მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

შალვა და ივანე ახალციხელები, XIII . პირველი ნახევარი

სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწენი

 

 

 

 

      შალვა და ივანე – “ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი”, იყვნენ თამარის, ლაშა გიორგისა და რუსუდანის დროინდელი საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო დიდმოხელენი, წინამბრძოლი ლაშქრის სარდლები, ჯავახეთისა და კარის მხარის მენაპირენი, უფლისწულთა მეურვენი, ანუ ათაბაგები, თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების _ ახალციხელთა გვარის დამდებნი.

      ძმები, როგორც ჩანს, მათი თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის  გამო ქართულ ნარატიულ და ეპიგრაფიკულ ძეგლებში (და არა მარტო ქართულ) თითქმის ყოველთვის ერთად იხსენიებიან.

      თორელთა ძირითადი შტოს პირველობა ძმების ხელში XII საუკუნის ბოლოს გადავიდა. გამრეკელ თორელის შემდეგ შალვა და ივანე გახდნენ ჯავახეთის მონაპირენი. შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა მრავალი ტყვე და დიდი ნადავლი ჩაიგდეს ხელთ. შალვა ახალციხელმა ხალიფას დროშაც მოინადავლა. დროშა თამარ მეფემ გელათში დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა. ამ ომის მსვლელობას ეხება განძანის წარწერა, რომელშიც შალვა ახალციხელის შესახებ ვკითხულობთ: “ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან... რომელმან ძალითა ლომითისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი”.

      როცა კარი მიითვალა მეფემ, მის მცველად დანიშნა ივანე ახალციხელი, “აჩინა მონაპირედ”, უბოძა ათაბაგობა და ამირსპასალარობა. მასვე უბოძა კარული და მისი ქვეყანა. შალვა და ივანე დანიშნა მეფე თამარმა ამ მხარის მენაპირეებად.

      1203 წელს ბასიანში დაბანაკებულ სელჩუკთა უზარმაზარ ჯარს ქართველთა ლაშქარი მოულოდნელად დაესხა თავს. ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა შალვა და ივანე ახალციხელები დააყენა ცენტრში წინამებრძოლებად. მათთან ერთად იყვნენსხვა თორელნი”. ბასიანის სახელოვანი ომის შემდეგ შალვა ახალციხელი მანდატურთუხუცესი გახდა და ეს თანამდებობა მას 1225 წლამდე ეპყრა.

      სომხითში სოფელ გარნისთან დაუპირისპირდნენ ქართველები ჯალალედინის ურიცხვ ჯარს. მესხების ლაშქარს წინაბრძოლად ედგნენ შალვა და ივანე – “სახელოვანნი იგი მბრძოლნი ვითარ წესად არს სახლსა მათისა”. ივანე მხარგრძელმა, “შური შეუძნდაძმების მიმართ, თუ ხანდაზმულობის გამო, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღოდამხმარე ძალა არ მიაშველა ახალციხელებს. უთანასწორო ბრძოლა ქართველების მარცხით დასრულდა. გარნისის კლდეებში თავშეფარებულ ივანეს მაღალი კლდიდან მოწყვეტილი ქვა დაეცა და იქვე გაათავა. შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს ხვარაზმელებმა. ჯალალედინმა ტყვისათვის შეუსაბამო პატივი მიაგო მას, განზრახული ჰქონდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი გამოყენებაახოვნებასადაწყობათა შინა სიქველის გამო”, მაგრამ ერთი წლის შემდეგქრისტეს ჯურის არ დატევების გამოსიკვდილით დასაჯა. ჯუვეინის ცნობით კი ჯალალედინმა შეიტყო თუ არა, რომ დატყვევებული შალვა ახალციხელი თავისიანებს წერილებს წერდა და თბილისზე თავდასხმის მზადების ამბავს ატყობინებდა, მაშინვე მოაკვლევინა. ასე შეეწირნენ ძმები სამშობლოს დაცვის საქმეს. არც მათ შთამომავლებს დაუკლიათ ქვეყნისათვის თავის დადება და მეფე-მთავრების ერთგულება, მაგრამ მაინც შალვა და ივანე ახალციხელების სიქველე დაბრძოლობასაარაკო მაგალითად რჩება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე.

 

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.    ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი/ქართლის ცხოვრება,II, . ყაუხჩიშვილის გამოც. თბილისი, 1959.

2.    ჟამთააღმწერელი/ ქართლის ცხოვრება,II, . ყაუხჩიშვილის გამოც. თბილისი, 1959.

3.    . კიკნაძე, ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1974.

4.    . ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, .II.

5.    . შენგელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი თამარის მეფობაში/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . III, თბილისი, 1979.

6.    . კიკნაძე, ხორეზმელები საქართველოში/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . III, თბილისი, 1979.

 

 

 

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