მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

წმ. დავით და წმ. კონსტანტინე

 VIII .-ის საქართველოს ეკლესიის წმინდანები

 

                საქართველოში არაბთა მეორე ლაშქრობის დროს (737-741 წწ.) არაბების ჯარს მეთაურობდა სარდალი მურვანი, რომელსაც ქართველებმა სისასტიკისა და გულქვაობის გამო მეტსახელად ყრუ უწოდეს. ქართლის აოხრების შემდეგ არაბთა ლაშქარი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. აქ არაბებს ბრძოლით შეეგებნენ არგვეთის მთავრები, ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები.

პირველი შეტაკებისას ძმებმა დაამარცხეს მომხვდურები, მაგრამ როდესაც დამარცხებულთა დასახმარებლად არაბთა მთელი ლაშქარი დაიძრა, ქართველებმა ვერაფერი გააწყვეს რიცხობრივად ბევრად აღმატებულ მტერთან და დამარცხდნენ.

                არაბებმა დაატყვევეს ძმები და მურვან ყრუს მიჰგვარეს ისინი. არაბთა სარდალმა ბრძანა, ჯოხებით ეგვემათ და ეცემათ ქართველების მეთაურები. ძმები მოთმინებითა და ღვთის დიდების წარმოთქმით შეეგებნენ ამ სასჯელსამის შემდეგ მურვან ყრუმ ისლამის მიღება შესთავაზა ძმებს; თავდაპირველად მან ძმათაგან უფროსს, დავითს მიმართა ამ წინადადებით, შემდეგ კი უმცროსს, ჯერ კიდევ ყრმა კონსტანტინეს, მაგრამ ძმებმა მტკიცე უარი განაცხადეს ისლამის მიღებაზე.

                გააფთრებულმა მურვან ყრუმ ბრძანა, დაეტყვევებინათ ძმები და ათი დღის განმავლობაში არ მიეწოდებინათ მათთვის არც საჭმელი, არც სასმელი. ტყვეობის მეათე დღეს მურვან ყრუმ ძმებს სპარსი მოგვები და მისნები მიუგზავნა, რომლებიც ტკბილი სიტყვებითა და დიდძალი საბოძვრის შეპირებით აცთუნებდნენ არგვეთის მთავრებს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენარგვეთელი ძმების სულიერი სიმტკიცის შერყევა მათ ვერ შეძლეს ვერც მლიქვნელობით, ვერც სიმდიდრის ჩვენებით.

                გაწბილებულმა მურვან ყრუმ ბრძანა, სასტიკი წამებით მოეკლათ ძმები. სარდლის ბრძანების თანახმად, ძმები მიიყვანეს მდ. რიონის პირას, იქ, სადაც ტბის ნაპირას იდგა წმ. კოზმან და წმ. დამიანეს სახელობის ტაძარი. აქ ისინი გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და უწყალოდ სცემეს; შემდეგ ჩამოხსნეს და კისრებზე მძიმე ლოდები დაადეს. სიკვდილის წინ ძმებმა ხმამაღლა შეჰღაღადეს ზეცას და შესთხოვეს, რომ მათი სხეულების ნაწილებისათვის ყველა სენისა და უძლურების განმკურნავი ძალა მიენიჭებინა. ამის პასუხად ზეციდან გაისმა ხმა, რომელმაც ძმებს მათი სათხოვრის აღსრულებას შეპირდა.

                დავითისა და კონსტანტინეს უსულო გვამები არაბებმა ტბაში გადაყარეს და ზეციდან გაგონილი ხმისაგან შეშინებულებმა, სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა.

                იმავე ღამეს აღსრულდა სასწაულიტბას ზეციდან ჩამოსული სამი ნათლის სვეტი დაადგა და მთელი არემარე გაანათა; წმინდანთა გვამები გათავისუფლდნენ ლოდებისა და ბორკილებისაგან, ამოცურდნენ წლის ზედაპირზე  და ვარსკვლავებივით ანათებდნენ.

                ეს იხილა დავითისა და კონსტანტინეს  მსახურებმა, რომლებიც ტბის ნაპირას, ტყეში იყვნენ მიმალულნი. შემდეგ მათ ზეციდან შემოესმათ ხმა, რომელმაც უბრძანა მსახურებს, ამოეყვანათ წმინდანთა გვამები ტბიდან, წაესვენებინათ აღმოსავლეთისაკენ და დაეკრძალათ მათთვის სასურველ ადგილას.

                მსახურებმა შიშითა და ძრწოლით აიღეს წმინდანთა გვამები და გათენებისას მიადგნენ იმ ადგილს, რომელსაც წყალწითელას უწოდებდნენ. აქ გაშენებული ციხე-ქალაქი მურვან ყრუს თავდასხმის შედეგად აოხრებული და იავარქმნილი დახვდათ. აქ იდგა დანგრეული ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილში არსებული მღვიმე ხელუხლებლად იყო გადარჩენილიმსახურებმა სწორედ აქ დაკრძალეს მოწამეთა გვამები.

                დავითისა და კონსტანტინეს სამარე დაფარული იყო მანამდე, სანამ არ გამეფდა დიდი ბაგრატი (ბაგრატ III). ბაგრატის ბრძანებით, დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილების განსასვენებლად აიგო დიდებული ტაძარი, რომელსაც `მოწამეთა~ ეწოდება. მორწმუნეთა რწმენით, წმინდა მოწამეების, დავითისა და კონსტანტინეს წმ. ნაწილებს განმკურნავი ძალა აქვთ

                დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობის ამბავი ძველადვე ყოფილა აღწერილი. Aამ `ძველი~ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე შეიქმნა არგვეთის მთვართა მარტვილობის ახალი, მეტაფრასული რედაქცია, რომელიც, სავარაუდოდ, დაწერილია არაუადრეს XII საუკუნის I ნახევრისა (. კეკელიძე, . ყუბანეიშვილი). ამ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერი XIII საუკუნეშია შექმნილი. გარდა ამ თხზულებისა, ჩვენამდე მოღწეულია `დავით და კონსტანტინეს წამების~ ანტონ კათალიკოსისეული რედაქცია (1768-69) და 5 სხვადასხვა სვინაქსარული რედაქცია (XIII-XVIII სს.).

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

  1. saqarTvelos samoTxe, gamocemuli gobron pavles Ze sabininis mier, peterburRi, 1882, gv.323-330 (metafrasuli redaqcia);

  2. Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, I, Segenili sol. yubaneiSvilis mier, Tbilisi 1946, gv.233-240;

3.     Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, III, , Tbilisi, 1971, gv. 248-263; Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, VI, Tbilisi, 1980, gv. 154-169 (anton kaTaliskosis redaqcia);

4.  Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tbilisi, 1968, gv. 359-366; 154-160; 249-255.

  1. М. Сабинин, Полное жизнеописание святых грузинской церкви, I, СПб. 1871, gv. 154-165.

  2. kekeliZe korneli, Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, 1980, gv. 538-539;

  3. g. wereTeli, wmida mowameni daviT da kostantine, Jurn. "kvali", 1893, #45, 10-13, #46, 6-7;

 

moamzada Tina ceraZem