მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ილარიონ ქართველი, IX .

საქართველოს ეკლესიის წმინდანი, საქართველოში რამდენიმე კტიტორული ტიპის მონასტრის დამაარსებელი, ბიზანტიაში (ბითვინიის ოლიმპოზე და კონსტანტინეპოლოს მიდამოებში) ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციის ფუძემდებელი, ხსენების დღე – 19 ნოემბერი.

 

 

ილარიონი წარმოშობით იყო კახელი, მდიდარ და წარჩინებულ დიდებულთა შვილი. მშობლებმა, რომელთაც ილარიონის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდათ, ილარიონი ბავშვობიდანვე ღმერთს აღუთქვეს. ექვსი წლისა რომ შესრულდა ილარიონი განათლების მისაღებად მიაბარეს ერთ განსწავლულ და ღვთისმოყვარე კაცს (მეტაფრასული რედაქციით _ მღვდელს) იმავე სოფლიდან, რომელიც მას საღმრთო წერილს ასწავლიდა.

როდესაც ილარიონის მამამ იხილა ილარიონის სიბეჯითე და სწავლისმოყვარება, განიზრახა იმ ადგილას მონასტრის აშენება. მონასტერში შეიკრიბა თექვსმეტამდე ბერი. ხოლო ილარიონის მამა ხშირ-ხშიად მიდიოდა ხოლმე ძის მოსანახულებლად და მოსანტრის მშენებლობისათვის თვალის მისადევნებლად.

როდესაც ილარიონი 15 წლისა შესრულდა (მეტაფრასული რედაქციით _ თექვსმეტი წლისა) განიზრახა განშორებოდა თავის ახლობლებს და წავიდა დავით გარეჯის უდაბნოში, სადაც მრავალი განდეგილი იყო დაყუდებული და დაემკვიდრა იქ ერთ მცირე ზომის გამოქვაბულში (ილარიონის გარდაცვალების თარიღად სავარაუდებელია ორი წელი: 869 და 875. მაშასადამე, იგი გარეჯაში მისულა ან 831 ან 837 წელს და, როგორც მეტაფრასული რედაქცია გვაცნობებს, გაუტარებია იქ 10 წელი. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, გარეჯაში შემორჩენილია შედარებით გვიანდელი სენაკების ცალკე კომპლექსი, რომელბიც ილარიონის სახელს უკავშირდება. ჩუბინაშვილი).

მარხვით, მღვიძარებით, ლოცვით და ასკეტური ცხოვრების წესით ილარიონს ისეთი სულიერი სრულყოფისათვის მიუღწევია, რომ მისაბაძი გამხდარა სხვა ბერებისათვის, და მიდიოდნენ მასან როგორც თვით უდაბნოს მოღვაწეები, ასევე შორი ადგილებიდან. ამგვარად შემოიკრიბა თავის გარშემო 11 მოწაფე. ეუწყა მათი ამბავი რუსთავის ეპისკოპოსსაც, მივიდა იგი ილარიონის სანახავად და სთხოვა მიეღო მისგან მღვდელობის ხარისხი. ილარიონი თავს არ თვლიდა ამ პატივის ღირსად, მაგრამ ეპისკოპოსი აიძულებდა მას და აკურთხა მღვდლად.

ილარიონის ღირსების ხმა მთელ ქართლს მოედო. შორეული ქვეყნებიდან მრავალნი მოდიოდენ მის სანახავად. ამის გამო ილარიონმა გადაწყვიტა განრიდებოდა ამაო დიდებას და წასულიყო წმინდა ადგილთა მოსალოცად. თავის ნაცვლად წინამძღვრად დაადგინა ერთ-ერთი ძმა, რომელიც ყველას აღემატებოდა სათნოებით, ხოლო თვითონ წაიყვანა ერთი მოწაფე და გაემართა იერუსალიმისაკენ.

თავდაპირველად ილარიონი და მისი მოწაფე თაბორის მთაზე მივიდენ, შემდეგ ჩავიდენ იერუსალიმში და მოილოცეს წმინდა ადგილები, ხოლო იქიდან გაემართენ ბეთლემს. შემდეგ ილარიონი მივიდა მდინარე იორდანესთან, განიბანა მასში და მოილოცა იოარდანის უდაბნოს მონასტრები, ხოლო ამის შემდეგ მივიდა საბა განწმენდილის ლავრაში და იქ რამდენიმე წელი გაატარა ღვაწლსა და შრომაში. აქ ილარიონის სათნოებამ და სულიერმა სრულყოფილებამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია.

(ასეა ვრცელი რედაქციის თანახმად. სხვა წყაროები განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ამ საკითხის შესახებ. მეტაფრასული რედაქციის თანახმად ილარიონი მივიდა წმ. საბას ლავრაში, იქ დარჩა მცირე ხანს, დატოვა იქ მოწაფე, რომელიც ახლდა, თვითონ კი წავიდა იორდანის უდაბნოში და დაეყუდა გამოქვაბულში, რომელშიც თავის დროზე დაყუდებული იყო ელია თეზბიტელი და შემდეგ იოანე ნათლისმცემელი. ასევეა მოკლე რედაქციის ათონური ნუსხის მიხედვითაც. მოკლე რედაქციის თბილისურ ნუსხაში ელია წინასწარმეტყველისა და იოანე ნათლისმცემლის ქუაბი არაა ნახსენები, მხოლოდ საბას ლავრა და იორდანის უდაბნო, ხოლო ადრეული სვინაქსარული რედაქცია არ ახსენებს საბა განწმენდილის ლავრას, საუბარია მხოლოდ ელია წინასწარმეტყველისა და იოანე ნათლისმცემლის ქუაბში ილარიონის დაყუდებაზე.

განსხვავებულია აგრეთვე სხვადასხვა წყაროთა ჩვენებები იორდანის უდაბნოში ილარიონის მოღვაწეობის ხანგრძლივობის შესახებ. ვრცელი რედაქციის თანახმად, ილარიონმა იორდანის უდაბნოსა და საბას ლავრაში ერთობლივად 7 წელი გაატარა. 7 წელს უთითებს აგრეთვე მოკლე რედაქციის თბილისური ნუსხა. ხოლო მოკლე რედაქციის ათონური ნუსხის თანახმად, ისევე როგორც მეტაფრასული და ადრეული სვინაქსარული რედაქციების თანახმად, ილარიონმა იორდანის უდაბნოში 17 წელი გაატარა. გვიანდელ სვინაქსარულ რედაქციაში კი ნათქვამია, რომ უდაბნოში დაყუდებით 15 წელი დაჰყო).

ერთ ღამეს, ლოცვის შემდეგ, ჩაძინებული ილარიონი ჩვენებაში აღიტაცა ზეთისხილის მთად, სადაც მას გამოეცხადა ღვთისმშობელი და 12 ნათლით მოსილი მამაკაცი. (მეტაფრსაული რედაქციითერთ ღამეს გამოეცხადა ნათლით მოსილი მამაკაცი, ხოლო მეორე ღამეს აღიტაცა ზეთის ხილის მთად და იქ გამოეცხადა ღვთისმშობელი 10 ნათლით მოსილი მამაკაცის თანხლებით). ღვთისმშობელმა უბრძანა ილარიონს საქართველოში დაბრუნება: `წარვედ და მიისწრაფე სახედ შენდა, დაუმზადე სერი უფალსა და ძესა ჩემსა~.

ილარიონი დაბრუნდა საქართველოში. ილარიონის გარდაცვალების ორი შესაძლო თარიღის გათვალისწინებით, ეს უნდა მომხდარიყო 849 ან 855 წელს (მეტაფრასული რედაქციით - იორდანის უდაბნოდან დაბრუნდა იერუსალიმში, კვლავ მოილოცა წმიდა ადგილები და შემდეგ გამოემართა საქართველოსაკენ). შინ ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მისი მამა და ძმები გარდაცვლილან. ხოლო დედამ გადასცა ოჯახის მთელი ქონება და სთხოვა თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა.

