მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ივანე მორჩაისძე

XI s. xuroTmoZRvari

 

 

 

ქართველი ხუროთმოძღვარი, რომელმაც მეთერთმეტე საუკუნის პირველ მესამედში, 1032  წლისათვის, საბოლოოდ გადააკეთ იხნის კათედრალური ტაძარი, რომელიც სამხრეთ საქარტველოში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს და მისცა  მას ის სახე, რომელიც დღეს გააჩნია - ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა სვეტზე აღმართული გუმბათით და დაგრძელებული დასავლეთის მკლავით. მას ეს სამუშაოები ჩაუტარებია იშხნელი მთავარეპისკოპოსის ანტონის მოთავეობით და ამის შესახებ მოთხრობილია ტაძრის სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში, რომელიც სარკმლის ზემოთ და მარჯვნითაა მოთავსებული. მისი ტექსტი ასეთია:

”სახელითა ღმრთისაითა. მე, ანტონი იშხნელ მთავარეპისკოპოსმან, განვაახლე და განვასრულე ესე ტაძარი ღმრთისაი, კათოლიკე ეკლესიისაი, სადიდებლად ბაგრატ კურაპალატისა, სალოცველად და სახსენევლად სულისა ჩემისა და ცოდვატა ჩემთა შენდობისათჳს. ქორონიკონსა სნმ. და ვაშენე ხელითა ივანე მორჩაისძისაითა”

იშხნის ტაძარი შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. მის მშენებლობას ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს. მისი ეტაპები მოკლედ შეიძლება ასე გადმოიცეს”

თავდაპირველად, მეშვიდე საუკუნეში ნერსე აშენებს იშხნის ტაძარს, რომელიც მრგვალი იყო - ტეტრაკონქი გარშემოსავლელით, ისეთივე, როგორც ბანის ცნობილი ტაძარია იმავე რეგიონში და იმავე დროს აშენებული, ოღონდ, გაცილებით ნაკლები მასშტაბისა. მერვე საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს ეს ტაძარი დაინგრა და გადარცა მისის მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი - შესანიშნავი საკურთხევლის თაღნარი მძლავრი, ფართო მცენარეული ორნამენტით შემკული სვეტისთავებით

მეცხრე საუკუნის პირველ მესამედში გრიგოლ ხანძთელის დისწულმა და მისმა მოწაფემ საბა/საბანმა, კონსტანტინოპოლიდან გზად მომავალმა გრიგოლ ხანძთელთან ერთად დაიგულვა რა ეს ადგილი, ძველი ტაძრის ადგილას, მის ჩრდილოეთ მონაკვეთში რიყის ქვემოთ ააგო დიდი ზომის ერთნავიანი ეკლესია, რომლიც აჟამად მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი მინაშენია.

1014 -1027 წლებში, გიორგი პირველის მეფობის დროს, ანტონ იშხნელი ეპისკოპოსი აშენებს იშხნის მთავარ ტაძარს ისე, რომ მის შემადგენლობაში ჩართავს მესვიდე საუკუნის ნერსესეული ტაძრის დარჩენილი საკურთხეველს და მეცხრე საუკუნის პირველ მესამედში საბა/საბანის მიერ აგებულ ეკლესიას, როგორც ”ჩრდილოეთის მინაშენს”. ამ მშენებლობის შესახებ მოთხრობილი ტაძრის სამხრეთი შესასვლელის არქიტრავზე ამოკვეთილ სესანიშნავ ასომთავრულ წარწერაში.

1032 წლისატვის, უკვე ბაგრატ მეოთხის დროს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, ანტონს, აწ უკვე იშხნელ მთავარეპისკოპოსს, საბოლოოდ ამოჰყავს იშხნის ტაძრის კედლები გუმბათითურთ და ასრულებს მის გამშვენებას მეტად მომხიბლავი ორნამენტული დეკორით. ბოლო ორი მშენებლობა შესრულებულია ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის მიერ.

ცხადია, ძველი ნაგებობის დარჩენილი ნაწილების - თაღნარისა და ბაზილიკური ეკლესიის (მეცხრე საუკუნის პირველი მესამედი) ასე ოსტატურად ჩართვა მეთერთმეტე საუკუნის ახალ ნაგებობაში არ იყო ადვილი საქმე და უეჭველად დიდ ნიჭს, ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვდა. როგორც დღეს, ათი საუკუნის გადასახედიდანაც ნათლად ჩანს, ივანე მორჩაისძეს ამ ამოცანისათვის თავი შესანიშნავად გაურთმევია და ეს მით უფრო ცხადი ყოფილა მის თანამედროვეთათვის. ამიტომაა, რომ ტაძრის მთავარმა კტიტორმა, იშხნელმა მღვდელმთავარმა, საგანგებოდ აღნიშნა მისი ღვაწლი თავის შესანიშნავ წარწერაში, რითაც უკვდავყო მისი სახელი.

სამწუხაროდ, სხვა ცნობები ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის შესახებ არ გაგვაჩნია.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

 

  1. Brosset M. Inscriptions Georgiennes et autres, recellies par le Per Nerses Sargisian, “Memories de l’Academie Imperiale des sciensces de St.-Peterburg”, #10, 1864

  2. Такайшвили Е. Археологическая экспедиция 1917-гоо года в южные провинции Грузии, Тб. 1952

  3. თაყაიშვილი ე. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ. 1960

  4. Беридзе В, Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тбю 1981

  5. Закарая П. Зодчество Тао-Кларджети, Тб. 1992

  6. Djobadze W. Early Medieval Georgian monasteries in historic Tao, Klarjeti and Savseti, Stutgart, 1992

  7. Baumgartner B., Studien Zur historischen Geographic von Tao-Klarjeti, Wien, 1996 (Dissertation)

  8. სილოგავა ვ., შენგელია კ., ტაო-კლარჯეთი, თბ. 2006

 

 

 

 

moamzada aleri სილოგავაm