მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

აბიბოს ნეკრესელი

VI საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, ნეკრესის ეპისკოპოსი (კახეთი),

ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი, ჩამოვიდა ქართლში იოანე ზედაზნელთან ერთად. ქართული ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 12 (უფრო გვიანდელი ტრადიციით 13) ნოემბერი.

 

 

 

      ქართლში იოანე ზედზნელთან ერთად სირიიდან მოსულ სასულიერო პირთა შორის აბიბოს ნეკრესელის სახელს მოიხსენიებს ასურელ მამათა შესახებ არსებული უკლებლივ ყველა წყარო.

ძირითად წყაროს აბიბოსის ბიოგრაფიისათვის წარმოადგენს მისი მარტვილობისადმი მიძღვნილი აგიოგრაფიული ტექსტები _ ორი ძველი, მოკლე და ვრცელი რედაქციებით, რომელთაგან პირველი  ერთადერთი, XIII -ის ნაკლული ხელნაწერითაა შემონახული, ვრცელი _ რამდენიმე გვიანდელ, XVII-XVIII სს. ხელნაწერებში. ამ ვრცელი რედაქციის ავტორად სათაურში არსენ კათალიკოსი მოიხსენიება, რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს უფრო ძველ წყაროზე.

აბიბოსის საქარველოში მოსვლისა და მარტვილობის თარიღის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში განსხავებული მოსაზრებები არსებობს. დათარიღებისათვის ამოსავალს წარმოადგენს მარტვილობაში შემონახული ცნობები იმის თაობზე, რომ აბიბოსის მოწამებრივი სიკვდილის დროს აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა გაუქმებული იყო და ქვეყანას სპარსი მარზპანი განაგებდა; და რომ აბიბოსის წამების შემდეგ მოკლე დროში ბიზანტიელებმა ქართლიდან სპარსელები განდევნეს, რასაც ქართლში ერისმთავართა მმართველობა მოჰყვა. რადგან ქართულ ისტორიოგრაფიაში ხსენებულ მოვლენათა დათარიღება სხვაობს, ამდენადვე სხვაობს  აბიბოს ნეკრესლის ქართლში მოსვლისა და მისი მარტვილობის დროც.

მარტვილობათა ტექსტის თანახმად, საღმრთო შურით აღძრული ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოსი ირანელთა მაზდეანურ სალოცავში წმინდა ცეცხლზე წყალს დაასხამს და ჩააქრობს. ირანელები მას სასტიკად სცემენ და საპყრობილეში ჩააგდებენ, შემდეგ კი ამის შესახებ მარზპანს შეატყობინებენ, რომელიც იმხანად ქალაქ/სოფელ რეხაში იმყოფებოდა. მარზპანის ბრძანებით აბიბოსი მიჰყავთ მასთან. გზაში მათ სასწაულებრივად წამოეწიათ წმ. სვიმეონ მესვეტის მიერ გამოგზავნილი შიკრიკი და გადასცა აბიბოსს სვიმეონის გამოგზავნილი წერილი და კვერთხი. მარტვილობის ტექსტში განმარტებულია, რომ აბიბოსი სვიმეონ მესვეტის სულიერი მეგობარი იყო და წერილების მეშვეობით ურთიერთობდა მასთან, თუმცა პირადად არასოდეს შეხვედრია. ამ სასწაულით გამხნევებული აბიბოსი აგრძელებს გზას.

