მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

 

 

 

 დაუდ-ხან უნდილაძე

 XVII . პირველი მესამედი, ირანის პოლიტიკური მოღვაწე

 

 

 

დაუდ-ხანი უნდილაძეთა გვარის ცნობილი წარმომადგენელი, ირანის პირველი ყულარაღასისა და ფარსის ბეგლარბეგის ალავერდი-ხანის ვაჟიშვილი,  XVI -ის II ნახევრისა და XVII -ის I ნახევრის  სეფიანთა ირანის გამორჩეული სამხედრო და სამეურნეო მოღვაწე,   განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი იყო. ამასთანავე ქართული და უცხოენოვანი წყაროები მას  თეიმურაზ პირველის თანამოაზრედ და თანამებრძოლად წარმოადგენენ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1625 წელს დაუდ-ხანი დაინიშნა განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგად. ამ თანამდებობას იგი 1633 წლამდე ინარჩუნებდა. კავკასიაში ამ გავლენიანი გვარის წარმომადგენლის გადაყვანამ განამტკიცა კავშირი გამაჰმადიანებულ ფეოდალსა და თეიმურაზს შორის, რომლებიც მეგობრები და ახლო ნათესავებიც იყვნენდაუდ-ბეგს ცოლად ჰყავდა თეიმურზ I-ის და ელენე. დაუდ-ხანი, ისევე, როგორც მისი ძმა იმამყული-ხანი, უაღრესად გავლენიანი და დაფასებული ფიგურა იყო შაჰის კარზე. ზოგიერთი ცნობით, იგი სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა. მისი სარდლობით ფარსის ჯარმა დაიპყრო გამბრუნი, სადაც შემდგომში ცნობილი ნავსადგური ბენდერ-აბასი დაარსდა.

დაუდ-ხანის სახელს დიდი სამხედრო და სამეურნეო მშენებლობები უკავშირდება ირანში. XVIII საუკუნის ცნობილი მოგზაური შარდენი აღწერს დაუდ-ხანის ბაზარს და ქარვასლას, რომელიც 200 ოთახისაგან შედგებოდა. სოფელ ამნაბადში აგებული იყო მისი ციხე-სიმაგრე, რომელიც ცნობილ საქარავნო გზაზე მდებარეობდა. კარმელიტი მისიონერები აღწერენ დაუდ-ხანის სასახლის კედლის მხატვრობას და შესანიშნავ ბაღს. უნდა აღინიშნოს, რომ ამნაბადის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, რაც გარკვეულად ხელს უწყობდა უნდილაძეთა სახლის გავლენის გაძლიერებას.   

ალავერდი-ხანისაგან განსხვავებით, მისი ვაჟიშვილების შესახებ ქართული წყაროები (ფარსადან გორგიჯანიძის, ვახუშტი ბაგრატიონის, ბერი ეგნატაშვილის, თეიმურაზ I-ის, არჩილის თხზულებებისაკმაოდ მდიდარ მასალას გვაწვდის.

ცნობები დაუდ-ხანის შესახებ ქართულ წყაროებში 1629 წლიდან ჩნდება. ამ დროს ხოსრო-მირზას (მომავალი როსტომ მეფე) დახმარებით ირანში გამეფდა შაჰ-სეფი; იწყება უნდილაძეთა ძლიერებისა და გავლენის შესუსტება ირანის სამეფო კარზე. ხოსრო-მირზა თავდაპირველად დაუპირისპირდა იმ დროს განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგ დაუდ-ხანს; მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ხანის ურთიერთობა თეიმურაზ პირველთან, რომელსაც ხოსრო-მირზა ქართლის ბაგრატიონების სახელით ეცილებოდა. უნდილაძეთა მთელი სიმპატიები ქრისტიანი თეიმურაზის მხარეზე იყო, ხოლო შაჰი ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ასაყვანად თავის ერთგულ და ირანისათვის საიმედო ბაგრატიონს, ხოსრო-მირზას ამზადებდა. შაჰს იგიჰყავდა მეტოქედ ქართლისა ბატონისა” (ბერი ეგნატაშვილი).

მისი მომხრეების მცდელობით 1630 წლის დასასრულსა და 1631 წლის დასაწყისში შაჰმა დაუდ-ხანი მეჯლისიდანაც გააძევა. სპარსოფილი და როსტომ-ხანის აღზრდილი ფარსადან გორგიჯანიძე ასე აღწერს ამ ამბავს: “იმანყულის ძმა დაუდ-ხან ყარაბაღის ბეგლარბეგი უჭკუო და ამაყი კაცი იყო და ყანსაც როსტომ მეფის გულისათვის მეჯლიშიდამენ გაეგდებინა და ჯავრი დაუდ-ხანს ვერ მოეთმინა. ამისთვის დაუწყო თეიმურაზ მეფეს მოციქულობა. შეიფიცნენ და ადრებეჟანის დაჭირვა მოინდომეს.” როგორც გადმოგვცემენ წყაროები ( მაგალითად, ოსტ-ინდოეთის კომპანიის ერთ-ერთი აგენტის კაპიტან ვერდელის წერილი), უნდილაძეს უკადრისად მიუმართავს შაჰისათვის (მკვლევართა აზრით, ხოსრო-მირზასათვის) მეჯლისზე, რასაც მოჰყოლია მეჯლისიდან მისი არა თუ გაძევება, არამედ დასჯაც (გაჯოხვა).  ამის შემდეგ შეურაცხყოფილი დად-ხანი ყარაბახში უნებრთვოდ წასულა და შემდეგ საქართველოში გადასულა. შაჰმა მის ამ საქციელსწაუყრუადა დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა: თბილისში უნებართვოდ ჩასულ დაუდ-ხანს თბილისის ციხის უფროსობა ჩააბარა და ამით ჩამოაშორა სამეფო კარს.