ილარიონმა აღაშენა დედათა მონასტერი, სადაც შეიყვანა თავისი დედა (მეტაფრასული რედაქცისა და მოკლე რედაქციის ათონური ნუსხის მიხედვით ილარიონს ცოცხლი დახვდა დედა და ერთი და, რომლებიც შეიყვანა მონასტერში; ხოლო მოკლე რედაქციის თბილისური ნუსხა მხოლოდ დედას ასახელებს),  განუწესა მონასტერს წესნი და კანონნი, შესწირა სოფლები და გახდა საკუთარი დედის სულიერი მოძღვარი. (სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს დავით-გარეჯის უდაბნოს მეტოქი, აკურის მამადავითის დედათა მონასტერი თელავის მახლობლად, რომლისგანაც დღემდე შემორჩენილია ბაზილიკური ტიპის დიდი ეკლესია და სამარნე. ჩუბინაშვილი, . დოლაქიძე, . ლომინაძე).

შემდეგ აღაშენა მამათა მონასტერირომელშიც შეკრიბა 76 ბერი, ამ მონასტერსაც განუწესა წესნი და კანონნი, შესწირა სოფლები, წმინდა წიგნები და სხვა ყველაფერი, რაც იყო საჭირო, ხოლო რაც დარჩა მამისეული ქონებიდან, გლახაკებს დაურიგა. ამავე მონასტერში დარჩა თვითონაც და ატარებდა დღეებს ლოცვასა და მარხვაში.(მეტაფრასულ რედაქციაში არაა ნახსენები მამათა მონასტრის აღშენების ფაქტი. ნათქვამია, რომ დედის აღსრულებისა და დის მონაზვნად აღკვეცის შემდეგ ილარიონი დაბრუნდა გარეჯის უდაბნოში, დავითის სამარტვილოში ეკლესია შექმნა, დიდი შესაწირავი შესწირა მონასტერს და იქ დარჩა. ეს მომენტი აღნიშნულია დავით გარეჯელის ცხოვრებაშიც (მოკლე და მეტაფრასულ რედაქციებში), სადაც ნათვამია, რომ წმ. დავითის მოქცეული ბუბაქარის მიერ კლდეში გამოკვეთილი ეკლესია ილარიონმა განავრცო, გამშვენა და აკურთხა და ამავე ეკლესიაში შექმნა დავით გარეჯელის ნაწილთა დასასვენებელი ლარნაკი. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზება, რომ `კურთხევა~ ტექსტში ნახმარია `სახელის მიცემის~ მნიშვნელობით და რომ ამ ეკლესიას ილარიონის დროიდან ეწოდება ფერისცვალების ეკლესია (. ლომინაძე). ფერისცვალების ეკლესია შემდგომ ეპოქაშიც არერთხელ გადაუკეთებიათ, თუმცა, . ჩუბინაშვლის აზრით, ძირითადად ეს ეკლესია ილარიოის ეპოქის უეჭველი პროდუქტია.

      ილარიონის ვრცელ `ცხოვრებაში~ არ არის აღნიშნული, რომ წმინდა მიწიდან საქართველოში დაბრუნებული ილარიონი ხელმეორედ ეწვია დავით გარეჯის ლავრას. როგორც ზემოთ ითქვა, `ცხოვრების~ ამ რედაქციაში საუბარია ილარიონის მიერ მამათა მონასტრის აღშენების შესახებ. . ჩუბინაშვილის, . ლომინაძის და . დოლაქიძის აზრით ამ მამათა მონასტერში იგივე დავით-გარეჯის ლავრა იგულიხმება, სადაც ილაირონი ადრევე დაემკვიდრა, ხოლო მონასტრის `აღშენება~ გულისხმობს, რომ ილარიონმა ამჯერად გაადიდა გარეჯის ის განყოფილება, სადაც ის ძველად მკვიდრობდა და იქ არსებული საერთო ეკლესია (ფერისცვალების) გააფართოვა-გაამშვენა).

გავრცელდა ილარიონის სათნოებათა და სასწაულთა ამბავი, მრავალი ადამიანი მიდიოდა მის სანახავად და მოსასმენად და მოჰქონდათ შესაწირავი მონასტრისათვის. ხოლო იმ მხარის მთავარმა და ხალხმა მოისურვეს ილარიონის დადგინება ეპისკოპოსად. (ყველა რედაქცია აღნიშნავს, რომ ილარიონის ეპისკოპოსად კურთხევის ცდას ადგილი ჰქონდა იორდანის უდაბნოდან მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. მხოლოდ გვიანდელ სვინაქსარული რედაქციას ეს ფაქტი გადააქვს ილარიიონის გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობის პირველ პერიოდში, მის საზღვარგარეთ წასვლამდე).

ეს რომ შეიტყო ილარიონმა, განიზრახა განრიდებოდა ამ სოფლის დიდებას და წასულიყო უცხო მხარეში. თავის ნაცვლად მონასტრის წინამძღვრად დადგინა ერთი ღირსეული ძმა, დამოძღვრა მონასტრის საძმო, თვითონ  კი წაიყვანა ორი მოწაფე და წავიდა იმ მონასტრის მოსანახულებლად, რომელიც მისმა მამამ ააშენა და რომელშიც ილარიონი თავდაპირველად იყო დამკვიდრებული. იქ დამოძღვრა და აკურთხა ძმები, შემდეგ მოინახულა დედათა მონასტერი, რომელიც თავისი დედისათვის აღაშენა. მისი დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იქაც დამოძღვრა მონაზონნი და გაემართა კონსტანტინეპოლისაკენ. წყაროთა თანახმად, ეს მოხდა ბიზანტიაში მიხეილ IV პაფლაღონელის მეფობის დროს (842-867), რომელმაც დაამტკიცა ხატთა თაყვანისცემა (. დლაქიძის პარალელური ქრონოლოგიის თანახმად ილარიონი კონსტანტინეპოლისაკენ გაემართა 864 ან 858 წელს)

კონსტანტინეპოლში ჩასვლამდე ილარიონი მივიდა ულუმბოს, ანუ ოლიმპოს მთაზე მცირე აზიის ბითვინიაში, ნახა იქ ერთი პატარა ეკლესია, რომელიც მდებარეობდა დიდი მონსტრის მახლობლად და იქ დაემკვიდრა (მეტაფრასული რედაქციის მიხედვით ილარიონი ჯერ კონსტანტინეპოლში მივიდა, მოილოცა წმინდა ადგილები და მერე წავიდა ოლიმპოს მთაზე, რაც ეწინააღმდეგება ვრცელი რედაქციის ჩვენებას, რადგან ოლიმპოდან წასვლის წინ ილარიონი ამბობსაი, ხუთი წელია აქა ვარ და ვერ მოვილოცე კონსტანტინეპოლიო).

შაბათ დღეს (მეტაფრასული რედაქციის მიხედვით ეს იყო ყველიერის შაბათი) მოვიდა ერთი ბერი ახლომდებარე მონასტრიდან ეკლესიაში სანთლის დასანთებად. როდესაც დაინახა ილარიონი და მისი მოწაფები, წავიდა და მოუტანა მათ მონასტრიდან ცოტა საჭმელი, ხოლო ილარიონმა სთხოვა ბერს მოეტანა წმინდა სეფე და ზედაშე ლიტურგიის აღსასრულებად. მეორე დრეს, ანუ კვირას, მოართვა ბერმა ყველაფერი და აღასრულა ილარიონმა ჟამისწირვა. ხოლო ბერი დაბრუნდა თავის მონასტერში და უამბო ყველაფერი მამასახლისს. მამასახლისი განრისხდა და ბრძანა მათი გაძევება ეკლესიიდან, რადგანაც არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ბერები მართლმადიდებლები იყვნენ და არა მწვალებელნი. მაშინ წავიდა მონასტრის იკონომოსი და სხვა ძმები ილარიონთან და გადასცეს მამასახლისის ბრძანება, ხოლო ილარიონმა აღუთქვა, რომ მეორე დღეს წავიდოდა. იმ ღამეს მამასახლისს ჩვენებაში გამოეცხადა ღვთისმშობელი და განურისხდა ილარიონის გაძევების სურვილისათვის და უცხოთმოყვარეობის ცნების დავიწყებისათვის. გამთენიისას წავიდა მამასახლისი ეკლესიაში ილარიონთან, უამბო თავისი ჩვენება, ტირილით სთხოვა პატიება და დარჩენა. მართალც, დარჩა ილარიონი იმ ეკლესიაში და ყოველ შაბათს უგზავნიდა მას მონასტრის მამასახლისი ევლოგიას. ხოლო ილარიონი ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და სასწაულებს აღასრულებდა. გაითხვა მისი სახელი მთელს ოლიმპოს მთაზე და მრავალი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად. რამდენიმე ხანში ილარიონთან კიდევ სხვა სამი ქართველი ბერი მივიდა და მასთან დარჩა.

