მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

აბულასანი

XII საუკუნის ბოლო მეოთხედის პოლიტიკური მოღვაწე, თამარის დროინდელი დიდმოხელე - თბილისის თავი, ქართლისა და თბილისის ამირა.

 

 

 

             1185 წელს სამეფო დარბაზი ახლად გამეფებული მეფე-ქალის საქმროს  საკითხს იხილავდა. დარბაზის სხდომას ესწრებოდნენ უმაღლესი საერო და საეკლესიო თანამდებობის პირები: ”სპასალარნი”, “ერისთავნი სამეფოსანი”. დარბაზის წევრნი, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი საკითხი უნდა გადაეწყვიტათყურად იღებენ აბულასანის რჩევას და არჩევანს ანდრია ბოგოლუბსკის ძეზე აჩერებენ. აბულასანის ვინაობის შესახებ ძალზე ცოტაა ცნობილი. თამარის პირველი ისტორიკოსი მას უწოდებსთბილისის მკვიდრს”, “თავადს”, “მეფეთაგან შეწყალებულს”, ქართლისა და თბილისის ამირას. სწორედ ამ ცნობების საფუძველზე ირკვევა, რომ აბულასანი ეკუთვნოდა არა ფეოდალურ (მიწისმფლობელ) არისტოკრატიას, არამედ თბილისის მოქალაქეთა სიმდიდრით დაწინაურებულ ფენას. XII-XIII საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც თბილისი დავით აღმაშენებელმა შემოიერთა, თბილისის თავებს სამეფო ხელისუფლება ნიშნავდა მოქალაქეთა პრივილეგირებული ფენიდან - დიდვაჭართა და ფინანსისტების წრიდან. ეს იყო სამეფო ხელისუფლების ერთადერთი დათმობა ამ წრისადმი, საქალაქო კომუნის გაუქმების შემდეგ (. მესხია). არსებობს მოსაზრება, რომ აბულასანი სამეფო დარბაზის წევრი გახდა მხოლოდ ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდეგ (. მესხია). ასეც რომ ყოფილიყო, თავად ეს ფაქტი საქალაქო წრეების დიდ წონას და მნიშვნელობას უჩვენებს იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში.  

            კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის აბულასანისა და მის უკან მდგომი ჯგუფის ძალას მათთვის თამარის საქმროს ჯერ შერჩევის და შემდგომ მისი ჩამოყვანის მინდობა. თურმე ამ ჯგუფს დარბაზის ყველა წევრი არ ეთანხმებოდა, მაგრამ  წინააღმდეგობა ვერ გაუწევიათ. შემთხვევითი არ არის, რომ თამარის ისტორიკოსი ერთგვარი  არისტოკრატული ქედმაღლობით ლაპარაკობს იმ პირებზე, ვინც მონაწილეობა მიღო თამარის საქმროს ჩამოყვანაში: “ვერ კეთილად განაგეს”,”არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერი იყუნეს, რომელსა იგი მოიყუანებდეს”. რატომ შეარჩია ამ ჯგუფმა მაინცა და მაინც ნოვგოროდელი უფლისწული თამარის საქმროდ? ამ კითხვაზე პასუხს ქართული ისტორიოგრაფია ისევ მოქალაქეთა ზედაფენის განწყობილებებში ეძებს, რაც დაკარგული ქალაქური თავისუფლებების აღდგენის მოლოდინს უკავშირდებოდა. შუა საუკუნეების ნოვგოროდისრესპუბლიკურტრადიციებზე აღზრდილი უფლისწულის ხელისუფლებაში მოყვანა, თბილისის მოქალაქეთა და მათი თავკაცის აზრით, უფრო რეალურს გახდიდა მათი უფლებების გაფართოებისათვის ბრძოლას (. მესხია). აბულასანის მხარეზე ფეოდალური არისტოკრატიის ის ნაწილიც იდგა, რომელიც ქალაქებთან იყო დაკავშირებული.

            თამარის დროს აბულასანი, როგორც თბილისის ამირათ-ამირა, ამავე დროს იყო მეჭურჭლეთუხუცესისნაცვალი (მოადგილე) მეჭურჭლეთაუხუცესისა”. გიორგი რუსის საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ აბულასანის აღმა სვლა იწყება, იგი ხდება ქართლის ერისთავთ-ერისთავი და რუსთავისა დაშვიდთა მთეულეთთაპატრონი (ასე იხსენიება იგი ლურჯი მონასტრის წარწერაში). შემდგომ, დაახლოებით 1187/88 წელს აბულასანი საქართველოს სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი და სავაზიროს წევრიც ხდება. ეს იყო აბულასანის  კარიერის მწვერვალი, რომელსაც მან რუსი უფლისწულის წყალობით მიაღწია. ამ თანამდებობაზე აბულასანი დიდხანს არ დარჩენილა. 1188 წელს გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს. ამ დროიდან იწყება აბულასანის დამცრობაც. გიორგი რუსის მხარდამჭერებს ფარხმალი არ დაუყრიათ და მალე (1190/91 .) მის ტახტზე დასაბრუნებლად აჯანყება მოაწყვეს. ამ აჯანყების ფარულ ორგანიზატორად აბულასანი ივარაუდება, თუმცა მისი სახელი არ ჩანს. 1191 წელს გიორგი რუსს არზრუმში შეხვდამეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი”, რომელიც, შესაძლოა, უკვე ძველ თანამდებობაზე დამცრობილი აბულასანი, ან მისი უახლოესი თანამზრახველი იყო ფინანსური წრეებიდან.

             ამ დროიდან აბულასანის სახელი წყაროებში ქრება. აბულასანის უსათუოდ საიტერესო ფიგურაა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. იგი იმ მცირერიცხოვან პერსონათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც, “უაზნოთაწრიდან გამოსულნი, თავიანთი ნიჭიერებით, საზრიანობით და მოხერხებულობით ახერხებდნენ მკაცრად იერარქირებულ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მოპოვებას და მოვლენებზე უდიდესი ზეგავლენის მოხდენას

 

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. istoriani da azmani SaravandedTani, basili ezosmoZRvari/qarTlis cxovreba, II, s. yauxCiSvilis gamocema, Tbilisi, 1959; 

  2. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, II; Tbilisi, 1984;

  3. s. janaSia, Sromebi, II, 1952;

  4. i. cincaZe, Ziebani ruseT-saqarTvelos urTierTobis istoriidan (X_XV ss.), Tbilisi, 1956;

  5. S. mesxia, socialuri brZola komunis damrcxebis Semdeg/ ix. misi: saistorio Ziebani, I, Tbilisi, 1982;

  6. S. badriZe, saSinao politikuri viTareba Tamaris mefobaSi/saqarTvelos istoriis narkvevebi, III, Tbilisi, 1979.

  7. d. musxeliSvili, kidev erTxel Tbilisis amirTamirobis institutis Sesaxeb, kr. “SoTa mesxia”, Tbilisi, 2006,gv.126-143.

 

 

 

moamzada mzia surgulaZem