მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

არსენ დიდი

საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 25 სექტემბერი. მცხეთის კათალიკოსი (860-887).

 

 

 

 

             ცნობები არსენზე მეტისმეტად მწირია. იგი მოხსენიებულიამოქცევაი ქარტლისაის ქრონიკაში ძირითადი წყაროაგრიგოლ ხანცთელის ცხოვრება”. არსენი იყო სამცხის დიდი აზნაურის, მირიანის უმცროსი ვაჟი. 6 წლის ასაკში იგი გრიგოლის პირველმა თანამოაზრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ, დაიმოწაფეს და გრიგოლის ნებართვით ხანძთაში აღზარდეს. აქ მან შესაფერისი განათლება მიიღო. დაახლ. 860 წელს მირიან აზმნაურის დიდი მცდელობით არსენი კათალიკოსად აკურთხეს. ამ ამბავმა ქართლის კათალიკოსთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან არსენის კათალიკოსად კურთხევა მათი თანხმობის გარეშემძლავრებითმოხდა. აშოტ I კურაპალატის უმცროსმა  ძემ ჯავახეთის მფლობელმა გუარამ მამფალმა, რომელიც უკმაყოფილო იყო მირიან აზნაურით, გაიზიარა ქართლის კათალიკოსთა გულისწყრომა და არსენის გადასაყენებლად ჯავახეთში საეკლესიო კრება მოიწვია. მართალია, კრება მოწადინებული იყო არსენისათვის ჩამოერთმია უმაღლესი საეკლესიო თანამდებობა, მაგრამ საქმეში ჩაერია გრიგოლ ხანცთელი, რომელმაც არსენის მხარე დაიჭირა. გრიგოლის დიდმა ავტორიტეტმა გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია სხვა ეპიკოპოსებზეც. არსენი ისევ კათალიკოსი დარჩა.

      არსენმა თავისი მოღვაწეობითდიდის ეპითეტი და მცხეთისადაუჭნობელი გვირგვინის ზედწოდება დაიმსახურა (“გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება”), თუმცა მისი საქმიანობის შესახებ ცნობები არ შემონახულა. არსენს მიეწერება ასურელ მამათა ერთ-ერთი წარმომადგენლის, აბიბოს ნეკრესელისწამების უძველესი ვერსია.

      არსენს აიგივებდნენ არსენ საფარელთან, ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილების შესახებ პოლემიკური თხზულების ავტორთან. დღეისთვის ეს ვარაუდი უარყოფილია

 

 

                 წყარო და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება/ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები I, 1963, . 1. 248-319.

2.     .კეკელიძე, არსენ  დიდი საფარელი/ ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1960, .1. 119-125.

3.     საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007, გვ. 99-100.

 

 

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