მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

როსტომხან სააკაძე

XVII . პირველი ნახევარი, ირანის ჯარების სარდალი

 

 

      XVII-XVIII საუკუნეების ირანში არაერთი ქართველი დაწინაურებულა სამოქალაქო თუ სამხედრო სარბიელზე. ზოგი ტყვეობამ, ზოგი შინაურმა აშლილობამ, ზოგი იძულებამ, ზოგიც პირადმა ნებამ  მიიყვანა ქვეყანაში, სადაც იმდროინდელი მსოფლიოს გზები იკვეთებოდა და ასპარეზის მაძიებელ ადამიანს მეტ შესაძლებლობას უქმნიდა თავისი ნიჭისა და ენერგიის გამოსავლენად. დროთა განმავლობაში ისინი ეგუებოდნენ ახალ გარემოს და ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სამსახურში დგებოდნენ. XVII საუკუნის პირველ მესამედში სეფიანთა ირანი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფო იყოამ დროს მოღვაწეობდა ირანში როსტომ-ხან სააკაძე, რომელსაც ხშირად ახსენებენ ამ პერიოდის ქართული (ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი, პარიზის ქრონიკა, ვახუშტი) წყაროებიუფრო მეტი ცნობაა დაცული ამ პირის შესახებ  სეფიანთა ისტორიკოსების, ისკანდერ მუნშის, Mმოჰამედ თაჰერის და ჰასან რუმლუს  თხზულებებში. ამასთანავე, მისი ცხოვრება აღუწერია ვინმე ბეჟანს, რომლის მონათხრობში ბევრ ფანტასტიკურ ამბავთან ერთად ზოგი რამ სარწმუნოც ურევია

      XVI საუკუნის დამლევს ირანში გადაიხვეწა ბაგრატ-ხანი (დავით XI-ის შვილი), რომელსაც თან გაჰყოლია მისი აზნაური, როგორც ჩანს, სახლთუხუცესი, ბეჟან საააკაძე (პარიზის ქრონიკა). ბეჟანი ირანში სასახლის ქეშიკი (მცველი) გამხდარა. ამ ბეჟანის შვილი ყოფილა როსტომ-ხან სააკაძე, რომელიც 10-12 წლიდან ირანში აღიზარდა მაჰმადიანურ რჯულზე და სულიერი კავშირი სრულიად ჰქონია  გაწყვეტილი საქართველოსთან.  “კაცი გამოჩენილი და დიდად პატივცემული ყიზილბაშთაგან” (ბერი ეგნატაშვილი).

      როსტომ-ხანის საქართველოში ჩამოსვლის ერთ ეპიზოდს მოგვითხრობს  ფარსადან გორგიჯანიძე: “თეიმურაზს რომ გაუწყრა ყეენი, საქართველო როსტომს მისცა და და სააკაძე როსტომ-ხან ერანის ლაშქრით თან გაატანეს”. ფარსადან გოორგიჯანიზე იმასაც ჰყვებარომ  რომ ქართლში ჩამოსულ როსტომ მეფეს ქართლის თავადები მიუვიდნენ, გარდა ფარსადან ციციშვილისა, რადგან ამ უკანასკნელს ძველი მტრობა ჰქონია როსტომ-ხან სააკაძესთან და მისი ეშინოდაოროსტომ-ხანს ამით საბაბი მიეცა, საციციანოს ლაშქარი გაუსია, დაარბევინა და მრავალი ტყვეც მოასხაო. როსტომ მეფეს გამწყრალა და სარდლისათვის შეუთვლია: “საქართველო აოხრებული არის, რაც დარჩომილა, იმასაც თქვენ ამიოხრებთ, მაშ მე რისიღა ბატონი ვიქნებიო”. ამის გამო მეფესა და როსტომ-ხანს შორის წყენა ჩამოვარდნილა. ორივეს შაჰთან უჩივლია. შაჰს როსტომ-ხანი საქართველოდან გაუწვევია.  “რა სარდარი საქართველოს გაეცალა, ფარსადან ციციშვილი და ან სხვანი, საცა დახიზნულიყვნენ, ყველანი მოვიდნენ. დაიწყეს აშენება, ხვნა, თესვა (ფარსადან გორგიჯანიძე). როსტომ-ხანის ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის საინტერესოა ცნობა, რომ საქართველოში ყოფნისას, საციციანოს დასჯის პარალელურად, მოუნახულებია გორის მახლობლად მდებარე მამისეული სოფელი და იქაური მაცხოვრებლებისათვის ბევრი წყალობა უქნია

      ირანში როსტომ-ხანს, როგორც რიგით მეომარს, ექვს დიდ ომში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის დაუდ-ხან უნდილაძის და თეიმურაზის აჯანყების ჩახშობაში. გამორჩეული სამხედრო ნიჭისა და გაბედულების წყალობით შაჰის ყურადღება დაუმსახურებია და სამხედრო სამსახურში წრაფად დაწინაურებულა. მისი ბიოგრაფი რიგ-რიგობით ჩამოთვლის საფეხურებს, რომლებიც როსტომ-ხანს გაუვლია 11 წლის ასაკიდანჰარამხანის ღულამი (მცველი), სოჰბათ-იასაული, მდივანი, სარდალიმდივანბეგი, თოფანქჩიაღასიშაჰის მეთოფეთა რაზმის უფროსი). 16334/35 წლებში, დაახლოებით  50 წლისამ იგი ირანის სპასალარობა და Aზერბაიჯანის ბეგლარბეგობა მიიღო.   გარდა სიმამაცისა, იგი ცნობილი გამხდარა საბრძოლო ტაქტიკაში  სიახლეების დანერგვით.

      როსტომ-ხან სააკაძე, რომელმაც მთელი ნიჭი და ენერგია მიუძღვნა  ირანის სამხედრო ძლიერებასსასახლის კარის ინტრიგების მსხვერპლი შეიქნა. როგორც მისი ბიოგრაფი იუწყება, რომ შაჰის ვეზირს მირზა-თაყის პირადი ანგარიშსწორების მიზნით როსტომ-ხანისათვის სახელმწიფო ღალატი დაუწამებია. 1642/3 წელს შაჰის ბრძანებით იგი, 57 წლის ასაკში, ქალაქ მეშჰედში სიკვდილით დასაჯეს. მისი ცხოვრება ამ ტრაგიკული აღსასრულითაც მსგავსია ირანსა თუ ოსმალეთში დაწინაურებულ სხვა ქართველთა ცხოვრებისა.

 

 

 

        წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.   ვლადიმერ ფუთურიძე, მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ.30, თბილისი, 1934, გვ.337. მისივე: ირანის სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე   /კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბილისი, 1966.გვ. 288-293.

2.   . კაკაბაძე, ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, . II, თბ. 1925.

3.   პარიზის ქრონიკა, ტექსტი გამოსცა, შესავალი, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო . ალასანიამ, თბილისი, 1980.

 

 

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