მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალექსანდრე ერეკლეს ძე (1770-1844)
ერეკლე II-ის ძე, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი.

 

 

               ალექსანდე ბატონიშვილი ჯერ კიდევ 19-20 წლის ასაკში  ერეკლე მეფის მხარდამხარ მრავალ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. აღამაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ ერეკლემ მას  თბილისის აღდგენითი სამუშაოების  ხელმძღვანელობა დაავალა. ალექსანდრე ემხრობოდა მამის პოლიტიკურ პლატფორმას რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ იმ იმედგაცრუებამ, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთის პოლიტიკამ მოუტანა, ალექსანდრე ბატონიშვილს უბიძგა ქართველ პოლიტიკოსთა ნაცადი ხერხისათვის მიემართა _ საქართველოს ძველი მტერი ახალი მტრისათვის დაეპირისპირებინა და საერთაშორისო ვითარების მიხედვით ემოქმედა.

      მძიმედ დაავადებული გიორგი XII-ის მეფობის ორი წელი იყო წლები შიდა დინასტიური შფოთისა, რომელსაც დარეჯან დედოფალი აღვივებდა. ალექსანდრე ბატონიშვილი განუდგა გიორგი მეფეს უპირველესად რუსთა გადამეტებული ერთგულებისა და მემკვიდრეობის საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის გამო. 1800 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილმა საქართველო დატოვა და რუსების წინააღმდეგ ომარ-ხან ავარიელს დაუკავშირდა. ამის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გამართულ საბრძოლო სცენაზე დიდხანს იტრიალებს ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი. 1803 წელს ალექსანდრე ბატონიშვილი და მასთან სწორედ ამ დროს ჩასული თეიმურაზ ბატონიშვილი ჭარ-ბელაქანში იყვნენ, როდესაც რუსებმა ლეკების მრავალრიცხოვანი ჯარი დაამარცხეს. ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილები თავრიზში გაიქცნენ. აქედან ისინი თეირანში ჩავიდნენ, სადაც ბაბა-ხანის (=ფათალი-შაჰი) მაღალი ყურადღება დაიმსახურეს და დახმარების იმედიც მიიღეს.

      ამასობაში პავლე ციციანოვი ამიერკავკასიის სახანოებს ზედიზედ იპყრობდა. ირანის შაჰმა საშიშროება იგრძნო და ომის სამზადისს შეუდგა. სანამ ირანელთაA ჯარი საქართველოში შემოვიდოდა, ციციანოვმა ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. შაჰმა ერევნის ხანის დასახმარებლად ჯარი გაგზავნამას თან გაჰყვა ალექსანდრე ბატონიშვილი. მისმა იქ ყოფნამ არამცირედი როლი შეასრულა ციციანოვის დამარცხებაში. ამ დროს საქართველოში მთიულეთი იყო აჯანყებული. ერევანთან ხელმოცარული ციციანოვი საქართველოში დაბრუნდა და აჯანყების საქმესმიხედა”.

      1803 წლიდან მოყოლებული, ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სპარსეთის შაჰის მიერ მოწყობილ თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში, რომელთა მიზანი იყო ირანის გავლენის აღდგენა ამ მხარეში. ასეთ დროს  ალექსანდრე ბატონიშვილი ცდილობდა სამშობლოშიც და სხვაგანც, კავკასიის ხალხებში, სახალხო აჯანყებები გამოეწვია, რისთვისაც მისი წარგზავნილები დაუღალავად მუშაობდნენ _ დადიოდნენ სოფელ-სოფელ და ხალხში წერილობით თუ ზეპირ მოწოდებებს ავრცელებდნენ. “ერეკლეს ძესყველგან იცნობდნენ, მათ შორის კავკასიის მთიელებშიც და  მისი ბრძოლის ლეგიტიმურობასაც ყველა აღიარებდა, მაგრამ ყოველთვის როდი ეხმაურებოდნენ მის მოწოდებებსმიზეზი ამისა უთუოდ იყო ქართველი ხალხის გადაულახავი და სრულიად სამართლიანი სიძულვილი თავისი ისტორიული მტრებისადმი. ყველას კარგად ახსოვდა უახლოესი წარსულიდან, რას უქადდნენ საქართველოს სპარსელები, თურქები თუ ლეკები.

