მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ვახუშ ბატონიშვილი (1696-1757წწ.)

ვახტანგ VI-ის ძე, მეცნიერი მკვლევარი, ისტორიკოსი, გეოგრაფოსი

 

 

      ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში გამორჩეული ადგილი მიეკუთვნება ქართლის მეფის ვახტანგ-VI-ის ძეს, ვახუშტი ბაგრატიონს მამის მხრივ მეფური ჩამომავლობის, ხოლო დედის მხრივ გლეხის ქალისაგან შობილი ბატონიშვილი ყველგან და ყოველთვის შესაფერი პატივით და უფლებებით სარგებლობდა. თავის მეფურ წარმომავლობას საგანგებოდ წარმოაჩენდა საბუთებსა და ნაშრომებში იგი ასე აწერდა ხელს: ,, მეფის ძე ვახუშტი”.

ვახუშტი ბაგრატიონი, ისევე როგორც მისი მამა ვახტანგ VI, ენციკლოპედიურად განათლებული ადამიანი იყო. მთარგმნელი, ლეკსიკოგრაფი, გეოგრაფოსი, ისტორიკოსი. საფუძვლიანად იცნობდა ქრისტიანულ მწერლობას, ასტრონომიას, მედიცინას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას, მათემატიკას და სხვა დარგებს. იგი ფრლობდა ბერძნულ, ლათინურ, თურქულ, სომხურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

      ბუნებრივია, მის აღზრდა-განათლებაზე და მეცნიერული ინტერესების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა იმ კულტურულ-საგანმანათლებო მოძრაობამ, რომელის სათავეში ედგა ვახტანგ VI. მისი ინტერესების სფერო უმთავრესად მაინც ისტორიოგრაფია და გეოგრაფია იყო.

      ვახუშტი ბატონიშვილი ადრევე ჩაება ქართლის სახელმწიფოებრივ  ცხოვრებაში. 1717 წლიდან იგი მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, იბრძოდა ქართლის მთლიანობისათვის, თავაშვებული დიდებულების ძლევისა და დამორჩილებისათვის. 1717 წელს ვახუშტიმ გაილაშქრა ქსნის ერისთავის დათუნას დასამორჩილებლად და დაიჭირია მისი საერისთავო.

1719 წელს მამის დავალებით ბაქარ ბატონიშვილმა და ვახუშტიმ შანშე ერისთავის წინააღმდეგ გაილაშქრეს, ბაქარმა ქსნის ხეობა დაიკავა, ვახუშტიმ _ ლიახვის. 1720 წელს იმერეთის სამეფო ტახტის საქმეთა მოსგვარებლად ვახუშტის დასავლეთ საქართველოში გალაშქრება მოუხდა. ამ ბრძოლებში ვახუშტიმ მხედართმთავრული  ნიჭიერება და გაბედულება გამოავლინა.  1721 წელს იგი ქართლის პირველი სადროშოს (საბარათაშვილოს, თრიალეთის, სომხითის...) სარდლად დაინიშნა. ბატონიშვილი ამჯერადაც ღირსეულად გაუძღვა მინდობილ საქმეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ვახუშტიმ აღწერა თრიალეთი და საბარათიანო. აღწერის დროს აფიქსირებდა მეურნეობის დარგებს, სამეურნეო ობიექტებს, გადასახადთა სახეობებს, გლეხთა კატეგორიებს. ამ სამუშაოს შესრულებისას ვახუშტი აგროვებდა მასალებს გეოგრაფიული მიმოხილვისათვის.

      ცნობილია, რომ ვახუშტის საუფლისწულო ყმა-მამული ჰქონდა ალგეთის ხეობაში, დმანისში, სომხითში, ქციის ხეობაში.

      როდესაც ქართლში სამი დიდი სახელმწიფოს საერთაშორისო ინტერესები გადაიხლართა და პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთი გამოჩნდა, ვახტანგის ორიენტაცია რუსეთზე თვალნათლივ დასანახი შეიქმნა. ვახუშტი მამის გვერდით დადგა და მისი პოზიცია გაიზიარა. 1722 წლის ივლის-აგვისტოში ვახტანგ VI თავის მხედრობით განჯას იდგა და პეტრე პირველის ლაშქარს ამაოდ  ელოდა. ამ დროს ქართლის სამეფო საქმეებს ვახუშტი უძღვებოდა  _ ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას, ადმინისტრაციულ აპარატს ვახუშტის  მოუწია პეტრე პირველის ელჩის, ტოლსტოის მიღება. მისგან შეიტყო ვახუშტიმ სპარსელთა წინააღმდეგ ერთობლივი საბრძოლო გეგმის ჩაშლის ამბავი. როდესაც ვითარება ქართლში კიდევ უფრო დაიძაბა და ქვეყანა ბრძოლის ველად იქცა, ვახუშტიმ სასტიკად უსწორდებოდა ლეკთა მოთარეშე რაზმებს.

