მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 კონსტანტი კახი / კონსტანტინე ქართველთა მთავარი (+ 853 .)

 

 

კოსტანტი იყო წარჩინებული ოჯახის შვილი, რომლის სახელი მეფეებსაც სმენოდათ. იგი დიდ მამულებსა და სიმდიდრეს ფლობდა ქართლში.

კოსტანტის `ცხოვრების~ ავტორის სიტყვებით, კოსტანტის `ეწოდა კახი სახელად მამულისა მის ქუეყანისა~. აქედან გასაგები ხდება, რომ მისი ნათლობის სახელი კონსტანტინე ყოფილა, შინაურობაში და ჩვეულებრივ კი მას ძველ ქართულ სახელს, კახას ეძახდნენ. კოსტანტის კეთილმოწესეობა და გლახაკთმოყვარეობა საყოველთაოდ იყო ცნობილი; იგი სიხარულითა და თაყვანისცემით ეგებებოდა მასთან მისულ  მონაზვნებს და უხვად დასაჩუქრებულებს ისტუმრებდა სახლიდან; არ ივიწყებდა ქვრივ-ობლებსა და ღარიბ-ღატაკებსაც _ ყველას სწვდებოდა მისი გულმოწყალეობა.

   კოსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა სიონის, უფლის საფლავის და სხვა წმინდა ადგილების მოხილვისა. ამ სურვილით აღსვილი კოსტანტი გაემგზავრა იერუსალიმში, მოილოცა წმინდა ადგილები, დიდად დაეხმარა ეკლესიებს და იერუსალიმში მცხოვრებ გლახაკებს; შემდეგ მოინახულა და მოილოცა უდაბნოსა და  მდ. იორდანეს მონასტრებიც. წმინდა მამებმა თავიანთი ლოცვა-კურთხევით აღავსეს ქართველი მთავარი და ისე გამოგზავნეს სამშობლოში. კოსტანტის ქართლში დაბრუნების შემდეგაც არ დავიწყებია იერუსალიმი _ იგი ყოველწლიურად აგზავნიდა ოცდაათი ათას ვერცხლს იქაური ეკლესია- მონასტრებისა და იერუსალიმში მცხოვრები გლახაკებისათვის თავისი მსახურის ხელით

კოსტანტი უკვე 85 წლის იყო, როცა ქართლში ქრისტიანების დევნა დაიწყო. ეს იყო დრო, როდესაც ბუღა თურქი არაბების 200 000-იანი ძლიერი ლაშქრით შეიჭრა ქართლში თბილისის განდგომილი ამირას დასამორჩილებლად (853.). არაბებმა შეიპყრეს კოსტანტი, როგორც წარჩინებული და ქართველთა წინამძღოლი და თბილისში, ბუღას წინაშე გაგზავნეს. ბუღამ ყვედრებით უთხრა ქართველ მთავარს: `განა არ იცი, რომ ვერავინ შეძლ;ებს ჩვენგან გაქცევას და ჩვენს დამარცხებას? ღმერთმა თქვენი თავი ჩვენ მოგვცა თქვენს მოსაკლავად~. კოსტანტიმ უპასუხა: `მეც ვიცი, რომ თქვენს ხელთა ვართ, მაგრამ ეს ხდება არა თქვენი ძლიერების მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ ღმერთი გვსჯის ჩვენი ცოდვებისათვის~. მალე ამ საუბრის შემდეგ, ბუღამ ბრძანებით, რკინის ბორკილდადებული კოსტანტი სამარიაში, ბაბილოვნეთის ქალაქში გააგზავნეს და არაბთა ხალიფის, ჯაფარ აბრაჰამის ძის წინაშე წარადგინეს. არაბთა ხალიფამ ამ სიტყვებით მიმართა კოსტანტის: `გონიერი კაცი ჩანხარ და როგორ შეგიძლია, ღმერთად აღიარო ქალისაგან შობილი უბრალო ადამიანი ან გჯეროდეს, რომ ღმერთს ძე შეიძლება ჰყავდეს? უარყავი შენი ცრუ სარწმუნოება, მოიქეცი ჩვენს რჯულზე და ჩემს თანამზრახველად გაგხდი, უდიდეს პატივს მოგანიჭებ და უპირველეს კაცად გაქცევ შენს სამშობლოში; მაგრამ თუკი არ შეისმენ ჩემს სიტყვებს, მახვილით მოვაკვლევინებ შენს თავს შენს ხორცს ფრინველების საჯიჯგნად გავხდი~.  კოსტანტიმ უპასუხა: `არ მეშინია ჩემი მახვილის, რადგან შენ შეგიძლი, ხორციელად მომკლა, მაგრამ ჩემი სული შენს ხელთ არ არის. მეშინია მხოლოდ ჩემი უფლისა, მისი, ვისაც შეუძლია მოკვდინება სულითაც და ხორცითაც. ამიტომ სიხარულით ავიტან ყველანაირ გასაჭირს ჩემი უფლის სახელით~. ხალიფა მრისხანებით აივსო ამ სიტყვების მოსმენისას და ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ ქართველი მთავარი. საპყრობილეში კოსტანტი, ხალიფას ბრძანებით, მოინახულა ორმა გამაჰმადიანებულმა სომხითელმა მთავარმა. ერთ დროს ისინი, კოსტანტის მსგავსად, დატყვევებულები ჩამოიყვანეს არაბთა ხალიფასთან და აიძულეს, თავიამთი ნებით აეღოთ ხელი ქრისტიანობაზე. მთავრები შეეცადნენ ზეგავლენა მოეხდინათ კოსტანტიზე; ურჩიეს მას, ეხსნა თავისი სიცოცხლე და უარი ეთქვა სარწმუნოებაზე. კოსტანტიმ შერისხა სომხითელი მთავრები, ხელაპყრობით წამოიწყო ლოცვა და გალობა და შესთხოვა უფალს, დაემკვიდრებინა იგი წმინდა გიორგის გვერდით, რომლის ხსენებაც აღინიშნებოდა იმ დღეს. კოსტანტის გარშემო მდგომნი სცემდნენ და ტანჯავდნენ მას, მაგრამ გალობა და ლოცვა მთავარს ვერ შეაწყვეტინეს.  