      რუსეთის მთავრობა კი მთელი კავკასიის დაპყრობას გეგმავდა, მაგრამ ამისათვის მას საქართველოში გადმოსროლილი საკუთრი საჯარისო ნაწილები არ ჰყოფნიდა და მოხერხებულად იყენებდა ქართველების განწყობილებას აგრესიული მეზობლებისადმი. ამიტომ იყო, რომ რუსეთის ომებში ირან-ოსმალეთთან ქართველები თავს არ ზოგავდნენ. მაგ. ჭარის ბრძოლაში რუსებთან ერთად 4500 ქართველი იბრძოდა თავდადებით.

      ალექსანდრე ბატონიშვილს, ერეკლე მეფის ძესყველაზე უკეთ ესმოდა თავისი მდგომარეობის ორმაგი ბუნება და სირთულე. იგი მზად იყო სამშობლოში დაბრუნებულიყო, თუკი რუსეთის ხელისუფლება უკან დაიხევდა და ქართლ-კახეთის სამეფოს თუნდაც შეზღუდულ სუვერენულ უფლებებს შეუნარჩუნებდა.

      1806 წელს რუსეთ-ირანის ომში ირანელი უფლისწული აბას-მირზა ყარაბაღში იბრძოდა, ალექსანდრე ბატონიშვილი კი 700 სპარსელით შამშადილოში შეიჭრა. აქედან ყაზახის მოურავის საშუალებით, რომელიც მას საქართველოში დაბრუნებას ურჩევდა, მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთის ხელისუფლებასთან. ალექსანდრე ბატონიშვილი მოითხოვდა: მისი მხლებელი ქართველების ხელშეუხებლობას, მის არგასახლებას საქართველოდან და რუსეთის იმპერატორთან უშუალო, მოხელე-შუამავლების გარეშე მიმართვის უფლების დატოვებას. არცერთი ეს პირობა რუსეთის მთავრობამ არ მიიღო.

      ალექსანდრე ბატონიშვილი კარგად იყო გარკვეული საერთაშორისო პოლიტიკაში. იგი ხედავდა, რომ  საქართველოსათვის  პოლიტიკური კონტექსტი გაფართოვდა, რადგან მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ იგი ევროპის დიდი ქვეყნების ყურადღების ორბიტაში მოაქცია. იმჟამად საქართველოს ბედი არა მხოლოდ პეტერბურგსა და ირანში, არამედ საფრანგეთსა და ინგლისში შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. ირანის დედაქალაქში, სადაც დასტობით იგზავნებოდნენ ჯერ ფრანგი (1809 წლამდე),

შემდეგ ინგლისელი დიპლომატები, სამხედრო ინსტრუქტორები თუ იარაღის მწარმოებლები, ალექსანდრე ბატონიშვილს საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა ევროპაში იმ დროს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების უაღრესად დინამიური განვითარებისათვის. იგი, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, მოელოდა თავისი ქვეყნის გადასარჩენად ხელსაყრელი მომენტის დადგომას. ასეთი მოჩვენებითადსაიმედომომენტი კი რამდენჯერმე მართლაც დადგა. საერთაშორისო ძალთა დაპირისპირება: ერთი მხრივ, საფრანგეთი-ოსმალეთი-ირანი, მეორე მხრივ, ინგლისი-რუსეთი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთ იმედს აძლევდა, რომ რუსეთი იძულებული გახდებოდა კავკასია დაეტოვებინა

      იმ დროს, როდესაც რუსეთი ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპის კოალიციურ ომში იყო ჩაბმული, საფრანგეთის ჩაგონებით ირანმა (1805 წელს) და ოსმალეთმა (1806 წელს) მას ომი გამოუცხადეს. რუსეთისათვის სამძიმო იყო რამდენიმე ფრონტზე საომარი მოქმედებების წარმოება, მაგრამ პოზიციები არ დაუთმია _ ოსმალეთს მან აქტიური საბრძოლო მოქმედებებით უპასუხა, რის დროსაც უხვად იყენებდა ქართველი ხალხის საბრძოლო ენერგიასხოლო ირანთან თავდაცვითი ტაქტიკა არჩია და თან დაზავებას ითხოვდა. ირანი განგებ აჭიანურებდა ზავს, მაგრამ ეს პერიოდი მაინც ვერ გამოიყენა თავის სასარგებლოდ. რუსეთის არმიასთან ირანი თუ მასზე დამოკიდებული სახანოები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ. ქართველი ბატონიშვილისათვის ამ ომების მთავარი გაკვეთილი ის იყო, რომ იმჟამინდელი ირან-ოსმალეთის  ვერც საბრძოლო ტაქტიკა, ვერც საბრძოლო აღჭურვილობა და ვერც სამხედრო დისციპლინა ვერ უტოლდებოდა რუსეთისას. ამიტომ რუსეთი, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა გადამწყვეტ ბრძოლებს იგებდა.

