მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ყუთლუ-არსლანი, XII.

საქართველოს მეფეების გიორგი II-ისა და თამარის მეჭურჭლეთუხუცესი, თამარის წინააღმდეგ მებრძოლი დასის ლიდერი

 

 

თამარის სამეფო ტახტზე ასვლას (1184 .) რამდენიმე ოპოზიციური გამოსვლა მოჰყვა. პირველი გამოსვლა შეეხებოდა გიორგი მეფის დროს დაწინაურებულუგვაროებს”, რომელთა ხელქვეით ყოფნა გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვნებმა აღარ ისურვეს. თუ ამ გამომსვლელთა სოციალური არსი სრულიად ნათელია, ბუნდოვანებით არის მოცული ოპოზიციონერთა მეორე ჯგუფის სოციალური შემადგენლობა. ამ ჯგუფის ლიდერს ყუთლუ-არსლანს ამ დროს მაღალი თანამდებობა, მეჭურჭლეთუხუცესობა ეპყრა. ყუთლუ-არსლანმასპარსული წესია მიბაძვით”, მოითხოვა ისანში, სამეფო რეზიდენციის სიახლოვეს, ახალი დაწესებულების _ “კარვისშექმნა, სადაც უნდა განხილულიყო მმართველობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და შერჩეულიყო  თანამდებობებზე გასამწესებელ პირთა კანდიდატურები. კარავში მიღებული გადაწყვეტილებები თამარს მხოლოდ უნდა დაემტკიცებინა. თამარმა დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ ყუთლუ-არსლანი დააპატიმრა. ყუთლუ-არსლანის შეფიცულები არ დაშინდნენ და მეთაურის დაპატიმრებას ისნის სასახლეზე შეტევის მუქარით უპასუხეს. თამარმა მოახერხა მეამბოხეებთან მშვიდობიანად მოლაპარაკება _ მათ საპატიო მანდილოსნები მიუგზავნა და დამორჩილების შემთხვევაში უვნებლობის პირობა აღუთქვა. ამბოხება ჩაცხრაყუთლუ-არსლანის შემდგომი ბედი უცნობია.

ქართულმა შუა საუკუნეებმა სამეფო ხელისუფლებისა და ფეოდალური ოპოზიციის დაპირისპირების მრავალი მაგალითი იცის, მაგრამ ხელისუფლების დანაწილების ამგვარი იდეა, რომელიც ყუთლუ-არსლანის დასმა წამოაყენა, მანამადეც და შემდგომშიც უცნობი იყო ქართული სახელმწიფოსათვის.

ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნებში გასარკვევად ისტორიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავად ყუთლუ-არსლანის სოციალურ წარმომავლობას, მისი სოციალური კუთვნილების განსაზღვრის შემდეგ, შესაბამისადუფრო ადვილი გასარკვევია, რა პოლიტიკურ პროგრამას უჭერდა მხარს ყუთლუ-არსლანი. თუ ვინ იყო ყუთლუ-არსლანი, ამის შესახებ არცერთი წყარო ზუსტ პასუხს არ ამიტომ გაჩნდა განსხვავებული მეცნიერული ინტერპრეტაციები:

1. ყუთლუ-არსლანი ეკუთვნოდა დაბალი წარმომავლობის, მაგრამსიმდიდრით აღზევებულმსხვილ ვაჭარ-ფინანსისტთა წრეს, ქალაქის (თბილისის) მესამე წოდებას (ივ. ჯავახიშვილი);

2. ყუთლუ-არსლანის მიზანი არსებითად მმართველობაში მესამე წოდების წარმომადგენელთათვის მონაწილეობის მიღწევა იყო. ძლიერი მეფეების _ დავითისა და გიორგი III-ის დროს ეს ფენა ვერ ახერხებდა თავისი უფლებებისათვის ბრძოლას. თამარის მეფობის დასაწყისი მან შესაფერის დროდ მიიჩნია დაკარგული დამოუკიდებლობისათვის (დავით აღმაშენებლის დროს) აღდგენისათვის. მაგრამ ყუთლუ-არსლანის დასის პროგრამა ახალი საკანონმდებლო უფლებით აღჭურვილი საბჭოს (კარვის) დაარსების შესახებ ასევე ემთხვეოდა დიდგვარიანთა მისწრაფებებს. ამიტომ მის დასში მოქალაქეთა ზედა ფენასთან ერთად ფეოდალური არისტოკრატიაც იყო გაერთიანებული.   ამ შეხედულების მომხრეთა აზრით, ყუთლუ-არსლანის გამოსვლას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მისი შედეგი უნდა ყოფილიყო თბილისის ამირასაბულასანის დარბაზის წევრად მიწვევა (. მესხია); ყუთლუ-არსლანისკარავიდა მისი პროგრამა წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას ითვალისწინებდა (. ნინიძე).

3.ყუთლუ-არსლანის გამოსვლა ორგანიზებული იყო დიდგვაროვანი ფეოდალების  მიერ და მიზნად ისახავდა მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების შეზღუდვას მათ სასარგებლოდ. ყუთლუ-არსლანი არ შეიძლება ყოფილიყო დაბალი წარმომავლობის წარმომადგენელი, რადგან იგი მეჭურჭლეთუხუცესი იყო იმ დროს, როდესაც დიდგვარიანებმა უგვაროთა დამხობა მოითხოვეს, ყუთლუ-არსლანის დამხობა არ მოუთხოვიათ. ამ დროს იგი დიდგვარიანთა ბანაკში ჩანს. თანაც, წყაროს ცნობით, იგი ამირსპასალარობას აპირებდა. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების დანაწილების მოთხოვნა წამოეყენებინათ ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლებსაც, მით უმეტეს, რომ თანაშეფიცულთა შორის იხსენიებიანლაშქარნიდადიდებულებიც”, ის ფენა, რომელმაც უგვარონი დაამხო. ყუთლუ-არსლანის გამოსვლა  დიდგვარიანთა პოლიტიკური გაფიცვა იყო მათივე წოდებრივი პრივილეგიების გაფართოებისათვის. ამიტომ ეს მოძრაობა რეაქციულ ელფერს ატარებდა. იგი ასუსტებდა ნეფის ხელისუფლებას, რომელიც ფეოდალურ პარტიკულარიზმს ებრძოდა (. სოსელია, . ბერძენიშვილი, . ბადრიძე).

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.     ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი/ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1959; 

2.     ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია,თხზულებანი 12 ტომად, VII, თბილისი, 1984;

3.     . ჯანაშია, შრომები, II, 1952;

4.     . სოსელია: ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური პროგრამის შესახებ, გორკის სახ. სოხუმის პედინსტიტუტის შრომები, X-XI, 1958, 98.

5.     . აბაშმაძე, ნარკვევები საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან, თბილისი, 1969;

6.     . მესხია, სოციალური ბრძოლა კომუნის დამრცხების შემდეგ/ იხ. მისი: საისტორიო ძიებანი, I, თბილისი, 1982;

7.     . ბადრიძე, საშინაო პოლიტიკური ვითარება თამარის მეფობაში/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III,1979.

8.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VII, თბილისი, 1974.

9.     . ნინიძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია, “მერიდიან”, თბილისი, 2004.

10.    . მესხია, სოციალური ბრძოლა კომუნის დამრცხების შემდეგ/ იხ. მისი: საისტორიო ძიებანი, I, თბილისი, 1982;

11.    . ბადრიძე, საშინაო პოლიტიკური ვითარება თამარის მეფობაში/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979.