      1724 წლის 15 ივლისს ვახტანგ VI თავისი ამალით რუსეთის გზას დაადგა. მასთან ერთად იყო ვახუშტიც. რუსეთში გადახვეწილი ვახტანგი ამალიანად ჯერ ასტრახანს დაბინავდა, მოსკოვში მხოლოდ 1727 წელს ჩააღწიეს. მეფის ოჯახი უკან აღარ დაბრუნებულა. ვახუშტიმ პრესნაზე მიიღო საცხოვრებელი ფართი, იქ სასახლე აიშენა და ოჯახითურთ დაბინავდა. რუსეთის  მთავრობისაგან იგი ჯამაგირს იღებდა 2090 მანეთს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, 1737 წელს შეუწყვიტეს. 1739 წელს სანახევროდ განუახლეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მას რამდენჯერმე მოუწია თხოვნით მიემართა რუსეთის ხელისუფლებისათვის, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ვახუშტის ბიოგრაფიის ბევრი ეპიზოდი ბურუსითაა მოცული. იგი მძიმედ ავადმყოფი გარდაიცვალა მოსკოვში, 1857 წლის 4 ნოემბერს. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში. ®გასული საუკუნის 20-იანი წლებში ჯერ კიდევ ჩანდა მისი საფლავის ქვა, შემდეგ კი დაიკარგა.

      ვახუშტი, როგორც ქართული კულტურის დიდი მოამაგე, ქართლში ჩამოყალიბდა. ყმაწვილობიდანვე  ტრიალებდა  იმ დროის საუკეთესო მწერალთა, ისტორიკოსთა, ფილოლოგთა წრეში, რომელიც ვახტანგის კარზე იყო შეკრებილი. მათ შორის იყვნენ სულხან-საბა ორბელიანი, ბერი ეგნატაშივილი, ონანა ქობულაშვილი, გივი თუმანიშვილი, დომენტი ბაგრატიონი და სხვანი. მოსკოვში კი იგი დაუახლოვდა რუს და უცხოელ მწერლებსა  და მეცნიერებს: ჯოზეფ დე ლილს, ვასილ ტატიშჩევს, მიხეილ ლომონოსოვს. ცნობილია, რომ იგი მოსკოვის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

      ვახუშტის მდიდარი მემკივიდრეობიდან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მონუმენტური ნაშრომი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, რომელშიც მოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. თავად შრომა 1742-1745 წლებშია დაეწერილი მაგრამ მასალები თზულებისათვის მას უსათუოდ საქართველოში ჰქონდა შეკრებილი.

      ვახუშტის აზრით, ისტორია, ანუმატიანე”, იყოფა ორ ნაწილად _ საეკლესიო ისტორიად და სამოქალაქოდ. საეკლესიო ისტორია, მისი სიტყვით, “არს წმინდანთაA ქმნულება”, ანუ აგიოგრაფია, რომელიც, მართლაც, ქართული საეკლესიო ისტორიის ძირითადი წყაროა, მაგრამ მისი თეორიული განსაზღვრება ამ სახით, პირველად ვახუშტიმ მოგვცა. სამოქალაქო ისტორია კი შედგებაადგილის აღწერად” (გეოგრაფია), “ნათესავთა მეტყველებად” (ეთნიკური თავისებურებების აღწერა), “წლის მრიცხველებად” (ქრონოლოგია)დამოქმედების აღწერად” (საკუთრივ პოლიტიკური მოვლენები). ამათგანადგილის აღწერა დანათესავთა მეტყველება ქართულ ისტორიოგრაფიაში ვახუშტიმ პირველმა აქცია ისტორიის საგნად.

      ვახუშტის შრომა საქართველოს კუთხეების სრულ გეოგრაფიულ აღწერილობას შეიცავს. ფიზიკურ-გეოგრაფიულ მონაცემებთან ერთად იგი აღნუსხავს  ციხე-ქალაქებს, სოფლებს, ეკლესია-მონასტრებს, სასახლეებს, ხიდებს, არხებს; აღწერს საქართველოს ცალკეული კუთხეების (ხეობების) ლანშაფტს, რელიეფს, კლიმატურ ზონებთან შეფარდებულ მეურნეობის დარგებს, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას _ როგორც სასოფლო-სამეურნეოს, ასევე ხელოსნურ დარგებს, წიაღისეულის მოპოვებას. ამდენად, ვახუშტისეულადგილის აღწერაში თავმოყრილია ისტორიული გეოგრაფიის, ფიზიკური გეოგრაფიის და ეკონომიკური გეოგრაფიის მონაცემები. “აღწერილობაში

