მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

აშოტ I “დიდი”, კურაპალატი

 VIII . II ნახ. _ 826 . ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი, ტაო-კლარჯეთის სამთავროს დამაარსებელი

 

 

 

                 აშოტ I ტაო-კლარჯეთის ტაო-კლარჯეთის სამთავროს, იმავექართველთა  საკურაპალატოსფუძემდებელია. ამ სამთავრომ შემდგომ, აშოტ კურაპალატის მემკვიდრეთა მეთაურობით, უდიდესი როლი შეასრულა ქართული მიწა-წყლის გაერთიანებაში და ქრისტიანული კულტურის ეროვნულ ჩარჩოებში განვითარებისათვის

      დინასტიურად აშოტი ბაგრატიონთა კლარჯულ შტოს ეკუთვნოდა. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უპირველეს პოზიციებს იკავებენ VI საუკუნის 70-იანი წლებიდან (ზოგიერთი მოსაზრებით, VI საუკუნის შუა ხანებში), როდესაც ირანის მიერ მეფობის გაუქმების შემდეგ, ქართლში ისევ აღსდგება ადგილობრივი ხელისუფლება ერისმთავრის ინსტიტუტის სახით. ქართლის ერისმთავართა ტახტზე სულ ცოტა, სამი თაობის ცვლის შემდეგ, (გუარამ I დიდი _ სტეფანოზ I _ ადარნასე I,) ერისმათავრობას ისევ ფარნავაზიანთა სახლი იბრუნებს. VIII საუკუნის ბოლოს უპირატესობა კვლავ ბაგრატიონთა სახლის ხელში ჩანს, რასაც ადასტურებს აშოტის  ქართლის ერისმთავრობა. საკუთრივ აშოტის კუთვნილება გუარამ კურაპალატის შთამომავლებისადმი კარგა ხანს საეჭვოდ იყო მიჩნეული, თუმცა ამას პირდაპირ მიუთითებს სუმბატ დავითის ძის საგვარეულო ქრონკა. როგორც ქართველი ასევე უცხოელი კავკასიოლოგები, XIII საუკუნის სომეხი მემატიანის, ვარდანის ცნობაზე დაყრდნობით, იზიარებდნენ თვალსაზრისს, რომ აშოტი იყო ძე VIII საუკუნის  II ნახევარში სომხეთიდან არაბთა მიერ გამოდევნილი ადარნასე ბაგრატუნისა. უკანასკნელ ხანს სინას მთაზე ახლად მიკვლეულმა ქართული ხელნაწერის მინაწერებმა დოკუმენტურად დაადასტურა აშოტის უშუალო წინაპრების წარმომავლობა  კლარჯულ შტოდან. სწორედ ამ შტოს წარმომადგენლებმა VI-VIII საუკუნეების განმავლობაში ვახტანგ გორგასლის შთამომავლებთან არაერთგზისი ქორწინებითი კავშირების შედეგად ძველი სამეფო დინასტიის მემკვიდრეობა და, როცა შესაბამისი პოლიტიკური პირობები გაჩნდა, “ქართველთა მეფისტიტული მიიღეს.

      იმ დროისათვის, როდესაც აშოტი ტაო-კლარჯეთში დამკვიდრდა, უკვე არსებობდა ბაგრატიონთა სამეფო პრეტენზიების იდეოლოგიური საფუძველი _ ძველი აღთქმისეული დავით წინასწარმეტყველიდან ბაგრატიონთა მომდინარეობის პოლიტიკური მითი, რომელსაც კარგად იცნობენმატიანე ქართლისაÁავტორი, გიორგი მერჩულე და სუმბატ დავითის ძე.

      VIII საუკუნის მიწურულს და IX საუკუნის დასაწყისში აშოტი ქართლის ერისმთავარია და არაბი ამირას, ალი შუაბის ძის სამსახურში იმყოფება, მაგრამ არაბთა ხელისუფლებასთან აშოტის თანამშრომლობა არ გამოდგა ხანგრძლივი. ქართლის ერისმთავარი ქართლის ცენტრალურ ნაწილებზე ცდილობს თავისი ხელისუფლების გავრცელებას, რის გამოც არაბი ამირასწყრომასიმსახურებს. IX საუკუნის დასაწყისში იგი იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა  და დაბრუნებულიყო კლარჯეთში, თავის სამკვიდრო მამულში.   აქ იგინებითა ბერძენთა მეფისაკურაპალატობას იღებს და სამთავროს ტერიტორიის შემომტკიცებას იწყებს.

