მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ყვარყვარე IV, ათაბაგი

სამცხის ათაბაგი 1573_1581 წწ.-ში

 

 

ყვარყვარე IV _ ათაბაგ ქაიხოსრო II-ისა და დედისიმედის პირმშო (1546_1582), სამცხის ათაბაგი, `ღთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაც~, მომდევნო ძმის, `მთავრო¬ბისმოყუარე~, მანუჩარის სრული ანტიპოდი იყო. მომხიბლავი გარეგნობის ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე გატაცებით მოუბარი, ბედს მინდობილი საკმაოდ სუსტი პოლიტიკოსი.

ყვარყვარე IV სამცხის კანონიერი ათაბაგი გახდა 1573 წელს, ქაიხოსრო II-ის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ფაქტობრივად ათაბაგობდა ქვრივი _ დედისიმედი და მომდევნო ძმა მანუჩარი, რომელსაც ხელისუფლებისთვის მიუსადაგებელი რბილი ხასიათის გამო არასოდეს დაპირისპირებია `ზნესრული~ ყვარყვარე. ქართულ თუ უცხოენოვან წერილობით წყაროებში მანუჩარი და ყვარყვარე, როგორს წესი, ერთმანეთის გვერდით იხსენიებიან. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იზიარებდა მანუჩარის პოლიტიკურ განწყობილებას, მაგრამ სრული სიმშვიდით ეკიდება მანუჩარის სწრაფვას ათაბაგობისათვის. ოსმალო ფაშები მრავალგზის თესდნენ ათაბაგის ახლო ნათესავებს შორის განხეთქილებას, მაგრამ ყვარყვარეს არასოდეს უცდია ბოროტი თესლის გაღვივება. ლალა-ფაშასათვის ჩანს კარგად იყო ცნობილი მანუჩარის პიროვნული თვისებები. იგი სრულ იგნორირებას უწევდა ყვარყვარეს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერილებით მიმართავდა ათაბაგის ძმას და არა თავად ათაბაგს _ ყვარყვარე IV-.

სამცხის დიდგვაროვანთა შეთქმულება ცუდ დროს დაატყდა თავს ათაბაგთა სახლს. ეს ძმათაშორის სისხლისმღვრელი ბრძოლა, შალიკაშვილთა სეპარა¬ტისტულმა საგვარეულომ რომ წამოიწყო დიასამიძეთა და სხვა მსხვილი ფეოდალური სახლების თანადგომობით, 20 თვეს გაგრძელდა 1576_1578 წლებში. მოისპო და გადადგურდა აჯანყებულთა ციხე-სიმაგრეები და მუსტაფა ლალა-ფაშას გზა გაეხსნა. მგელციხე, ქაჯისციხე, ველი და თეთრი ციხე ისე `წაგვართვეს თათართა~, რომ პატრონებმა ვერ `მიუსწრეს~ მეციხოვნეებს `სრულად რომ შემოეÃოცნეს~ მტერს. 1578 წლის აგვისტოში ჩილდირის ველზე გამარჯვებულ ლალა-ფაშას პირველი მანუჩარი ეახლა. ყვარყვარე მუდამ შორს იდგა თურქებთან ურთიერთობისაგან. 1578 წლის თებერვალს, როცა მანუჩარი და მისი ბიძაშვილი ერეკლე გამოცხადდნენ ლალა-ფაშასთან, ყვარყვარემ `უგუნებობა~ მოიმიზეზა და დედისიმედთან ერთად ზღუდერს წავიდა. ყვარყვარე ჩნდება მხოლოდ 1578 წლის ოქტომბერში, როცა ოსმალებს დაპყრობილი ჰქონდათ მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველო და ლალა-ფაშა დაბრუნდა ქართლსა და შირვანში ლაშქრობიდან. იგი დამპყრობელს ოქროს ციხესთან მიეგება. `მესხური მატიანის~ მიხედვით ფაშამ `მოტყუებით~ წაიყვანა ყვარყვარე კონსტანტინეპოლს `დედისა და ცოლ-შვილის გამოუსალმებლად~, რაც ეჭვს ბადებს. სულთნის კარზე ყვარყვარე და მანუჩარი უჩვეულოდ საზეიმო ცერემონიალით მიიღეს. მათ თან ახლდათ 150 ქართველი. ყვარყვარეს ავსტრიელი ელჩისთვის 60 დუკატად ღირებული ოქროს ნივთი უჩუქებია, ელჩს კი მისთვის უბოძებია საათი და `აუგსბურგის აღსარება~ ბერძნულ ენაზე. მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარებულა. ყვარყვარე ევროპელ ელჩს გატაცებით უყვებოდა თავისი ქვეყნის ზნე-ჩვეულებებსა და ისტორიაზე. შვეიგერი მოხიბლულა მანუჩარის დიდებული გარეგნობითაც. `30 წლის ასაკისა მსგავსი არავინ მინახავსო~. მას ყვარყვარეს პორტრეტიც ჩაუხატავს. ანტიპოდ ძმებს სულთნისთვის უხვი საჩუქრებიც მიურთმევიათ (საჩუქრების მირთმევის სცენა მინიატურის სახით არის ფიქსირებული მუსტაფა ალის `ნუსრეთ-ნამეში~).