      თავისი შრომის შესავალში ვახუშტიმ, როგორც ეტყობა, საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით, შეიტანა ქართველი ხალხისზნეთა” _  საყოფაცხოვრებო წესების, გარეგნობის, ჩაცმულობის, ადათების, გავრცელებული დღესასწაულების და რიტუალების აღწერა, გამოკვეთა თითოეულ ისტორიულ მხარეში მცხოვრებდა ხასიათის ნიშნეული თვისებები. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვახუსტიდასაწყისითგანთა წესთა რომელიც მას ქართველი ხალხისათვის ბუნებრივად მიაჩნდა დაშეძინებულ წესებს”, რომლებიც უცხოელთა ზეგავლენით შეთვისებულად მიაჩნდა. ამრიგად, ვახუშტი ამჩნევს, რომ ხალხის ცხოვრების წესი ცვალებადია და დროდადრო მასში ახალი ელემენტები ჩნდება. საკუთარი დაკვირვებების გარდა, ხალხის ეთნოგრაფიული აღწერისას ეყრდნობოდა ეობრივ მასალას _ მოვლენის ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილ ახსნას თუ ანდაზებს.

      “მოქმედების აღწერას”, ანუ პოლიტიკურ ისტორიას ვახუშტი ადგენსქართლის ცხოვრების ყაიდაზე, მაგრამ უხვად ავსებს მას ქრონოლოგიური და გენეალოგიური ცნობებით რომელთა შესაკრებად ავტორს უზარმაზარი წყაროთმცოდნეობითი სამუშაო შეუსრულებია _ მოუძიებია და საგანგებოდ შეუჯერებია ერთმანეთთან ქართული, ბიზანტიური თუ სპარსული წყაროები, მათ შორის მოვლენათა თანადროული დოკუმენტები. ამგვარად დაზუსტებული და ქრონოლოგიურად განსაზღვრული მონაცემებით გამართა ვახუშტიმ ძველიქართლის ცხოვრებიდან ამოღებული ცნობები. ვახუშტის შრომის პირველი ნაწილი თუ უმთავრესადქართლის ცხოვრების ქრონოლოგიურ შევსებას ისახავს მიზნად, მეორე ნაწილს (გიორგი ბრწყინვალის შემდგომ პერიოდს) იგი უკვე თავად წერს, რადგან არ მიაჩნდა სარწმუნოდქართლის ცხოვრების ის გაგრძელება, რომელიც ვახტანგის დავალებით შექმნა ავტორთა ჯგუფმა. ამ ნაწილის თავიდან დასაწერად  ვახუშტის გამოუყენებია სიგლები, ქრონიკები, ხელნაწერთა მინაწერები, “ქუათა, ხატთა და ჯუართა ზედწერილები”, ზოგჯერ ზეპირი გადმოცემებიც. მასალების შეკრების შემდეგ ისტორიკოსს დაუწყია მათი  “გარჩევა”, რომელსაცუხმს შრომა დიდი”, ანუ, მეცნიერული  ტერმინოლოგიით, წყაროთა კრიტიკულ შესწავლას  შედგომია.

      ვახუშტი ბაგრატიონი, რომლის დროს საქართველოს პოლიტიკურ დაქუცმაცებულობას უკვე  ორსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქართველი ერის პოლიტიკური და ეთნიკური ისტორიის მთლიანობის საკითხს მისთვის ამ ერთობის მანიშნებლად მას მიაჩნია პოლიტიკური ნიშანი _ ერთმეფობა, აგრეთვე კულტურული ნიშნები _ საერთოსჯულის”, “ენის დაწიგნის” (დამწერლობის) ქონა. ვახუშტიმ კარგად უწყის, რომ ზოგიერთ ქართულ ტომს თავისი განმასხვავებელი ენაც აქვს (მეგრელთა, სუანთა), მაგრამ ამით მათ ქართველობას ჩრდილი არ ადგება, რადგან  სხვა ყველა ეთნიკური ნიშანი საერთო აქვთ და რაც მთავარია, საერთო აქვთ ერთიანი კულტურის მთავარი ნიშანი სამწერლობო ენა: “...არამედ წიგნი არცა ერთსა რომელსამე აქუს, თვინიერ ქართულისა წიგნისა საკუთრად”.

      ვახუშტიმ პირველმა  მოგვცა საქრთველოს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია. კრიტერიუმად მან პოლიტიკური ნიშანი გამოიყენა _”განხეთქილებამდე”, “შემდგომად განყოფილებისა დააწინდელი”. ვახუშტი, როგორც ჩანს, თავისი თანამედროვე საზოგადოების ეროვნულ თვითშეგნებას გამოხატავს, როდესაცაწინდელი” _ პოლიტიკურად დაშლილისაქართველოების”, მაგრამ ერთიანი წარსულის, ერთიანი მიწა-წყლის, საერთი სარწმუნოების, ენისა და მწერლობის _ ქართველი ხალხის ისტორიას წერდა.

