1928, გვ. 19-26 (მოკლე რედაქცია);
6. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შეგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, თბილისი 1946, გვ. 157-159 (მოკლე რედაქცია. ტექსტი შემოკლებულია);
7. ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილ. აბულაძემ, თბილისი, 1955, გვ. 2-68 (სამივე რედაქცია);

8. ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, გამოსცა ს. კაკაბაძემ, საისტორიო კრებულის წ. I-ის დამატება, ტფილისი, 1928, გვ. 1-18
9. ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილ. აბულაძემ, თბილისი, 1955, გვ. VII-XXXII.
10. გაბიძაშვილი, ე., ასურელი მოღვაწების “ცხოვრებათა” არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის, მაცნე, №4, 1982, გვ. 62-67;
11. გოილაძე, ვ., საიდან და როდის მოვიდნენ სირიელი მამები საქართველოში, მნათობი, 1995, №5-6
12. გოილაძე, ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბილისი, 2002;
13. გულისაშვილი შ., წმინდა იოანე ზედაზნელი, “ჯეჯილი”, 1891, №1
14. თამარაშვილი, მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, ქარული ეკლესიის ისტორია, მასალები და გამოკვლევები, 3, რედაქცია გაუკეთეს, წინასიტყვაობა დაურთეს და გამოსაცემად მოამზადეს ზ. ალექსიძემ და ჯ. ოდიშელმა, თბილისი, 1995
15. თარხნიშვილი, მ., საქართველოს ეკლესიის ისტორია I-VII საუკუნეებში, ხელნაწერი, Q-1486
16. თარხნიშვილი, მ., ქართველი ბერების ცხოვრებიდან, ქართული ეკლესიის ისტორია, მასალები და გამოკვლევები, 1, თბილისი, 1994, გვ. 52-53;
17. ინგოროყვა, პ., ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, “მნათობი”, 1939, №2.
18. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი 1980, გვ. 157-163; 533-538.
19. კეკელიძე, კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. I, თბილისი, 1956, გვ. 19-50
20. კელენჯერიძე, მ., საქართველოს საკათოლიკო ეკლესიის მოკლე ისტორია, ქუთაისი, 1918
21. მელიქსეთ-ბეგი, ლ., დავით უძლეველი და დავით გარესჯელი, ამონაბეჭდი კრებულიდან “კ. კეკელიძის დაბდების 80 წლის თავზე”, თბილისი, 1959
22. მერკვილაძე, დ., ასურელი მამები, VI ს-ის სირიელი მოღვაწენი საქართველოში, I, თბილისი, 2006
23. მენაბდე, ლ., “ასურელ მამათა” ცხოვრებისათვის, სადისერტაციო ნაშრომი (ხელნაწერი), თბილისი, 1949,
24. ნუცუბიძე, შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, თბილისი, 1956
25. ჟორდანია, თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, I, ტფ., 1892
26. სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 წელს აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შეადგინეს ზ. ალექსიძემ, მ. შანიძემ, ლ. ხევსურიანმა და მ. ქავთარიამ, ათენი, 2005
27. სირაძე, რ., ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, I, თბლისი, 1992, გვ. 34-35
28. ფერაძე, გრ., ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში, თამარ ჭუმბურიძის გამოკვლევითა და რედაქციით, თბილისი, 2006. გვ. 41-96.
29. ჩხარტიშვილი, მ., ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი ანალიზი (IV-VII სს ისტორიის ამსახველი ძეგლები), სადოქტორო დისეტრაცია (ხელნაწერი), თბილისი, 1996, გვ. 122-156
30. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. I, თბილისი 1979, გვ. 389-415.
31. ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-VIII სს.), თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VIII, თბილისი, 1977. გვ. 51-53
32
.
Джанашвили, Описание рукописей церковного музея, кн. III, Тифлис, 1902, стр. 24-28.33.

34. Иоселиани Пл.,  Краткая история грузинской церкви, СПб, 1843;

35. Марр, Н.,  Арканун, Mонгольское название христиан в связи с вопросом об армянах-халкедонитах (Визант. Временник., XII (1906);

36. Сабинин, Г., история грузинской церкви до конца VI века, СПб., 1877;

37. Brosset, M., Additions et eclaircissements a l’histoire e la Georgie, VI, St.P. 1851

38. Martin-Hisard, B., Les tresio sis Péres. Formation et évolution d"une tradition hagiographique géorgienne (VI-XII s). I, p. Revue des études gèorgiennes et caucasiennes, n. I, 1985, p. 141-168 ;

39. Peradze G., Die Anfäge des Mönchtums in Georgien; Gotha, 1927;

40. Pötsch, G., Arsens Brief und Vita Iohannes von Zedazeni, Bedi Kartlisa, XXXIX, 1921.


 

 

 

 

moamzada lela xoferiam

წმ. იოანე ზედაზნელი

XIX ს.–ის მხატვრობა