მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

სვიმონ I, ქართლის მეფე 1556-1599 წლებში

 

 

 

სვიმონ I ქართლის სახელოვანი მეფე, 1556_1569 და 1578 წლებში ქართლს რომ `ხმალი შემოარტყა; ყიზილბაშებსა და ოსმალებს გაუმკლავდა, რისთვისაც დღევანდელ მტერს უპირისპირებდა ხვალინდელ უცილო მტერს. 19 წლის ასაკიდან ხმალი არ ჩაუგია და კალამი არ გაუშვია ხელიდან. ქართლიდან ყიზილბაშების განდევნა მოიწადინა, მაგრამ ბედმა უმტყუნა და მოძმემ უღალატა. 1569 წელს ალგეთის ხეობაში სოფ. ფარცხისთან ბრძოლაში ყიზილბაშებმა დაატყვევეს; ჯერ ალამუთის ციხეში, მერე კი შირაზში გამოკეტეს 9 წელი. ქართლს კი შაჰისაგან ხელდასმული გამაჰმადიანებული მისი ძმა დაუდ-ხანი მართავდა. მაგრამ შაჰმა 1578 წელს ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე გაათავისუფლა სვიმონი ტყვეობიდან, რადგან დაინახა, რომ დაუდ-ხანი მას არ გამოადგებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ქართველების დასარაზმად. ვახუშტის ცნობით, შაჰის დედამ, ოთარ შალიკაშვილის ასულმა, ხმალი და ლეჩაქი გაუგზავნა სვიმონ მეფეს, `ვითარცა წესი არს ქართველთა და შემოუთვალა: `რომელიცა გნებავს, აღიღე და წახვედ ქვეყანასა შენსა ნიჭითა დიდითა ბრძოდე ოსმალთა.

სვიმონი ქართლს დაუბრუნდა თუ არა, შეუდგა ოსმალებთან ბრძოლას, გაათავისუფლა ლორე და გორი. თბილისის ალყის დროს, 1582 . მანუჩარ ათაბაგის დახმარებით, მუხრანთან დაამარცხა ოსმალები. ცოტა ხანში, დროის მოგებისა და ძალ-ღონის მოკრების მიზნით, ოსმალებმა იგი ქართლის ქრისტიან მეფედ სცნეს და ხარკის მიღებით დაკმაყოფილდნენ, რაც სვიმონმა ქართვე¬ლობის განმტკიცებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის გამოიყენა. თურქებს ქართლის გაოსმალების განზრახვაზე ხელი ააღებინა. მაგრამ ირან-ოსმალეთს შორის 1590 წელს დადებულმა ზავმა ვითარება მთლიანად შეცვალა. ოსმალეთი მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიას დაეუფლა. სამცხისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მაგალითი ოსმალური პოლიტიკური და სამხედრო-ლენური სისტემის დამკვიდრება საფრთხეს უქადდა მთელ ქართლს. სვიმონმა 1595 წელს კვლავ გვერდით დაიყენა ირანი, უხმო კახელებს და ოსმალებზე თავდასხმა განაახლა. ანტიოსმალური კავშირის უფრო მასშტაბური სახით შექმნის მიზნით მან ესპანეთის მეფე ფილიპე II-სა და რომის პაპს კლიმენტი VIII გაუგზავნა წერილები. 1599 წელს, 9 თვის ალყის შემდეგ, ოსმალთაგან დაიხსნა გორის ციხე. თვალი თბილისზე ეჭირა, მაგრამ მუხთალმა ბედმა და ნაჩქარევად შემუშავებულმა საომარმა ტაქტიკამ ავად იმუშავა. მეფეს სოფ. ფარცხისის ვიწრო გზაზე ცხენი ტალახში ჩაეფლო. 1599 წლის შემოდგომაზე ჯაფარ ფაშასაგან დატყვევებული სვიმონ მეფე სტამბოლს 1600 წლის 21 ივნისს ჩაიყვანეს. თავი¬სუფლების სანაცვლოდ სულთნის მიერ შემოთავაზებულ არც ერთ წინადადებას არ დაეთანხმა. გამაჰმადიანებას, მორჩილებასა და ხარკის გაღებას იედიკულეს ციხეში ჩაჯდომა ამჯობინა, სადაც 1611 წელს გარდაიცვალა. გმირი მეფის ძვლები სტამბოლში სავაჭროდ ჩასულმა გორელმა დიაკუნისშვილმა დაუბრუნა საქართვე¬ლოს. მადლიერმა ქართველობამ იგი მცხეთაში, მამის, ლუარსაბ მეფის გვერდით დამარხა.

