მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

მარიამ დედოფალი, XVII .

მანუჩარ დადიანის ასული, ქართლის დედოფალი 1634-1676 წლებში

 

 

მარიამ დედოფლის პირადი ბედი გადაჯაჭვული იყო თავისი ძმის, ოდიშის ძლიერი და სახელოვანი მთავრის, ლევან II დადიანის (1611-1657) პოლიტიკურ გათვლებზე. ლევან დადიანი მთელ დასავლეთ საქართველოზე ცდილობდა გაბატონებას. მას ემორჩილებოდნენ ჯიქები, სვანები, აფხაზები. იმერთა მეფე გიორგი III (1604-1639) ეწინააღმდეგებოდა დადიანის ამგვარ გაძლიერებას, რადგან ხელიდან ეცლებოდა სამთავროებზე ისედაც სუსტი ზეგავლენის ბერკეტები. ამიტომ კიდევ უფრო შეშფოთდა გიორგი მეფე, როდესაც ლევანმა 1621 წელს თავისი და მარიამი აქორწინა მამია გურიელის ძეზე _ სვიმონზე.

ეს ქორწინება უიღბლო გამოდგა. სვიმონმა, მარიამის მეუღლემ, 1625 წელს სარეცელში მოკლა მძინარე მამა და თვითონ დაიპყრა გურიელობა. ამ ამბიდან მოკლე ხანში ლევანი ჯარით შევიდა ლანჩხუთში და მამისმკვლელ სიძეს და უკან გამოსთხოვა. სვიმონმა ბრძოლა გაუმართა. ლევანმა სძლია სიძეს, შეიპყრო და თვალები აღმოხადა.ჲმარიამი და მისი მცირეწლოვანი ძე, ოტია კი ოდიშში წაიყვანა. მარიამი ძმასთან რვა წელი ცხოვრობდა.

როდესაც ახალგაზრდა შაჰ-სეფიმ ქართლის მეფედ 68 წლის როსტომ ბაგრატიონი გამოგზავნა, ქართლის აზნაურებმა მას საწრაფოდ შეურჩიეს ცოლად ქეთევან აბაშიშვილის ასული. ქეთევანი ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ამასობაში როსტომისა და თეიმურაზის კონფლიქტი გაღრმავდა. თეიმურაზი იმერეთის მეფეს დაემოყვრა _ თავისი ასული დარეჯანი ცოლად შერთო იმერთა მეფის გიორგი III-ის ძეს  ალექსანდრე ბატონიშვილს (ალექსანდრე III, (1639-1659). ძალთა ასეთი გადანაწილების პირობებში ქართლის თავადებმა როსტომს მომავალ მეუღლედ შეურჩიეს მარიამი, ლევან დადიანის, ალექსანდრე იმერთა მეფის მოწინააღმდეგე ბანაკის აღიარებული ლიდერის და. ქრისტოფორო დე კასტელის ცნობით, “დიდი სათნოებით შემკულიმარიამი სასტიკი წინააღმდეგი იყო მაჰმადიან მეფესთან ქორწინებისა, რის დასაძლევადაც როსტომი დათანხმებულა ერთგვარ ფორმალურიმონათვლაზე” – “მღვდელმა მოსაჩვენებლად როსტომ მეფეს თავი დაბანა იმ მიზნით, რომ მარიამი მასთან შეუღლებულიყო”.შესრულებულა რიტუალური თავის ბანა (კასტელი).  გიორგი მეფეს ეს ქორწინება არ ესიამოვნა, იმდენად, რომ მექორწინეებს გზა არ მისცა, კაკას ხიდთან ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავად ჩაუვარდა ტყვედ დადიანს. როსტომმა წამოიყვანა მარიამი შვილთან ერთად თბილისში და დიდებულლი ქორწილი გადაიხადა.

