მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გრიგოლ ბაკურიანის ძე (XI . 20-იანი წწ._1086, ველიატოვო, ბულგარეთი)

ბიზანტიის გამოჩენილი მხედართმთავარი, სევასტოსი და დომესტიკოსი, ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ქართული მონასტრის დამაარსებელი 1083 . პეტრიწონში (დღევანდელი ბაჩკოვო, ბულგარეთი).

 

      გრიგოლ ბაკურიანისძე თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მოვაწე იყო _ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიზანტიის დედოფალ მარიამ-მართა-ყოფილთან ერთად იმპერატორ ალექსი I-ის (1081-11118) გამეფებაში, რომელმაც საფუძველი დაუდო ბიზანტიის ახალ სამეფო დინასტიას კომნენოსებისას. ცნობები გრიგოლ ბაკურიანისძის შესახებ საისტორიო წყაროებში შემონახულია ქართულ, ბერძნულ და სომხურ ენებზე. ეს წყაროები მაღალი სანდოობით ხასიათდებიან, მათ მიხედვით საკმაოდ დაწვრილებით შეიძლება გრიგოლ ბაკურიანისძის ცხოვრებაზე თვალის გადევნება. მის სახელთან არის დაკავშირებული ბიზანტიური საკორპორაციო სამართლის ერთ-ერთი შესანიშნავი და სრულად შემონახული (XII_XIII სს. ხელნაწერებით) ძეგლის, “პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონისშექმნა. იგი შედგენილი ყოფილა ქართულ და ბერძნულ ენებზე (ზოგი ავტორის მოსაზრებით, სომხურ ენაზეც). თავისი წარმომავლობის, ბავშვობის, ყრმობისა და ჭაბუკობის წლების, ასევე თავისი ძმის, აბას მაგისტროსის, საერთოდ, თავისი ოჯახის შესახებ გრიგოლ ბაკურიანისძე მოკლედ და ხატოვნად მოგვითხრობს მონასტრის ტიპიკონის სხვადასხვა ადგილას.

      თავისი წარმოშობისა შესახებ გრიგოლ ბაკურიანისძე გვაუწყებს, რომ იგი არის ღვიძლი  შვილი ბაკურიანისა, ბრწყინვალე ერისთავთა-ერისთავისა, რომელიც წარმოშობით იყო აღმოსავლეთის მხარეებიდან, “იბერთა უბრწყინვალესი გვარიდან” (ტიპიკ.ბერძნ. რედ.C2 _.ყაუხჩიშვილის თარგმანი). ტიპიკონის ქართული რედაქციის შესაბამის ადგილას გრიგოლ ბაკურიანისძე იწოდება ერისთავთა-მთავრად, რამაც ზოგიერთ მკვლევარს მისცა საფუძველი (. შანიძე) რომ იგი ჩაეთვალა ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლად (.შანიძე, ქართველთა მონასტრერი, 13). ზოგი მკვლევარი მას მიიჩნევს უფრო ძველი სამეფო დინასტიის, ფარნავაზიანთა კახური შტოს, რევიანების შთამომავლადაც (. სანაძე). ანა კომნენე, როგორც ჩანს, ცდება, როდესაც მას სომხის წარჩინებული გვარისად მოიხსენიებს (გეორგიკა 6, 59-60).

      გრიგოლ ბაკურიანისძე ტიპიკონის სხვა ადგილას გვაუწყებს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ იგი და მისი ძმა აბასი მცირეწლოვანნი დარჩენილანმამის ქონება დედას დებისათვის მიუცია მზითვად და იგი და აბასი უსახსროდ დარჩენილან (18,8). ტიპიკონშივე აღნიშნავს, რომ ტექსტი დაიწერა ბერძნულად და ქართულად. ბერძნულ რედაქციაში კი ნათქვამია, რომ ტიპიკონი დაიწერა ბერძნულად, ქართულად და სომხურად. (ბერზნ. რედ. 253, 255).

