მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                    © ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

1   2   3

ზოგიერთი ისტორიკოსი (. გოგოლაძე) არ იზიარებს თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში  დამკვიდრებული შეხედულებას ძაგანისა და მოდისტოსის აბულეთისძეთა ფეოდალური სახლისათვის მიკუთვნების შესახებ. მისი აზრითძაგანი და მოდისტოსი მუხრან-ხერკ-ზედაზნის ქვეყნის მფლობელები იყვნენერთი გიორგი II-ის მიერ ერისთავად დადგინებული, მეორე კი წილკნის ეპისკოპოსი. დავით აღმაშენებლის 1123/24 წლის ანდერძში ძაგან-მოდისტოსის საგვარეულოს შესახებ პირდაპირი მითითება არ არსებობს, არც მათ წინაპრებსა და შთამომავლებზეა რამე ცნობილი, ამიტომ გადაჭრით ძნელია თქმა, ძაგანი და მოდისტოსი რომელ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ.

ივანე აბულეთისძემ დემეტრე I-ის მეფობის პერიოდში (1125-1156 წწ.) თურქთაგან გაათავისუფლა დმანისი. აღნიშნული ფაქტი მითითებული აქვს XIII-XIV სს.-ის სომეხ ისტორიკოსს, სტეფანოს ორბელიანს. საბოლოოდ ივანე აბულეთისძე შეეწირა სამეფო ხელისუფლებასთან დაპირისპირებასა და პოლიტიკურ უთანხმოებას.

XII -ის II ნახევარში აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთაგან ცნობილია აგრეთვე ივანეს ვაჟი, თირქაშ აბულეთისძე, რომელმაც 60-იან წლებში ამირახორ ლიპარიტ ორბელიანთან და ბექა სურამელთან ერთად დაამარცხა თურქების ჯარი და დაეუფლა ანისს.

როგორც ქართული, ასევე სომხური წერილობითი წყაროების თანახმად, დემეტრე I- არაერთხელ დაუპირისპირდა მისი შვილი დავით V, რომელიც გრძნობდა მამის კეთილგანწყობას უფრო მეტად უმცროსი ვაჟის გიორგი III-ისადმი (1156-1184 წწ.). როდესაც დავითმა თავის თანამზრახველებთან ერთად  აიძულა დემეტრე IO დაეთმო სამეფო ტახტი, მის მხარეზე აბულეთისძეთა საგვარეულოს ზოგი წარმომადგენელიც ყოფილა. ვარდან აღმოსავლელი თავისმსოფლიო ისტორიაშიდავითის შეთქმულების მონაწილედ ასახელებს ივანეს, რომელსაც თითქოს ამ საქმეში მონაწილეობას საკუთარი მამა, აბულეთი, უშლიდა _ “თეთრ წვერს იგლეჯდა და უკრძალავდა ამას”. იმავე ვარდანის  გადმოცემით, Mმეფემ (დემეტრემ) დავითი შეიპყრო და თვალები დასთხარა, ხოლო ივანე აბულეთისძე სიკვდილით დასაჯა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ვარდან აღმოსავლელის ეს ცნობა არ არის სარწმუნოდ მიჩნეული, რადგან არცერთი წერილობითი წყარო დავით დემეტრეს ძეს უსინათლოდ არ მოიხსენიებს. იმავე ვარდანის მითითებით, ივანეს შვილი თირქაში შაჰ-არმენთან წასულა, რომლისგანაც მიუღია არშარუნის ქვეყანა და დაუწყია საქართველოს აოხრება. საბოლოოდ დემეტრე მეფემ შეიპყრო თირქაშ აბულეთისძე, ხოლო დავით დემეტრეს ძემ, სამეფო ტახტის მიტაცების შემდეგ, იგი ციხიდან გაათავისუფლა და ამირსპასალარად დანიშნა. აღნიშნული ფაქტი სწორედ იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ივანე და თირქაშ აბულეთისძენი დავითის მოკავშირენი იყვნენ დემეტრე I-ის წინააღმდეგ და მადლიერმა დავითმა ერთგულებისათვის თირქაშს წყალობა უყო.

 აბულეთისძენი XIII საუკუნეშიც იხსენიებიან მაღალი პატივით სამეფო კარზე. 1963 წელს სომხეთში ბარანის ციხეზე აღმოჩნდა ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენებულია აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი ივანე: “. მე ივანე აბულეთისძემან ათაბაგმა და ამირსპასალარმან, დმანისი წავიღე და ციხე ავაგე და კარი თანა ჩამოვიტანე, ესე ქუეყანა დიდთა ჟამთა ოხერი და საშიში იყო. ოთხსა თუესა ესე ციხე ავაგე მეფობასა დიმიტრისათა მეფისასა, და შემდგომად ჩუენსა ღმერთმან თქუენ ესეთი ჟამი მოგეცინ, რომელ სადგომი თქუენი ბაღდადი იყოს ერთგულებასა შინა დიმიტრისასა, ამინ.”

როგორც ირკვევა, ბარანის წარწერაში მოხსენებული ივანე აბულეთისძე, ათაბაგი და ამირსპასალარი, დემეტრე თავდადებულის თანამედროვეა. წარწერა უნდა შეესრულებინათ 1270-1273 წლებს შორის.

ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბულეთისძეთა საგვარეულოს არსებობას XIII -ის II ნახევარშც, არის 1259 წელს გაცემული ძაგან აბულეთისძის დაწერილი მღვიმისადმი.

XV საუკუნის დასაწყისში აბულეთისძეთა საგავარეულო მამულს სამეფო კარი უბოძებს ჯერ მარილელ-აბაზასძეებს, შემდეგ ზევდგინისძე-ამილახორებს.

 

     wyaroebi da samecniero literatura:

1.        T. Jordania. Qqronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa da mwerlobisa. Wigni 2. Tb. 1897

2.       qarTuli samarTlis Zeglebi. i. doloZis gamocema. T.2. Tb.1965

3.       stefanos orbeliani. sisakanis istoria. Tiflisi. 1910

4.       stefanos orbeliani. “cxovreba orbelianTa”-s Zveli qarTuli Targmanebi. qarTul-somxuri teqstebi gamosacemad moamzada e. cagareiSvilma. Tb. 1978, leqsikoni da saZieblebi daurTo m. SaniZem. Tb. 1992

5.       vardan arevelci. Msoflio istoria. Zveli somxuridan Targmnes nodar SoSiaSvilma da eka kvaWantiraZem. Sesavali, komentarebi da saZIeblebi daurTo eka kvaWantiraZem. Tb. 2002

6.       qarTuli istoriuli sabuTebis korpusi. t. .I. IX-XIII ss. Seadgines da gamosacemad moamzades T. enuqiZem, v. silogavam, n. SoSiaSvilma. Tb. 1984

7.       laSa-giorgis droindeli mematiane. qarTlis cxovreba. I. Tb. 1955

8.       Tamaris pirveli istorikosi. istoriani da azmani SaravandedTani. qarTlis cxovreba. t. II. Tb. 1959

 

1   2   3

 

ხელნაწერები

 

პორტრეტები

 

წმინდანები

 

ნაქარგობა

 

ჭედურობა

 

ხუროთმოძღვრება