ხალიფასთან მიბრუნებულმა სომხითელმა მთავრებმა ხალიფას უამბეს ყველაფერი, რაც ნახეს და მოისმინეს. ხალიფა განრისხდა და ბრძანა, თავი მოეკვეთათ კოსტანტისათვის; ბრძანების შესრულება კი ხალიფამ სომხითელ მთავრებს დააკისრა, რადგან არ ენდობოდა მათ და ამით სურდა, გამოეცადა ორივენი. მთავრები წავიდნენ, კოსტანტის ქედზე ჩასცეს მახვილი, მაგრამ ვერაფერი დააკლეს მოხუცებულ მთავარს. როდესაც ეს ხალიფამ გაიგო, გააგზავა ერთი გადამთიელი თავის მსახურთაგან, რომელმაც მახილით მოკვეთა თავი კოსტანტის.

 კოსტანტის გვამი ერთ მაღალ ძელზე ჩამოკიდეს; ასე რომ მთელმა ხალხმა იხილა სასწაული, რომელიც აღსრულდა კოსტანტის გვამზე.

 კოსტანტი მოკლეს 853 წლის 10 ნოემბერს, წმინდა გიორგის დღესასწაულზე, პარასკევ დღეს.

`კოსტანტი კახის ცხოვრება და წამება~ დაწერილი უნდა იყოს დაახლ. 853-856 წწ-ში, აღწერილი ამბების თანამედროვის მიერ, რომლის ვინაობა ჩვენთვის უცნობია. ამ `ცხოვრების~ საფუძველზე 1768-1769 წწ-ში კათალიკოსმა ანტონ I-მა შეადგინა  `კოსტანტი კახის წამების~ მეტაფრასული რედაქცია. გარდა ამისა, ცნობილია აგრეთვე `კოსტანტი კახის წამების~ ორი სვინაქსარული რედაქცია, რომლებიც XVIII საუკუნეშია შექმნილი.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

 

  1. saqarTvelos samoTxe, sruli aRweraÁ RuawlTa da vnebaTa saqarTvelos wmidaTa, Sekrebili qronologiourad da gamocemuli m. sabininis mier, sankt-peterburgi, 1882, 363-370/

2.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tb., 1968, 164-172.

3.       Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, gamoc. s. yubaneiSvilis mier, I, Tb., 1947, 73-80.

  1. `kostanti kaxis wamebis~ metafrasuli redaqcia, Seqmnili Zveli `wamebis~ safuZvelze anton I kaTalikosis mier 1768-1769 ww-Si: Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, VI, Tb., 1980, 469-497.

  2. Житие и мученичество святого мученика Костантина Грузина, перевод с древнегрузинского, последование и комментарии Н.З. Вачнадзе и К.К. Куция, Тбилиси, 1978 (qarTuli teqsti rusuli TargmaniTurT).

  3. Peeters, P., Passio S. Costantini Hiberi, Acta Sanctorum, Novembris, t. V, 544-563 (qarTuli teqsti laTinuri TargmaniTurT).

  4. 4. Peeters, P., De S. Costantino Martyre in Babilonia (commentarius, praevius), Acta Sanctorum, Novembris, t. IV, 1925, 541-554.

  5. kekeliZe, k., Zveli qarTuli literaturis istoria, I, Tb., 1980, 520-522.

  6. kekeliZe, k., kostanti kaxis martviloba da vinaoba, Tsu moambe, t. VIII, Tb., 1972, 160-173.

  7. javaxiSvili i., Zveli qarTuli saistorio mwerloba (V-XVIII ss.), Tb., 1945, 86-90 / iv. javaxiSvili, Txzulebani Tormet tomad, t. VII, Tb., 1977, gv. 86-90;

 

 

 

moamzada Tina ceraZem