      1807 წელს ტილზიტის ზავის შედეგად რუსეთი და საფრანგეთი ურთიერთმოკავშირენი გახდნენ, ამან  კავკასიაში რუსეთისათვის სასიკეთოდ შეცვალა პოლიტიკური მდგომარეობა. 1807 წელს ოსმალეთმა დროებით შეწყვიტა რუსეთთან საომარი მოქმედებები, ხოლო საფრანგეთმა _ რუსეთის წინააღმდეგ ირანის დახმარება. რუსეთმა კი ირანისათვის მოიცალა და შეტევაზე გადავიდა. 1809 წელს რუსეთთანდამეგობრებულისაფრანგეთი ირანში ინგლისმა შეცვალა. რუსეთის წინააღმდეგ იმჟამინდელ ომში ინგლისი აწვდიდა  ირანს იარღსა და ფულს. ინგლისასავე კარნახით, ამავე წელს რუსეთის წინააღმდეგ საუკუნოვანი მტრები _ ირანი და ოსმალეთი გაერთიანდნენ. ამ წელს ისევ განახლდა ოსმალეთ-რუსეთის ომი. თავის მხრივ, ირანი რუსეთს მთელი კავკასიის დაცლას სთხოვდა.

      ირან-ოსმალეთის სამხედრო-სტრატეგიულმა კავშირმა საქართველოს რუსთაგან განთავისუფლებისათვის კვლავ გამოაჩინა პერსპექტივა.  1810 წელს ალექსანდრე ბატონიშვილი ერევნის ხან ჰუსეინ-ყულისთან ერთად ჯავახეთის სოფელ კოთელიაში იდგა 10000 კაციანი ჯარით. აქ მოვიდა ტორმასოვის ტყვეობიდან თავდაღწეული სოლომონ II-. ამის შემდეგ იმერეთში ხელიდან ხელში გადადიოდა სოლომონის, ალექსანდრე ბატონიშვილის და შერიფ-ფაშას წერილები, რომლებშიც საბრძოლო მოწოდება გაისმოდა.

      მაგრამ შერიფ-ფაშა შეაფერხა ქობულეთის ფაშასთან ჩვეულმა შინა ფეოდალურმა შუღლმა. ამასობაში გენერალმა პაულიჩმა რუს-ქართველთა 1500 კაციანი ჯარით ჰუსეინ-ყულის ღამით თავდასხმა მოუწყო და სპარსელები გააქცია. ალექსანდრე ბატონიშვილი ძლივს გადაურჩა დატყვევებას. ირან-ოსმალეთის ამ დამარცხებამ აჯანყებულ სოლომონ II- გარედან დახმარების უკანასკნელი იმედი გადაუწყვიტა.

      საქართველოში მდგარი რუსეთის არმიის შენახვის მთელი სიმძიმე ქართველ გლეხობას დააწვარუსული საეგზეკუციო ჯარები კაპიტან-ისპრავნიკების მეთაურობით ხალს უკანასკნელ სარჩო-საბადებელს ართმევდნენ  და სანიმუშო სისასტიკით ეპყრობოდნენ. 1812 წელს კახეთში აჯანყებამ იფეთქა. იგი სტიქიურად დაიწყო  ახმეტაში და ელვის სისწრაფით მოედო მთელ კახეთს. აჯანყებულთა რიგებში იყვნენ თავადებიც, გლეხებიც, თვით სამღვდელოება. მეამბოხეებმა რამდენიმე დღეში აიღეს თელავი, სიღნაღიკახეთის ყველა ციხე, საცა კი რუსული რაზმები იდგნენ. კახელებს ქართლიდანაც ბევრი მოხალისე უერთდებოდა.

      ადგილობრივი რუსული სარდლობაც არ აღმოჩნდა გულხელდაკრეფილი და, აჯანყება რომ არ განვითარებულიყო, გზები გადაკეტა და ცალ-ცალკე ჯგუფებს დაერია. რაც მთავარია, აჯანყებულთაგან სამხედრო გზა გაათავისუფლეს და კავკავიდან მაშველი ჯარი ჩამოიყვანეს.

