მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

არჩილ II

არჩილ ბაგრატიონი (1647/1648-1713) მეფე-პოეტი. ძე ვახტანგ V-ის (1658-1675 წწ.) (შაჰნავაზისა) და ყაფლან ბარათაშვილის ასულ როდამისა.

 

 

 

არჩილს, ქართლის უპირველესი არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალს, მიღებული ჰქონდა იმდროინდელი საქართველოსავის საუკეთესო აღზრდა და განათლება _ მან შესანიშნავად იცოდა სასულიერო მწერლობა, საერო მხატვრული და საისტორიო ლიტერატურა, სამხედრო საქმე. “აღზარდნა მეფემან ესენი დიდად სახელოვანნი და პატიოსანნი ძენი და ასულნი თვისნი მრავლითა ფუფუნებითა და სახელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე-მეცნიერებით,”_ გვაუწყებს ბერი ეგნატაშვილი. არჩილის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღოდა გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეს და პოეტს, იოსებ თბილელს.

ვახტანგ V-ის ქართლში გამეფებით დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა მუხრანული განშტოების მეფობას ქართლში. ვახტანგ V, გარეგნულად პროირანულ ორიენტაციას ამოფარებული, ფრთხილ, მაგრამ თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამდა ქართული სამეფოების გაერთიანების გზაზე. ამ მიზნის მიღწევაში მას ეხმარებოდა მისი უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე არჩილი. 1660 წელს იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის სიკვდილის შემდეგ იმერეთი ანარქიამ მოიცვა. იმერელ თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით შაჰნავაზი იმერეთში შევიდა და არჩილი იმერეთის ტახტზე დასვა (1661 .). სპარსელი მემატიანის მოჰამედ თაჰერის გადმოცემით, იმერელ წარჩინებულებს წინდახედულება გამოუჩენიათ და არჩილის კანდიდატურისათვის მხარდაჭერა უთხოვიათ ირანის შაჰისათვისაც. ირანის შაჰს ამაზე თანხმობა განუცხადებია, მაგრამ ეს ფაქტი ოსმალეთმა თავის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვა. სულთანმა მაჰმედ IV- (1648-1687 წწ.) შაჰ-აბს II- (1642-1666წწ. ) კატეგორიულად მოსთხოვა არჩილის იმერეთიდან გაწვევა, სამაგიეროდ აღუთქვა კახეთის ტახტი, თუ კი გამაჰმადიანდებოდა. არჩილი იძულებული იყო ორწელიწადნახევარში დაეტოვებინა იმერეთის ტახტი. 1663 წელს იგი თავისი სიძის, გივი ამილახვრის თანხლებით სპარსეთს გაემგზავრა. აქ მათ მაჰმადიანობა მიიღეს. არჩილს უწოდეს შაჰნაზარი და სამშობლოში გამოისტუმრეს. (XVII-XVIII საუკუნეებში ირანი ასეთ პირობას უყენებდა ქართლ-კახეთის ტახტის პრეტენდენტებს).

სწორედ ამ ხანებში რუსეთიდან საქართველოში ჩამოდის თეიმურაზ I-ის შვილიშვლი, ერეკლე/ნიკოლოზ ბატონიშვილი, კახეთის ტრახტის პირდაპირი მემკვიდრე. ერეკლე კახელ თავადებს ტახტის კანონიერ პრეტენდენტად მიაჩნდათ. პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელსაც გარეგნულად დინასტიური სარჩული ედო, 1663-1664 წლებში სამი საბრძოლო შეტაკება მოჰყვა ქართლისა და კახეთის ბატონიშვილთა მომხრეებს შორის. საბოლოოდ გამარჯვება არჩილს დარჩა.

1667 წელს არჩილმა ცოლად შეირთო ერეკლე ბატონიშვილის და, ქეთევან დავითის ასული. მათ შეეძინათ სამი ვაჟი: ალექსანდრე, მამუკა, დავითი და ერთი ასული _ დარეჯანი

კახეთის ტახტის დაკავების შემდეგ არჩილმა გაატარა მთელი რიგი ღონისძიებანი, რომლებიც ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქრთველოს ეკონომიკურ სიძლიერეს და თავდაცვას ემსახურებოდა. ლეკების თარეშის ალაგმვის მიზნით არჩილმა მოაწყო ლაშქრობა დაღესტანში, დაიმორჩილა და დახარკა ლეკები; სატახტო ქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, სადაც ააგო შესანიშნავი სამეფო სასახლე. მეფე ხელს უწყობდა ადგილობრივი ვაჭრების მოღონიერებას, რაც სამეფო შემოსავალს ზრდიდა. არჩილი ზრუნვას არ აკლებდა კახეთის ეკლესია-მონასტრებს _ 1671 წელს შეუკეთებია და შეუმკია ნინოწმინდის ტაძარი (ტაძრის დასავლეთი კარიბჭის წარწერა); მისი სახელით გაცემული სიგელები მოწმობენ, რომ არჩილი ცდილობდა გაეზარდა ალავერდის და შუამთის შემოსავლები, ასევე განუახლებია სვეტიცხოვლისათვის კახური მამულების შეწირულება.

