მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

იოვანე ქარველი,  XII s.

ქართველი კალიგრაფი

 

             იოვანე მოღვაწეობდა მეტორმეტე საიკუნის მეორე ნახვარში კონსტანტინოპოლში, რომანას მონასტერში. მისი გადაწერილია ვანის სახარება (A – 1395), შესრულებული თამარ მეფის დაკვეთით და მდიდრულად მოხატული იქვე მიქაელ კორესელის მიერ. ეს სახარება ითვლება, რომ ოქრომელნითაა გადაწერილი, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ აბზაცთა დასწყისებია ასე ნაწერი (ქრ. შარაშიძე). იოვანე, როგორც გადამწერი იხსენიება ხელნაწერის სამ ანდერძ-მოსახსენებელში: ”წმიდანო მახარებელნო, განმაძლიერეთ ცოდვილი იოვანე, რომელმან ფრიადსა უძლიერესსა შინა მყოფმან ხელვყავ წეროთ მოსაქმებად წმიდისა ამის სახარებისა” (126 v, მარკოზის ტექსტის ბოლოს); შატბერდელმა ხუცესმა სტეფანემ გადმოწერა-რა გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი სახარების ტექსტი და ”აღმო-რაი-ვიდა რომანას, მე ხელვყავ, ცოდვილმან იოვანე აღწერად” (266v). ორივე ეს ანდერძი ნუსხა-ხუცურითაა სესრულებული, ხოლო მესამე - მეტორმეტე საუკუნის დასარულის კლასიკური მდივანმწიგნობრულიტ:” ესე სახარებაი მე, იოვანე, უღირსმან საპყარმან და მლოცველმან წმიდის დედუფლის ტამარისამან, ვიოფლე წერით ქალაქსა შინა კონსტანტინოპოლის, ლოცვა ყავთ ყოველთა (172 v). ეს ანდერძი ნაწერია სინგურნარევი ოქრომელნით

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

 

  1. ქარTულ ხელნაწერTა აღწერილობა, A კოლექცია, თ. 4, შეადგინა ქრ. შარაშიზემ, თბ. 1954
  2. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, 2, თბ. 1980

 

 

 

 

 moamzada aleri სილოგავაm