(IX -ში ულუმბოზე ქართველთა მოღვაწეობის შესახებ `ილარიონის ცხოვრება~ ერთადერთი წყაროა. აღნიშნულია, რომ კონსტანტინეპოლის შემდეგ იმპერიის არც ერთ ოლქში არ იყო იმდენი მონასტერი, როგორც ბითვინიის ოლიმპზე. VIII-IX სს. მას წმინდა მთა ეწოდებოდა და მხოლდო XI . ნახევრიდან წაართვა მას ეს სახელწოდება ათონმაოლიმპზე ქართული მონასტრის არსებობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. არსებობს მოსაზრებები, რომ IX .-ში ოლიმპზე ქართული მონასტერი უკვე არსებობდა, მაგრამ არავითარი მონაცემი არ არსებობს ამის დასამტკიცებლად. . ჟორდანიასა და . კეკელიძეს გამოთქმული აქვთ მოსაზრება, რომ X-XI სს-ებში ულუმბოზე ყოფილა სამი მონასტერი, სადაც ქართველები მოღვაწეობდნენლავრა კრანია, ქვაბი ან ეკლესი წმიდისა ღვთისმშობლისა, კოზმან და დამიანე, რასაც მოწმობს, სხვათა შორის, ამ სავანეებში გადაწერილი ქართული ხელნაწერებიც. ულუმბოზე მოღვაწეობდნენ აგრეთვე იოანე და ეფთვიმე ათონზე მისვლამდე. ულუმბოზე ქართველთა მოღვაწეობას ამ პერიოდში ადასტურებს სხვა წყაროებიც. ულუმბოზე ქართული სამონასტრო კოლონიიისათვის, როგორც ჩანს, საფუძველი ჩაუყრია ილარიონ ქართველს. თუმცაარ არის გამორიცხული, რომ რომ ულუმბოზე ილარიონის მისვლის დროისათვის იქ უკვე მოღვაწეობდენ ქართველი ბერები. კეკელიძე, . დოლაქიძე).

ილარიონმა ხუთი წელი დაჰყო ოლიმპოს მთაზე, ხოლო შემდეგ ძმათაგან ხშირი მოხილვით შეწუხებულმა წაიყვანა ერთი მოწაფე, სახელად ისაკ და წავიდა კონსტანტინეპოლში წმინდა ჯვრის და სხვა სიწმინდეების თაყვანისცემად, 4 მოწაფე  კი დატოვა და დაუბარა მის დაბრუნებამდე აეშენებიათ მცირე სენაკი ყორის ქვათაგან.

კონსტანტინეპოლის სიწმინდეების მოლოცვისა და წმინდა ჯვრის თაყვანისცემის შემდეგ ილარიონმა გადაწყვიტა წასულიყო რომში, წმ. პეტრეს და პავლეს სამარხის თაყვანის საცემად.

რომში ილარიონი 2 წელი დარჩა, თაყვანი სცა პეტრე და პავლე მოციქულთა წმინდა საფლავებს და სხვა სიწმინდეებს, მრავალი სასწაული აღასრულა. გაითქვა მისი სიწმინიდის ამბავი და მოდიოდნენ მასთან კურთხევის მისაღებად რომის მკვიდრნი.

ორი წლის შემდეგ გამოემართა ილარიონი უკან კონსტანტინეპოლისაკენ და მოვიდა ქალაქ თესალონიკედ. უპირველეს ყოვლისა თაყვანი სცა წმ. დიმიტრის სამარტვილოს და აქაც აღასრულა სასწაული _ განკურნა ქალაქის მთავრის მსახური ქალის შვილი (სვინაქსარული, მოკლე და მეტაფრასული რედაქციებით მთავრის შვილი).

როდესაც მთავარმა შეიტყო ამ  სასწაულებრივი განკურნების ამბავი, ბრძანა ქალაქის კართა დაკეტვა და წმინდა კაცის მოძიება. ილარიონი იპოვეს აღმოსავლეთის კარიბჭიდან გამავალი, თაყვანი სცეს მას, სთხოვეს კურთხევა და მოიყვანეს მთავართან. მთავრმა სთხოვა ილარიონს დარჩენა. ილარიონმა აირჩია ერთი მყუდრო ადგილი, სადაც ეკლესია აუშენეს (მეტაფრასული რედაქციითმოიარა ქალაქი და აირჩია ერთი მცირე ეგუტერი და იქ დაემკვიდრა). დარჩა ილარიონი იქ მარხვითა და მოღვაწებით და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მალე მისი სახელი მთელ ილურიკიას (ანუ ილირიის პროვინციას) მოედო. მოდიოდნენ მასთან დასამოძღვრად და კურთხევის მისაღებად. ქალაქის ბევრი მკვიდრი ბერად აღიკვეცა ილარიონის მიბაძვით. რამდენიმე ხნის შემდეგ აუწყა ღმერთმა ილარიონს მისი გარდაცვალების ჟამი (მეტაფრასული რედაქციით ილარიონმა თესალონიკეში 3 წელი დაჰყო და შემდეგ გარდაიცვალა).

ილარიონმა მოუწოდა მთავარს, დამოძღვრა და აკურთხა. როდესაც მოვიდა შაბათი, ილარიონმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, აუწყა რომ მოახლოებულია მისი გარდაცვალების დრო, დამოძღვრა ისინი, მიიღო წმინდა ზიარება და იმავე დღეს, 19 ნოემბერს გარდაიცვალა 53 წლის ასაკში. ეს მოხდა ბიზანტიაში ბასილი მაკედონელი მეფობის დროს. (როგორც . დოლაქიძემ დაადგინა, ილარიონის გარდაცვალების თარიღად სავარაუდებელია ორი წელი: 869 და 875).

ილარიონის წმ. ნაწილები ჩაასვენეს მარმარილოს ლუსკუმაში. დაკრძალვის დღეს მრავალი კურნება და სასწაული აღასრულა ღმერთმა მისი წმინდა ნაწილების მეშვეობით, მის საფლავზეც მრავალი სასწაული აღესრულებოდა. გავრცელდა ამბავი ამ სასწაულთა შესახებ, ხოლო თესალონიკეს მთავარმა და მთავარეპისკოპოსმა იმპერატორ ბასილის მისწერეს და აუწყეს ილარიონის საფლავზე აღსულებული სასწაულების შესახებ.

ამის შემდეგ ბასილი კეისარმა შემოიკრიბა კონსტანტინეპოლში ოლიმპოს მთის მონასტერთა მამასახლისები და უამბო მათ თესალონიკეს მთავრისა და მთავარეპისკოპოსის წერილის შესახებ. როდესაც ეს ამბავი გაიგო  მონასტრის  მამასახლისმა, რომელმაც პირველად შეიწყნარა ილარიონი და რომლის დისწულიც ილარიონმა განკურნა, უამბო ამის შესახებ ბასილი კეისარს. მეფემ გამოიკითხა და შეიტყო, რომ ულუმბოს მთაზე კვლავ არის დაყუდებული ილარიონის სამი მოწაფე, რომლებიც უკვე მოხუცებულნი არიან. მეფემ ბრძანა მათი მოყვანა და სიხარულით შეეგება, შემდეგ კი გაგზავნა კონსტანტინეპოლის იმჟამინდელ პატრიარქ ეგნატისთან. ეგნატიმაც სიხარულით შეიწყნარა ისინი.