გზად იგი მოიწადინებს წმ. შიო მღვიმელის მონახულებას, რომლსაც ის ადრევე იცნობდა და რომელიც მცხეთის მახლობლად იყო დაყუდებული. მცველები ამის ნებას დართავენ. მღვიმელ ბერთან საუბრითა და ერთად ლოცვით სულიერად კიდევ უფრო განმტკიცებული აბიბოსი მხნედ მივა მარზპანთან რეხაში, სადაც შეკრებილნი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიდებულები. მარზპანი ეკითხება აბიბოსს, თუ რატომ დაშრიტა მან მაზდეანთა წმინდა ცეცხლი (რაÁსათვის ... მოჰკალ ღმერთი ჩუენი?). ამის საპასუხოდ აბიბოსი ვრცელ სიტყვას წარმოთქვამს ქრისტიანობის დასაცავად, სთხოვს მარზპანს  აღიაროს ჭეშმარიტი ღმერთი და მოექცეს ქრისტიანობაზე. განრისხებული მარზპანი ბრძანებს აბიბოსის მოკვლას. მრავალი ტანჯვის შემდეგ მას ქვებით ჩაქოლავენ, ხოლო მის გვამს ქალაქის გარეთ დააგდებენ მხეცთა და ფრინველთა საჯიჯგნად, თანაც დარაჯებს მიუჩენენ, რომ ქრისტიანებმა ფარულად არ წაიღონ აბიბოსის ნეშტი და არ დაკრძალონ პატივით. ფრინველები და მხეცები არ ეკარებიან აბიბოსის ნეშტს. ცოტა ხნის შემდეგ მცველები მიდიან. მაშინ მოვიდნენ ქრისტიანი ბერები, რომლებიც დამკვიდრებულნი იყვნენ რეხის მიდამოებში (ერთ-ერთი წყაროს თანახმად იქვე ახლოს მღვიმეში), წაიღეს აბიბოსის ნაწილები და თავიანთ მონასტერში დიდი პატივით დაკრძალეს.

აბიბოსის მარტვილობის ადგილის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვაგვარი მოსაზრებებია გამოთქმული. ქართული ისტორიული ტოპონიმიკიდან ცნობილია სამი რეხა ერთი თრიალეთის ხეობაში (წალკის მახლობლად), ორიც შიდა ქართლში _ გორის მახლობლად და კასპის რაიონში, ლეხურას ხეობაში. სხვადასხვა მკვლევარები ქართლის მარზპანის რეზიდენციას და შესაბამისად, აბიბოსის წამების ადგილს ამ სამთაგან სხვადასხვა რეხაში ათავსებენ. (ამ საკითხზე უმუშავიათ შემდეგ მცნიერებს: . საბინინი, პლ. იოსელიანი, . კარბელაშვილი, . ბაქრაძე, . ჯანაშვილი, . ბროსე, . ჯანაშვილი, . მელიქსეთ-ბეგი, . ჯანაშია, . ბოგვერაძე, . ხარაძე, . მერკვილაძის, . მაკალათია და სხვები).

მარტვილობის ერთ-ერთ (ვრცელ) რედაქციაში აგრეთვე გაკვრით არის ნახსენები აბიბოსის მიერ ჩადენილი სხვა საქმეები თუ როგორ დალეწა მან კერპნი და მოაქცია კერპთაყვანისმცემლები ქრისტიანობაზე, და როგორ იწინასწარმეტყველა ქართლიდან სპარსელთა განდევნა ბერძენთა მიერ, რაც მალევე ასრულდა.

ანტონ კათალიკოსისმარტირიკიაში შეტანილი მეტაფრასული რედაქციის ცნობით აბიბოსის წმ. ნაწილები შემდგომ ადარნესე მეფის ძემ, სტეფანოს მთავარმა გადმოასვენა მცხეთაში, საეპისკოპოსო ეკლესიაში. ამ ცნობის წერილობითი წყარო არ ჩანს. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ანტონი ალბათ რომელიღაც ზეპირ გადმოცემას ეყრდნობოდა.