არჩილი კახეთს ფაქტობრივად თავის მამასთან, ქართლის მეფე ვახტანგ V-თან შეთანხმებით მართავდა. ირანის შაჰმა, მართალია, თავად უწყალობა არჩილს კახეთის ტახტი, მაგრამ ქართლ-კახეთის ამგვარი ერთობა აღარ მოისურვა. შაჰმა არჩილის წინააღმდეგ ტახტის მაძიებელი ერეკლე ბატონიშვილი წააქეზა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. არჩილმა არ ისურვა ცოლისძმასთან დაპირისპირება და 1675 წელს, 15 წლის მეფობის შემდეგ, მამის დაუკითხავად, კახეთის ტახტზე ნებაყოფლობით თქვა უარი. ამ ამბავმა ვახტანგ V აღაშფოთა, მაგრამ შექმნილ რეალობას იგი ვეღარ ცვლიდა.

იმდროინდელი ქართველი მოღვაწეების დიდ საზრუნავს წარმოადგენდა ქართული შრიფტის შექმნა. ქართული შრიფტი მათთვის ასოცირებული იყო ქართული საზოგადოების სამომავლო ამოცანებთან _ განათლების აღორძინებასთან და ახალი ცოდნის შემოტანასთან. ასეთ მოღვაწეთა შორის პირველ რიგში უნდა იქნას მოხსენიებული მეფე არჩილი. არჩილმა ჯერ კიდევ მოსკოვში პირველად ჩასვლის დროს დაიწყო ფიქრი ქართული შრიფტის შექმნაზე. ამ მიზნით  იგი დაუკავშირდა იმჟამად მოსკოვში მყოფ შვედ მეცნიერს შპარგენფელდს და ამსტერდამის ბურგომისტრს ვიტცენს.

მათი დახმარებით ქართველმა მეფემ ქართული (ნუსხური და მხედრული ) შრიფტის ჩამოსხმა ამსტერდამელ ოსტატ კისს დაავალა (.შარაშიძე).

1687 . ბოლოს შრიფტი უკვე მზად ყოფილა, მაგრამ საფასურის გადაუხდელობის გამო დამკვეთამდე ვერ მოაღწია (შარაშიძე). მოსკოვში მეორედ ჩასვლის შემდეგ არჩილმა გააგრძელა ქართული შრიფტის გამო დაწყებული საქმიანობა. 1703 . პეტრე I-ისგან მიიღო ქართული წიგნის ბეჭდვის ნებართვა. 1705 მოსკოვის სინოდის სტამბაში დაიბეჭდა ქართულიფსალმუნი”. არჩილი პარალელურად მუშაობდა საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობის მოკლე აღწერილობაზე, რომელიც 1703 . 12 ივნისს გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეების გამგებელს გოლოვინს. ამავე წელს მას, რუსეთის სამეფო კარის მოთხოვნით, შეუდგენია საქართველოს რუკა.

ლიტერატურული საქმიანობა. არჩილი დიდხანს მუშაობდა დაბადების ტექსტის სასტამბოდ მოსამზადებლად. ამ მიზნით მას ურთულესი რედაქციული სამუშაო ჩაუტარებია _ ქართული ხელნაწერები სლავურისათვის შეუდარებია, დაუმატებია ზირაქისა და მაკაბელთა წიგნები. მას განზრახული ჰქონია სრული ბიბლიის გამოცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არჩილი ვერ მოესწრო ბიბლიის დაბეჭდვას. ეს საქმე დაასრულმა ბაქარ ბატონიშვილმა. 1743 წელს მოსკოვში გამოიცა ქართული ბიბლია.

რუსეთში ყოფნის დროს არჩილმა თარგმნა რამდენიმე ისტორიული ჟანრის თხზულება: 1. ალექსანდრიანი, გამოიყენა სერბულიდან მომდინარე რუსული ვერსია; 2.ხრონოგრაფი _ მისი თარგმნა დაუწყია ბაგრატ სოლაღაშვილს, გაუგრძელებია არჩილს; 3.უკრაინელი მწერლის, პეტრე მოგელას ფილოსოფიურ-თეოლოგიური ნაწარმოებიაღსარება  მართლისა სარწმუნოებისა”.

