მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ყვარყვარე I, ათაბაგი

სამცხის ათაბაგი 1334_1361 წწ.-ში

 სჯულმდებელ ბექა მანდა¬ტურთუხუცესის შვილი; ათაბაგად დასვა გიორგი V ბრწყინვა¬ლემ. ყრმა ყვარყვარე გამოხატულია საფარის საბას ტაძრის კედელზე

 

 

სჯულმდებელ ბექა მანდა¬ტურთუხუცესს სამი ვაჟი დარჩა: სარგისი, ყვარყვარე და შალვა. მამის გარდაცვალების შემდეგ მათ სამთა ძმათა `დაიპყრეს სამცხე~, საათაბაგოს გარეგნული მთლიანობის შენარჩუნებით. როგორც ჩანს, სარგისი და ყვარყვარე თანამზრახველნი და თანამოაზრენი იყვნენ. როცა ილხანებმა მოინდო¬მეს საქართველოს გაერთიანება (მათ ხელს აღარ აძლევდა დანაწილებული საქარ¬თველოდან ხარკის ცალ-ცალკე აღება) და საქართველოს მეფედ ოლჯაითუ ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი დემეტრეს ძის დასმა გადაწყვიტა, მისი დამტკიცება სარგისმა და ყვარყვარემ `არა ინებეს~. მაგრამ ოლჯაითუს გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე აბუსაიდის ასვლის ცერემონიალზე გიორგი გამოცხადდა. ახალმა ყაემა მას მისცა `ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი~... და `მესხნი შვილნი ბექასანი~, რაც მითითება იყო საქართველოს გაერთიანება-გამთლიანებისა, ხოლო სამცხის სამთავროს ხასინჯობას აუქმებდა. მეფის სურ¬ვილი და შინ თუ გარეთ შექმნილი პოლიტიკური ვითარება ძლივს დაუახლოვდა ერთმანეთს. იმერეთის შემოერთების შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ თავის ბავშვო¬ბის მხარეს, როგორც იტყვიან, დედულეთს _ მესხეთს ჩავიდა და სამცხის მთავრად ყვარყვარე დასვა და ათაბაგობა უბოძა. ბექას შემდეგ სამცხის მთავრები მანდატურთუხუცესის ხარისხში აღარ ამაღლებულან, ისინი მხოლოდ ათაბაგებად იხსენიებოდნენ.

გიორგი ბრწყინვალის მიერ ათაბაგად ყვარყვარეს დასმა სამცხის ერთიანი საქართველოს მეფის უფლებამოსილების ქვეშ დაბრუნებას ნიშნავდა. სამცხის გამგებლები ხომ XIII -ის 60-იანი წლებიდან უშუალოდ უკავშირდებოდნენ მონღოლებს და ემორჩილებოდნენ მათ.

ყვარყვარეს დაექვემდებარა ბიძისძენიც. ვახუშტის მიხედვით 1358 წელს ცოლად შეურთავს ყვარყვარეს ქალიშვილი იმერეთის მეფე მიქელის ძეს ბაგრატს.

სამცხე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დიდხანს არ დარჩენილა. აღბუღა დაეყრდნო ბექას სამართალს, ათაბაგებს ადრინდელი უფლებები აღუდ¬გინა, თავი სამცხის უზენაეს მპყრობელად გამოაცხადა. ათაბაგთა ზღვარდაუდე¬ბელმა თავკერძობამ ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი და უკურნებელი ტკივილი დაუტოვა.

ყვარყვარე I 1361 წელს გარდაიცვალა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში შესულია ყვარყვარესა და მისი ძმის შალვას მოსახსენებლები. ყრმა ყვარყვარეს სახე კი შემოგვინახა საფარის საბას ტაძრის ისტორიულმა კედლის მხატვრობამ.

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

1.        JamTaaRmwereli, aswlovani matiane, teqsti gamosacemad moamzada, gamo­kvleva, SeniSvnebi da leqsikoni daurTo revaz kiknaZem. Tbilisi, 1987.

2.       batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t.IV, s. yauxCiSvilis gamocema, Tbilisi, 1973.  

3.       el. metreveli, masalebi ierusalimis qarTuli koloniis istoriisaTvis, Tbilisi, 1962.

4.       v. beriZe, samcxis xuroTmoZRvreba XIII_XVI saukuneebi, Tbilisi, 1955.

5.       sin, t.III, Tbilisi, 1979.

6.       qse, t.10, 1986.

7.       ab. kikviZe, samcxis samTavros warmoSoba saqarTvelos feodalur monar­qiaSi, Tsu-s Sromebi, t.37, Tbilisi, 1949.

 

 

 

moamzada cisana abulaZem