მაშინ მეფე ბასილიმ შესთავაზა მათ აერჩიათ სამოღვაწეოდ რომელიმე მონასტერი. მაგრამ ილარიონის მოწაფეებმა უარი თქვეს სხვების მიერ აშენებული მონასტრის დასაკუთრებაზე და უდაბნო ადგილას მათთვის ახალი მონასტრის აშენება ითხოვეს. მეფე სიხარულით დათანხმდა და სთხოვა ადგილის შერჩევა მონასტრისათვის, თან მეგზურიც გააყოლა. ტყიან და დაუსახლებელ ადგილას, წყარომრავალ რომანას ღელეში აირჩიეს ილარიონის მოაფეებმა სამონასტრო ადგილი. მონასტრის აგებაში მონაწილებიას იღებდა თვით მეფეცთავისი ხელით მოჰქონდა ქვა (მეტაფრასული რედაქციითთავისი ხელით დადო პირველი ქვა). მონასტრის მშენებლობა 7 თვეში დასრულდა. 9 ოქტომბერს (მეტაფრასული რედაქციით – 9 ნოემბერსშედგა ეკლესიის სატფურება, რომელსაც ესწრებოდნენ მეფე ბასილი მაკედონელი და პატრიარქი ეგნატე კონსტანტინეპოლელი, რომელთაც აქ დაასვენეს წმინდა მოციქულთა ნაწილები. (მეტაფრასულ და გვიანდელ სვინაქარულ რედაქციაში ნათქვამია, რომ ეკლესია აშენდა წმინდა მოციქულთა სახელზე, ხოლო ვრცელ რედაქციაში ეს ფაქტი აღნიშნული არ არის, საუბარია მხოლოდ რომანას ეკლესიაში მოციქულთა წმინდა ნაწილების დასვენების შესახებ). მეფემ მონასტერს შესწირა ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, სოფელნი, ქულბაგნი და მეტოქი ქალაქში, ტყეები და მონასტრის შესაფერი ყოველივე სახმარი. თავისთვისაც გაიმზადა მეფემ მონასტერში მცირე სენაკი, დაიდგა ლოგინი საგებლითურთ, საწიგნეები ახალი აღთქმის წიგნებით, ხოლო მონასტერს უწოდა რომანას ქართველთა მონასტერი. მოჰგვარა ილარიონის მოწაფეებს თავისი ვაჟიშვილები, ლეონ და ალექსანდრე და სთხოვა ესწავლებინათ მათთვის ქართული ენა და მწიგნობრობა.

ერთ დღეს ეფთვიმე შეყენებულმა (ეფთვიმე სოლუნელმა - ოლიმპის, ათონისა და თესალონიკეს ცნობილმა მოღვაწემ) წერილით აუწყა მეფეს თავისი ხილვის შესახებ _ ეფთვიმემ იხილა დიდი ცეცხლი და ხმამ აუწყა, რომ ეს არის მეფე ბასისლის ცოდვანი. ეფთვიმემ იკითხარას შეუძლია ამ ცეცხლის დაშრეტაო, ხოლო ხმამ უპასუხა ცრემლსა და კეთილ საქმეებსო. მოიტანეს მეფე ბასილის კეთილი საქმეები, ჩაყარეს ცეცხლში და იწყეს მისი ჩაქარობა, მაშინ ხმამ თქვაუცხოთა შეწყნარებაც მოიღეთო. მოიტანეს ეს სიქველეც, მარცვალივით პატარა, ჩააგდეს ცეცხლში და დაიშრიტა ცეცხლი. ეფთვიმე ურჩევდა მეფეს უცხოთა და გლახაკთა, განსაკუთრებით კი ბერ-მონაზონთა შეწყნარებაზე ეზრუნა. ამ ეპისტოლის გავლენით ბასილი კეისარმა გადაწყვიტა ილარიონის წმინდა ნაწილების თესალონიკედან კონსტანტინეპოლში გადმოსვენება (მეტაფრასული რედაქციით ეფთვიმს ეს ხილვა ჰქონდა ილარიონის წმ. ნაწილების ჰრომანას გადმოსვენების შემდეგ. შესაბამისად, ხილვაში თავად წმ. ილარიონი იყო გამოცხადებული ბასისლის ცოდვათა ალის დამშრეტელად).

მოუწოდა მეფემ თესალონიკეს ეპარხოზს და გააგზავნა თესალონიკეში ილარიონის წმინდა ნაწილების ჩამოსასვენებლად. მეფემ ერთი წერილი მისწერა თესალონიკელებს, რომელშიც ბრძანებდა ილარიონის წმინდა ნაწილთა გადმოსვენებსა, ხოლო მეორე წერილი მისწერა თავად ილარიონს, რომელშიც სთხოვდა წმინდა მოხუცს ნება დაერთო მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადმოესვენებინათ.

როდესაც თესალონიკელებმა იმპერატორის წერილის შინაარსი შეიტყვეს, ატყდა ამბოხი. მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ქვით ჩაექოლათ მეფის მოხელეები და არ გაეტანებინათ ილარიონის ნეშტი. ქალაქის მთავარმა ძლივს დააცხრო ერის აღშფოთება. ხოლო ანთიპატრიკმა მივლინებულებს უბრძანა ღამით წამოესვენებინათ წმინდანის ნეშტი ხალხისაგან მალულად. ასეც მოიქცენ, ღამით ილარიონის ნაწილნი მოათავსეს ლუსკუმაში, ხოლო ლარნაკი, რომელშიც მანამდე წმ. ილარიონის ცხედარი იყო, დაკრძალეს და უჩუმრად გაეცალენ იქაურობას.

მეორე დღეს, როდესაც თესალონიკელებმა შეიტყვეს, რაც მოხდა, დაიწყეს გოდება და ტირილი, ზოგი ცარიელ ლარნაკს ეხვეოდა, ზოგი ზღვას გაჰყურებდა, საითაც წაიყვანეს ილარიონი, ხოლო სხვები, როგორც ცოცხალს, ისე საყვედურობდენ ილარიონს მათ მიტოვებას.

როდესაც ილარიონის ნაწილები კონსტანტინეპოლში ჩამოასვენეს, მეფე და პატრიარქი, ეპისკოპოსები, მღვდლები, დიდებულები და უბრალო მოქალაქეები, გალობითა და ლიტანიით შეეგებენ მათ ზღვის კიდესთან.

თავდაპირველად ილარიონის ნაწილები სამეფო სასახლის სამლოცველოში დაასვენეს, სანამ მეფე გადაწყვეტდა, თუ სად უნდა ააეგო სანაწილე. მესამე ღამეს მეფე საოცარმა სურნელებამ გამოაღვიძა. დაჰკითხა მან მსახურნი და სასახლის მკვიდრნი, მაგრამ ვერავინ უთხრა, საიდან მოდიოდა ეს სურნელება. მცირე ხნის შემდეგ ჩაძინებულ მეფეს გამოეცხადა ილარიონი, რომელმაც უთხრა, რომ ეს სურნელება მას უდაბნოში მოუგიეს და არა ქალაქში, ამიტომ  სთხოვდა, რომ უდაბნოში დაესვენებიათ მისი ნაწილები და არა კონსტანტინეპოლში.

მეორე დღეს ილარიონის ნაწილები ჰრომანას მონასტერში გადაასვენეს. გზად მეფემ შეიარა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიაში სოსთენს, ხოლო შემდეგ ჩავიდა ჰრომანას, სადაც დაასვენეს წმინდა ილარიონის ნაწილები. ეს მოხდა 7 დეკემბერს. (მეტაფრასული რედაქციის თანახმად, ეკლესიის სატფურება შედგა ილარიონის წმინდა ნაწილთა გადმოსვენების დღეს და იმავე დღეს დაასვენეს იქ მოციქულთა წმინდა ნაწილებიც, 9 ნოემბერს).

მეფემ უხვი შესაწირავი შესწირა მონასტერს და დააწესა, რომ მარადის ენთოს ექვსი კანდელი წმინდა მოციქულთა ნაწილებთან, ხოლო  სამი კანდელი ილარიონის ნაწილებთან. ასევე რომ სასახლიდან ყოველ დღე იგზავნებოდეს მონასტერში 2 სეფისკვერი ლიტურგიის აღსასრულებლად, ხოლო ბერებს ყოველ წელს,  7 დეკემბერს (ეკლესიის სატფურების დღეს) 2 ლიტრა ოქრო ეგზავნებოდეთ სამოსელისათვის.

(რომანას ქართველთა მონასტრის შესახებ `ილარიონის ცხოვრების~ გარდა არცთუ ისე ბევრი მასალაა შემორჩენილი. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, რომანას მონასტრის დაარსება და ილარიონის ნაწილების აქ გადმოსვენებაუნდა მომხდარიყო ილარიონის გარდაცვალების შემდეგ წელს, ანუ სავარაუდო პარალელური ქრონოლოგიის თანახმად 870 ან 875 წელს. ყოველ შემთხვევაში ეს მოვლენა ვერ გადასცილდება 877 წელს, რადგან ამ წლის შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქი არარ არის ეგნატე, რომელიც `ცხოვრების თანახმად ესწრებოდა სატფურებას.