       მეამბოხეებს ყველაზე ძლიერი პოზიციები ხაშმის ახლო, სამებასთან ეჭირათ. პაულიჩმა ჯერ დაყვავებით სცადა მათი დამორჩილება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მთავრობას ხალხში ნდობა სრულიად ჰქონდა დაკარგული. ამის შემდეგ აჯანყებულებზე რეგულარული ჯარი მიუშვეს და სასტიკად დაარბიეს. ამას რასაკვირველია, შემდეგ სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. ასეჩამოიარაპაულიჩმა აჯანყებულთა სხვა კერებიც და ყველგან მსგავსიწესრიგიდაამყარა. 6 მარტს პაულიჩმა გამოაცხადა, რომ აჯანყება ჩახშობილი იყო, მაგრამ აჯანყება მომდევნო თვეებშიც გრძელდებოდა და მან აშკარა ეროვნულ-განამანთავისუფლებელი ბრძოლის შინაარსი შეიძინა. ამან აიძულა მთავრობა ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო და თავისი მოხელეებისადმი ძალადობა აეკრძალა.

      იმ დროს, როდესაც კახეთში აჯანყების ალი ენთო, ალექსანდრე ბატონიშვილი ერთად მოქმედებდა. აბას-მირზასთან ჯარით ყარაბაღში შეიჭრა და იქ მდგარი რუსული ბატლიონი დაატყვევა. პაულიჩმა ყარაბაღში ახალი ბატალიონი გაგზავნა, რომელმაც აიძულა აბას-მირზა უკან გაბრუნებულიყო.

გაზაფხულზე აჯანყებულებმა მოციქულები გაუგზავნეს ალექსანდრე ბატონიშვილს და სამშობლოში მოიწვიეს. ბატონიშვილმაც არ დააყოვნა _ მან მოწოდებები დაგზავნა მთელ საქართველოში _ მთასა და ბარში, ხალხს საბრძოლველად მოუწოდებდა და გამარჯვების რწნენას უნერგავდა.

      1812 წლის მაისში რუსეთ-ოსმალეთს შორის ზავი დაიდო, რის საფუძველზეც მხარეთა შორის საომარი მოქმედებები შეწყდა. სხვა დათმობათა შორის რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა ჯავახეთსა და ფოთს. ირანთან საზავო მოლაპარაკებები კი ჭიანურდებოდა. ზაფხულში რუსეთში ნაპოლეონის არმია შევიდა, დაიწყო დიდი სამამულო ომი. ამ ომის შედეგებზე იყო დამოკიდებული რუსეთის მომავალი კავკასიაშიც. სწორედ  ამ დროს საქართველოში ხალხი მღელვარებით მოელოდა ალექსანდრე ბატონიშვილის ჩამოსვლას.

      ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში 1812 წლის სექტემბერში 100 კაციანი რაზმით ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა ქართველი ხალხის სრულიად კანონიერ ბრძოლას სახელმწიფოებრივობის აღდგენისათვისთიანეთში მდგარ ბატონიშვილს უამრავი ხალხი მიუვიდა ქართლიდან, კახეთიდან, მთის კუთხეებიდან. ალექსანდრე ბატონიშვილმა თავიდანვე ყველასათვის მკაფიო და გასაგები საბრძოლო ამოცანა დასახა: სამხედრო გზის ჩაკეტვა, კახეთის შემომტკიცება და ქართლის აჯანყება. ამას უნდა მოჰყოლოდა ირანიდან დამხმარე ჯარის შემოსვლა. თუ რუსეთის მთავრობა დათანხმდებოდა სამეფოს აღდგენას, მაშინ საქმე მშვიდობიანად მოგვარდებოდა

      სამხედრო საქმეში გაწაფულმა ბატონიშვილმა  საბრძოლო  რაზმები სამ ნაწილად დაჰყო და თვითეულს სტრატეგულად მნიშვნელოვანი გზის ჩაკეტვა დაავალა, რათა რუსულ ნაწილებს ჩრდილოეთიდან შევსების მიღების და გადადგილების საშუალება არ ჰქონოდათ

      კავკასიის იმდროინდელმა მთავარსარდალმა რტიშჩევმა საქართველოში მყოფი მთელი ძალების მობილიზაცია გამოაცხადა, კავკასიის ლინიიდან ბატალიონები დაიბარა და ყოვლად უპერსპექტივო და სამარცხვინო განცხადება გამოაქვეყნა _ ალექსანდრე ბატონიშვილის მკვლელობაზე 2 ათასი ჩერვონეცი დააწესა.