      აშოტის აქ ჩასვლის დროისათვის ტაო-კლარჯეთის მხარე მურვან ყრუს შემოსევისაგან გავერანებული იყო, მოსახლეობა შეთხელებული ქალაქებსა და სოფლებში. აშოტმა რეზიდენციად არტანუჯი  აიჩია, აქ აღადგინა ციხე და მისქუეშეთქალაქი ააშენა. აქვე ააგო კარის ეკლესია და გაიჩინა სამარხი. აშოტისა და მისი მემკვიდრების დროს არტანუჯი კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ძლიერ და სახელგანთქმულ ქალაქად იქცა. აქ გადიოდა სავაჭრო გზა საქართველოდან ბიზანტიაში: სამშვილდე-ფარავანი, ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯი-ტრაპეზუნტი.       კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, “იქ მიდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა, არმენიის და სირიის ყველა ქვეყნიდან; და ამ საქონლიდან მას უამრავი ბაჟი შემოსდის. არტანუჯის მიწა-წყალი დიდი და ნაყოფიერია და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთის და მესხთა ქვეყნის გასაღებს.”

      ბიზანტიის მფარველობით, აშოტიგახელმწიფდამთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე. ამიერიდან ქართული სამეფო-სამთავროების  პოლიტიკური ცხოვრებაში ტაო-კლარჯეთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდატაო-კლარჯეთის პოლიტიკურ გაძლიერებას და ეკონომიკურ აღმავლობას თან სდევდა საეკლესიო ცხოვრების აღორძინება ბერმონაზვნური მოძრაობის სახით, რომელსაც სათავეში აშოტის უფროსი თანამედროვე, გრიგოლ ხანძთელი ედგა. ამ ორი დიდი მოღვაწის თანამშრომლობით  ტაო-კლარჯეთში არაერთი მონასტერი და ეკლესია აშენდა, რომლებიც მთელი საქართველოდან იზიდავდნენ სულიერი ცხოვრების გზაზე შემდგართ და მალე ქართული მწიგნობრობისა და განათლების განთქმულ კერებად გადაიქცნენ.

      VIII საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე ბაგრატ III-მდე საქართველოს ტერიტორია ოთხ მფლობელს ეჭირა: თბილისი, მისი მიდამოებით და ქართლის სამხრეთი ნაწილი, დღევანდელი ქვემო ქართლი, არაბი ამირას კუთვნილება იყო. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი კახთა მთავარს ეპყრა, დასავლეთი საქართველოს ჩრდილოეთი მხარე აფხაზთა მეფეს ეკუთვნოდა, სამხრეთი კი, IX საუკუნის დასაწყისიდან, აშოტ კურაპალატსა და მის შთამომავლებს. სამთავროთა ურთიერბრძოლის სამიზნე შიდა ქართლი იყო.

IX საუკუნის დასაწყისში კახეთის მთავარმა გრიგოლმა ქართლის ერთი ნაწილი, ქსნის ხეობა და მის დასავლეთით მდებარე დანარჩენი შიდა ქართლი დაიპყრო. გრიგოლის საბრძანებლის ასეთი გაფართოება ეწინააღმდეგებოდა აშოტ კურაპალატის და მისი მაშინდელი მოკავშირის, აფხაზთა მეფის თეოდოსის (791-818 წწ.) ინტერესებს. “მატიანე ქართლისაÁცნობითგამოილაშქრა აშოტ კურაპალატმა და უშველა თეოდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორის ლეონისამან, რომელი იგი იყო სიძე აშოტ კურაპალატისა... გრიგოლს უშველეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილისისამან.... შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ, გააქციეს მთავარი კახეთისა და დააყრევინეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსანამდის”. (აშოტ კურაპალატის მემკვიდრეებს  შიდა ქართლი არაბებმა წაართვეს).