არჩილის მხატვრული შემოქმედების იდეები და თემატიკა გაჟღენთილია  ეროვნული სულისკვეთებით, წარსულისადმი პატივისცემით, აღმზრდელობით-შემეცნებითი მოტივებით, რელიგიურ-ზნეობრივი შეგონებებით (“საქართველოს ზნეობანი”, “კაცისა და სოფლის გაბაასება”). მის პოემაშიგაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისაგადმოცემულია XVII საუკუნის რეალობა, მოცემულია საქართველოს დაკნინების გამომწვევ მიზეზთა პოეტისეული შეფასება _ უაღრესად კრიტიკული დამოკიდებული დამოკიდებულება თანამედროვეებისადმი. არჩილმა დაამკვიდრა ქართულ პოეზიაშიმართლის თქმისმეთოდი, რომელიც გულისხმობდა სინამდვილის ასახვას, უგულვებელჰყოფდა მხატვრულ გამონაგონს. იმ დროს, როდესაც ქართული მწერლობა სპარსული ლიტერატურის დიდ ზეგავლენას განიცდიდა, არჩილი  ქადაგებდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას და მწერლობის საზოგადოების სამსახურში ჩაყენებას

არჩილი გარდაიცვალა 1713 წელს, დაკრძალულია დონის მონასტერში.

 

wyaroebi da samecniero literatura:

  1. vaxuSti bagrationi, aRwera samefosa saqarTvelosa/qarTlis cxovreba IV, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s, yauxCiSvilis mier, Tbilisi,m1973.

  2. beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba/qarTlis cxovreba II. teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s, yauxCiSvilis mier, Tbilisi 1959.

  3. Грузия в 17 столетии по изоюражению патриарха Макария, Казань.1906.

  4. kaxeTis istoriuli Zeglebis warwerebi, krebuli Seadgina da ganmartebebi daurTo T. barnavelma, tbilisi, 1961.

  5. mohamed Taheris cnobebi saqarTvelos Sesaxeb, teqsti targmna da komentarebi daurTo v. fuTuriZem/masalebi saqartvelosa da kavkasiis istoriisaTvis, nakv. 30, Tbilisi, 1954.

  6. Jan Sardeni, mogzauroba sparseTsa da aRmosavleTis sxva qveynebSi (cnobebi saqarTvelos Sesaxeb) teqsti Targmna, gamokvleva da komentarebi daurTo m. mgalobliSvilma, tbilisi, 1975.

  7. T. Jordania, qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa, w. II. 1897.

  8. farsadan gorgijaniZis istoria, s. kakabaZis gamocema. saistorio moambe, w. II. Tfilisi, 1925.

  9. qarTul-sparsuli istoriuli sabuTebi, gamosca v. fuTuriZem, Tbilisi, 1956.

  10. sexnia CxeiZe, cxovreba mefeTa/naw. II. gamosca u. Cubinovma, sankt-peterburgi, 1854.

  11. cxovreba saqarTveloisa (parizis qronika) Sesavali, SeniSvnebi da saZiebeli daurTo g. alasaniam. Tbilisi, 1990.

  1. n. asaTiani, kaxeTi arCil II-is mefobis dros (1664-1675).saqarTvelo da aRmosavleTi, Tbilisi, 1984.

  2. arCili, TxzulebaTa sruli krebuli _mefeTa saqebelni da samxilebelni.

  3. r. baramiZe, arCil bagrationi, Tbilisi, 1983.

  4. m. brose, saqarTvelos istoria, naw.II, Tfilisi, 1900.

  5. m.gonikaSvili, bagrationTa dasaxleba da moRvaweoba ruseTSi, Tbilisi,  1986.

  6. s. kakabaZe, saqarTvelos istoria (axali saukuneebis epoqa), Tfilisi, 1922.

  7. l. menabde, qarTuli kulturul-saganmanaTleblo kerebis istoriidan, Tbilisi, 1991.

  8. f. sixaruliZe, moskovis qarTuli axalSenebis istoriidan, Tbilisi, 1991.

  9. n. fsuturi, arCil mefis (1647-1713) biografiidan (misi aRmsareblobis sakiTxisaTvis)/ istoriul-eTnografiuli Studiebi, Tbilisi, 2003.

  10. n. fsuturi, XVII s. meore naxevris aRmosavleT saqarTvelos Sidapolitikuri istoriidan/ mravalTavi, #22.

 

 

 

 

moamzada naTia fsuturma