მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

Aარსენ მანგლელი

 XIII საუკუნის შუა ხანების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი და გავლენიანი პირი

 

 

     არსენ მანგლელის სახელს უკავშირდება ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი 23 სტრიქონად, თეთრი წყოროს რაიონის სოფელ აბელიის ეკლესიის სამხრეთი კედლის სამ დიდ ქვაზე. ეს ეკლესია მას აუშენებია საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს დიდი @ჭირითა და რუდუნებით”. წარწერის ტექსტი ასეთია: @ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფენი ჩუენნი _ დავით და დავით, დედოფალი თამარ-ხათუნ და ძე მათი გიორგი, რომელთა წყალობითა ღირს ვიქმენ აღშენებად ეკლესიისა ამის, სამლოცველოდ მეფობისა მათისა, მე, გლახაკი არსენ მშâდაáსძე, მანგლელი მთავარეპისკოპოსი. და საãსენებლად ცოდვილსა სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ანელაáსა და მშობელთა და ძმათა და ყოველთა მიცვალებულთა ჩუენთათâ; გარწმუნოს ღმერთმან.

     ვინცა ჰნახოთ ჭირით და რუდუნებით ნამუშაკევი ჩუენი, შენდობაá ბრძანეთ, რაáთა ღმერთმან თქუენცა მოგანიჭოს სასყიდელი შრომათაá აქა და საუკუნესა, ამინ.

     მას ჟამსა ãელ-ვყავ შენებად, ოდეს თათართა დაეპყრა ესე სამეფო და ყოველი ქუეყანაá. ძალით და შრომით შეემართებოდა ჩემებრ გლახაკისა და არაá მქონებლისაგან, გარნა პატრონთა წყალობითა ãელვყავ.

     და ვისიცა რა სხâსა სალოცავი წაგებულა ამისსა შენებასა, მასცა ღმერთმან სასუფეველი მიანიჭოს და მაშენებელთაც და რაáცა ვინ მოáჭირვა, ყოველთა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ”.

     წარწერიდან ჩანს რომ არსენი გვარად მშვიდაისძე ყოფილა, ხოლო წოდებით მთავარეპისკოპოსი. აბელიის წარწერის ტექსტის დასაწყისში მოხსენიებულნი არიან საქართველოს მეფეები დავით VI ნარინი (1245-1293) და დავით VII ულუ (1247-1270), რომლებიც 1247-59 წლებში თანამეფობდნენ წარწერაც ამ დროს უნდა იყოს შესრულებული, რადგან ტექსტში მათი თანამეფობაა ასახული. გარდა მეფეებისა, იხსენიებიან, აგრეთვე, სამეფო ოჯახის სხვა წევრებიდედოფალი თამარ-ხათუნი რომელიც დავით ულუს პირველი მეუღლე იყო და მათი ძე, 1268 წელს გარდაცვლილი ბატონიშვილი გიორგი.

     წარწერის ტექსტში დასახელებული @თათრებიმონღოლები არიან. წარწერიდან კარგად ჩანს მონღოლთა ბატონობის დროინდელი ეკონომიკური სიდუხჭირეც.

     არსენ მანგლელს ხელი ჩაურთავს საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროინდელი გამგებლის, გრიგოლ სურამელის დაწერილისათვის, რომელიც მან გასცა შიომღვიმის მონასტრისადმი. ამ საბუთით გრიგოლ სურამელი შიომღვიმის მონასტერს უმტკიცებს მისი ქონების ნაწილს, მათ შორის, ისეთ უძველეს სამფლობელოებს, როგორიც იყო გავაზელთა სოფელი და კოტმანი ნაყიდი მონასტრის მიერ ფავნელთაგან.

     საინტერსოა, რომ ამ საბუთში გრიგოლ სურამელი აღნიშნავს მონღოლებთან ერთად სალაშქროდ მეოთხედ გამგზავრების შესახებ - @აწ გულმოდგინებით ვწერ წამავალი მეოთხედ წარმართთა თათართა შიგან ქრისტეს რჯულისა და ერისა და ეკლესიისა დაცუისათუის”.

    ამ საბუთს ახლავს იმდროინდელი საქართველოს უმაღლესი საერო და სასულიერო მოხელეების ხელთრვები, რომელთა შორისაა არსენ მანგლელის ხელთრვაც:

    არჩილს . ესე, ვითა ერისთავთერისთავსა, ქართლის ერისთავსა გრიგოლს, თავისა ãელითა დაუწერია და მღუიმისათუის, და მუნ შინა დამკუიდრებულთა მამათა წმიდათათუის, მისი ნასყიდი სოფელი გავაზელნი უსამართლოისა ãელისუფალთა ზედდადებულისა ბეგრისა და შესავლობისაგან  გაუთავისუფლებიან კოტმნისავე თანა, და წმიდათა მეუფეთა, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზსა არსენის, და ქართლისა მთავარებისკოპოზი გიორგის, უჯუარობითა და კანონითა დაუმტკიცებია, მეცა, უნდოი არსენიც მანგლელი ჩემითა ãელითა ვამტკიცებ.

      დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხეს და ყოველი მისგან ქნილი მტკიცე ქმნას!”

არსენ მანგლელის ეს ხელრთულობა საინტერესო და მნიშვნელოვანია იმით, რომ კრულობით ნაწილში იგი იმოწმებს ხუთ პატრიარქს, -თა შორის იგულისხმება  ქართლისა კათალიკოს-პატრიარქი კონსტანტინოპოლის, იერუასლიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის პატრიარქებთან ერთად.

   გარდა ამისა, არსენ მანგლელის ეს ხელრთურობა, შესრულებული დახვეწილი კალიგრაფიული ხელით, XIII საუკუნის ქართული მხედრული დამწერლობის შესანიშნავი ნიმუშია.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. gomelauri i.,xuroTmoZRvruli Zegli sofel abeliaSi. - macne, 1968 #1;

  2. oTxmezuri g. XII _ XIII ss. mijnis qarTuli lapidaruli warwerebi rogorc saistorio wyaro, Tb., 1981;

  3. asaTiani n.,WiWinaZe  i., algeTi, Tb., 1985.

  4. silogava v.,  qvemo qarTlis warwerebi (mokle mimoxilva). _ kr.: dmanisi, II Tb., 2000;

  5. qarTuli istoriuli sabuTebis korpusi, I, qarTuli istoriuli sabuTebi, IX_XIII ss., Seadgines da gamosacemad moamzades: T. enuqiZem, v. silogavam, n. SoSiaSvilma, Tb., 1984.                                                       

 

 

moamzada valeri silogavam