სვიმონ მეფეს ყიზილბაშებიცა და ოსმალებიც მტრებთან უკიდეგანო თავ¬განწირვისა და `უხორცო უშიშრობის გამო `დელი სიმონს _ გიჟს, ხელს, გადა¬რეულს უწოდებდნენ. მისი საომარი შემართება მოძმეთ მგლებად ხდიდა და მტერს მათგან დამფრთხალ ცხვრის ფარად აქცევდა. დროულად ცვლიდა დიპლომატიურ მოქმედებას მტერთან თავგანწირული ბრძოლით, ქვეყნის გაერთიანების მიზნით შეუბრალებელ ბრძოლას ნათესაური კავშირების დამყარებით. ერთხელ მტრის ბანაკში ელჩის სტატუსით ესტუმრა და თითქოსდა ზავის პირობები შესთავაზა. სინამდვილეში იქაურობა კარგად დაათვალიერა და მეორე დღეს მოწინააღმდეგე მიწასთან გაასწორა. დასავლეთ საქართველოს შემოსაერთებლად იმერეთი ორჯერ დალაშქრა. ლევან კახთა მეფესა და მანუჩარ ათაბაგს დაემოყვრა. პირველის ქალიშვილი ნესტანდარეჯანი ცოლად შეირთო, მეორე კი სიძედ გაიხადა. ოსმალთა სიფხიზლის მოდუნებას ეცადა. მურად III- არზა გაუგზავნა და დაარწმუნა ყური არ ეგდო სვიმონის მაბეზღარ ბოროტმზრახველებისათვის.

XVII -ის გერმანელი მოგზაურის ადამ ალეარუსის გადმოცემით `სვიმონ მეფე ცნობილი იყო, როგორც მამაცი მეომარი, განათლებული მეფე, კარგი მელექსე და ფილოსოფოსი. იგი სრულყოფილად ფლობდა სპარსულ ენას, იცოდა თურქულიც. ზეპირად სცოდნია ნიზამის ხუთივე პოემა. მომხიბლავი გარეგნობის ტყვე ხელიდან არ უშვებდა `შაჰნამეს, შესანიშნავად უკრავდა და მღეროდა. იმდენად კარგ ლექსებს თხზავდა, რომ ლამაზი სიტყვის პოეტად იხსენიებდნენ. ცნობილია, რომ ირანის დიდვეზირი სემანი და სვიმონი ერთმანეთს სიყვარულსა და მეგობრობას ლექსებით ეფიცებოდნენ. ტყვეობიდან განთავისუფლებულ მეფეს სამშობლოში სპარსულ ენაზე ლექსად უთქვამს:

დაკოდილმა გულმა წამალი იპოვა,

დაკარგული იოსები ქანაანს დაუბრუნდა.

მადლობა [უფალს], რომ მაჰმუდს და მის სევდამორეულ ხმალს

ბოლოს მაინც მალამო ეცხება.

სპარსულ ლექსებში სვიმონ მეფე თავის თავს მაჰმუდად მოიხსენიებს. ისქანდერ მუნშის ცნობით, 9 წლის შემდეგ ირანიდან საქართველოში დაბრუნების წინ იგი ისლამის მიღების პატივით გაბედნიერდა და სულთან-მაჰმუდ-ხანად იწოდა... `ძმის ბედნიერი წოდებულებაც მიიღო~.

იედიკულეს საპყრობილეში გამომწყვდეულ მეფეს დაუწერია (ბაიბურთელი ოსმანი, მსოფლიოს ისტორია, XVII . მუსტაფა ნაიმა _ `ისტორია) რობაი:

სამდურავმა ბედის ტრიალმა გამანადგურა,

ამის გამო ხალხის თვალშიც არად ვიქეცი,

თუმცა ვზიდე ცხენისა და აქლემის ტვირთი,

მადლობა გამჩენს, ახლა ხვედრი შემიმსუბუქდა.

ციხეში გამომწყვდეული მეფისათვის ოსმალო პოეტს ჰექმი ჩელების მიუწერია:

 ერთი, მხოლოდ გორის ციხის აღების გამო

ნახე, რომ ახლა იედიკულეს ციხისთავი გახდი.

`ასე შეეწირა საქართველოს სვიმონ მეფე, რომელიც ორმოცდაოთს წელს ღირსეულად იცავდა დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დროშას ირანისა თუ ოსმალეთის მოძალადეებისაგან~ (. ბერძენიშვილი).

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, `qarTlis cxov­reba~, t. IV. Tbilisi, 1973.

  2. beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, qarTlis cxovreba, teqsti dadgenilia yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, t.II, Tbilisi, 1959.

  3. isqanderi munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTu­li TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.

  4. mustafa naima, cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniT, gamokvleviTa da SeniSvnebiT gamosacemad moamzada n. Sengeliam, Tbilisi, 1979.

  5. g. TofuriZe, mustafa selianiqi saqarTvelos Sesaxeb, Tsu-s Sromebi, 91, Tbilisi, 1962.

  6. s. jiqia, m. svaniZe, saqarTvelo-TurqeTis urTierTobis istoriidan, `macne~, istoriis seria, 1966, #6.

  7. val. gabaSvili, Tbilisi XVI_XVII ss-is aRmosavlur wyaroebSi, Tsu-s Sromebi, t.99, Tbilisi, 1962.

  8. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.

  9. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.

  10. c. abulaZe, simon mefis arza sulTan murad III-s, mravalTavi, t.XII, Tbilisi, 1980.

  11. T. natroSvili, deli-svimoni, saqarTvelo aTaswleulTa gasayarze, Tbilisi, 2005.

  12. Danişmend I.H. Izahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi. t.III.

  13. Kirzioğlu, Osmanlilarin Kafkas Ellerini Fethi. Ankara 1998.

  14. Roiun Şantadze, I. Simon’un Sanatkar Kişiliği, `Cveneburebi~, stamboli, 2004, #1.

 

 

 

moamzada cisana abulaZem