      გრიგოლ ბაკურიანისძე არაერთხელ აღნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც მან და მისმა ძმამ აბასმა იშოვეს, მოპოვებულია მათი სისხლითწმინდა მეფეებისადმი”, .. ბიზანტიის იმპერატორებისადმი ერთგული სამსახურით. იმყოფებოდა ბიზანტიის ხუთი იმპერატორის სამსახურში: კონსტანტინე X დუკას (1059-1067), რომანოზ IV დიოგენის (1068-1071), მიხეილ VII დუკას (1071-1078), ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) და ალექსი I კომნენოსის (1081-1118). განსაკუთრებით დაახლოებული ყოფილა ამ უკანასკნელთან, რაზედაც არაერთხელ მიუთითებს ანა კომნენეალექსიადაში”. გრიგოლ ბაკურიანისძემ ალექსი კომნენოსს დიდად შეუწყო ხელი ტახტზე ასვლაში. იგი დაიღუპა სლავებთან ბრძოლაში ველიატოვოს მახლობლად (დომესტიკოსი გაშმაგებით იბრძოდა, მტრის წინააღმდეგ ძლიერი მხედრული შემარტების დროს მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული”. (ანა კომნენე, გეორგიკა 6, 87-88). ეს რომ შეიტყო თვითმპყრობელმა (ალექსი კომნენოსმა), დაიტირა დაღუპულები, დომესტიკოსის დაღუპვის გამო განსაკუთღებით სწუხდა და ცრემლს ღვრიდა (იქვე,88).

      გრიგოლ ბაკურიანისძეს ანაიდა ფიდანიანმა სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა, აღადგინა მისი ცხოვრების მონაკვეთები. მისი დაბადების დროდ XI . 20-იანი წლებია მიჩნეული (ტიპიკ, 47). 1064 წლისათვის მას ეკავა საპატიო ადმინისტრაციული თანამდებობა ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ მსხვილ ადმინისტრაციულ ერტეულშიიბერიის თემში. მისი რეზიდენცია იყო ქალაქ ანისში. ამ დროს აღმოსავლეთიდან თურქ-სელჩიკები მოაწყდნენ იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებს. მათ ალყა შემოარტყეს ანისს, რომელიც თავგანწირული, მაგრამ უშედეგო ბრძოლის შემდეგ მტერს ჩაბარდა იმ პირობით, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ ქალაქის მკვიდრთათვის. ქალაქის ჩაბარებისათვის გრიგოლ ბაკურიანისძე, როგორც ჩანს, არ შერისხულა, - იგი გადაუყვანიათ ბალკანეთში, სადაც იმპერიის მტრების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის გარკვეული სამფლობელოებიც მიიღო.

      1071 წელს, მანასკერტის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, როდესაც იმპერიამ სელჩუკებისაგან სერიოზული მარცხი იწვნია, (იმპერატორი რომანოზ დიოგენე ტყვედ ჩავარდა), გრიგოლ ბაკურიანისძე აღმოსავლეთის დომესტიკოსის ტიტულით კვლავ გადაიყვანეს აღმოსავლეთში თემა იბერიის მმართველად. ამჯერად მისი რეზიდენცია იყო თეოდოსიოპოლი (კარინი), XI . 40-იანი წლებისათვის გრიგოლ ბაკურიანისძის მმართველობის დროს იბერიის თემი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ამჯერად იგი შედგებოდა სამხრეთი ტაოს, კარინის და ყარსის მხარეებისა და, შესაძლოა, ოლთისისაგან. ამაზე მიუთითებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა: გრიგოლ ბაკურიანისძესჰქონდეს ოლთისნი, კარნუ-ქალაქნი და კარი” (ქც.I 318).

      XI საუკუნის 70-იანი წლებისათვის სელჩუკთა ჯარებისა და ურდოების მოწოლამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ იმპერიას მარტო არ შეეძლო მათ გამკლავებოდა. როგორც ჩანს, გადაწყდა ამ საქმეში ჩაებათ საქართველოს სამეფოც, რომელიც 60-იანი წლებიდან თვითონ განიცდიდა სელჩუკების თავდასხმებს (1064 წლის ზაფხულში მათ დაიპყრეს და დაწვეს ახალქალაქი). გრიგოლ ბაკურიანისძის, აღმოსავლეთის დომედტიკოსისა და თემა იბერიის დუკას საქართველოსთან დაკავშირება გამოიხატა იმაში, რომ 1073 წელს (. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია II,გვ.160), როგორც ჩანს, თავის ხელისუფალთა ნებართვით, იგი მეფე გიორგი II-სთან (1072-1089) გამოცხადდა და გადასცა მას (დავითის ისტორიკოსის ცნობა) კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგამი ქვეყანა. არუთინოვას აზრით, ამ ქვეყანაში იგულისხმება ოლთისი, კარინი და ყარსი (ტიპიკ,54). როგორც ჩანს, ამას ხელი შეუწყო გიორგი II-ის თურქ-სელჩუკებზე გამარჯვებამაც 1073 წლის ზაფხულში ფარცხისის ბრძოლაში (ქართლის ცხოვერება I,316).

      მიწების გაცემა რომ იმპერიის ცენტრალური ხელისუფლების ნებართვით მოხდა, ამას მოწმობს საიმპერატორო ქრიზობულები, რომელთაც გრიგოლ ბაკურიანისძე ანდერძით უტოვებს პეტრიწონის მონასტერს და რომელთა შესახებაც ტიპიკონის სპეციალურ თავში ნათქვამია: “ოქრობეჭედი ერთი უბრალოებისასათვის კარს თავადობისა ჩემისა (35), ოქრობეჭედი ორი განუკითხველობისათვის ჩემისა” (35).

      XI საუკუნის 70-იან წლებში თურქ-სელჩუკები თითქმის ბოსფორის აზიურ სანაპირომდე გავიდნენ, ხოლო სულტანმა სულეიმან იბნ-ყუთულმიშმა ბიზანტიელები საერთოდ კონსტანტინოპოლამდე მიამწყვდია. 1074 წელს ბიზანტიამ მათთან დადო საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თურქები აღიარეს, როგორც მფლობელები მათ მიერ მცირე აზიაში დაკავებული მიწებისა.

საქმის ასეთი შემობრუნების გამო გრიგოლ ბაკურიანისძემ სამოღვაწეოდ ბალკანეთში გადაინაცვლა. აქ იგი მსახურობდა იმპერატორების მიხეილ დუკას (1071-1078) და ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) დროს. ორივე იმპერატორისაგან გრიგოლ ბაკურიანისძე უხვად იქნა დაჯილდოვებული _ მან მიიღო მთელი რიგი სამფლობელოებისა ფილიპოპოლის (თანამედროვე პლოვდივი) და მისინოპოლის რაიონებში, რაზეც მეტყველებს მიხეილ VII-ის მიერ მისდამი ბოძებული 7 ოქრობეჭედი (ტიპიკონი, 35).

      1081 წელს გრიგოლ ბაკურიანისძემ მხარი დაუჭირა ალექსი კომნენოსს ნიკიფორე III-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელი შეუწყო მის გამეფებას, რის გამოც აყვანილ იქნა დასავლეთის დიდი დომესტიკოსის რანგში რეზიდენციით ქაკაქ ადრიანოპოლში (დღევანდელი ედირნე).

      ბალკანეთში მას ბრძოლა უხდებოდა იმპერიის ძლიერ და საშიშ მტერთან რობერტ გვისკართან, ხოლო შემდეგ დასჭირდა შეეჩერებინა იმპერიაზე პაჭანიკების შემოტევები. რამდენადაც წარმატებული იყო მისი ბრძოლები ნორმანების წინააღმდეგ, იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა მისი ბრძოლები პაჭანიკებთან და ყივჩაღებთან. ამ მოვლენებს ადგილი ჰქონდა 1081-1093 წლებში. “მთელი ამ ხნის განმავლობაში გრიგოლ ბაკურიანისძე იყო ალექსი კომნენოსის მარჯვენა ხელი, რომელიც მას დიდი ნდობით ეპყრობოდა და მის სამხედრო ტალანტს მაღალ შეფასებას აძლევდა. ალექსი მას ანდობდა დამოუკიდებელი სამხედრო მოქმედებების წარმოებას ნორმანების, პაჭანიკების და ყივჩაღების წინააღმდეგ, ავალებდა მას ისეთი საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებას, როგორიც იყო ნორმანი გრაფების მოსყიდვა და ბოემუნდ ტარანტელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება და .. (ანნა კომნენე).

