მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ეზრა ანჩელი

 

X საუკუნის შუა ხანების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და ჰიმნოგრაფი.

 

 

 

მიქაელ მოდრეკილის კრებულში  შეტანილია ”დასდებელნი წმინდისა ეფთვიმე მოღუაწისანი”, რომლის ავტორია ეზრა და რომელიც არის 20 იანვრისათვის დადგენილი საგალობელი ეფტვიმე დიდის, პალესტინელისა.

”დასდებელნი” დიდი ფორმის პოეტური ნაწარმოებია, ესაა სრული კანონი, რომელიც სარგის ცაიშვილის დაყოფით, თერთმეტი მონაკვეთისაგან შედგება (”უფალო ღაღადყავსა” ”უგალობდითსა”, ”მოიხილესა” , ”განძლიერდასა”, უფალო გესმისა”, ”ღამითგანსა”, ”ღაღადყავსა”, ”კურთხეულ არსა”, ”კურთხევდითსა”, ”ადიდებდითსა”, ”აქებდითსა”). საგალობელი აკროსტიქულია - სტრიქონთა დასაწყისი პირველი ასოები ჰქმნის ტექსტს: ”ეზრა, ქრისტე, ადიდე საურმაგ და ძეი მისი მისგან, ამენ”. კ.კეკელიძის ვარაუდით, ეს საურმაგი და მირეანი, სხვა წყაროებით უცნობი მეათე საუკუნის ქარტველი დიდებულები, უნდა იყვნენ ამ საგალობლის შემკვეთეელნი.  მის მის ავტორს მიიჩნევენ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებში დასახელებულ ეზრა ანჩელ ეპისკოპოსად, რომელიც აქ მოიხსენიება და რომელც ”დიდებულთა დაფანჩულთა” შვილია. დაფანჩულები სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალური საგვარეულო იყო IX-X  საუკუნეებში. მაგალითად, ცნობილია, გაბრიელ დაფანჩული, რომელმაც დიდი დახმარება აღმოუჩინა გრიგოლ ხანცთელს სამონასტრო მშენებლობის საქმეში. მირეანი ამ დროს დაფანჩულთა საგვარეულო სახელი ჩანს, ამიტომაც, ეზრასთვის საგალობლის დამკვეთი მისი ნათესავი უნდა იყოს, დაფანჩულთა გვარიდან. გიორგი მერჩულის ცნობით, ეზრას დროს მოღვაწეობდა ”ძე დიდისა ადრნესე კურაპალატისა (899-923) ბაგრატ ერისთავთა ერისთავი (937-945), ძალითა ღმრთისაითა დიდი ხელმწიფე”. ამის მიხედვით, ეზრა ანჩელის ეპისკოპოსობა მეათე საუკუნის 30-40-იან წლებზე მოდის.

 

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.         პ. ინგოროყვა, თხზულებანი, ტ. 3, თბ. 1965

2.         კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ. 1980

3.         ძველი ქართული პოეზია მე-5 - მე-12 სს. ტომისეადგინა სარგის ცაიშვილმა, თბ. 1979

 

 

 

                                                                                                                   მოამზადა ვალერი სილოგავამ