მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

რუსუდან დედოფალი

 XIII-XIV . მიჯნა, დემეტრე IIის ასულიგუდარეხის მონასტრის მაშენებელი.

 

 

 

რუსუდანი იყო დემეტრე თავდადებულის ასული ტრაპიზონის კეისრის ასულ ირინესაგან. XIII -ის 80-იან წლებში დემეტრე მეფემ რუსუდანი გაათხოვა მონღოლეთში ყველაზე დიდი გავლენის მქონე, დიდი ემირის, ბუღას ვაჟზე. ამ ქორწინების პოლიტიკური მოტივი  მონღოლთა ყაენის კარზე დემეტრე მეფისადმი ნდობის განმტკიცება იყო, მაგრამ ეს შედეგი მოკლევადიანი აღმოჩნდა. 1288 წელს გამომჟღავნდა ბუღას შეთქმულება არღუნ ყაენის წინააღმდეგ. ბუღა და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის რუსუდან დედოფლის მეუღლეც, სიკვდილით დასაჯეს. 1289 წელს მონღოლებმა ამ შეთქმულებაში მონაწილეობის საბაბით დემეტრე მეფეს თავი მოჰკვეთეს. უცნობია, როგორ გადაურჩა დასჯას რუსუდან დედოფალი. შესაძლოა, მაშინ იგი უკვე საქართველოში იმყოფებოდა და ამით აიცდინა სასჯელი. ყოველ შემთხვევაში, მეუღლისა და მამის სიკვდილის მერე რუსუდან დედოფალი საქართველოში ჩანს. რამდენიმე ხანში იგი  ცოლად გაჰყვა ტაოს მკვიდრ დიდებულსთაყა ფანასკერტელს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარში რუსუდან დემეტრე მეფის ასულისა და თაყა ფანასკერტელის სახელზე სამი აღაპია ჩაწერილი (85, 131, 250), საიდანაც ვიგებთ, რომ რუსუდან დედოფალმა და თაყა ფანასკერტელმა `დიდსა დაჭირვებასა შინა~ 7 ათასი თეთრი შესწირეს ჯვრის მონასტერს, რის საფასურად მონასტერმა მათ აღაპი გაუჩინა. რუსუდანს საკუთარი სულის მოსახსენიებლად დამატებით კიდევ 1000 თეთრი გაუგზავნია ჯვრის მონასტრისათვის.

1306 წელს რუსუდან დედოფალმა და თაყა ფანასკერტელმა ოლთისში, თავიანთ სამკვიდრო მამულში მდებარე ვაჩეძორის ტაძარში ეგვტერი აიშენეს. ასწლოვანი მატიანის ცნობით, იმავე 1306 წელს თაყა ფანასკერტელი მედგრად ებრძოდა თორთუმის ციხესთან აზატ-მოსეს ლაშქარს. ამის შემდეგ წყაროებში მისი ხსენება ქრება. როგორც ჩანს, იგი ადრე გარდაიცვალა და რუსუდან დედოფალი ქმრის სიკვდილის მერე დაბრუნდა ქართლში. მან აღადგინა იმ დროისათვის დანგრეული გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რაზედაც იუწყება ტაძრის სამშენებლო წარწერა (სპეციალურ ლიტერატურაში გუდარეხის ამშენებლად მიჩნეული იყო რუსუდან მეფე, რაც შეცდომა აღმოჩნდა). რუსუდან დედოფლის მიერ გუდარეხის აშენების ფაქტს ადასტურებს აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიული საბუთი, რომლის მიხედვითაც რუსუდან დედოფალი დაკრძალული ყოფილა გუდარეხის მონასტერში.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura: 

  1. JamTaaRmwereli/ qarTlis cxovreba II, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, gamomcemloba `sabWoTa saqarTvelo,~ Tb, 1959.

  2. e. TayaiSvili, somxiT-saorbelis warwerebi, nawili II, parizi, 1929.

  3. v. silogava, qvemo qarTlis warwerebi, dmanisi II, gamomcemloba `mecniereba,~ Tb, 2000.

  4. saqarTvelos istoriis narkvevebi, tomi III, Tb. 1979.

  5. gudarexis pirveli da meore (1938 da 1939 w.) arqeologiuri kampaniis angariSi, Seadgines l. musxeliSvilma, m. xidaSelma da v. jafariZem, l. musxeliSvilis redaqciiT. gamomcemloba `mecniereba,~ Tb, 1954.

  6. i. ciciSvili, qarTuli arqiteqturis istoria, Tb, 1945.

  7. Чубинашвили Н. Архитектура Гударехкого храма в ансамбле средновекогово города. Tb, 1946.

  8. Чубинашвили. Н. Гударехи, qarTuli xelovneba, #9, Tb, 1987.

  9. g. mWedliZe. gudarexis monastris istoriisaTvis, mravalTavi XIII, gamomcemloba `mecniereba,~ Tb, 1986.

  10. g. mWedliZe, gudarexis monastris maSenebeli rusudan dedofali, mravalTavi XVII, gamomcemloba `mecniereba,~ Tb, 1992.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძე