მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მარიამ–მართა დედოფალი, დაახლ. 1050-1105 .

ბაგრატ IV-ის და ბორენა დედოფლის ასული, ბიზანტიის დედოფალი

 

 

      ბაგრატ IV-ის მეფობის პერიოდში ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ბიზანტიის იმპერიასთან ხან ღია, ხან ფარული დაპირისპირების პირობებში უხდებოდა ცხოვრება. 1052 წელს ბაგრატი იძულებული გახდა თავის დედასთან, მარიამ დედოფალთან ერთად თავად წასულიყო ბიზანტიაშიბაგრატსა და მარიამს იმპერატორის კარზე სამ წლამდე მოუწიათ დარჩენა. მათი იქ ყოფნის დროს იმპერატორის ტახტისათვის დინასტიურ ბრძოლაში  სამი იმპერატორი გამოიცვალაკონსტანტინე (1041-1055) მონომახი, თეოდორა დედოფალი (1055-1056) და მიხეილ (1056-1057) VI დუკა. საიმპერატორო კარზე გახანგრძლივებულ ყოფნას უქმად არ ჩაუვლია. დედა-შვილის დიპლომატიურ მცდელობათა შედეგად დედოფალმა თეოდორამ ბაგრატს მცირეწლოვანი ასული სთხოვა (1056 .), რათაშვილად თვისად აღეზარდა”. ბაგრატმა და მარიამმა მართა უფლისწული საქართველოდან დაიბარეს. სწორედ მაშინ, როცა მართა უფლიწული კონსტანტინოპოლში ჩავიდა, დედოფალი თეოდორა აღესრულა. ამ დროს იმპერატორის კარზე მყოფ გიორგი ათონელს უთქვამს:  ”უწყოდეთ, ყოველთა, ვითრმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა”. Mმაშინ მართა უფლისწულიA მალევე დააბრუნეს სამშობლოში

      ცხრა წლის შემდეგ, იმ დროს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკების საფრთხე გაჩნდა, მართლაც ახდა გიორგი ათონელის წინასწარმეტყველება. ბიზანტია საქართველოს მიმართ უფროგულმოწყალეშეიქნა და  მასთან კეთილი ურთიერთობების დამყარებას შეეცადა.  1065 წელს კონსტანტინე დუკამ მართა უფლისწული ბაგრატს იმპერატორის ძის, მიხეილის  საცოლედ სთხოვა. ბაგრატმა მართა შესაფერი ამალით გააგზავნა კონსტანტინოპოლში. ქორწინების შემდეგ მართას მარიამი დაარქვესამ ქორწინებიდან 1074 წელს მარიამს შეეძინა ვაჟი, კონსტანტინე პორფიროგენეტი

      მარიამის მეუღლე  მიხეილ VII დუკას (1071- 1078) ბიზანტიური წყაროები მაინცა და მაინც კარგად არ ახასიათებენ. იგი თითქოს ყოფილა  დონდლო, გულუბრყვილო, უზრუნველი, მართვა-გამგეობაში გამოუცდელი, საკუთარ საქმეებშიც უსუსური (ეფრემის ქრონიკა, გეორგიკა, VII). 1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე მორიგი გადატრიალება მოხდა, მიხეილ დუკა მონასტერში გაამწესეს და იმპერატორად გამოაცხადეს ნიკიფორე III ბოტანიატე (1078-1083). “სამეფო კვერთხი რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა ... უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე...” (ნიკიფორე ვრიენიოსი). მარიამი ბოტანიატეს ცოლად მას იმ პირობით გაჰყვა, რომ კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, მაგრამ იმპერატორმა სიტყვა არ შეასრულა, “ბოტანიატემ მას (კონსტანტინეს) სამეფო ტახტი წაართვა” (ანნა კომნენოსი).

      მალე სასახლის კარზე ახალი შეთქმულება მომზადდა ისააკ და ალექსი კომნენოსების მეთაურობით. სასახლის ინტრიგებში კარგად გაწაფულმა კომნენოსებმა მარიამ დედოფლის გული მოიგეს, ისააკი დანათესავებია დედოფალს, მისი დისწული თუ ძმისწული შეურთავს ცოლად (ზონარა), ხოლო ალექსი დედოფალს აშვილებინესსაამისოდ ძველთაგანვე დადგენილი წესების დაცვით. ამ დროიდან მოკიდებული ორივენი ხშირად მიდიოდნენ მეფის სასახლეში მეფე-დედოფლისათვის სათანადო პატივის მისაზღვევად და ამის შემდეგ რჩებოდნენ დედოფალთან...” (ანნა კომნენოსი).   დედოფალი ფრიად დამწუხრებული ყოფილა თავისი შვილის გამო, რომელსაც ბოტანიატემ მემკვირეობის უფლება ჩამოართვა. ამის გამო მიემხრო იგი ალექსი და ისააკ კომნენოსების შეთქმულებას. მათ აღუთქვეს მარიამს, რომ კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდნენ.

