მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი III

ერთიანი საქართველოს მეფე 1156-1184 წლებში.

 

გიორგი III დემეტრე I-ის  უმცროსი ძე იყო. მის გამეფებასთან დაკავშირებული მღელვარე მოვლენები, რომლებმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, გაუგებარი იქნება, თუ არ გავითვალისწინებთ თვით დემეტრე I-ის ოჯახში არსებულ კონფლიქტს.

დემეტრეს ტახტს ეცილებოდა მისი უმცროსი ძმა ვახტანგი (დავით აღმაშენებლის ძე მეორე ცოლისაგან), შემდეგ საკუთარი ვაჟი დავითი, რომელმაც აიძულა მამა მეფობაზე უარი ეთქვა და ბერად შემდგარიყო. ცხადია, ტახტის ყოველი პრეტენდენტის უკან ძლიერი ფეოდალური დაჯგუფება იდგა, რომლებიც მათთვის სასურველი კანდიდატის ტახტზე აყვანას ყველა საშუალებით ცდილობდნენ. დავითიმა მხოლოდ ერთ წელიწადს იმეფა (1155 .), იგი უეცრად გარდაიცვალა და დემეტრე კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას. 1156 წელს  დემეტრემ თავისი საყვარელი შვილი, გიორგი აიყვანა.

საგარეო პოლკიტიკა.დემეტრე I-ის დროს საქართველოს საგარეო ომები ძირითადად საქართველოს სამხრეთით მოსაზღვრე თურქული საემიროების გასაუვნებელსაყოფად _ სომხეთის, რანის, შარვანის, განჯის შემოსამტკიცებლად წარმოებდა. სწორედ ამ მხარეებს იყენებდნენ თურქები პლაცდარმებად საქართველოზე თავდასხმების მოწყობისათვის. ქართველი მეფეები, გარდა სამხედრო ძალისა, თურქული სამთავროების მოსათვინიერებლად კარგად იყენებდნენ ყმადნაფიცობის დიპლომატიურ ხერხსაც, მაგრამ რეგიონის მუდმივი დაძაბულობა, მოვლენათა უკიდურესი დინამიზმი საქართველოს სამეფო კარს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევდა. სტაბილურობის ვითარება. დემეტრე დროს ქართველებმა დათმეს ანისი (ყმადნაფიცობის პირობით), დაკარგეს განჯა( მიუხედავად 1138 წლის წარმატებული ლაშქრობისა). გიორგი III-ის წინაშე იგივე სამხედრო-პოლიტიკური ამოცანები იდგა, რაც მისი წინამორბედების დროს.

1161 წელს ილაშქრა ანისზე, დაიმორჩილა ქალაქი და სამართავად გადასცა ამირსპასალარ ივანე ორბელს, მის Aნაშემწედ დანიშნა სარგის მხარგრძელი.მათეოს ურჰაელის ცნობით, ანისის მცხოვრებთ 40 ათასი დრაჰკანი გადასცა, ტყვეთა გამოსახსნელად).  1162 წელს გიორგის მეტაურობით ქართველები სომხეთის სიღრმეში იჭრებიან და დვინს იმორჩილებენ. გიორგი მეფის გააქტიურებამ მაჰმადიან ამირიტა შეკავშირება გამოიწვია. ხლათის მფლობელი, დიარბექირის შაჰ არმენი და არზრუმის ამირა  შეერთებული ზალებით შემოიჭრნენ საქართველოს საზღვრებში, გაგის ციხე აიღეს და დაარბიეს სასაზღვრომხარე.