არსებული წყაროებიდან ცნობილია, რომ ილარიონის შემდეგ აქ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში (XII-XIII საუკუნემდე) მიმდინარეობდა სამწიგნობრო საქმიანობა და იწერებოდა ქართული ხელნაწერები, რასაც მოწმობს აქ გადაწერილი ძეგლებიც, რომლებიც ჩვენამდე შენახულა. ამასთანავე, ერთ-ერთი მოღწეული საბუთის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ 980 წლის შემდეგ რომანას მონასტერი ქართველებს აღარ ეკუთვნოდათ. ნოვგოროდელი მოგზაურის, ანტონის მოგზაურობის აღწერიდან ცხადი ხდება, რომ 1200 წელს რომანას მონასტერი კიდევ არსებობდა და ის მდებაროებდა სოსთენის მთავარანგელოზის ტაძრის მახლობლად. `ილარიონის ცხოვრებაში~ აგრეთვე ნათქვამია, რომ რომანას მონასტერი სოსთენის წმ. მთავარანგელოზის ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა. დღეისათვის მონასტრის ადგილმდებაროების ზუსტი იდენტიფიკაცია ვეღარ ხერხდება. სამეცნიერო ლიტერატურაში სოსთენი გაიგივებულია დღევანდელ სტენიასთან (. პარგუარი), რომელიც კონსტანტინეპოლის ჩრდილოეთით მდებარეობს, ბოსფორის სრუტის ევროპულ სანაპიროზე. მაშასადამე, რომანას მონასტერი დღევანდელი სტენიას მიდამოებში მდებარეობდა).

 

სასწაულები:

 

1.     საქართველოდან იერუსალიმისაკენ მიმავალ ილარიონს შამის ქვეყანაში, სადაც ბარბაროზები ცხოვრობდნენ (მეტაფრასული რედაქციით ქვეყანასა ასურასტანისასა, ანუ სირიაში), გზაში თავს დაესხნენ ავაზაკები (მეტაფრასული რედაქციით - არაბნი), იშიშვლეს მახვილები და როდესაც ილარიონისათვის უნდა დაეკრათ, უეცრად ჰაერში გაუშეშდათ ხელები. მაშინ დაიწყეს ტირილი, პატიებას სთხოვდენ ილარიონს და უკან მისდევდენ რამდენიმე ხნის განმავლობაში ჰერში აღმართული გაშეშებული ხელებით. ილარიონს შეებრალა ისინი, მობრუნდა, ჯვარი გამოსახა და განკურნა. ავაზაკებმა მადლობის ნიშნად მოართვეს პური და ფინიკი, შენდობას სთხოვდენ და აღუთქვავდენ, რომ აღარასოდეს დაესხმოდენ თავს ბერებს. ხოლო ერთ-ერთი ავაზაკი თაბორის მთამდე გაჰყვა ილარიონს და მის მოწაფეს.

2.     ეშმაკი აცდუნებდა ილარიონის ნათესავს (მეტაფრასული რედაქციითდედის ძმას) გადაეწვა ილარიონის მიერ კახეთში აღშენებული მამათა მონასტერი (მეტაფრასული რედაქციის მიხედვით საუბარია, როგორც ჩანს, ილარიონის მიერ გარეჯის უდაბნოში აღშენებული სენაკებისა და მის მიერ გამშვენებული ფერისცვალების ეკლესიის გადაწვაზე), ხოლო ილარიონი მოეკლა. დაწერა კაცმა პატარა ფიცარზე ნახშირით, რომ სამ დღეში აღარ იარსებებდა მონასტერი და ღამე დააგდო ფიცარი მონასტრის კარიბჭესთან. დილას იხილა ილარიონმა ეს ფიცარი, დამწუხრდა ამ კაცის სულის წარწყმედის გამო და ლოცულობდა გულმოდგინედ მთელი ღამის განმავლობაში. ხოლო როდესაც მიეძინა, იხილა ნათლით მოსილი მამაკაცი, რომელმაც აღუთქვა, რომ მეორე დღესვე დაისჯებოდა მისი მტერი და ფეხებში ჩაუვარდებოდა.     

მეორე დღეს, გამთენიისას, დასნეულდა ეს კაცი, დაეცა მიწაზე, გორავდა და დუჟი გადმოსდიოდა. აიყვანეს მისმა მსახურებმა, მოჰგვარეს ილარიონს და დააგდეს მის წინაშე მიწაზე. ხოლო ილარიონი იყო მოწყალე, ევედრა უფალს მის განკურნებას, გამოსახა ჯვარი და მეყსეულად გაიკურნა კაცი. მაშინ დაიწყო ტირილი, მოინანია ცოდვა, შესწირა მონასტერს მთელი თავისი ქონება, აღიკვეცა ბერად და დაემკვიდრა მონასტერში.

3.     როდესაც ილარიონი თავის ორ მოწაფესთან ერთად დამკვიდრებული იყო პატარა ეკლესიაში ოლიმპოს მთაზე, მასთან ახლომდებარე მონასტრიდან ყოველ შაბათს მოჰქონდა ევლოგია ერთ ბერს, რომელიც იყო ამ მონასტრის მამასახლისის დისწული და რომელსაც ბავშვობიდანვე მარჯვენა ფეხი სტკიოდა (მეტაფრასული რედაქციითმთელი მარჯვენა მხარე ნახევრად პარალიზებული ჰქონდაფეხიც, ხელიც, თვალიცა და ყურიც).  ერთ დღეს, როდესაც ილარიონთან ევლოგია მოჰქონდა, ქვას წამოსდო ყმაწვილმა მტკვანი ფეხი და ცრემლები წამოუვიდა ტკივილისაგან. როდესაც ილარიონმა იხილა მისი ტანჯვა, შეებრალა, მოიტანა წმინდა ზეთი კანდელიდან, სცხო მტკივან ფეხზე და განკურნა.

4.     კონსტანტინეპოლიდან რომში მიმავალი ილარიონი გზაში მივიდა ერთ ქალაქთან (ადრეულ სვინაქსარულსა და მეტაფრასულ რედაქციაში ნათქვამია, რომ ეს ქალაქი იყო თესალონიკე; მოკლე რედაქციის ორი ხელნაწერი განსხვავებულ ჩვენებას გვაძლევს, თბილისური ნუსხის მიხედვით ქალაქის სახელი არაა მითითებული, ხოლო ათონური ნუსხის მიხედვითეს იყო ქალაქი თესალონიკე). ქალაქის გალავნის გარეთ იყო ბაღი, ხოლო ბაღის ჭიშკართან იჯდა ორივე ფეხით კოჭლი დარაჯი. ჩამოჯდა ილარიონი თავის მოწაფესთან ერთად ამ კაცის გვერდით და სთხოვა მოეტანა მისთვის ერთი ყურძნის მტევანი. ხოლო კაცმა უპასუხა, რომ 13 წელია რაც ფეხები სტკივა და არ შეუძლია სიარული, ასე რომ ზის აქა და არჩენს მას ამ ბაღის მფლობელი. შეებრალა იგი ილარიონს, სთხოვა ღმერთს მისი განკურნება, შემდეგ კი უფლის სახელით უბრძანა მკელობელს ადგომა და ყურძნის მოტანა. მაშინათვე წამოდგა კაცი და შევიდა ბაღში, ხოლო როდესაც გამოვიდა გარეთ ყურძნის მტევნით, ილარიონი და მისი მოწაფე უკვე წასულიყვნენ. მაშინ გაიქცა კაცი ქალაქში და ყველას უამბო, რაც შეემთხვა. გამოიდენ ქალაქის მკვიდრნი და ეძებდნენ ილარიონს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის, მაგრამ ვეღარ იპოვეს.

5.     რომიდან კონსტანტინეპოლისაკენ მომავალმა ილარიონმა გამოიარა ქალაქი თესალონიკე. იქ ჩამოჯდა ქალაქის მთავრის სახლის კართან. ხოლო მთავრის მხევალმა გამოიყვანა თავისი 4 წლის ნახევრად პარალიზებული ძე და დასვა მზეზე, წმ. ილარიონის მახლობლად  (ადრეული სვინაქსარული, მოკლე და მეტაფრასული რედაქციების თანახმად ეს იყო მთავრის ძე, და არა მისი მხევალის ძე). ილარიონმა სთხოვა მსახურ ქალს წყლის მოტანა და ისიც მაშინათვე წავიდა, ბავშვი კი იქვე დატოვა. ილარიონი ადგა, ჯვარი გადასწერა ბავშვს და უფლის სახელით უბრძანა ადგომა. მაშინათვე განიკურნა ბავშვი და ადგა ფეხზე უვნებელი, ხოლო ილარიონმა უბრძანა დედასთან წასვლა.

