მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ანტონ  მარტყოფელი  (მარტომყოფელი)
საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეები – 19 იანვარი (XIII ს-ში ანტონის ხსენება 17 იანვარს იყო დაწესებული, ანტონ მეგვიპტელთან ერთად, უფრო გვიანდელ კრებულებში (XVII-XVIII სს) ანტონის ხსენების დღეა 19 იანვარი), 7 მაისი იოანე ზედაზნელის მოწაფეებთან ერთად, 16 აგვისტო, ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულთან ერთად.

 

ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც, ტრადიციის თანახმად, იოანე ზედაზნელთან ერთად VI ს-ში მოვიდა ქართლში (მას, იოანე ზედაზნელთან ერთად სირიიდან მოსულ ბერთა შორის მოიხსენიებს ასურელ მამათა ყველა ჩამონათვალი). მის სახელს უკავშირდება უფლის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელი ასლის (ანუ კეცზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატის) ჩამოტანა ედესიდან და მარტყოფის მონასტრის/ეკლესიის დაარსება.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც ანტონის ქართლში მოსვლის თარიღის შესახებ. ისტორიოგრაფიაში გამოითქვა ვარაუდი ანტონ მარტომყოფელის სხვა ასურელ მამათაგან დამოუკიდებლად ქართლში მოსვლის თაობაზე. ამ მოსაზრების თანახმად, ის უნდა მოსულიყო ედესიდან (და არა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტრიდან, როგორც იოანე ზედაზნელი) იოანეს და მისი მოწაფეების ერთი ნაწილის შემდეგ (კ. კეკელიძე. ივ. ჯავახიშვილი).

ანტონის ქართლში მოსვლის დათარიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს მის `ცხოვრებაში~ დაცული ცნობა სპარსეთის მეფის, ხოსროს მიერ ქალაქ ედესის წარუმატებელი ალყის შესახებ, რომლის შემდეგაც ანტონი საქართველოსაკენ გამოემართა და თან წამოიღო ნესტორიანელ ერეტიკოსთაგან გამორიდებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ასლი – კეცის ხატი. რადგანაც ამ ალყას ადგილი ჰქონდა 544 წელს, შესაბამისად ანტონის ქართლში ჩამოსვლა VI ს-ის შუა წლებით, დაახლოებით 545 წლით უნდა დათარიღდეს (კ. კეკელიძე, დ. მერკვილაძე, ივ. ჯავახიშვილი).

ლ. მელიქსეთ-ბეგის მოსაზრების თანახმად, ანტონ

მარტყოფელს ქართლში მოსვლამდე დავით გარეჯელთან ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი (სავარაუდოდ 520-545 წწ.) უნდა გაეტარებინა სასომხეთში. თუმცა, ამ ჰიპოთეზამ სამეცნიერო ლიტარატურაში გამოხმაურება ვერ ჰპოვა. (როგორც აღნიშნულია, ეს ვარაუდი წინააღმდეგობაში მოდის აგრეთვე წყაროს ცნობასთან, რომლის თანახმად ანტონი მხოლოდ ედესის ალყის შემდეგ (544 წლის შემდეგ) მოდის სირიიდან).

განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ანტონის აღმსარებლობის შესახებაც. ტრადიციულად, წყაროთა მიხედვით იგი, ისევე როგორც იოანე ზედაზნელი და მისი სხვა მოწაფეები, ქალკედონიტი მართლმადიდებელი იყო. ამ მოსაზრებას იზიარებს მკვლევართა ნაწილიც (გ. ფერაძე, დ. მერკვილაძე და სხვები). თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში აგრეთვე გამოითქვა ვარაუდები ანტონის მონოფიზიტობის (კ. კეკელიძე, ლ. მელიქსეთ-ბეგი), ან ნესტორიანობის (ივ. ჯავახიშვილი) შესახებაც. (ჯავახიშვილი არ ამტკიცებს დაბეჯითებით ანტონის ნესტორიანობას, არამედ ეჭვის ქვეშ აყენებს მის ქალკედინიტობას და ნესტორიაობისადმი მის დამოკიდებულებას ცალკე  კვლევის საგნად მიიჩნევს).

