მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

პერან იბერიელი VI .

ფარნავაზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ვახტანგ გორგასლის შთამომავალი.

 

 

 

პერან იბერიელის შესახებ ცნობებს გვაწვდის VI -ის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი. იგი 523 წელს ირანელების წინააღმდეგ აჯანყებულ გურგენ მეფესთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ეგრისში რამდენი ხანი დაჰყო, ცნობილი არ არის, მაგრამ VI -ის 30-იანი წლებიდან უკვე ბიზანტიის იმპერიაში ჩანს. 535 წლიდან იგი უკვე გამოჩენილი მხედარმთავარია ბიზანტიის იმპერიის კარზე. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I (527-37 წწ.) პერან იბერიელს საკმაოდ საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ანდობდა.

მკვლევართა ნაწილს პერანი გურგენის ძმად მიაჩნია, ხოლო უფრო დიდ ნაწილს უფროს ძედ. იქიდან გამომდინარე, რომ პერან იბერიელი 535-537 წწ-ში უკვე ბიზანტიის იმპერიის გამოჩენილი და ცნობილი სარდალია, გვაფიქრებინებს, რომ იგი გურგენ მეფის ძმად უფრო არის საგულვებელი, ვიდრე `უხუცეს ძედ~.

იუსტინიანე იმპერატორმა, როგორც კი გაიგო ოსტგუთთა მეფის, ამალასუნტა თეოდორიხის ასულის (იგი ოსტგუთთა მეფის, თეოდორიხის ერთადერთი ასული იყო, პრორომაული ორიენტაციის მმართველი. 535 წელს იგი მოკლა მისმა მამიდაშვილმა თეოდოტმა და დაეუფლა ოსტგუთთა მეფის ტახტს) მოკვლის  ამბავი, მაშინვე ოსტგუთთა მეფის თეოდოტის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, რომელსაც უსარდლა  ცნობილი ბიზანტიელი მხედართმთავარი ბელისარიოსი. სხვა ბიზანტიელ სარდლების გვერდით იყო პერანი, `წარმომადგენელი იბერთა სამეფო სახლიდან~, რომელიც, პროკოფი კესარიელის სიტყვებით, `სპარსელების სიძულვილის გამო, რომაელთა მხარეზე გადავიდა~. როდესაც პერანზე ლაპარაკობს, პროკოფი კესარიელი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ იგი არის `იბერთა სამეფო გვარის წევრი~ და წარჩინებული მხედართმთავარი.

537 წელს პერან იბერიელი ისევ იტალიაშია და იბრძვის ოსტგუთების წინააღმდეგ. პროკოფის თქმით, პერანმა და მისმა ჯარმა რამდენჯერმე იერიში მიიტანეს გუთებზე და გააქციეს ისინი.

ბიზანტიელმა სარდალმა ველიზარმა პერან იბერიელი ჯარით გაგზავნა ურბიბენტურთან საბრძოლველად. პერან იბერიელმა ალყა შემოარტყა გუთებს. მალე მან გუთების ბანაკიდან გამოქცეულთაგან შეიტყო, რომ გუთები განიცდიდნენ სურსათ-სანოვაგის დიდ ნაკლებობას და დიდხანს ვერ გაუძლებდნენ ალყას. მან მთავარსარდალ ველიზართან გაგზავნა დესპანი და შეუთვალა, რომ თავისი ჯარით მასთან გამოცხადებულიყო. მართლაც, ველიზარი პერანთან ჯარით გამოცხადდა. პერან იბერიელმა თავისი სამხედრო გეგმა გააცნო ველიზარს, რომ სურსათის ნაკლებობის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუთები როგორც კი ამხელა ჯარს, პერანის და ველიზარის გაერთიანებულ ლაშქარს ერთად დაინახავდნენ, ადვილად გატყდებოდნენ და მთლიანად დანებდებოდნენ ბიზანტიელებს. მართლაც, პერან იბერიელის სამხედრო გეგმამ გაამართლა. ამხელა ჯარის ერთად დანახვამ დააფრთხო გუთები, ისინი მთლიანად ჩაბარდნენ ტყვედ პერან იბერიელს. ამ წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ, რომელმაც უსისხლოდ ჩაიარა, მკვეთრად გაზარდა პერან იბერიელის, როგორც კარგი სტრატეგოსის ავტორიტეტი.

543 წელს პერან იბერიელი აღმოსავლეთის ფრონტზეა მარტიროპოლის მახლობლად. იგი ფისონის სიმაგრესთან წარმოებულ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას. რომაელთა ჯარს სარდლობდნენ იუსტე მეფის ძმისწული და პერან იბერიელი.

544 წელს პერანი ისევ ბიზანტიელთა ჯარის სარდალია და ამჯერად სპარსელების წინააღმდეგ იბრძვის. ბიზანტიელთა ჯარი მიადგა ქალაქ ედესას, რომლისთვისაც ალყა შემოერტყათ სპარსელებს. სპარსელთა ჯარს შაჰი ხოსრო I (531-579 წწ.) სარდლობდა. ბიზანტიელებმა მას დესპანი გაუგზავნეს და ალყის მოხსნა სთხოვეს, მაგრამ ირანის შაჰმა განაცხადა, რომ ისინი არ წავლენ ედესიდან მანამდე, სანამ მას არ გადასცემენ სარდლებს პეტრეს და პერანის, რომლებიც `მისი მამაპაპეული მონები~ იყვნენ და გაბედეს მის წინააღმდეგ გამოსვლა. ხოლო პეტრეს და პერანის არგადაცემის შემთხვევაში, ითხოვდა 500 კენდინარ ოქროს. ამ წინადადებამ ბიზანტიელები ძალიან გააბრაზა. პერან იბერიელი ბიზანტიელთა ჯარს სათავეში ჩაუდგა, მიიტანა იერიში სპარსელებზე და დაამარცხა ისინი.

ბიზანტიის სახელგანთქმული სარდალი პერან იბერიელი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ნადირობის დროს ცხენიდან გადმოვარდა და მოკვდა. პროკოფი კესარიელის თქმით, ეს 544 წელს მოხდა.

 

 

 

 wyaroebi da samecniero literatura:

1. georgika, bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb. teqstebi qarTuli TargmaniTurT gamosca s. yauxCiSvilma, t. II, Tb., 1965 w.

2. g. tivaZe, ostguTebis samefo, feodalizmis genezisi dasavleT evropaSi, I, Tbilisis universitetis gamomcemloba, Tb., 1959 w.

3. З.В. Удальцова, Раздел земель между остгутами  и римлянами в италии в конце V-го века, средние века, т VIII, 1956г.

4. П. Кудрявцев, Судьбы Италии, М. 1852 г.

5. Н.В. Пигулевская, Месопотамия на рубеже V-VI вв. М. 1940г.

 

 

moamzada gulnara mWedliZem