6.     როდესაც ილარიონი თესალონიკეში იყო დამკვიდრებული, იმ დროს ერთი თესალონიკელი დიაკვანი  (მეტაფრასული რედაქციითწმ. დიმიტრის ეკლესიის დიაკვანი) გავიდა ქალაქიდან თავისი ვენახის სანახავად, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობდა. შეიპყრეს იგი წარმართებმა  (მეტაფრასული რედაქციით სკვითთა ლაშქარმა შეიპყრო), შეჰკრეს და მიჰყავდათ თავის ქვეყნაში. გზაში სასოწარკვეთილ დიაკვანს გახსენდა ილარიონი და ლოცულობდა და ევედრებოდა მას დახმარებას. იმ ღამეს, როდესაც ეძინა დიაკვანს ჯაჭვით შებორკილს, გამოეცხადა მას ილარიონი, ანუგეშა და უბრძანა ადგომა. როდესაც გამოეღვიძა დიაკვანს, აღმოაჩინა, რომ ბორკილები გახსნილი ჰქონია. ჩუმად წამოდგა, ისე გამოიარა ლაშქარი, რომ ვერავინ შენიშნა და დაბრუნდა თესალონიკეში.

7.     მრავალი სასწაული აღესრულა ილარიონის წმინდა ნაწილების მიერ თესალინიკეში მისი დაკრძალვის დღეს. მოვიდა ორი ეშმაკეული, მიუახლოვდენ ლუსკუმას, რომელშიც ჩასვენებული იყო ილარიონი და მაშინვე განიკურნენ.

8.     ილარიონის საფლავზეც აღესრულებოდა მრავალი სასწაული. ერთ დღეს მთავრის ვაჟი, პროკოპი დასნეულდა, გაუსივდა სარცხვენელნი და მუცელი (მეტაფრასულით წყალმანკი შეეყარა), ექიმებმა ვერაფერი უშველეს და სიკვდილის პირას იყო. მაშინ მშობლემბა აიყვანეს და დააწვინეს ილარიონის საფლავთან. იმ ღამეს გამოეცხადა პროკოპის ილარიონი და მოსთხოვა დაეფიცა, რომ უწესოდ აღარ მოიქცეოდა, ხოლო ყმაწვილმა ფიცით აღუთქვა. მაშინ ილარიონმა დაადო ხელი მუცელზე, ილოცა და ჯვარი გამოსახა. მეორე დილას, როდესაც გაიღვიძა პროკოპიმ, სრულიად განკურნებული იყო.

9.     ილარიონის მოწაფეებმა მისცეს ილარიონის ნაქონი ძაძის შესამოსელი (ფლასი) ერთ თესალონიკელ ქვრივ ქალს. მან მიიღო ეს საჩუქარი რწმენითა და სასოებით. მას შემდეგ ვისაც დაჰბურავდა ამ შესამოსელს, თუ ავადმყოფი იყო, განიკურნებოდა.

 

შენიშვნები: 1. ილარიონის სახელზე თხზულებათა მთელი ციკლია შექმნილი ცხოვრებები და საგალობლები. კერძოდ, მოღწეულია:

ვრცელი ცხოვრება (შემონახულია ერთადერთი  1074 წლის ათონური ხელნაწერით A-558); `ცხოვრების~ მოკლე რედაქცია, რომელიც შემონახულია ორ ხელნაწერში _  XIII -ის ხელნაწერში Q 726 (.. თბილისურ ხელნაწერში) და XI . ათონურ ხელნაწერში Aტჰ 79 (გადაწერილია 1041-1042 წლებში ათონის ქართველთა მონასტრის სკრიპტორიუმში, 991 წლის ეფთვიმე ათონელის ავტოგრაფული ნუხიდან); `ცხოვრების~ მეტაფრასული რედაქცია (შექმნილი უნდა იყოს XI . II ნახევარში); ორი სვინაქსარული რედაქციაერთი ადრეული, შედგენილი XI -ის ბოლოს თუ XII-ის დასაწყისში, და მეორე გვიანდელი, შემონახული XVII-XVIII სს. ხელნაწერებში.

ამ რედაქციათა ურთიერთმიმართების, ავტორის, თარიღისა თუ შექმნის ადგილის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ერთი მოსაზრების თანახმად ილარიონის ცხოვრების ამსახველი ყველაზე ადრეული ტექსტი უნდა შექმნილიყო ბერძნულ ენაზე, ილარიონის თანამედროვის, ბასილი პროტოასიკრიტის (მდივანთუხუცესის) მიერ, ენკომიის (შესხმის) სახით და სწორედ ეს ენკომია უნდა დასდებოდა საფუძვლად ქართულ ცხოვრებას (გაბიძაშვილი, კეკელიძე, ქრ. ლოპარევი, . ბროსე, . საბინინი, კირიონ ეპისკოპოსი). ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს `ცხოვრებაში~ დაცული ცნობა, რომ იმპერატორ ბასილი მაკედონელის დავალებით ფილოსოფოსმა და მონაზონმა ბასილი პროტოასიკრიტმა აღწერა ილარიონის ცხოვრება მის მოწაფეთა და სხვა თვითმხილველთა ნაამბობზე დაყდნობით. მკვლევართა აზრით, ეს ენკომია ბასილის უნდა წარმოეთქვა ილარიონის წმინდა ნაწილების თესალონიკდან გადმოსვენებისა და რომანას მონასტერში მათი დასხმის დროს. თუმცა, ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია; არავითარი ცნობები არ შემონახულა აგრეთვე ბასილი მონაზონის პიროვნებისა და მისი ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ.

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ საკითხთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები არის გამოქმული. მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თხზულების თავდაპირველი, ყველაზე ადრეული ვერსია ქართულად უნდა შექმნილიყო, შესაძლოა ბასილი პროტოასიკრიტის მიერ, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო და ბასილი კესირის სამეფო კანცელარიაში მსახურობდა მდივანთუხუცესად, ხოლო შემდეგ შემონაზვნებულა. (. დოლაქიძე, ივ. ლოლაშვილი; . პეეტერსი, . რუდაკოვი). . მარტინ-ჰიზარი გამოთქვავს ვარაუდს, რომ შესაძლოა ბასილი იყო ბიზანტიის კეისრის კარზე ერთ-ერთი სეკრეტარი, რომელსაც ევალებოდა  ოფიციალური მიწერ-მოწერა საქართველოსათან. არსებობს მოსაზრება, რომ ცხოვრების თავდაპირველი რედაქცია ქართულ ენაზე შეიქმნა, თუმცა მის ავტორად უცნობ ქართველ ქართველ მწერალს ვარაუდობს და არა ბასილი პროტოასიკრიტს(. კილანავა).

განსხვავებული მოსაზრებები არსებობს აგრეთვე ცხოვრების სხვადასხვა  ქართულ რედაქციათა ურთიერთმიმართების შესახებ.

      გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ყველაზე ადრეული უნდა იყოს ვრცელი რედაქცია (X .), რომლის შემოკლების შედეგად უნდა შექმნილიყო მოკლე რედაქცია, სავარაუდოდ ლიტურგიკული მიზნებით (. ყუბანეიშვილი, . გაბიძაშვილი, . კეკელიძე, ივ. ლოლაშვილი).

. კეკელიძე ვრცელი რედაქციის ავტორად ეფთვიმე ათონელს მიიჩნევს და თვლის, რომ ის წარმოადგენს ნახევრად ორიგინალურ, ნახევრად ნათარგმნ თხზულებას, დაწერილს ბასილი მონაზონის ბერძნული ენკომიის (შესხმის) საფუძველზე (თუმცა ეს ვარაუდი გამოითქვა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მოკლე რედაქციის არსებობა. . კეკელიძე თავის არგუმენტაციას ეფთვიმეს ავტორობის შესახებ აგებს მცდარ შეხედულებაზე, თითქოს ათონური ხელნაწერი Aტჰ 79, რომელიც ეფთვიმეს ავტოგრაფიდანაა გადაწერილი, შეიცავს ილარიონის ვრცელ ცხოვრებას, და არა მოკლეს (ეს ფაქტი ეჭვს ქვეშ აყენებს . კეკელიძის არგუმენტებს).