 

შენიშვნები:

1.“აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის რედაქციების შესახებ: “მარტვილობის შექმნის თარიღის, ავტორისა და ურთიერთმიმართების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. სხვადასხვა მეცნიერები მოკლე რედაქციას ათარიღებენ VIII (. კაკაბაძე, ივ. ჯავახიშვილი), IX (. კეკელიძე, . გაბიძაშვილი); XII (. ფერაძე) საუკუნეებით, ხოლო ვრცელ რედაქციას IX-X (. ჯავახიშვილი), X  (.აბულაძე, . გაბიძაშვილი), XII (. კეკელიძე) საუკუნეებით. შესაბამისად, განსხვავებულია მოსაზრებები ამ რედაქციათა ურთიერთმიმართების და ავტორის ვინაობის შესახებაც.

ამჟამად ყველაზე დასაბუთებულად მიჩნეულია მოსაზრება, რომ აბიბოს ნერკესლის მარტვილობის ვრცელი რედაქცია არის ნაწილი ერთი მთლიანი თხზულებისა _ იოანე ზედაზნელისა და მის მოწაფეთაცხოვრებებისა”, რომელშიც შედიოდა სხვა ასურელ მამათა (შიოს, დავითის) მოკლე ცხოვრებები და იოანე ზედაზნელის  ვრცელი ცხოვრება. ეს ერთიანი თხზულება დაწერილი უნდა იყოს არსენ კათალიკოსის მიერ (955-980) X -ის მეორე ნახევარში (სავარაუდოდ, უფრო ადრეული წყაროების საფუძველზე). აბიბოსის ღვაწლის აღწერისას არსენმა გამოიყენა უკვე არსებული ადრინდელი თხზულება დღეს მოღწეული აბიბოსის მოკლე წამება, რომელიც IX -ით შეიძლება დათარიღდეს.

უკანასკნელ ხანებში სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერის X -ის I ნახევარში გადაწერილ ხელნაწერში მიაგნეს აბიბოს ნეკრესლის მარტვილობის კიდევ ერთ უცნობ რედაქციას, რომელიც უფრო მეტ სიახლოვესწამების ვრცელ რედაქციასთან ავლენს. თუმცა აღნიშნული ტექსტი საფუძლიანად შესწავლილი ჯერ არ არის.

გარდა ხსენებული ძველი რედაქციებისა არსებობს გვიანდელი სვინაქსარული რედაქცია (XVIII -ის ორი ხელნაწერითაა ცნობილი, ეყრდნობა აბისოსის ვრცელ რედაქციას) და ანტონ კათალიკოსის მეტაფრასული რედაქცია შეტანილი მის მარტირიკაში (1768-69 წწ. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ძირითადად ეყრდნობა აბისოსის ვრცელ რედაქციას და ასევე სხვა წყაროებსაც). გარკვეული ცნობები აბიბოსის შესახებ შემონახულია აგრეთვე შიო მღვიმელის მეტაფრასულ ცხოვრებაშიც.

2.. კაკაბაძეჲ აბიბოსის მოწამეობრივ სიკვდილს 550 წლით ათარიღებს; . კეკელიძის აზრით აბიბოსი ქართლში მოსულა 571 წლის შემდეგ, ხოლო მისი მარტვილობა 591 წლამდე უნდა მომხდარიყო; ამავე მოსაზრებს იზიარებს . მენაბდე; . გოილაძე აბიბოსის წამებას 555 წლამდე ვარაუდობს; . მერკვილაძის აზრით აბიბოსის მარტვილობა 571 წლამდე მოხდა, ხოლო მისი საქართველოში მოღვაწეობა VI -ის 30-იან 60-იან წლებს უნდა მოიცავდეს. ზოგიერთი მკვლევარები კი ასურელ მამათა და მათ შორის აბიბოსის მოღვაწეობას V -ით (. ფერაძე, პლ. იოსელიანი, . ცაგარელი) ათარიღებენ (იხ. იოანე ზედაზნელი).