წყაროები ანტონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არ არის მრავალრიცხოვანი. ანტონის შესახებ არავითარი ცნობები არ არის დაცული ასურელ მამათა `ცხოვრებების~ ადრეულ რედაქციებში (იგი მხოლოდ მოიხსენიება იოანე ზედაზნელის მოწაფეთა შორის). XIII ს-ში კათალიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ (აბუსერ აბუსერისძის დავალებით) დაწერა საგალობელთა ციკლი მარტყოფის ხატის შესახებ, რომელიც ეძღვნება მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის ედესიდან ქართლში ჩამოტანას და რომლებშიც შესხმულია ანტონის ღვაწლიც. XVIII ს-ის I ნახევარში არსენ ბულმაისიმისძის საგალობლების საფუძველზე და, სავარაუდოდ, ზეპირი გადმოცემების გათვალისწინებითაც, შეიქმნა ანტონის `ცხოვრების ორი სვინაქსარული რედაქცია – მოკლე და ვრცელი (მოკლე რედაქცია ვრცელის მექანიკურ შემოკლებას უნდა წარმოადგენდეს – ე. გაბიძაშვილი). ვრცელი რედაქცია შეტანილია აგრეთვე ვახტანგ VI-ის სწავლულ კაცთა კომისიის მიერ შედგენილ “ქართლის ცხოვრებაში”.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რედაქცია “სწავლულ კაცთა” კომისიის მიერაა შედგენილი (კ. კეკლიძე, ს. კაკაბაძე). საპირისპირო მოსაზრების თანახმად “სწავლულ კაცთა” კომისიამ რომელიღაც ხელნაწერი კრებულიდან აიღო ანტონის ცხოვრების ტექსტი და ჩართო `ქართლის ცხოვრებაში~ (ე. გაბიძაშვილი).

ხსენებულ წყაროთა თანახმად, ანტონმა ჩამოიტანა საქართველოში უფლის ხელთუქმნელი ხატის კეცზე გადატანილი ხელთუქმნელი პირი. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორია უკავშირდება აპოკრიფულ თხრობას ედესის მთავრის, ავგაროზისა და იესო ქრისტეს შესახებ, რომლის თანახმადაც იესომ, ავგაროზის თხოვნით, სასწაულებრივად აღბეჭდა თავისი სახე საბურველზე. ქრისტეს ამაღლების შემდეგ ეს ხატი თადეოზ მოციქულმა წაუღო ედესაში მეფე ავგაროზს, ნათელცსა მას და მთელ მის ოჯახს.

ანტონის `ცხოვრებათა~ თანახმად ავგაროზ მეფემ ტილოს ხატი, ფიცარზე გადაჭიმული, დაასვენა ქალაქის ჭიშკარზე, ძველი კერპის ადგილას, რათა ყოველ შემოსულს მისთვის პატივი მიეგო. მაგრამ ავგაროზის ურწმუნო შვილიშვილმა უარყო შეჭმარიტი ღმერთი და უნდოდა ხატის განადგურება. მაშინ ედესის ეპისკოპოსმა დადგა ანთებული ლამპარი ხატთან, რომელიც თაღში ესვენა, წინიდან თიხის აგურით (კეცით) დაფარა და ამოქოლა, ისე რომ კვალიც არ დარჩენილა.

დიდი ხნის გასვლის შემდეგ სპარსელთა მეფე ხოსრომ ედესას ალყა შემოარტყა და განადგურებას უქადდა მას. მაშინ ედესის ეპისკოპოსს ევლავიოზს გამოეცხადა ღვთისმშობელი და აცნობა, რომ კარიბჭის თავზე არის დამალული ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იხსნიდა ქალაქს. გამთენიისას გაემართა ეპისკოპოსი ლოცვითა და ლიტანიით მითითებულ ადგილას და იპოვა ხელთუქმნელი ხატი და კანდელი, რომელიც კვლავ ენთო. კანდელის ზეთი ზემოდან გადააწვეთეს მოალყეებს და სპარსელები მაშინათვე დაიწვნენ და მტვერივით გაიფანტენ (ამ ეპიზოდში შემონხულია ისტორიული ცნობა სპარსელთა მეფის, ხოსროს მიერ ედესის წარუმატებელი ალყის შესახებ 544 წელს, რომელიც აღწერილია VI ს-ის და შემდგომი პერიოდის რამდენიმე წყაროში – ევაგრესთან, პროკოპი კესარიელთან და სხვ.).

ხოლო მაცხოვრის სახე სასწაულებრივად გადავიდა კეცზე, რომელიც ხატის წინ, მის დასაცავად იყო დადებული. ეს კეცი დასვენეს ნესტორიანთა ეკლესიაში.

 მაშინ ანტონმა უჩუმრად წამოიღო ნესტორიანთა ეკლესიიდან კეცზე გამოსახული ხატი და საქართველოში ჩამოვიდა. (~ცხოვრების~ რედაქციათა თანახმად, ანტონმა გამოიკითხა თავისი მოძღვრის, იოანე ზედაზნელის გზა და მის კვალს გამოჰყვა. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ეჭვი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ანტონი  იოანეს მოწაფე იყო – კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი). 

საქართველოში მოსული ანტონი დაემკვიდრა მტკვრის აღმოსავლეთით, კრიანის მთებში, უკაცურ და ქვეწარმავალთაგან სავე ადგილას კლდის ნაპრალში.