ზოგიერთი მკვლევარი, რომელიც ბასილის პროტოასიკრიტს ქართველ მოხელედ და ქართული ტექსტის ავტორად თვლის, ვარაუდობს, რომ ბასილის ქართულ ენაზე სწორედ დღესმოღწეული ვრცელი რედაქცია უნდა დაეწერა. შესაბამისად, ვრცელი რედაქციის შექმნის თარიღი მათ IX საუკუნის 80-იან წლებში გადაქვთ (ივ. ოლაშვილი, . პეეტერსი). აქედან გამომდინარე, ივ. ლოლაშვილი, სწორედ მოკლე რედაქციის ავტორად, ანუ შემმოკლებლად მიიჩნევს ეფთვიმე ათონელს და ამ რედაქციის შემუშავების დროდ 991 წელს ვარაუდობს.

მეორე მოსაზრების თანახმად მოკლე ათონური რედაქცია ვრცელისაგან კი არ მომდინარეობსარამედ პირიქით _ მოკლე რედაქცია ყველაზე ადრეული, კიმენური რედაქცია უნდა ყოფილიყო და იგი ვრცელი რედაქციის პირველწყაროს წარმოადგენს (. კილანავა, . დოლაქიძე).  ამ მკველვართა მიერ მოკლე რედაქციის ავტორის შესახებ გამოთქმული ვარაუდების თანახმად ეს შეიძლება იყოს ბასილი პროტოასიკრიტი (. დოლაქიძე), ან ილარიონის მოწაფე და თანამგზავრი ისაკი (. კილანავა).

რაც შეეხება მოკლე რედაქციის შექმნის თარიღს, ორივე მკვლევარი მის შექმნას ილარიონის გარდაცვალებიდან ახლო პერიოდში IX . II ნახევარში ათავსებს (. კილანავა, . დოლაქიძე).

ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ვრცელი რედაქცია უნდა შექმნილიყო მოკლე რედაქციის საფუძველზე X . პირველ ნახევარში, საბერძნეთის ერთ-ერთი ქართულ კოლონიაში (. დოლაქიძე)

2. თხზულების მეტაფრასული რედაქცია საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისის თანახმადდაწერილი უდნა იყოს XII საუკუნის დამდეგამდე, სავარაუდოდ XI -ის უკანასკნელ მეოთხედში. ამ რედაქციის ავტორისა და წყაროების შესახებ აგრეთვე განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული სამეცნიერო ლიტერატურაში. ერთი მოსაზრების თანახმად მეტაფრასული რედაქცია წარმოადგენს გარდაქმნა-გადაკეთებას ვრცელი რედაქციისა (. კეკელიძე). მეცნიერთა მეორე ნაწილი, რომელიც მოკლე რედაქციას მიიჩნევს ყველაზე ადრეულად, მეტაფრასული რედაქციის წყაროდაც მოკლე რედაქციას ასახელებს (. კილანავა, . დოლაქიძე). ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ მეტაფრასული რედაქცია ეფუძნებოდა როგორც მოკლე, ასევე ვრცელ რედაქციებს (. გაბიძაშვილი). რაც შეეხება ავტორს, სამეცნიერო ლიტერატურაში ამ რედაქციის ავტორად მიჩნეულია XI -ის მოღვაწე თეოფილე ხუცესმონაზონი (. კეკელიძე, . გაბიძაშვლი და სხვ.). ეს მოსაზრება ეფუძნება ერთ-ერთ ხელნაწერში შემონახულ ცნობას თეოფილეს ავტორობის შესახებ. თუმცა, გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ მეტაფრასული რედაქცია ჩამოყალიბებული შეიძლება იყოს იერუსალიმის მახლობლდ მდებარე რომელიმე მონასტერში (შესაძლოა ჯვრის მონასტერში) გარეჯის უდაბნოდან მოსული ერთ-ერთი მოღვაწის მიერ (. დოლაქიძე. ამ დასკვნამდე მკვლევარი მიდის დავით გარეჯელეის ცხოვრების რედაქციებისა და მეტაფრასული რედაქციის გარკვეული ფრაგმენტების, კერძოდ, გარეჯის უდაბნოში იალრიონის მოღვაწეობის ამსახველი პასაჟების შედარებითი ანალიზის საფუძველზე).

      3. ადრეული სვინაქსარული რედაქცია შემონახულია XII საუკუნისა და უფრო გვიანდელ ხელნაწერებში. საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრების თანახმად, ის შეგენილი უნდა იყოს XI . მიწურულს ან XII -ის დამდეგს (. კეკელიძე, . გაბიძაშვილი, . დოლაქიძე). თუმცა განსხვავებული მოსაზრებები არსებობს მისი წარმომავლობის შესახებ. ერთი მოსაზრების თანახმად, ეს რედაქცია შედგენილია ვრცელი და მეტაფრასული რედაქციების საფუძველზე (. კეკელიძე). მკველვართა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იგი შედგენილი უნდა იყოს ძირითადად `ცხოვრების~ Mმოკლე რედაქციის საფუძველზე, თუმცა იცნობს მეტაფრასულ და ვრცელ რედაქციებსაც (. გაბიძაშვილი, . დოლაქიძე). როგორც აღნიშნავენ, ამ რედაქციის შექმნაც ათონის ქართველთა მონასტერშია სავარაუდებელი, XII საუკუნის დამდეგს იგი უნდა შეეტანათ გიორგი ათონელის დიდ სვინაქსარში (. გაბიძაშვლი).

 

მეორე სვინაქსარული რედაქცია, რომელიც ერთიორად მოკლეა პირველზე, შემოინახა გვიანდელმა ლიტურგიკულმა კრებულებმა (XVII-XVIII სს.). როგორც ტექსტოლოგიური კვლევა ცხადყოფს, ეს რედაქცია არ უნდა  მომდინარეობდეს ძველი სვინაქსარული რედაქციდან ან მოკლე რედაქციდან. უფრო სავარაუდოა, რომ ის შედგენილი იყოს ვრცელი რედაქციის ან მეტაფრასული რედაქციის პერიფრაზის შედეგად. ამასთანავე, ეს რედაქცია შეიცავს რამდენიმე დეტალს, რომლებიც სხვა `ცხოვრებებში~ ან სრულიად არ არის, ან განსხვავებულია. (. გაბიძაშვილი).

 4. [საგალობლები] ილარიონის სახელზე დაწერილია აგრეთვე სამი დიდი ფორმის საგალობელი (კანონი). ერთის ავტორია XI . ათონელი მოვაწე ზოსიმე. საგალობელი მოღწეულია 2 ხელნაწერით - A 558 (ათონის 1074 წლის აღაპებიანი ხელნაწერი) და A 176 –1743 . სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია განსხვავებულოი მოსაზრებები ამ საგალობლის წყაროთა შესახებ. ერთი მოსაზრების თანახმად, ზოსიმეს საგალობელის შედგენისას უსარგებლია ვრცელი რედაქცით (. კეკელიძე), ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად ზოსიმეს საგალობელი შედგენლი უნდა იყოს ვრცელი და მეტაფრასული რედაქციების მიხედვით. სავარაუდოა, რომ ზოსიმე სარგებლობდა აგრეთვე ანონიმური საგალობელით. (. დოლაქიძე).

რაც შეეხება ამ საგალობლის დაწერი თარიღს, . კეკელიძე მას 1066-1074 წლებით ათარიღებდა. დოლაქიძე ავიწროვებს ამ ქრონოლოგიურ ჩარჩოებს და ზოსიმეს საგალობლის შექმნის თარიღად 1072-1074 წწ. ვარაუდობს.

მეორე საგალობელის ავტორი უცნობია. ის მოღწეულია მრავალი ხელნაწერით, რომელთაგან ყველაზე ადრეულია ლიტურგიკულ-ჰომნოგრაფიული კრებული ჟერ 71 (XI-XII სს.).