      1085 . ნორმანებთან ომი მოიგო ბიზანტიამ” (ტიპიკ,57). ნორმანების მოსყიდვა რომ სამეფო განძით წარმოებდა და ამის უშუალოდ თვითონ ეწეოდა, ეს ჩანს ორი ოქრობეჭედიდან, რომელიც მან დაუტოვა პეტრიწონის მონასტერს. ამ საქმიანობის დროს გრიგოლ ბაკურიანისძე ტყვედ ჩავარდნილა ყივჩაღებთან. 1086 წელს იმპერატორმა ალექსი I-მა პაჭანიკებისა და მათთან მიმხრობილი აჯანყებული პავლიკიანების წინააღმდეგ იმპერიის ჯარები წარგზავნა თავისი ორი საუკეთესო მხედართმთავრის გრიგოლ ბაკურიანისძის და ვრანას წინამძღოლობით. მაგრამ მოწინააღმდეგეთა ჯარები ბევრად ჭარბობდნენ ბიზანტიის ჯარებს. ამ ბრძოლაში გრიგოლ ბაკურიანისძე ჭენებისას მუხას შეეჯახა და დაიღუპა.

      1083 . გრიგოლ ბაკურიანისძემ შედგინა და საკუთარი ხელმოწერით დაამტკიცა პეტრიწონის მახლობლად, როდოპის მთებში, მდ. მარიცას ხეობაში ქართველებისათვის დაარსებული მონასტრის ტიპიკონი. ტიპიკონი დაიწერა ბერძნულ და ქართულ ენებზე ორ ეგზემპლარად. ერთი, ძირითადი ინახებოდა მონასტერში, მეორე- ავთენტური, ასევე სრული იურიდიული ძალის მქონეკონსტანტინოპოლში, პანაგიის მონასტერში.

      ტიპიკონის ხელნაწერები მოღწეულია გვიანდელი ასლებითქართული ასლის მიხედვით დაიწერა ქართულ და ბერძნულ ენებზე. ბერძნულის მიხედვით _ ბერძნულ, ქართულ და სომხურ ენებზე. ამავე ასლის მიხედვით, .. ხელი მოაწერა სომხური ასოებით (გეორგიკა 253). ხოლო 2ართულ ასლში სომხური ხელნმოწერის სესახებ არაფერია ნათქვამი.

      მიუხედავად იმისა, რომ ტიპიკონის ტექსტის სხვადასხვა ადგილას გრიგოლ ბაკურიანისძე არაერთგზის აღნიშნავს თავის ქართულ წარმოშობას, ლაპარაკობს მონასტრის დაარსების შესახებ ქართველებისათვის. ბერძნული ასლის მითითბა გადაიქცა ზოგიერთი მეცნიერისათვის იმის მტკიცების საბაბად, რომ რომ გრიგოლ ბაკურიანისძე ეროვნებით იყო სომეხი, მხოლოდ სარწმუნოებით, როგორც ქალკედონიტი, ქართველი იყო.

      გრიგოლ ბაკურიანისძის წარმომავლობის საკითხი. ტიპიკონის ბერძნული ტექსტის ასლის გამოქვეყნებამდე ყველა სხვა წყაროს ცნობით (“ქართლის ცხოვრება”, ათონის ქართველთა მონასტრისსააღაპე წიგნი”, მათეოს ურჰაეცი, გრიგოლ ბაკურიანისძეს მიიჩნევს ქართველად. მხოლოდ ანა კომნენე უწოდებს მას სომეხს. 1888 . მუსეოსმა პირველად გამოაქვეყნა ტიპიკონის ბერძნული ასლი, რომელშიც აღნიშნული იყო გრიგოლ ბაკურიანისძის სომხური ხელმოწერისა და ტიპიკონის სომხური ვერსიის შესახებ, თუმცა, მთელი სულისკვეთებით ცხადი იყო, რომ ტიპიკონი შედგენილია ქართველის მიერ, როგორც ქართული მონასტრის წესდება. . მუსეოსი გაკვირვებას გამოთქვამდა  ანა კომნენეს ცნობებსა და ტიპიკონის ტექსტის მონაცემებს შორის არსებულ განსხვავებათა გამო. . მარმა გადაწყვიტა შეეთანხმებინა წყაროთა განსხვავებული მონაცემები და ამ მიზნით წამოაყენა მოსაზრება, რომ გრიგოლ ბაკურიანისძე ქართველი იყო სარწმუნოებით, ხოლო წარმომავლობით იყო სომეხი დიდებული ტაოდან (მარი 25-28,54). . მარის მაღალი სამეცნიერო ავტორიტერტის წყალობით ეს თვალსაზრისი ფართოდ გავრცელდა, იგი აიტაცეს სომეხმა მკვლევარებმა, რომლებიც დღემდე ივცავენ მას. ტიპიკონის ტექსტის ქართული ასლის აღმოჩენისა და შანიძის მიერ მისი გამოქვეყნების შემდეგ, გრიგოლ ბაკურიანისძის ეთნიკური წარმომავლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები მრავალი ასპექტით იქნა შესწავლილი _ უფრო კრიტიკულად, რადგან უკვე ხელთ იყო ამ საკითხთან დაკავშირებული მთელი მასალა.