ყვარყვარემ სულთანს გამაჰმადიანებაზე უარი შეჰბედა. მას ხონთქრის წინაშე ოსმალო ფალავანი დაუცია. იგი `ქართველობით~ გამოუსტუმრებიათ საქართვე¬ლოში. `ღთის წინაც შეურცხუÀნელი და კაცთანაცა~. იგი `ქრისტიანობით~ დაინიშნა მისი დაბადების ადგილის ოლთისის სანჯაყის მმართველად, ეს მაშინ, როცა თურქებმა ოლთისი XVI -ის ორმოციან წლებში დაიპყრეს და ყვარყვარეს იქ უფლება აყრილი ჰქონდა.

ქრისტიანი ყვარყვარე იძულებული იყო დროდადრო ჩამდგარიყო ოსმალთა სამსახურში და მათი მითითება შეესრულებინა. 1580 წელს სინან ფაშამ იგი თრიალეთიდან მიაბრუნა და იმერეთს მეფე გიორგისთან გაგზავნა წინადადებით იმის თაობაზე, რომ გიორგის შვილი _ გამაჰმადიანებული იუსუფი _ თბილისის ბეგლარბეგად ინიშნებოდა.

ყვარყვარე პოლიტიკურ სარბიელზე აქტიური მანუჩარის ჩრდილში დარჩა. იგი `მესხური მატიანის~ მიხედვით 1581 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი დედისიმედის გვერდით დარჩა.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. `mesxuri matiane~ qr. SaraSiZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi (XV_XVIII), Tbilisi, 1961.
  2. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t.IV, Tbilisi, 1973.  
  3. beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, qarTlis cxovreba, t.II, Tbilisi, 1959.
  4. T. Jordania, qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa da mwer­lobisa, t.II, Tbilisi, 1912.
  5. j. odiSeli, mcire qronikebi, Tbilisi, 1968.
  6. gurjistanis vilaÁeTis didi davTari, wigni II, gamosca sergi jiqiam, Tbilisi, 1941.
  7. ali `nusreT-name~, wyaros Targmani s. jiqiasi.
  8. `Tarixi selianiqi~, stamboli, 1889. g. fuTuriZe, mustafa selianiqi saqarTvelos Sesaxeb, Tsu-s Sromebi, t.91, Tbilisi, 1960.
  9. `Tarixi feCevi~, ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.
  10.  munejim baSi, n. Sengelia, osmalo istorikosis munejim basis cnobebi lala-mustafa faSas amierkavkasiis qveynebSi laSqrobis Sesaxeb, qarTuli wyaroTmcodneoba, t.II, Tbilisi, 1968.
  11. Thomaso Minadoi, Histori della Guerra fra Turchi et Persiani, venecia, 1588, vsargeblob m. svaniZis SromiT, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, Tbilisi, 1971.
  12. isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTu­li TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.
  1. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.
  2. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.
  3. S. lomsaZe, samcxe-javaxeTi (XVIII saukunis Suawlebidan XIX saukunis Suawlebamde), Tbilisi, 1975.
  4. c. abulaZe, samcxe-saaTabagos istoriidan (XVI s. 80-iani wlebi), mravalTavi, t.XV, Tbilisi, 1989.
  5. TurqeT-sparseTis omi da qristiani qarTvelebi 1577_1581, italiuridan Targmna, Sesavali, SeniSvnebi da saZieblebi daurTo eldar mamisTvali­Svilma, Tbilisi, 1987.
  6. Bekir Kütükoğlu, Osmanli – Iran Siyasi Münasebet leri 1578–1590, stamboli, 1962.
  7. M.F. Kirzioğlu, Osmanlilar’in Kafkas–Ellerini Fethi (1451–1590), ankara, 1976.
  8. Habit Özdemir, Artvin Tarihi, 2002.

 

 

moamzada cisana abulaZem