ამის შემდეგ მოვლენათA ბუნებრივმა განვითარებამ დააახლოვა ერთმანეთთან  თეიმურაზ I და დაუდ-ხანი. მათი საერთო ინტერესები ამოძრავებდათშაჰ-სეფისა და ხოსრო-მირზას პოლიტიკა ქართლში თეიმურაზის მეფობას ემუქრებოდა და უნდილაძეთა მმართველობას  _ ფარსსა და განჯა-ყარაბაღში. ამიერიდან თეიმურაზი და დაუდ-ხანი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და მეთაურობდნენ აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. ისინი უპირველესად ჩამოსახლებულ ყიზილბაშთა განადგურებას შეუდგნენ, რისი გამოცდილებაც დაუდ-ხანს ირანიდან ჰქონდა. როგორც ცნობილია, შაჰ-აბას I უნდილაძეთა დახმარებით ფიზიკურად უსწორდებოდა ყიზილბაშებს; იგი ცდილობდა ცხოვრების მომთაბარული წესის ნაცვლად ბინადარი მოსახლეობის ინტენსიური მეურნეობის დამკვიდრებას. მის დასაყრდენს ირანული და კავკასიური ელემენტი წარმოადგენდა.

არჩილი თავის ისტორიული ხასიათის პოემაშიგაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისაასე აღწერს დაუდ-ხანის და თეიმურაზის ბრძოლას ყაჯართა ყიზილბაშური ტომის წინააღმდეგ:  

 

            “სრულ ყაჯარნი თან იახლა, იორზედა დადგეს ბეგად,

             მერმე კახნი თავს დაასხა მოსასრველად, გარდაგებად”.

 

არჩილის ცნობას ეყრდნობიან ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი ბაგრატიონი. იმავეს აღნიშნავს ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც თავისისტორიასდამოუკიდებლად ქმნიდა,.

 XVII საუკუნის 30-იან წლებში მზადდებოდა ამიერკავკასიის აჯანყება ირანის წინააღმდეგ, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა დაუდ-ხან უნდილაძეც. იგი მანამადე გიორგი სააკაძის აჯანყებასთანაც იყო დაკავშირებული (1625 .). ამ პერიოდში შაჰ-აბასიგურჯისტანის საკითხისერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას გეგმავდა: მისთვის მიუღებელი იყო საქართველოში როგორც ოსმალეთის, ისე რუსეთის პოზიციების გაძლიერება. თავისი პოლიტიკის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შაჰი ქართლის მოსახლეობის აყრას  და ირანში გადასახლებასაც აპირებდა. საქმე უკვე ეხებოდა უძირითადეს ეროვნულ ფასეულობაბს, რამაც გააერთიანა ქართველი ფეოდალები, მათ შორის, ირანში მყოფი გამაჰმადიანებულ-გასპარსელებული ქართველი დიდმოხელენიც. სომხური წყაროების ცნობით, გიორგი სააკაძეს ხელში ჩაუვარდა შაჰის შიკრიკის წერილი, სადაც შაჰი ყარჩიხა-ხანს ავალებდასაქართველოს მოთხრას”. მან წერილი დაუდ-ხანს აჩვენა, რამაც, როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი ითამაშა განჯის ბეგლარბეგის შემდგომ დამოკიდებულებაში ირანის შაჰის მიმართ. იგი ირანში წავიდა, თუმცა არ შეასრულა შაჰის ბრძანება და არ შეუერთდა ყორჩიბაშის ლაშქარს.          