გიორგი მეფემ შეკრიბა ჯარი, დამხმარედ გადმოიყვანა ოვსები და დაიძრა მტრისაკენ. ქართველი ისტორიკოსის გადმოცემით (ისტორიანი) მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქარი ელდიგუზ ატაბაგის მეთაურობით უკუიქცა. ქართველები გამარჯვებას ზეიმობდნენ, როცა უკუქცეულმა მაჰმადიანებმა ანისი აიღეს. ბრძოლა ანისისათვის ოთხი წლის განმავლობაში  ცვალებადი წარმატებებით გრძელდებოდა. საქართველოს სამეფო კარისაგან ეს ბრძოლა დიდ ზალისხმევას მოითხოვად. ბოლოს ელდიგუზ ათაბაგმა გიორგი მეფეს ზავი სთხოვა, რაზედაც გიორგი დათანხმებულა _ “უბოძა ანისი თვისსავე მემამულესა და ითაყვანა თავისა თვისისა ყმადა”. ეს იყო ერთგავრი კომპრომისი, რომელსაც ქვეყნისთვის რამდენიმე ხანს მშვიდობა მოუტანია.

ომსა და ნადავლს შეჩვეულ მოლაშქრეებს მეფისათვის ახალი ლაშქრობის ნება უთხოვიატ: “არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა”. ამ თხოვნის შედეგად მეფემ ლაშქარს ნება მისცა მოერბიათ სასაზღვრო ქვეყნები _ სამეფო კარმა ამით ტავიდან აიცილა ლაშქართან დაპირისპირება, საშუალება მისცა მეომრებს ნადავლი ეშოვათ, და ამასთანავე დაეზვერათ სასაზღვრო ზონები. ეს სამხედრო ექსპედიცია სამი მიმართულებით მოეწყო: ტაოელები, კლარჯები და სავშები ოლთისისადა ბანის ოლქებისაკენ დაიძრნენმესხები და თორელნი _ კარისა და აშორნიისაკენ, ამირსპასალარი და სომხითარები (ქვემო ქართლელები)მტკვრის ქვედა წელზე, განჯამდე, ხასაგანიანებს(?) ლიხთ-იმერთა და ქართლის ლაშქარმა _ განჯის მიდამოებიდან ხლათAმდე, A არმენის სამფლობელომდე, ჰერებმა და კახელებმაალაზნის შესართავიდან შარვანამდე (ისტორიანი) 1167 წელს გიორგი მეფე მიეშველა თავის დისწულს, შირვანის გამგებელ აღსართანს, რომელსაც დარუბანდის მხრიდანხაზარებიჩრდილო კავკასიელები? საფრთხეს უქმნიდნენ. ამ ლაშქრობის შედეგად გიორგიმ შაბურანი და დარუბანდი აიღო და აღსართანს გადსცა. ამრიგად საქართველოს საიმედო მოკავშირე გახდა აბრეშუმით მდიდარი  შირვანის მხარე.

1173 წელს გიორგიმ აიღო ანისი(ვარდანი) ქალაქის ამირა ტან წაუყვანია. გაბრაზებული თურქები ანისს მადგნენ. ივანე ამირსპასალარის სარდლობით ქართველებმა მტერი  შორს გადარეკეს ანისეს მისადგომებიდან. ამრიგად, ანისისა და შარვანის შემომტკიცებით გიორგი მეფემ ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების მტკიცე გარანტიები შეუქმნა. საქართველო რეგიონში კვლავ ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

საშინაო მდგომარეობა. ქვეყანაში სიმშვიდის დამყარება მხოლოდ წარმატებული საგარეო ომების მეშვეობით შეუძლებელი იყო. მეფის ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობა ყველა ფენის ინტერესებს როდი შეესაბამებოდა. მემამულური ფეოდალური არისტოკრატია ჩვეულებრივ ცენტრალიზმის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ქალაქების ვაჭარ-ხელოსნები ძლიერი სამეფო ხელისუფლების მომხრენი იყვნენ. საგარეო ომები დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თვით სამეფო ლაშქარი სახელმწიფოს კისერზე აწვებოდა. ლაშქრის შენახვა დიდი ეკონომიკური სახსრების მობილიზაციას მოითხოვდა, რაც აგრარული ეკონომიკის პირობებში შეუძლებელი იყო. ამიტომ სამეფო კარი დროდადრო თანხმდებოდა ლაშქრის მოთხოვნას და მეზობელ მხარეებში საალაფო ლაშქრობას აწყობდა.