      სამთავრობო რეგულარულ ჯარს თავისი სამხედრო წყობით და  არტილერიით ალექსანდრე ბატონიშვილი, რა თქმა უნდა, პირისპირ ვერ შეებმებოდა და ამიტომ, დახმარების მიღებამდე, გამოცდილმა მებრძოლმა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკა არჩია. აჯანყებულებმა კახეთში მრავალი ბრძოლა მოიგეს და დიდი ზარალიც მიაყენეს მოწინააღმდეგეს. უთანასწორო ბრძოლა სამ თვეს გაგრძელდა. მთავრობის ჯარი შურს ხალხზე იძიებდა, სოფლებს ბუგავდა, ანადგურებდა გლეხებისA მეურნეობას, კაფავდა ვენახებს, რათაA მეამბოხეებისათვის დახმარების ხალისი წართმეოდათ. ამწარმატებულოპერაციებს რუსეთის ქართველი გენერალი დიმიტრი ორბელიანი ხელმძღვანელობდა. მთავრობამ მეამბოხეთაგან სამხედრო გზის განთავისუფლება მოახერხა და კავკასიის ლინიიდან დამატებითი პოლკი შემოიყვანა. თიანეთის გზის გაწმნდის შემდეგ მთავრობამ მოახერხა აჯანყების ლოკალიზაცია. ამის შემდეგ აჯანყებულთა ბრძოლა განწირული იყო. რუსული ნაწილები კახეთში შეგროვდნენ და იქ უკვე მყოფ სამთავრობო ჯარებს მიეშველნენ. კახეთში რამდენიმე სისხლიმღვრელი შეტაკება მოხდა ბატონიშვილის ჯარსა და რუსულ ბატალიონებს შორის (ველისციხე, შილდა, სიღნაღი, მაღარო). საბოლოო ჯამში რუსულმა ხიშტმა და არტილერიამ ხმლითა და ხანჯლებით შეიარაღებულ ქართველებს სძლია.

      ამასობაში სპარსეთის ჯარი აბას-მირზას მეთაურობით შაქის გზით მართლაც გამოემართა კახეთისაკენ აჯანყებულთა დასახმარებლად, მაგრამ მოდარაჯე რუსებმა დაასწრეს და არაზის გადაღმა, ასლანდუზთან ბრძოლა გაუმართეს. სპარსელები გაიქცნენ და მთელი აღჭურვილობა რუსებს დაუტოვეს. ამრიგად ალექსანდრე ბატონიშვილის მოლოდინი გარედან დახმარების შესახებ არ გამართლდა. 26 ნოემბერს ჩაილურთან გადამწყვეტი ბრძოლისას ბატონიშვილი მთავრობის მიერ მოსყიდულმა ლეკთა რაზმებმაც მიატოვეს.      ბატონიშვილი დამარცხდა, მასთან ერთად მთელი კახეთის მოსახლეობა, რომელსაც უმძიმესი რეპრესიები ჯერ წინ ელოდა. ბატონიშვილი ჯერ ფშავში დადგა და აქედან თავისი ერთგული თანამებრძოლების საშუალებით ფშაველთა შორის მხურვალე საბრძოლო მოწოდებებს ავრცელებდა. ფშაველთა ბრძოლიდან გამოსათიშად რუსებმა ფშაველთა საძოვარზე მყოფი საქონელი დააკავეს. ამ ღონისძიებამ ფშაველები გამოუვალ მდგომაეობაში ჩააყენა. ალექსანდრე ბატონიშვილი შატილში გადავიდა. აქ გაიმართა ცნობილი მიმოწერა რტიშჩევსა და ალექსანდრე ბატონიშვილს შორის, რომელშიც მჟღავნდება ალექსანდრე ბატონიშვილის დიპლომატიური ნიჭი, პოლემისტის მაღალი კულტურა, საკუთარი ქვეყნის წინაშე მაღალი მოვალეობის გრძნობა და დამარცხებული პოლიტიკოსის ტრაგიკული განცდა.

      მუდამ მხნე ალექსანდრე ბატონიშვილი ხევსურეთიდანაც აგზავნიდა მოწოდებებს კავკასიის მთიელთა შორის და კარგად მოფიქრებულ კონკრეტულ გეგმებს სთავაზობდა დამპყრობლის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლება თავისი ჯაშუშების ქსელით თვალყურს ადევნებდა ბატონიშვილის ყოველ მოქმედებასმათ ხელში ჩაუვარდათ მისი წერილი აბას-მირზასადმი, რომელშიც უთვლიდა ბრძოლის განახლებაზე და ფულის გამოგზავნაზე იყო ლაპარაკი. ამ წერილის გამო რტიშჩევმა ბატონიშვილის შეპყრობა გადაწყვიტა და ხევსურეთს დამსჯელი რაზმები შეუსია.      