ამ საგალობლის შედარებამ  `ცხორების~ რედაქციებთან და ზოსიმეს საგალობელთან ცხადყო, რომ ეს საგალობელი განკერძოებით დგას ილარიონ ქართველის სახელზე შექმნილი ნაწარმოებების ციკლში. ის არ უდნა იცნობდეს `ცხოვრების~ ტექსტებს, დაწერილი უნდა იყოს მათ შექმნამდე და ზოსიმეს საგალობეზე ადრეული უნდა იყოს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს საგალობელი შექმნილი უნდა იყოს IX-X სს. სავარაუდოდ, ილარიონ ქართველის მოწაფის მიერ, ილარიონის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ რომელიმე მონასტერში (. დოლაქიძე)

მესამე საგალობელის ავტორია ანტონ კათალიკოსი (XVIII .). ეს საგალობელი შეტანილია ანტონის სადღესასწაულოში და არ შეიცავს რაიმე დამატებით მასალას ილარიონის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.

 გარდა ამისა, ილარიონ ქართველის სახელზე ნიკოლოზ თბილელს  (1672-1732) დაუწერია ხუთსტრიქოიანი იამბიკო, ცისკრის `აქებდითსა ზედა დასდებელთა~ უკანასკნელი მუხლი, რომელსაც `დიდებაÁ~ ეწოდება.

 4. [დათარიღება]. `ილარიონის ცხოვრების~ რედაქციები არაერთ ქრონოლოგიურ მინიშნებას შეიცავს (მითითებულია ბიზანტიის იმპერატორთა და კონსტანტინეპოლის პატრიაქრის სახელები, ილარიონის გარდაცვალების დღე, რიცხვი და ასაკი, მის მიერ ამა თუ იმ სავანეში გატარებული წლების რაოდენობა და . .), რომელთა საფუძველზე შესაძლებელია მეტ-ნაკლები სიზუსტით დათარიღდეს ილარიონის ცხოვრება და მოღვაწეობა, ასევე თხზულებაში აღწერილი ცალკეული მოვლენები. `ცხოვრებაში~ მითითებული ფაქტებისა და თარიღების შეჯერების საფუძველზე . კეკელიძე და . პეეტერსი ილარიონის ცხოვრებას 822-875 წლებში ათავსებენ. . დოლაქიძე გვთავაზობს ორ პარალელურ ქრონოლოგიას: ილარიონის გარდაცვალების თარიღი შესაძლებელია ყოფლიყო 869 ან 875 წელი, რადგან ეს ის ორი თარიღია, როდესაც ემთხვევა `ცხოვრებებში~ ილარიონის გარდაცვალების დღისათვის მითითებული ყველა მონაცემი (19 ნოემბერი, შაბათი, ბასილი მაკედონელის მეფობა და ეგნატე კონსტანტინეპოლელის პატრიარქობა). აქედან გამომდინარე, ილარიონი დაბადებული იქნებოდა 816 ან 822 წელი.

 

 

   wyaroebi da samecniero literatura:

1.  aTonis iveriis monastris 1074 w. xelnaweri  aRapebiT. m. janaSvilis gamocema, tfilisi, 1901, gv. 69-108 (vrceli redaqcia);

2.  Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, II, Tbilisi, 1967, gv. 9-97 (vrceli redaqcia);

3.  saqarTvelos samoTxe, gamocemuli gobron pavles Ze sabininis mier, peterburRi, 1882, gv.371-392 (metafrasuli redaqcia);

  1. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, III, Tbilisi, 1971, gv. 208-248 (metafrasuli redaqcia);  

  2. Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, I, Segenili sol. yubaneiSvilis mier, Tbilisi 1946, gv. 170-177 (mokle redaqcia, Q 762-is mixedviT);

  3. b. kilanava, qarTuli hagiografiis istoriidan. _ ivironi _ 1000. Tbilisi, 1983, gv. 154-165 (mokle redaqcia, xelnawer Ath 79-is mixedviT).

7.     Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tbilisi, 1968, gv. 356-358 (orive svinaqsaruli redaqcia).

  1. М. Сабинин, Полное жизнеописание святых грузинской церкви, II, СПб. 1872, gv. 105-125 (metafrasuli redaqcia, rusuli Targmani);

  2. P. Peters, Vita et mores sancti beatique patris nostri Hilarionis Hiberi, AB, t. XXXII, Bruxelles, 1913, gv. 243-269 (vrceli redaqcia, laTinuri targmani).

  3. Martin-Hisard, Bernardette, La pérégrination du moin Géorgien Hilarion au IX siecle, Bedi Kartlisa, XXXIX, Paris, 1981, 101-138 (vrceli redaqcia, franguli Targmani).

  4. dolaqiZe manana, `ilarion qarTvelis cxovrebis” Zveli redaqciebi, Tbilisi, 1974, gv. 37-57, 68-77; 249 (aqve ixileT ilarionis Sesaxeb arsebuli bibliografiis dawvrilebiTi mimoxilvac, gv. 5-10)

12.  kekeliZe, k., nawyveti qarTuli agiografiis istoriidan (cxovreba ilarion qarTvelisa), Tbilisis universitetis moambe, #1, 1918, gv. 39-67); igive: etiudebi Zv. qarTuli literaturis istoriidan, IV, 1957, gv. 134-158;

13.    kilanava, b., qarTuli agiografiis kimenur redaqciaTa atribuciisaTvis (sadisertacio naSromi), Tbilisi, 1973, (xelnaweri), gv. 143-184;

  1. kilanava b., avtori. "ilarion qarTvelis cxovrebis" redaqciaTa gen. sakiTxi (axladmopovebuli aTonuri xelnaweris Suqze).  Tsu Sr. 261, Tbilisi.  1986

  2. lolaSvili ivane, ilarion qarTvelis cxovrebaTa vrceli da mokle redaqciebis urTierTobisaTvis, kr. `Zv. qarT. mwerloba da rusTvelologiis sakiTxebi~. Tbilisi.  t. VII-VIII. 1976,  gv. 24-38;

  3. lominaZe, b., qarTuli feodaluri urTierTobis istoriidan, 1, Tbilisi, 1966, gv. 15, 39;

  4. menabde,  l., Zveli qarTuli mwerlobis kerebi, t. I, nakv. I, Tbilisi, 1962, gv. 280-281;

  5. javaxiSvili, iv., qarTveli eris istoria, wign. 2. Tbilisi, 1965, gv. 30; (= Txzulebani 12 tomad, t. II, Tbilisi, 1983)

  6. Джанашвили, М., Грузинские обители вне Грузии, Тифлис, 1899, gv. 19;

  7. Епископ Кирион, Культурная роль Иверии в Истории Руси, Тифлис, 1910, gv. 30-31;

  8. Х. Лопарев, Греческие жития VIII-IX веков, Византийский Временник, XVII, вып. 1-4, СПб, 1911, gv. 56-63

  9. Марр, Н., Агиографические материалы по грузинским рукописям Ивера, ч. I, СПб, 1900, gv. 83;

  10. Марр, Н., Исторический очерк грузингской церкви с древнейших времён. Церковные ведомости, №5, 1907, gv. 128;

  11. Рудаков, А., Очерки византийской культуры по данным греческой агиографии, Москва, 1917,  gv. 55;

  12. Цагарели, Ал., памятники грузинской старины в Святой земле и на Синае, СПб, 1888, gv. 38-41; 126.

  13. Г. Чубинашвили, Пещерные монастыри Давид-Гареджи,Очерк по истории исскуства Грузии, Тбилиси, 1948, стр. 38

  14. M. Brosset, Catalogue des livres georgiens tant imprimes que manuscrits, anciens et modernes. S-Pt., 1838, p. 141-142.

  15. Martin-Hisard, Bernardette, La pérégrination du moin Géorgien Hilarion au IX siecle, Bedi Kartlisa, XXXIX, Paris, 1981, 101-138.

  16. P. Peeters, S. Hilarion d’Iberie, Analecta Bollandiana, t. XXXII,  Bruxelles, 1913, gv. 236-243;

  17. P. Peeters, Les trefonds oriental de l’hagiographie byzantine, Bruxelles, 1950,  gv. 159-160;

  18. Peradze, Gr., Georgian influence on the cultures of the Balkan peoples. Georgica, A Journal of georgian and caucasian studies, vol. I, #2-3, October, London, 1936,p. 15.

  19. Vogt, Albert, Basile Ier empereur de Byzance  et la civilization byzantine à la fin du IXe siécle. Paris, 1908, p. 184, 295.

 

 

 

 

moamzada lela xoferiam

 

 

წმ. ილარიონ ქართველი

XVIII ს.–ის მინიატურა