საქართველოს იმდროინდელ ქალაქებში ძალზე გაიზარდა დეკლასირებული ელემენტების _ სამეურნეო საქმიანობას მოწყვეტილიგლახაკთარაოდენობა. მათი უმრავლესობა ყოფილი მოლაშქრეებისაგან წარმოდგებოდა, როემლსაც სამხედრო სამსახური აღარ შეეძლო. ეს იყო არასტაბილური, სოციალურად ფეთქებადი მრავალრიცხოვანი ფენა, რომელიც დაძაბულობის მუდმივ ფონს ქმნიდა. საზოგადოება რომ მწვავე პრობლემების წინაშე იდგა, ამაზე მეტყველებს მეფის ინიციატივით მოწვეული საკანონმდებლო კრება, რომელმაც მიიღო სასჯელის უკიდურესი ზომამეკობრეთაA და მპარავთაA” შესახებ. დაახლოებით 1180 წელს არსებული მპარავთსამძებრო (პოლიციური) დაწესებულება გიორგიმ უფრო მოქნილი და უფლებამოსილი გახადა. მისი საშუალებით სახელმწიფო  სისხლის სამართლის დევნას ახორციელებდა არა კერძო პირთა ჩივილის საფუძველზე, არამედ მისგან დამოუკიდებლად, სახელმწიფოებრივობის დაცვის  მიზნით, სამძებრო პრინციპზე დამყარებით.

 

გიორგი მეფის რეალური დასაყრდენი დიდი ყმა-მამულის მქონე ფეოდალები იყვნენ, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი პატივი დადიდებამიიღეს მეფისაგანამირსპასალარი ივანე ორბელი, ივანე ვარდანის ძე, შოთA ართავაჩოს ძესუმბატის ძელიპარიტი  ქავთარ ივანეს ძე და სხვ. (სტეფანოს ორბელიანი). ამ ფეოდალთა დაქვემდებარებაში იმდენი მოსახლეობა და სამხედრო ძალა გროვდებოდა, რომ  მიზეზიის გაჩენის უმალ ტავისუფლად შეეძლოთ დაპირისპირებოდნენ მეფის ხელისუფლებას.

ასეთ მიზეზად გიორგის მეფობის დროს დავითის ძე, უფლისწული დემნა იქცა. დემნა საქართველოს ამირსპასალარის, ივანე ორბელის გაზრდილი და შემდგომში მისი სიძე იყო. ივანე ორბელმა ამირსპასალარობა კარგა ხნით ადრე, 1161 წელს მიიღო მეფისაგან  დავითთან დაპირისპირების დროს გაწეული დახმარებისათვის. ამირსპასალარობით მას ტაშირ-ძორაკეტის ყოფილი სამეფოს მიწა-წყალიც ეკუთვნოდა. ამავე დროს ივანეს ანისის ხელში ჩაგდება მოუნდომებია (ვარდანი), 1174 წელს ამიტომ შეუთავაზებია გიორგისათვის ანისზე ლაშქრობა. მართლაც მეფემ აიღო ანისი და ივანეს ჩააბარა. როგოც ირკვევა, ივანე ორბელს მოხელეობა აღარ ჰყოფნიდა და პოლიტიკური დამოუკიდებლობაც მოუნდომებია. ამ მიზნით იგი მაჰმადიან მეზობლებს დაუკავშირდა. სომხური წყარო ცნობით (ვარდანი), როცა სულთანმა ანისს შეუტია, ივანეს მისი ჩაბარება სურდა, მაგრამ მოქალაქეებმა არ მისცეს ამისი საშუალება. ამის შემდეგ გიორგიმ ივანეს ანისი ჩამოართვა, თუმცა ამირსპასალარობა დაუტოვა. სწორედ ანისის მოვლენების შემდეგ მოეწყო დემნას აჯანყება, რომლის ხელმძღვანელი ივანე ორბელი იყო. კოჯორში შეკრებილ შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ მეფის შეპყობა, მაგრამ გიორგიმ ეს გაიგო და თბილისში გამაგრდა. მეფემ მოახერხა შეთქმულთა რიგებში ბზარის შეტანა. ყველას, ვინც გიორგის მხარეზე გადადიოდა, გიორგი  უხვად ასაჩუქრებდადემნა უფლისწულიდა ივანე ორბელი მომხრეებითურთ ლორეს ციხეში იყვნენ გამაგრებულები. გიორგიმ ციხე ალყაში მოაქცია. აჯანყებულების რიგები AნდათAნობით შეთხელდა. თვით დემნა თოკით ჩამოეშვა ციხიდან და გიორგის პატიება სთხოვა. მეფემ მეამბოხეები გაასამართლა და ყველასშემსგავსებულადმიაგო სასჯელი. დემნა თავალები დათხარეს და დაასაჭურისეს, რის შემდეგ იგი გარდაიცვალა, ასევე თვალები დათხარეს ივანე ორბელს, სხვები დახოცეს? ორბელთა სახლი განადგურდა, Mმხოლოდ ნაწილი გადარჩა, რომელიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდაამ აჯანყების დროს გიორგი მეფე უფრო წვრილ აზნაურობას ეყრდნობოდა, რომელთაგან არაერთს მიანიჭადიდება” (მაღალი სახელმწიფო თანამდებობა შესაბამისი მამულით), მათ შორის   ორბელთა თანამდებობები და მამულები. სწორედ ამ დროსგანდიდდნენყუბასარი (იგი ამირსპასალარი გახდა) და აფრიდონი (მსახურთუხუცესი და ერისტავთ-ერისთავი).

