მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მამუკა ბარათაშვილი

XVIII . პირველი ნახევარი, მწერალი, ლიტერატორი

 

 

მამუკა ბარათაშვილი, ვახტანგ VI-ის მხურვალე მხარდამჭრი,  1724 წელს გაჰყვა ვახტანგს რუსეთში და გაიზიარა ყველა ის გაჭირვება და იმედის გაცრუება, რაც წილად ხვდათ სამშობლოდან გადახვეწილ ვახტანგ მეფესა და მისი ამალის წევრებსთავდაპირველად მამუკა ბარათაშვილი ასტრახანში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა მოსკოვში და იქ დასახლდა. საკმაოდ დაახლოვებული პირი იყო ბატონიშვილებთან. მამუკა ბარათაშვილი თავისი დროისათვის  საკმაოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. მონაწილეობდა 1728 . რუსეთ-ირანის მოლაპარაკებაში, როგორც რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი. ჩაბმული იყო მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილთა ლიტერატურულ საქმიანობაში. მისი პოეზია სამშობლოდან გადახვეწილ ქართველ დიდებულებში პოპულარობით სარგებლობდა.

მამუკა ბარათაშვილი ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. 1731 წელს მან მოსკოვში დაწერა პირველი ქართული თეორიული ლიტერატურული ნაშრომი, პოეტიკის სახელმძღვანელო, სახელწოდებითჭაშნიკი”, ანულექსის სწავლის წიგნი”. თავისი შრომის დანიშნულებას ასე განმარტავს პოეტი: “ეს სწავლა დავსწერე, რომ ლექსი ურიგოდ არავის მოუვიდეს”. აქვე ავტორი აღნიშნავს ლიტერატურის დიდ აღმზრდელობით მნიშვნელობას და მოითხოვს შემოქმედისაგან აქტუალურ თემებზე წერას. მამუკა ბარათაშვილის აზრით, პოეზიამ უნდა დანერგოს სიკეთე კეთილის ჩვენებით და არა ბოროტების განქიქებით. ეს მიაჩნდა მას პოეზიის დიდაქტიკური მისიად. ლექსის სრულყოფის საფუძვლად კი გრამატიკისა და რიტორიკის სრულყოფილ ცოდნას აცხადებდა. იგი ილაშქრებდა სპარსოფილების წინააღმდეგ და საზიანოდ მიიჩნევდა ირანული პოეზიის გავლენას ქართულ ლექსზე.

დამწყებ პოეტებს ავტორიგვარიანი, ენაზე ტკბილათ სათქმელი და მოკლე სიტყვითწერას ურჩევს, განიხილავს სალექსო ზომებსა და აგებულებას, საუბრობს ლექსის ფორმისა და შინაარსის ურთიერთობის საკითხზე, მოაქვს საილუსტრაციო მასალა.

ვახტანგის ლიტერატურულ წრეში გამიჯნული იყო სასულიერო და საერო მწერლობა. მამუკას რელიგიური შეხედულებანი ნათლად ჩანს მის მიერღვთიური სიყვარულისდასაბუთებისას. მისი აზრით, სატრფიალო ლირიკა ალეგორიულ-მისტიკური ხასიათის უნდა იყოს.

ნაშრომი შეიცავს მნიშვნელოვან ბიბლიოგრაფიულ ცნობებსაც. მან შემოგვინახა ვახტანგ მეფის რამდენიმე ლექსი, ცნობა, რის მიხედვითაც სულხან-საბა ორბელიანს მიეწერებაქილილა და დამანასლექსების გაწყობა.

ამ ნაშრომში მამუკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგმირო-სარაინდო თემებს. მას თავადაც გაულექსავს ასეთი თხზულებაჯიმშედიანივახტანგის ბრძანებით. იგი რიგ შემთხვევაში უმატებს ტექსტს საკუთარ სტროფებს, სადაც ავლენს საკუთარ პოეტურ ნიჭს და შესაძლებლობასმას გაუმდიდრებია პროზითი ვერსია დიდაქტიკური სტროფებით, გაუვრცია ან შეუმოკლებია ის მხატვრული ამოცანის შესაბამისად.

ჯიმსედიანშიმამუკა თავის სოციალურ იდეალსპატრონყმურ ინსტიტუტს გვიხატავს. იგი აღწერს ამეფო კარის ცხოვრებას, არისტოკრატულ ყოფას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ომი და სიკვდილი ათანაბრებს ყველას.

პოეტის მიერ შექმნილი ოდაქება მეფისა ბაქარისა”, სადაც მეფე ბაქარი, ვახტანგ VI-ის ძე, შექებულია, როგორც ღირსეული მეფე, დიდი პიროვნება და გონიერი მხედარმთავარი, ხაზგასმულია მეფე ბაქარის კეთილშობილური ადამიანური თვისებები.

პოეტის კალამს ეკუთვნის სამიჯნურო სატრფიალო, ღრმა განცდებით დაწერილი მცირე ზომის ლექსებიმისი შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად მოტივს სოფლის სამდურავი, “ცრუ და მცბიერი წუთისოფლისგმობა წარმოადგენს, თუმცა რეალობასთან შერიგებაზეც საუბრობს.

მამუკა ბარათაშვილის შემოქმედებამ შემოგვინახა ორიგინალური სტროფული სტრუქტურით დაწერილი ლექსები, განავითარა ქართული ემიგრანტული მწერლობის ტრადიციები.

გარდაიცვალა პოეტი XVIII -ის პირველი ნახევრის მიწურულს მოსკოვში.

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     . კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბ. 1958

2.     ალ. ბარამიძე, ნარკვევები, II, თბ. 1940

3.     “ჩვენი საუნჯე”, V, თბ. 1960

4.     . მიქაძე, მამუკა ბარათაშვილი (ცხოვრება და შემოქმედება), თბ. 1958

5.     ქართული პოეტიკის ქრესტომათია, (XVIII-XIX სს.), თბ. 1954

6.     “ჭაშნიკი”, . მიქაძის გამოცემა, თბილისის სახ. უნივერსიტეტის შრომების კრებული, . V, თბ. 1950

7.     . მიქაძე, მამუკა ბარათაშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტეს გამოცემა, II, თბ.1966

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