მას ასაზრდოებდნენ თავისი რძით ღვთის გამოგზავნილი ირმები, რომლებიც დილას მიდიოდნენ საბალახოდ და ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდნენ ანტონთან. ერთხელ ირმები უჩვეულო დროს მოვიდნენ, დამფრთხალნი, მათ უკან მოსდევდათ დაჭრილი ნუკრი (სამცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოაზრება, რომ ეპიზოდი ირმების შესახებ აღებული უნდა იყოს დავით გარეჯელის ცხოვრებიდან – ე. გაბიძაშვილი). ანტონი შეუდგა ირმების კვალს, რათა გაერკვია, თუ რა მოხდა და მივიდა იმ ადგილას, სადაც ნადირობდა იმ მხარის მმართველი დიდებული. დიდებულმა ჰკითხა ანტონს ვინაობა და სადურობა, ხოლო ანტონმა ქართული არ იცოდა და ხელით ანიშნებდა, საიდანაც მოვიდა. განრისხდა მთავარი, რადგან ვერაფერი გაიგო, და ბრძანა ანტონისათვის ხელის მოკვეთა. ანტონი მიიყვანეს მჭედელთან რომელმაც გაახურა შანთი წმ. მამისათვის ხელის მოსაკვეთად, მაგრამ უეცრად დავარდა მიწაზე და ხელები წაერთვა. ხოლო ანტონმა გაუწოდა ხელი და სთხოვა აღესრულებინა ბრძანება. გაოცებულმა მჭედელმა ყველაფერი უამბო მთავარს. მაშინ მთავარმა ჰკითხა ანტონს - მითხარი, რა გინდა და ყოველივეს მოგცემო.

ანტონმა აიღო პატარა ქვა, ლოკვა დაუწყო და ასე მიახვედრა, რომ ქვამარილი უნდოდა თავისი ირმებისათვის. მოუტანეს მას  ორი დიდი მარილის ნატეხი. ხოლო ანტონმა მხოლოდ ერთი პატარა ნატეხი მოატეხა და წავიდა.

ანტონი კრიანის მთებში (ამჟამინდელი მარტყოფი) დარჩა სიკვდილამდე. დიდი ხნის შემდეგ გარდაიცვალა და დატოვა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მას შემდეგ უხილავია და სასწაულებს აღასრულებს.

სიკვდილის წინ ანტონმა დაადგინა, რომ სადაც მისი გვამი მდებარეობს, იქ მდედრობითი სქესისა არაფერი შესულიყო და მას შემდეგ დედალი ფრინველებიც კი ვერ ბედავდნენ იქ დაბუდებას (სამეცნიერო ლიტარატურაში აღნიშნულია, რომ ეს ცნობა, შესაძლოა, აღებული იყოს აბიბოს ნეკრესლის ვრცელი ცხოვრების ბოლო ნაწილიდან, სადაც ნახსენებია იოანეს ერთ-ერთი მოწაფის მიერ მის მიერ დაარსებულ მონასტრეში მდედრობითი სქესის არსებების შესვლის აკრძალვა. თუმცა, აბიბოსის `ცხოვრებაში~ ანტონის სახელი ნახსენები არ არის, შესაძლოა ის იგულისხმებოდეს – ე. გაბიძაშვილი).

 

 

 wyaroebi da samecniero literature:

  1. saqarTvelos samoTxe, gamocemuli gobron pavles Ze sabininis mier, peterburRi, 1882

2.     cxoreba wmidisa antonisi. teqsti gamosaca, gamokvleva da        leqsikoni daurTo

v. imnaiSvilma. Tbilisi.  1970. (Sesamowmebelia) 

  1. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, 1968, gv. 393-399.

  2. abuserisZe tbeli, Txzulebani, teqsti gamosacemad moamzades, gamokvleva, leqsikoni da saZieblebi daurTes n. goguaZem, m. qavTariam da r. Cagunavam, baTumi 1998, gv. 104-152.

5.     abuserisZe tbeli, Txzulebani, teqsti amoacemad moamzades, gamokvleva, leqsikoni da saZieblebi daurTes n. goguaZem, m. qavTariam da r. Cagunavam, baTumi, 1998, gv. 88-102

6.  asurel mamaTa cxovrebaTa arqetipebi, gamosca s. kakabaZem, saistorio krebulis w. I-is damateba, tfilisi, 1928, gv. 1-18

  1. kekeliZe, k., sakiTxi siriel moRvaweTa qarTlSi mosvlis Sesaxeb, etiudebi Zv. qarTuli literaturis istoriidan, I, 1956, gv. 82-107;

  2. kekeliZe k., Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, 1980, gv. 327-328; 533;

  3. meliqseT-begi, l., daviT uZleveli da daviT garesjeli, amonabeWdi krebulidan “k. kekeliZis dabadebis 80 wlis Tavze”, Tbilisi, 1959;

  4. merkvilaZe, d., asureli mamebi, VI s-is sirieli moRvaweni saqarTveloSi, I, Tbilisi, 2006

  5. feraZe, g., bermonazvnobis dasawyisi saqarTveloSi, Tbilisi, 2006, gv. 51-56;

  6. javaxiSvili, iv., qarTveli eris istoria, I, 1928, gv. 324-347.

 

 

 

moamzada lela xoferiam

 

წმ. ანტონ მარტყოფელი

XVIII ს.–ის მინიატურა