როსტომი პირველი მაჰმადიანი გამგებელი იყო ქართლში, რომელმაც, მიუხედავად ირანისადმი უზომო ერთგულებისა, თავისი გონივრული პოლიტიკის წყალობით ქართლის თავადაზნაურობის დიდი ნაწილის გული მოიგო. როსტომის დროს ქართლში მშვიდობა სუფევდა. მოსახლეობა გამრავლდა და ეკონომიკურად მოძლიერდა. მაჰმადიანურ გარემოში ჩამოყალიბებული როსტომის მორალურ სახეზე, მისი მმართველობის ზომიერ ხასიათზე უსათუოდ დიდ გავლენას ახდენდა მისი ქრისტიანი მეუღლეპატრი ავიტაბილეს ცნობით, მარიამ დედოფალი დიდი მომნდომებით ცდილობდა მაჰმადიანობაში გაზრდილი თავისი მეუღლე როსტომ მეფე ქრისტიანულ რჯულზე დაებრუნებინა. თუ ეს ვერ შეძლო, ყოველ შეთხვევაში, როსტომ მეფე ანგარიშს უწევდა ქართულ საზოგადოებას და აშკარად არ ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანული ეკლესიის საქმიანობას. პირიქით, დაზიანებული ტაძრები შეაკეთებინა, ხელს უწყობდა და მფარველობდა ქრისტიანებს. იგი მარიამ დედოფლის პატივისცემით ჩადიოდა ყოველივე ამას.

როსტომის მიერ გაცემულ უამრავ დოკუმენტზე  დედოფალი მარიამის ხელრთვით დასტურდება მისი მონაწილეობა იმ ძირითად საქმიანობაში, რაც მეფეების საშინაო პოლიტიკას შეადგენდა. ესაა ქვეშევრდომთა მამულით შეწყალება, ეკლესიებისათვის გაღებული შეწირულებანი, სასამართლო პროცესების გარჩევა, საგადასახდო შეღავათები და სხვ.

არსებობს მარიამის მიერ დამოუკიდებლად გაცემული მრავალი დოკუმენტიც. ისინი მოწმობენ, რომ მარიამის რეალური  უფლებები საგრძობლად აღემატებოდა სხვა ქართველ დედოფალთა ტრადიციულ უფლებებს და ზოგჯერ მეფის იურისდიქციასაც კი უტოლდება. მარიამი  როსტომ მეფისააგან დამოუკიდებლად ათარხნებს (საგადასახადო იმუნიტეტს ანიჭებს ) თბილელსა და მისი სამწყსოს ყმებს, ასევე უწესებს ალავერდელს საგადასახდო შეღავათებს, აახლებს ძველ სამეფო სიგელებს და სხვ. ეკლესიათა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მრავალი შეწირულების სიგელი გაუცია მარიამს სადედოფლო შემოსავლების ხარჯზეც

მარიამი და როსტომი თვალყურს ადევნებდნენ ოდიშის სამთავროს ამბებს და, საჭიროების სემთხვევაში, იქ თავიანთი გავლენის გაძლიერებას ცდილობდნენ. 1657 წელს, ლევან დადიანის სიკვდილის შემდეგ, ოდიშის მტავრობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ ლიპარიტი, მარიამის ძმა, და ვამეყ დადიანი. ამ უკანასკნელს იმერთა მეფე ალექსანდრე უჭერდა მხარს. როსტომმა ლიპარიტს ჯარი მიაშველა და დაეხმარა სამთავრო ტახტის დაკავებაში.

ქართლში ჩამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მარიამს გარდაეცვალა ერთაერთი ვაჟი _ ბატონიშვილი ოტია. ეს სამწუხარო ამბავი, როგორც ჩანს, გორში მოხდა. ამ ქალაქში ოტიასსაწოლზე” (საფლავზე) აუშენებია მარიამ დედოფალს მთავარანგელოზის საყდარი, მოუხატვინებია და შეუმკია. ამ საყდრისათვის ოტიას სულის მოსახსენებლად და სააღაპედ გორშივე მცხოვრები თავისი ყმები შეუწირავს.