დაუდ-ხანი თეიმურაზთან 1632 წლის აჯანყების მეთაურობდა. მეთაურთა გეგმაში განჯა-ყარაბაღის დარბევასთან ერთად ტახტიდან შაჰ-სეფის ჩამოგდება და ტახტზე შირაზის სასახლეში მყოფი, იმამყული-ხან უნდილაძესთან შეზრდილი  შაჰ-აბასის შვილის აყვანა შედიოდა (ისქანდრერ მუნში). აჯანყების მსვლელობისას დაუ-ხანმა თეიმურაზთან შეთახმებით გაანადგურა განჯაში მყოფი 700 ურჩი ყაჯარი. ამის შემდგ აჯანყებულებმა მთელიადრებეჟანის დაჭირვამოინდომეს. ეს უკვე დიდ სამხედრო ძალას მოითხოვდა და ამიტომ თეიმურაზმა დარაზმა იმერეთის მეფე ალექსანდრე, ოდიშის მთავარი ლევან დადიანი, მესხები, ქართლელები და კახელები; მათ აგრეთვე მიუვიდა განძასარის სომეხთა კათალიკოსი ლაშქრით.      განჯა-ყარაბაღში მეორე შეჭრის შემდეგ ქართველები უკან გამობრუნდნენ დადაუდ-ხანი ცოლ-შვილითა და ქონებით, სომეხთ კათალიკოსიც თავისი საყდრის მორთულობით, თეიმურაზმა გორს მოასხა... დადიანი, მეფე ალექსანდრე და მესხნი ვადნი ალხინა... და ანადირა, ყველას მრავალი საჩუქარი მიართვა და გაისტუმრა” (ფარსადან გორგიჯანიძე).

ასეთი ფართომასშტაბიანი აჯანყება შაჰ-სეფისგან ფრთხილ და ამასთან გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა. მან თეიმურაზს დაუდ-ხანის გადაცემა მოსთხოვა, რის სანაცვლოდაც მას წყალობას აღუთქვამდა, თუმცა მისგან თანხმობა ვერ მიიღო. შაჰი სასტიკად გაუსწორდა მძევლად დატოვებულ ხანის ცოლსა და შვილსცოლი საროსკიპოში მოათავსა, შვილი კი მეჯინიბეებს გადასცა. ამის შემდეგ  ყაზვინში სიკვდილით დასაჯეს იმამყული-ხანი და მისი ვაჟები, რასაც ფარსადან გორგიჯანიძე დაუდ-ხანის ღალატს უკავშირებს. თეიმურაზისა და დაუდ-ხანისათვის ეს უკანასკნელი მოვლენები ბრძოლის დასასრულს ნიშნავდადაუდ-ხანი გორიდან ოსმალეთისაკენ გაემართა და საბოლოოდ კონსტანტინოპოლში ჰპოვა თავშესაფარი.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura: 

  1. farsadan gorgijaniZis istoria, s. kakabaZis gamocema, saistorio moambe, II,Tfilisi, 1925.

  2. beri egnataSili,axali qarTlis cxovreba/ qarTlis cxovreba, II, s. yauxCiSvilis gsmoc. Tbilisi, 1959.

  3. vaxuSti bagrationi/ qarTlis cxovreba, IV, s. yauxCiSvilis gsmoc. Tbilisi, 1973.

  4. isqander munSi, abasis qveynis damamSvenebeli istoriis gagrZeleba,. cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqstis qarTuli Targmani, gamokvleva, SeniSvnebi da saZieblebi n. gelaSvilisa, Tbilisi, 1981.

  5. isqander munSi, abasisi qveynis damamSvenebeli istoriis gagrZeleba, nana gelaSvilis gamocema, Tbilisi, 1981
  6. nasrola falsafi, zendegani-e Sah abbas-e avval, I, 1334, Teirani, (spasrul enaze)
  7. ირანის ისტორია, III- XVIII სს., თბ.2001
  8. საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წ. II, Tb.1979
  9. მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, II, თბ. 1972
  10. Д. Кацитадзе, Ал. Гвахария, Грузино-иранские культурно-исторические связзи, Тб. 1978
  11. d. kacitaZe, qarTvelebi XVII saukunis iranSi, aRmosavleTi da kavkasia, #3, Tbilisi, 2005
  12. v. gabaSvili, undilaanT feodaluri saxli XVI-XVII ss. iranSi, maxlobeli aRmosavleTis istoriis sakiTxebi, II, Tbilisi, 1972
  13. ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ.1958
  14. m. Todua, qarTul-sparsuli etiudebi, I, Tbilisi, 1971
  15. vl. fuTuriZe, qarTveli moRvaweni iranis kulturul as[parezze, analebi, I, Tbilisi, 1947
  16. k. kucia, kavkasiuri elementi sefianTa iranis politikur sarbielze, maxlobeli aRmosavleTis istoriis sakiTxebi, Tbilisi, 1963
  17. o. gvilava, isfahani, Sirazi, qaSani, Tbilisi, 1980
  18. n. gelaSvili, saqarTvelo da irani XVII saukunis 30-ian wlebSi, qarTuli diplomatia – weliwdeuli, #3, bilisi, 1966
  19. D.M. Lang, Georgia and the Fall of the Safavid Dynasty BSO(A)S 14, 1952
  20. Табатадзе, Вопросы источниковедческой характеристики  двуязычных грузино-персидских исторических документов, источниковедческие разыскания, 1985. თბ 1988
  1. g. JorJoliani, saqarTvelo XVII saukunis 30-50-ian wlebSi,Tbilisi, 1987.

 

 

                                           მოამზადა თამარ აბულაძემ           

დაუდ–ხან უნდილაძე

XVII ს., კრისტოფორო დე კასტელი