      ისტორიის საგანზე მსჯელობისას ვახუშტის არ გამორჩენია ისტორიის ცოდნის აუცილებლობის განმარტება. თავისი დროის ევროპელ ფილოსოფოსთა მსგავსად, ვახუშტი ისტორიის ცოდნაში საზოგადოების ზნეობრივი და პატრიოტული თვითშეგნების საფუძველს ხედავდა: “მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტსა, მატიანე აღამაღლებს   კეთილის ქმნულებასა და გმობს უკეთურთ ქმნულებასა. მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არა სცბის, და მოწმობს  სხვათA და სხვათა, მატიანე განამხნობს კაცსა და ერთგულ ჰყოფს ქვეყნისად; მატიანე აცნობებს ნათესავთ ჩამომავლობასა. და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის, და მოყვარულ ჰყოფს მოყვასსა მოყუასისა მიმართ”.     ვახუშტის ნაშრომმააღწერა სამეფოსა საქართველოსა”, ახალი ეტაპი შექმნა ქართული შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიულ აზროვნებაში. ძველ ქართველ ისტორიკოსთაგან განსხვავებით, მან პირველმა თავისი ეპოქის მეცნიერული აზრის დონეზე გაიაზრა ისტორიოგრაფიის საგანი, მეთოდი და მისი შემადგენელი დარგები, გააფართოვა წარმოდგენა ისტორიულ წყაროებზე და დაამკვიდრა მათდამი კრიტიკული მიდგომის პრინციპები.

      მოვლენათა თხრობისას ვახუშტი ყოველთვის უთითებს გამოყენებულ წყაროებს, ხოლო თხრობის დასასრულს ურთავს ქრონოლოგიურ ტაბულას, ანუ თანამედროვე ტერმინოლოგიით, ვახუშტიმ პირველმა დაურთო თავის ნაშრომს სამეცნიერო აპარატი

      განუზომელია ვახუშტის წვლილი ქართული გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების საქმეში. ვახუშტისეული საქართველოს გეოგრაფიული აღწერა, რომელიც მან, სრულიად მართებულად, ისტორიოგრაფიის  ნაწილად მოიაზრა, საფუძვლად დაედო გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებას საქართველოში. საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში ვახუშტიმ შეიტანა 800-მდე ქედი, 22 ტბა, 73 კულტურული და 57 ველური მცენარე, 116 გარეული ცხოველი, აღნუსხა მიწისქვეშა წყლები, მყინვარები, ჭაობები; დაასახელა 33 ქალაქი, 550 ნასახლარი, 33 “მოქმედი საბადო, მოგვცა თბილისის განაშენიანების დაწვრილებითი აღწერა.

      ვახუშტიმ უზარმაზარი კარტოგრაფიული სამუშაო ჩაატარა _ შეადგინა ორი გეოგრაფიული ატლასი (ერთი ხუთრუკიანი, მეორე _ ცხრამეტრუკიანი). ევროპელი კარტოგრაფები კავკასიის რეგიონის აღსაწერად XVIII . მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის შუა ხანებამდე მხოლოდ ვახუშტის რუკებს ეყრდნობოდნენ. ქართული სკოლებისათვის ვახუშტიმ რუსულიდან თარგმნამოკლე პოლიტიკური გეოგრაფია მსოფლიო ატლასთან ერთად.

      ვახუშტი იყო ბრწყინვალე წარმომადგენელი ქართველენციკლოპედისტთა იმ შესანიშნავი თაობისა, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავალს საქართველოში მოწინავე მეცნიერული ცოდნის დანერგვას და განათლებული ახალგაზრდობის აღზრდას უკავშირებდა.

 

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, . ლომოურის გამოცემა, თბილისი, 1940.

2.     ქართლის ცხოვრება, ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, IV, თბილისი, 1973.

3.     ივ. ჯავახიშვილი, ძველი Qქართული საისტორიო მწერლობა/ თხზულებანი 12 ტომად, VIII, თბილისი, 1945.

            . ბარამიძე, ძველი საქართველოს ქრონოლოგიის საკითხები XIX საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში. ,,მაცნე” 1964. 4.

4.     . გაბაშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი, თბილისი, 1969.

5.     . მარუაშივილი საქართვრლოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი ვახუშტი ბაგრატიონი. თბილისი, 1956.

6.     ჯავახიშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი _ გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები, I, 1947.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