           ხევსურეთში გაიგზავნა რუსთა 800 კაციანი ნაწილი გენერალ სტალის მეთაურობით. ჯაჭვ-მუზარადებში ჩაცმულმა, ხმლებით შეიარაღებულმა ხევსურებმა  და ქისტებმა გმირულად იბრძოლეს, დაიხოცნენ, მაგრამ ხიშტებისა და არტილერიის წინაშე ვერაფერი გააწყვეს. ამ დროს ამოიბუგა 22 ხევსურული და 9 ქისტური სოფელი.

ალექსანდრე ბატონიშვილმა დაღესტანში გადასვლა მოასწრო. აქ იგი სოფელ უნცუკულში დაბანაკდა და მთიელთაგან საბრძოლო რაზმების ორგანიზებას შეუდგა. სულ მოკლე ხანში მის დროშაზე 6000 მებრძოლი იდგა. 1813 წელს შილდის გზით ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთში ევიდა. საბუესთან რუსებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და ბატონიშვილი უკან გაბრუნდა.   საერთაშორისო მოვლენების ირანის სასიკეთოდ შემოტრიალების მოლოდინში ალექსანდრე ბატონიშვილი 1818 წლამდე იმყოფებოდა დაღესტანში. ამ ხნის მანძილზე აბას-მირზამ მრავალჯერ მოსთხოვა რუსეთს დაუბრკოლებრივ გაეტარებინათ იგი ირანის საზღვარზე. რუსეთის მთავრობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისი ირანში წასვლისა და ბატონიშვილის გადაბირებასაც არაერთხელ ცდილა. 1818 წელს ალექსანდრე ბატონიშვილი ახერხებს რუსი მესაზღვრეების შეუმჩნევლად ახალციხეში გადასვლას. აქედან იგი ირანში მიდის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. იგი გარდაიცვალა 1844 წელს, თავრიზში. დასაფლავებულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში.     

      ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი კვლავ ამოტივტივდა 1832 წლის შეთქმულთა წრეში. მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს სამეფო ტახტზე უფრო ღირსეული კანდიდატურის შერჩევა მათგან, რასაკვირველიაშეუძლებელი იყო.

 

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. daviT batoniSvili, axali istoria, bagrat batoniSvili, axali moTxroba, T. lomouris gamocema, Tbilisi, 1941.

  2. Teimuraz bagrationi, axali istoria, gamosca l. miqiaSvilma, Tb. 1983.

  3. al. froneli, mTiuleTi 1804, tfilisi, 1891; misive, amboxeba kaxeTisa 1812 w. tfilisi, 1907.

  4. g. gozaliSvili, 1832 wlis SeTqmuleba, I,1935, II,1970.

  5. a. kikviZe, saqarTvelos istoria, I, Tbilisi, 1954.

  1. S. xanTaZe, masalebi aleqsandre batoniSvilis biografiisaTvis, muzeumis moambe, XXII-b,1961, 241-245.

  2. n. berZeniSvili, saqarTvelo XIX saukunis pirvel meoTxedSi/saqarTvelos istoriis sakiTxebi, II, 1965.

  3. m. dumbaZe, qarTl-kaxeTis saxelmwifos gauqmeba da ruseTTan SeerTeba/ narkvevebi, IV, Tbilisi, 1973, 802-836.

  4. n.qorTua, saqarTvelo 1806-1812 wlebis ruseT-TurqeTis omSi, Tbilisi, 1964. missive, amierkavkasia ruseT-iranis 1826-1828 wlebis omSi, Tbilisi, 1978.

  5. al bendianaSvili, erovnuli sakiTxi saqarTveloSi 1801-1921 wlebSi, Tbilisi, 1981.

  6. e. orjonikiZe, aleqsandre batoniSvilis brZola rusuli xelisuflebis winaaRmdeg, Tbilisi, 1999.

  1. gelaSvili, kaxeTis 1812 wlis ajanyeba, Tbilisi, 2003.

  2. v. suxitaSvili, aleqsandre batoniSvilis politikuri moRvaweoba, Tbilisi, 2006.

 

moamzada mzia surgulaZem