დედოფალ მარიამი დაახლოებული იყო ქართლის უმაღლეს სამღვდელოებასთან, კარგად იცნობდა ეკლესიის საჭიროებებს და ქმედით დახმარებას არ აკლებდა მათ. მარიამის თაოსნობით აღადგინეს იმ დროისათვის ძლიერ დაზიანებული თბილისის სიონი, თემურლენგის დროს შემუსვრილი კვირაცხოვლის ეკლესია,სვეტიცხოვლის გუმბათი, ბოლნისის ეკლესია, განუახლებიათ რუისის და ურბნისის ეკლესიები, ალავერდის ტაძარი, მოუხატავთ წმ. ესტატეს ეკლესია (ერთაწმინდაში), 1650 წელს თბილისში ცამოსულ რუს მახატვარს ივანე დანილოვს მოახატვინა სიონი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარებიათ მცხეთში, გრემში, ზაგემში, მარტყოფში, ზედაზენზე, სამებაში, ნინოწმინდაში და სხვ. მარიამ დედოფალი საუკეთესო წარმომადგენელია იმდროინდელი არისტოკრატი ქართველი ქალებისა, რომლებიც თავიანთ უპირველეს საქმედ მიიჩნევდნენ მწიგნობრობას, ქველმოქმედებას და ეკლესიაზე ზრუნვას. ბერი ეგნატაშვილი იუწყება, რომ ასეთ საქმეებს მარიამ დედოფალი იმიტომ ახერხებდა, რომედვა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველსა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთAვართა და დიდებულთAგან. იყო ყოვლითა შემკული კეთილით, რომლის მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ ყოფილა”. 

როსტომის ღრმად მოხუცებულობაში შაჰს მარიამ დედოფალი ეგულებოდა ქართლში სტაბილურობის გარანტად. 1658 წელს როსტომ მეფე გარდაიცვალა. შაჰი, როგორც ჩანს, არეულობას ელოდა და სასწრაფოდ თავისი რწმუნებული ჯამალ-ხანი გამოუგზავნია ქართლის საქმეების მოსაგვარებლად. ჩვენამდე მოღწეულია მარიამის წერილი ირანის დიდვეზირისადმი, დაწერილი როსტომის გარდაცვალების უმალ (წერლი დაცულია პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკაში გეორგ. 26, მისი მიკროფირი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში), რომელშიც კარგად ჩანს იმჟამინდელი ფეთქებადსაშიში სიტუაცია და მარიამის პოლიტიკური წონა.

წერილიდან ცხადი ხდება, რომ როსტომის გარდაცვალებისთანავე თავადური ოპოზიცია გამოცოცხლებულა და ქვეყანა ისევაშლისპირას დამდგარა. “მრავალს კაცს გული გასცუდებოდა”, ზოგს ვახტანგის კანდიდატურა არ მოსწონდა, ომის მოლოდინში თავადებს  ქალაქიდან  ცოლ-შვილი გაუხიზნავთ. ჯამალ-ხანს მარიამი თბილისის ციხეში შეუყვანია და როსტომის საგანძურიც იქ დაუცავს. მარიამი ქართლსა კახეთშიც ბევრს მშვიდობის გარანტად მიაჩნდა. როგორც ჩანს, მარიამსაც მშვენივრად ჰქონდა შეგნებული თავისი მნიშვნელობა. “...მაგრამ ჩვენი იმედი დიდი ჰქონდათ”. ამიტომაც არაა გასაკვირი შაჰის მონდომებარომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მარიამი ისევ დედოფლად დაეტოვებინა აი, რას სწერს მარიამი: “...მეფის როსტომის დროსაც ყეენის საქმესა და ერთგულობას მე მკითხავდა და ახლაც მოველი რომე, ჩემი უკითხავი აღარა იქნას-რა. და ვინც ჩემი დამჯერო არის, ყეენის შეუკითხავს აღარას ვაქნევინებ და ვინც არ დამიჯერებს, მანდ არზას გაახლებთ...”. 

როგორც კი  ცნობილი გამხდარა შაჰის ბრძანების შინაარსი და მარიამის თანხმობა დედოფლობაზე, მას ხლებიან არა მარტო ქართლის, არამედ კახეთის თავადებიც. ხალხიც დაბრუნებულა თბილისში. “...ცათა სწორს ხელმწიფეს დედოფლობა ჩვენთვინ და ჩვენი თავი შანაოზ მეფისათვის ებოძათ... ჩვენ მეფეს როსტომს უკან ჩვენი შესამოსელი სუდარი სწორი საფლავი და ქმარი შავი მიწა ქვად ყოფილიყო, მაგრამე, თუ ეს ვერ გვექნა და უარი მოგვეხსენებინა, ხელმწიფე გაგვიწყრებოდა და ქვეყნის აშლასა და აოხრებასა უფრო ბევრი ცოდვა და დასამარცხი საქმე მოსდევდა... დედობა გვიბრძანონ და ჩვენი არზა ხელმწიფეს წაუკითხონ და ჩემს აოხრებულს სამშობლოს მოეხმაროს...