      1081 წელს ანნას მამამ ალექსი კომნენოსმა, მარიამის დახმარებით, ტახტიდან გადმოაგდო ნიკიფორე ბოტანიატე და გამეფდა. შემდეგ ალექსიმ, პირობისამებრ, მართლაც მიიწვია მარიამის შვილი კონსტანტინე თანამმართველად (კონსტანტინე ალექსი კომნენოსის თანამმართველი იყო 1081-1092 წლებში). თანამმართველის რანგში კონსტანტინე სამეფო სიგელებსა და ოქრობეჭდებს ალექსი მეფის შემდეგ წითელი მელნით აწერდა ხელს და საზეიმო გამოსვლების დროს  სამეფო თავსაბურავით შემკული ალექსის უკან მიჰყვებოდა... (ანნა კომნენოსი).    როგორც კი მარიამმა მიიღო ალექსი კომნენოსისაგან წერილობითი თანხმობა კონსტანტინესათვის მემკვიდრეობითი უფლებებისდატოვების შესახებდატოვა იმპერატორის სასახლე და მანგანას სამეფო პალატებში გადავიდა საცხოვრებლად.

      1092 წელს ალექსი კომნენოსმაც დაარღვია პირობა. მარიამი მონაზვნად აღიკვეცა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ბრძოლას შვილისათვის ტახტის მოსაპოვებლად. 1094 წელს მან მონაწილეობაც კი მიიღო ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1096 წელს მარიამის შვილი, კონსტანტინე, გარდაიცვალა. ამის შემდეგ დედოფლისათვის აზრი დაკარგა პოლიტიკურმა ბრძოლამ.

      მარიამი ღრმად განათლებული და ნიჭიერი ქალი ყოფილამასთან მიმოწერა ჰქონდა ღვთისმეტყველ თეოფილაქტე ბულგარელს. მარიამს უძღვნა მანიოანეს სახარების განმარტება”. მასვე დააწერინა მარიამმა ტრაქტატი კონსტანტინე პორფიროგენეტის აღსაზრდელადმარიამი უკვეთავდა ხელნაწერებს ქართული მონასტრებისათვის, მატერიალურ დახმარებას უწევდა ათონის ქართულ მონასტერს. გაწეული ამაგისათვის ათონის მონასტრის ბერებს სააღაპე წიგნში შეუტანიათ მარიამის მოსახსენებელი.       დედასთან, ბორენა დედოფალთან ერთად მარიამს იერუსალიმშიც აუშენებია მონასტერი კაპპათას სახელწოდებით.    

      მარიამ დედოფალი საქართველოში იყო ჩამოსული რუის-ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.

      ანნა კომნენოსი დაუფარავი აღტაცებით წერს მარიამისა და მისი ვაჟის კონსტანტინეს განსაცვიფრებელ სილამაზეზე “.... დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა _ ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. ... ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ...” (ანნა კომნენოსი მარიამ დედოფლის შესახებ); “...როგორც ბუნების ძეგლი, ისეთი იყო ის ყმაწვილი და ღვთის ნახელარი საჩუქარი, თუ შეიძლება ასე ითქვას; თუ კი ვინმეს დაუნახავს მაინც, იტყოდა, რომ ეს ოქროს მოდგმის ნაშიერი არისო, როგორც ეს ელინურ მითებშია მოთხრობილი. ასეთი უბადლო სილამაზისა იყო...”

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, . აბულაძის რედ. თბილისი, 1967.

2.     მატიანე ქართლისა/ ქართლის ცხოვრება, I, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1955.

3.     ნიკიფორე ვრიენიოსი, გეორგიკა, 5,ბიზანტიელი მწერლები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო . ყაუხჩიშვილმა, V, თბილისი, 1963, გვ. 305-306.

4.     ანნა კომნენე, გეორგიკა, . ყაუხჩიშვილის გამოც. VI, თბილისი, 1966, გვ.37-119; იქვე: გიორგი კოდინე, მარიამ დედოფალი, გვ.155-156.

5.     ეფრემის ქრონიკა, 1313 წლისAახლო. გეორგიკა, 7, 1967, გვ. 89.

6.     . კეკელიძე, ქართველ ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საშუალო საუკუნეთა მახლობელ აღმოსავლეთში, ეტიუდები, IV, თბილისი, გვ. 202-216.

7.     . მეტრეველი, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბილისი, 1998.

8.     . გაბიძაშვილი, რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბილისი, 1978.

9.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი 12 ტომად, II, თბილისი, 1983.

10.    . ლორთქიფანიძე, ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის (X . დასარული – XI . 60-იანი წლები)/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979.

11.    . ბერძნიშვილი, მარიამ დედოფალი, ქსე, VI, თბილისი, 1983.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