      .შანიძის თვალსაზრისით, ბერძნული ტექსტი, რომელიც დედნის გვიანდელი ასლია (XIII .), შეცვლილია და მასში გვიან არის შეტანილი სიტყვები ტიპიკონის სომხური ვერსიის და გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ სომხური ასოებით ხელმოწერის შესახებ. ასევე დაასაბუთა მან  . მარის თეორიის უსაფუძვლობა და ხელოვნურობა სომეხი ქალკედონიტების  და მათი როლის შესახებ ქართულ კულტურაში. ამ საკითხების შესწავლაში წვლილი შეიტანეს . ყაუხჩიშვილმა, . კოპალიანმა, .ურუშაძემ, .დოლიძემ, .გოზალიშვილმა, .ლომოურმა, . ბოგვერაძემ, . სანაძემ და სხვ. უცხოელ ავტორთაგან მათ შეეხნენ: . კოსტოვი, . კოსტოვა, . კაზასოვი, .ცანკოვა-პეტროვა და სხვ. ცალკე დგას ბოგვერაძის თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც, ტიპიკონის სომხური ვერსია მართლაც შეიძლებოდა არსებულიყო, მაგრამ იგი  გრიგოლ ბაკურიანისძეს უნდა შეედგინა ბერძნულის (იურიდიული ძალის მქონე ტექსტის და ქართულის, ქართველი ბერებისათვის) გვერდით და შესაძლოა, გრიგოლმა სომხური ასოებით მართლაც მოაწერა ხელი ტიპიკონს, რათა მისი დების შთამომავლებს სომეხი ქმრებისაგან (რადგან დები, რომელთაც თან მამის ქონება, მისი აზრით, სომხებზე იყვნენ გათხოვილნი) მომავალში პრეტენზიები არ გასჩენოდათ გრიგოლ ბაკურიანისძის და მისი ძმის აბასის დანატოვარზე, მათ შორის მონასტრის საკუთრებაზე. თავის პირდაპირ და ერთადერთ მემკვიდრედ გრიგოლ ბაკურიანისძე თვლიდა მის მიერ დაარსებულ მონასტერს და სურდა მისი დაცვა თავისი ნათესავებისაგან, რასაც არაერთხელ აღნიშნავს ტიპიკონში (. ბოგვერაძე).

      ტიპიკონის ქართული ტექსტი მნიშვნელოვანია და ყურადღებას იპყროობს არა მარტო როგორც საოსტორიო წყარო, არამედ როგორც XI . ქართული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები. მასში ხშირად გვხვდება  მედიტაციურ-ლირიკული გადახვევები, რაც მიანიშნებს, რომ გრიგოლ ბაკურიანისძე პირადად მონაწილეობდა ტიპიკონის შედგენაში. თუმცა იურიდიულ ნაწილში მისი საფუძველი იყო კონსტანტინოპოლის პანაგიის მონასტრის ტიპიკონი (ამაზე მითითება დაცულია ტიპიკონში. გრიგოლ ბაკურიანისძეს მიეწერება ბერძნულ ენაზე შემონახული ჰომილია ბაგრატ ტავრომენიელზე (.სირაძე, ბულგარულ-ქართული.... კეკელიძე, “ტავრმენიანი”).

            შემონახულია გრიგოლ ბაკურიანისძის და მისი ძმის აბას მაგისტროსის ფრესკული გამოსახულება (XI პეტრიწონის მონასტრის საძვალეში, სადაც დაიმარხნენ ისინი.

 

 

        წყაროები da samecniero literatura:

  1. Typicon de Gregoire Pacourianos pour le monastere de Petritzos (Backovo) en Bulgare. Text original publie par Louis  Petit ,Спб,1904, 32=63(оттиск изВиз. Врем. 11, пролож №1).