      826 წლის დასაწყისში, როდესაც აშოტი არაბთა წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლისათვის ემზადებოდა, იგი ვერაგულად მოკლეს (“მატიანე ქართლისაÁმიხედვით, გარდაბანს, სუმბატ დავითის ძის მიხედვით,ნიგალის ხევში). 

      მოკლული კურაპალატის მცირეწლოვანი შვილები სარკინოზებმა იმდენად შეავიწროვეს, რომ არა თუ ქართლი წაართვეს, შავშეთ-კლარჯეთიც დაისაკუთრეს. საბოლოოდ აშოტის სამივე შვილს იმდენად შეუმცირდა სამფლობელო, რომ მათხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს... ნაქონები იგი მამისა მათისა”. როცა აშოტის შვილები წამოიზარდნენ, ბიზანტიის კეისარმა შუათანა ძმას ბაგრატს კურაპალატობა უწყალობა. ხოლოძმანი მისნი ყოველნი და დიდებულნი Âელმწიფენი ადარნასე უხუცÀსი, და გუარამ მრწემი, მშუვალესა მას ძმისა მორჩილ ექმნეს საღმრთოÁსა ძმობისა სიყუარულითა” (“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”), შემდეგში კი მათ თანდათანობით დაიბრუნეს მამის სამფლობელო.

      აშოტ ბაგრატიონმა საკმაოდ ძლიერი და ვრცელი სამთავრო შექმნა. მას დიდად აფასებდნენ მისი მემკვიდრეები და ანგარიშს უწევდნენ მისი თანამედროვე თუ უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები.

      გიორგი მერჩულესგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშისაყურადღებო ცნობებია შემონახული აშოტ კურაპალატის აღმშენებლობითი საქმიანობის, ოჯახის, თვით ინტიმური ცხოვრების შესახებ.

      აშოტის შთამომავლებს შორის სამთავრო ორ უმთავრეს შტოს შორის განაწილდა: “კლარჯნი ხელმწიფენიდა დატაოელნი მეფენი”. IX საუკუნის დასასრულს ეს უკანასკნელნიA აცოცხლებენ, როგორც ჩანს, ქართლის მეფეთა ძველი ტიტულატურას _ “ქართველთაA მეფე”.

 

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. “matiane qarTlisaÁ”, “qarTlis cxovreba”. t I. s. yauxCiSvilis gamocema. Tb. 1955.

  2. sumbat daviTis Ze. cxovreba da uwyeba bagratonianTa. “qarTlis cxovreba”. tI s. yauxCiSvilis gamocema. Tb. 1955.

  3. giorgi merCule. grigol xanZTelis cxovreba. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi. w.I, Tb. 1963.

  4. iv. javaxiSvili. qarTveli eris istoria. Txzulebani Tormet tomad. tomi II. Tb. 1983.

  5. e. TayaiSvili, sumbat daviTis Zis qronika tao-klarjeTis bagrationTa Sesaxeb, masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, Tbilisi, 1949.

  6. Ш. А. Месхиа. Города и городской строй феодальной Грузии. Тб. 1959 г.

  7. . ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. თბ. 1959 .

  8. . კეკელიძე აშოტ დიდი კურაპალატის ქრონოლოგიისათვის. ეტიუდები ძველი  ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. . 8. თბ. 1962 .

  9. Cyril Toumanoff. Studies in Christian Caucasian History. Georgetoun University Press. 1963.

  10. . ბადრიძე. ქართველთა  სამეფოს პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან. თსუ შროემბი. 113. თბ. 1965.

  11. . ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX-X ss.). თბ. 1963 .

  12. m. lorTqifaniZe, tao-klarjeTi, saqarTvelos istoriis narkvevebi. t. II. Tbilisi. 1973 w.gv. 445-470.

  13. z.aleqsiZe, qarTlSi bagrationTa dinastiis pirveli gamoCena, kr. bagrationebi,Tbilisi, 2003.

  14. m. surgulaZe, bagrationTaA warmoSobis bibliuri legenda, klio 22, saistorio almanaxi, Tbilisi, 2004.

 

 

moamzada elene cagareiSvilma