გიორგის თავისი მეფობის დასაწყისში გაუუქმებია ეკლესიის მამულებზე შეუვალობა. დემნას აჯანყების ჩახშობის შემდეგ ეკლესიის მოთხოვნით (1177 .) მან ეს შეუვალობა ეკლესიას დაუბრუნა.

გიორგი მეფეს ვაჟი არ ჰყავდა, ტახტის მემკვიდრედ მან ტავისი ასული თამარი გამოაცხადა და თავის სიცოცხლეშივე აიყვანა ტახტზე _1178/1179 წელს თამარი მან ტანამისაყდრედ გამოაცხადა. მათი ერთობლივი მართვა 1184 წლამდე გაგრძელდა., (ერთად არიან გამოსახულნი ვარძიაში, ყინცვისში, ბეთანიაში). გარდაიცვალა 1184 წლის 24 მარტს, კახეთის სოფელ სტაგირში. დაკრძალულია გელათში.

 

          წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ქართლის ცხოვრება, .ყაუხჩიშვილის გამოცემა, .II, თბილისი, 1959.

2.     ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს .შოშიაშვილმა და . კვაჭანტირაძე, შესავალი და კომენტარები . კვაჭანტირაძისა, “არტანუჯი”, თბილისი, 2002.

3.     სტეფანოს ორბელიანისცხოვრება ორბელიანთასძველი ქართული თარგმანები, ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა შესავალი და საძიებელი დაურთო . ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1978;

4.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, 1948;

5.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, 1973;

6.     . ლორთქიფანიძე, საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XII . II მეოთხედიდან 8—იანი წლების დასაწყისამდე/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, 1979;

7.     . მეტრეველი, შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალური ხანის საქართველოში, თბილისი, 1973;

8.     . სტეფნაძე, მეფეთ-მეფე გიორგი III, თბილისი, 1999.

9.     . მაისურაძე, ერთი სომხური წყარო დემნა უფლისწულის აჯანყების შესახებ /დავიტ ქობაირელი/ საქართველო რუსთაველის ხანაში. ----

10.    . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, .II,III.

11.    სიგელი გიორგი მეფისა საქართველოს ეკლესიისადმი, ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს . შოშიაშვილმა, . ენუქიძე, . სილოგავამ, თბილისი, 1984.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