  2. Typicon Gregorii Pacuriani, edidit Michael Tarchnishvili, Corpus scriptorum christianorum orientalium (CSCO) louvain, 1954.

  3. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი/ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. 1.თბ.1955,გვ.31.

  4. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ.შანიძემ, თბ. 1992, 157-158.

  5. ს. ყაუხჩიშვილი, პეტრიწონის ტიპიკონი, ტექსტი და თარგმანი Georgica, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ.5, თბ. 1963.

  6. Анна Комнина,Алексиада, Вступ.статья, перевод, комментарий Я.Н. Любарского, М.1965.

  7. ა. შანიძე, ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონის ბერძნული რედაქცია (ძველი ქართული ენის ძეგლები, 13), თბ.1971.

  8. КаухЧишвили С.Г. Грузинские истосники  по истории Византии 1б Тб. 1974.

  9. Типик Григория Пакуриана. Введение, пер.и комментарий В.А. Арутюновой-Фиданян, Ер. 1978.

  10. Цагарели А Сведения о памятниках грузинской письменности  1, 3, Спб, 1894,с.12, примеч.

  11. Соколов И. Состояние монашества в византийской церкви с пооловины 9 до начала 13 века, Казань, 1894, 174-175.

  12. Марр Я.Н. Арканун, монгольское название христиан, в связи  с вопросом  об армянах-халкидонитах, Спб,Оттиск из 12тома №1 и  Визант. временника. 1905.17-25.

  13. Соколов И.Грузинский монастырь в Византии. Христианские чтения,4, 1906, 554-555.

  14. Марр Я.Н.Иоанн Петрицский, гррузинский неоплатоник 11-12 вв. ЗВОИРАО, т.19, 2-3, Спб, 1909.

  15. კ.კეკელიძე, რომანი ტავრომენიანი ძველ ქართულ ლიტერატურაში/ ეტიუდები 2, თბ.1945, გვ.23-33.

  16. შ. მესხია, 11-12 სს. საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის ისტორიიდან (საკარგავის მნიშვნელობისათვის)/12 საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები/თსუშრომები, 103, თბ. 1968,200-203.

  17. გ. ოზალიშვილი, გრიგოლ ბაკურიანის-ძე/მნათობი 2,1970, 167-192.

  18. გ. ოზალიშვილი, გრიგოლ ბაკურიანის-ძე, წეტრილი 2/განთიადი 2, 1979,,136-174.

  19. ნ. ბერძენიშვილი, ძლევაი/საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი 5,თბ.1971.

  20. რ.სირაძე, ბულგარულ-ქართულ-ბიზანტიურ ურთიერთობათა ისტორიიდან/ცისკარი, 10, 1974, გვ.112-117.

  21. ა. შანიძე, დამატებითთი ცნობა გრიგოლ ბაკურიანის-ძის ხელის მოწერის შესახებ/ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ.1976, 132-134.

  22. მ.შანიძე, კაწინ სიტყვა გრიგოლ ბაკურიანის-ძის ტიპიკონში/ ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან,140-143.

  23. მ. ბერძნიშვილი, ქართულ-ბიზანტიური სოციალური ტერმინოლოგიიდან/მაცნე, ისტოტრიის სერია 1, 1977, 54-61.

  24. Lemerle P/Le Ttypicon de Gregore Pacourianos, Cinq Etudes sur le 11e siecle Byzantin, Paris, 1977.

  25. Cinq Etudes sur le 11e siecle Byzantin, Paris, 1977.

  26. ა. შანიძე, პეტრიწონის მონასტრის მაშენებელი გრიგოლ ბაკურიანის-ძე/მნათობი 1, 1979.

  27. გელენავა ტ. ქართული ლიტერატურულ-მწიგნობრული კულტურის ისტორიიდან/მაცნე, ენის სერია, 1979,145-155.

  28. ლ.მენაბდე, ძველი ქართული მწერლ;ობის კერები 2, თბ. 1980.

  29. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 2, თხზ. ტ.2, თბ.1983.

  30. ა.ბოგვერაძე, გრიგოლ ბაკურიანის-ძის ტიპიკონის გაგებისათვის/ ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ. 1991, 151-295.

  31. ე. მეტრეველი, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ. 1996, 143-144,164.

  32. m. sanaZe, grigol bakurianis-Zis warmomavlobis Sesaxeb, qarTuli wyaroTmcodneoba X, Tbilisi, 2004

 

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