მარიამის წერილში ნათლად ჩანს, როგორ ესმოდათ საქართველოში .. კომპრომისული პოლიტიკის არსი, რომელიც საფუძვლად დაედო ქართლისა და ირანის ურთიერთობას როსტომისა და მისი მომდევნო მეფეების დროს: ”...საქართველოს ბატონს მრავალჯერ ყეენის ურჩობით თავისი ალაგი აუოხრებია. როგორც სიკვდილს, ვიცი, კაცი ვერ დაემალვის, ისე საქართველოს ბატონი ერანის ხელმწიფეს ვერსად წაუვა და, რომელიც ჩვენი შესაფერისი სამსახური იყოს, მეც მიბძანებდეთ....”

მართალია, ვახტანგ მუხრანბატონს (ვახტანგ V, იგივე შაჰნავაზიროსტომის სიცოცხლეშივე ჰქონდა დამტკიცებული ქართლის ტახტი, მაგრამ როსტომის სიკვდილის შემდეგ, შაჰმა ვახტანგს, უპირველეს ყოვლისა, მარიამის ცოლად შერთვა უბრძანა. ვახტანგი იძულებული გახდა გაყროდა როდამს, ყაფლან ბარათაშვილის ასულს, რომელთანაც ექვსი ვაჟი და ორი ასული ჰყავდა და ექორწინა დედოფალ მარიამზე.

ვახტანგი ენერგიული მმართველი გამოდგა და თითქმის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. მარიამ დედოფალი, უკვე ასაკოვანი და ფრიად პატივცემული, აღარ მონაწილეობდა აქტიურად სახელმწიფო საქმეებში. მარიამმა თავის მესამე მეუღლეზე დიდხანს იცოცხლა. იგი გარდაიცვალა 1682 წელს.

ჩვენამდე მოღწეულია მარიამ დედოფლის კარზე, მისი დაკვეთით შესრულებულიქართლის ცხოვრებისკრებული, რომელიც შედგენილობით განსხვავდება ამ კრებულის სხვა ნუსხებისაგან დამარიამისეული რედაქციისსახელითაა ცნობილი. ხელნაწერი წიგნებისადმი იმდროინდელ საზოგადოებას განსაკუთრებული მოწიწება ახასიათებდა. ძარცვა-რბევა, რომელიც მუდამ თან ახლდა მტერთა შემოსევებს, ხელნაწერთადატყვევებაშიცგამოიხატებოდა. მრავალი ქართველი მოღვაწე ცდილობდა შემდგომში მიეკვლია ამნატყუენვავიხელნაწერებისათვის და სამშობლოში დაებრუნებინა. ერთი ასეთი ხელნაწერი _ “ჟამის წიგნი” 1645 წელს მარიამ დედოფალს თათრებისაგან დაუხსნია.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. vaxuSti bagrationi, aRwera samefosa saqarTvelosa, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, /qarTlis cxovreba Tbilisi, 1973, t. IV,

  2. qristoforo de kasteli, cnobebi da albomi saqarTvelos Sesaxeb, teqsti gaSifra, Targmna, gamokvleva da komentarebi daurTo beJan giorgaZem, Tbilisi, 1977.

  3. avitabile, don piedro,  cnobebi saqarTveloze (XVII s.) Sesavali, Targmani da komentari b. giorgaZisa, Tbilisi, 1977.gv.14.

  4. Par. Georg. XI. R36086 (xelnawerTa erovnul centrSi daculi fotopiri).

  5. levan menabde, Zveli qarTuli mwerlobis kerebi, I, nakv.II,1962.

  6. pirTa anotirebuli leqsikoni, t. III, masalebi Sekribes da gamosacemad moamzades ana baqraZem, levan ratianma da giorgi oTxmezurma. tomi Seadgines darejan kldiaSvilma da mzia surgulaZem. artanuji,  2004.

  7. d.JRenti, qarTlis dedofal mariamis roli saxelmwifo ganmgeblobaSi, macne, ist. seria, #1, 1985,gv.101-109.

 

 

 

moamzada mzia surgulaZem

მარიამ დედოფალი და მისი ძე ოტია

XVII ს. სვეტიცხოველი

მარიამ დედოფალი

XVII ს. კრისტოფორო დე კასტელი