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

  1. saqarTvelos samoTxe, gamocemuli gobron pavles Ze sabininis mier, peterburRi, 1882, gv.213-216 (vrceli redaqcia);
  2. Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, I, Segenili sol. yubaneiSvilis mier, Tbilisi 1946, gv. 167-169 (mokle redaqcia);
  3. s. kakabaZe, asurel mamaTa cxovrebaTa arqetipebi, saistorio krebulis w. I-is damateba, 1928, gv. 239-246 (mokle redaqcia);
  4. М. Джанашвили, Описание рукописей Церковного музея, кн. III, 1902, gv. 25-28 (mokle redaqcia);
  5. asurel moRvaweTa cxovrebis wignTa Zveli redaqciebi, teqstebi gamokvleviTa da leqsikoniT gamosca il. abulaZem, Tbilisi, 1955, gv. 188-196 (orive redaqcia);
  6. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, Tbilisi, 1963, gv. 240-248 (orive redaqcia).
  7. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tbilisi, 1968, gv. 392-393 (svinaqsaruli redaqcia)
  8. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, VI gv. 105-119 (anton kaTalikosis redaqcia)
  9. berZeniSvili, d., TrialeTis ucnobi warwerebi, sigk, VI, 1982, gv. 16-17;
  10. gabiZaSvili, e., asureli moRvawebis “cxovrebaTa” arqetipebis urTierTmimarTebisaTvis, macne, #4, 1982, gv. 62-67;
  11. gvasalia,  j., qsnis xeobis istoriuli geografiis sakiTxebi, sigk III, 1967, gv. 53;
  12. goilaZe, v., saidan da rodis movidnen sirieli mamebi saqarTveloSi, mnaTobi, 1995, #5-6
  13. kekeliZe korneli, Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi 1980, gv. 141-142; 537-538;
  14. kekeliZe, k., sakiTxi siriel moRvaweTa qarTlSi mosvlis Sesaxeb, etiudebi Zv. qarTuli literaturis istoriidan, I, 1956, gv. 19-50;
  15. makalaTia, s., lexuris xeoba, Tbilis, 1964.
  16. meliqseT-begi, l., TrialeT-walkis materialuri kulturis naSTebisa da toponimikis SeswavlisaTvis, Tsu 1934, gv. 35-36;
  17. menabde, l., “asurel mamaTa” cxovrebaTaTvis, sadisertacio naSromi (xelnaweri), Tbilisi, 1949, gv. 81-84
  18. merkvilaZe, d., asureli mamebi, VI s-is sirieli moRvaweni saqarTveloSi, I, Tbilisi, 2006, gv. 84-116;
  19. merkvilaZe, d., sad ewama abibos nekreseli? “mesxeTi”, 2001, VI

20.   sinas mTaze wm. ekaterines monasterSi 1975 wels aRmoCenil qarTul xelnawerTa aRweriloba, Seadgines z. aleqsiZem, m. SaniZem, l. xevsurianma da m. qavTariam, aTeni, 2005

  1. xaraZe, k., saqarTvelos istoriuli geografia, qvemo qarTli, 1991, gv. 61;
  2. javaxiSvili, iv., qarTveli eris istoria, I, 1928, gv. 324-347;
  3. janaSvili, d., istoriuli suraTebi, gori, 1914, gv. 25;
  4. janaSvili, m., saqarTvelos saeklesio istoria, tfilisi, 1886, gv. 45;
  5. janaSia, s., aRmosavlur-qarTuli saxelmwifos kulturul-politikuri centrebis sakiTxisaTvis, Sromebi, II, 1952, gv. 294;
  6. Сабинин, Г., Полное жизнеописание святых грузинской церкви, II, 51;
  7. Иоселиани Пл., Краткая история грузинской церкви, СПб. 1843, 39.
  8. Brosset, M., Additions, VI, StP 1851, 131;
  9. B. Martin-Hisard, Les tresio sis Péres. Formation et évolution d"une tradition hagiographique géorgienne (VI-XII s). I, p. Revue des études gèorgiennes et caucasiennes, n. I, 1985, p. 141-168.

 

 

moamzada lela xoferiam

 

 
 

წმ. აბიბოს ნეკრესელი

XVIII ს.–ის მინიატურა