მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

პეტრე იბერი

V საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მაიუმის ეპისკოპოსი, ქართული ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 3 დეკემბერი.

 

 

 

             გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 411-491 წლებში. იგი იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი ქალიშვილის ხაზით. ერისკაცობაში პეტრე იბერი მურვანის (სირიული წყაროებით ნაბარნუგის) სახელით იყო ცნობილი.

საქართველოს გაქრისტიანების შემდგომ ფართოვდება კულტურული კონტაქტები იერუსალიმთან. საეკლესიო (უპირველესად საღვთისმსახურო) წიგნების თარგმნა, ლიტურგიკული პრაქტიკის  გაცნობა დაბოლოს, პიროვნული რელიგიური მისწრაფებები უბიძგებდა ქართველ მორწმუნეთ იერუსალიმისაკენ და პალესტინის სხვა წმინდა სავანეებისაკენ. როგორც ირკვევა, IV საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდებიან პალესტინაში პირველი ქართველები. V საუკუნდან კი ეს პროცესი შესამჩნევად ძლიერდება. ქართველთა ლტოლვა წმინდა მიწისაკენ ბერმონაზვნური  იდეალების მიმდევართა თუ უბრალოდ, მომლოცველთა სახით, იმდენად შესამჩნევი გამხდარა, რომ რომ ქართველები თავად აგებენ საკუთარ მონასტრებს და სასტუმრო სახლებს. იერუსალიმის პირველი ქართველი მომლოცველები სამეფო სახლისა და ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის თავისი წარმომავლობით, განათლებით, რელიგიური განცდის სიღრმით და საქმიანობის მასშტაბებით უსათუოდ გამოირჩევა პეტრე იბერი.

           პეტრე იბერის ცხოვრების ძირითადი წყაროა სირიულ ენაზე ჩვენამდე მოღწეული მისდამი მიძღვნილცხოვრებაში”, რომელიც მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა 1895 წელს რიხარდ რააბეს მიერ შესრულებული პუბლიკაციით და ტექსტის გერმნული თარგმანით. ამ ვერსიის ქართული შეასრულა ივანე ლოლაშვილმა. არსებობსპეტრე იბერის ცხოვრებისქართული ვერსიაც, თარგმნილი მაკარი ხუცესის მიერ, რომლის თანახმად, “ცხოვრებისავტორია ზაქარია ქართველი, სიყრმითგანვე პეტრესთან მყოფი პირი.

თხზულებიდან კარგად ჩანს ზაქარია ქართველის რელიგიური აღმსარებლობა. იგი ჭეშმარიტი მონოფიზიტია, ასეთივე მონოფიზიტი ყოფილა პეტრე იბერი, რომელიც სირია-პალესტინაში და ეგვიპტეში მონოფიზიტთA ბურჯად ითვლებოდა.

      423 წელს, როცა უფლისული პეტრე 12 წლისა გახდა, იგი კონსტანტინეპოლს მძევლად გაგზავნეს ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის (408-450) კარზე. აქ მისი სწავლა-აღზრდის საქმეს კოლხეთიდან მოწვეული ქართველ ფილოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. “ქართლის ცხოვრებისცნობების თანახმად, მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუმჟღავნებია და ბრწყინვალე საეკლესიო და ფოლოსოფიური განათლება მიუღია ბიზანტიელი სწავლულებისა და ფილოსოფოსების წყალობით. მისი ბიოგრაფის ზაქარია ქართველის გადმოცემით, მურვანი მეფესა და სასახლის ფილოსოფოსებს აცვიფრებდა ბერძნულის ცოდნითა და განსწავლულობით. იერუსალიმში ყოფნისას მას განსაკუთრებით კარგად აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. განსაკუთრებული სულიერი და ინტელექტუალური მოთხოვნილებების  დასაკმაყოფილებლად  იგი რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა და პალესტინაში გადასახლდა.

      მურვანი და მითრიდატე იერუსალიმში მონაზვნებად აღიკვეცნენ და სახელებიც გამოიცვალეს: მურვანი იწოდა პეტრედ, ხოლო მითრიდატე იოანედ. ისინი 445 წელს მღვდლებად აკურთხეს. მათ შემოიარეს მცირე აზიის ქვეყნები და დამკვიდრდნენ მაიუმში, . ღაზის მახლობლად. 452 . პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად აკურთხეს. მან პალესტინასა და ეგვიპტეში მრავალი მონასტერი ააშენა, მათ შორის იერუსალიმში _ ქართველთა მონასტერი, სასტუმრო სახლი და დააარსა სკოლა, რომელშიც, გარდა ქართველებისა, ბერძნები, სირიელები და სხვებიც სწავლობდნენ. თუ რაოდენ ინტენსიური იყო პეტრესა და მისი მოწაფეების საქმინანობა, ერთი ფრაგმენტიც მოწმონს მისიცხოვრებიდან”: “წარვიდენ ეგვიპტედ სანახებთა სკიტისათა...” აქაური ადგილები მოილოცეს, შემდეგ გამოარჩიეს ერთი ადგილი და აღაშენეს მონასტერი და ეკლესია, შემდეგ ისევ იეტრუსალიმში დაბრუნდნენ და ისევ ააშშენესქალაქსა შინა სახლი სასტუმროÁ”.  პეტრეს აშენებულად არის მიჩნეული ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში მდებარე ეკლესია.

      მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს სირიულ-ქართულიცხოვრებებიდან”  პეტრეს მრავალი მონასტრის შენება მიეწერება, მის მიერ აშენებული ყველა მონასტრის მოძიება და იდენტიფიკაცია ჯერჯერობით არ დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იერუსალიმში, სიონის ეკლესიასთან, დავითის კოშკის სიახლოვეს, პეტრეს აუშენებია მონასტერიიბერთა მონასტრისსახელწოდებით. 1652 წელს იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში, ბირ-ელ-კათის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები, რომლის იატაკი შემკული აღმოჩნდა ქართული ასომთავრულით შესრულებული მოზაიკური წარწერებით. წარწერაში მოხსენიებული პირები იდენტიფიცირებულნი არიან პეტრე იბერთან (მურვანოსი), მის მამასთან (ბურზენი) და პაპასთან (ბაკური) (წერეთელი). ამ მონასტრის აშენებაც პეტრე იბერის სახელთანაა დაკავშირებული.  

      ზაქარია ქართველი პეტრე იბერის შესახებ ამბობდა: “იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი და მცველი მთელი ქვეყნისა”. იოანე რუფუსი პეტრე იბერსმეორე პავლესდამეორე მოსესუწოდებდა.

      შუა საუკუნეების ქრისტიანული საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტექსტად არის მიჩნეული .. “არეოპაგიტული კორპუსი.” დიდი ხნის განმავლობაში მის ავტორად ითვლებოდა I საუკუნის მოღვაწე დიონისე არეოპაგელი (რუსთაველთანბრძენი დივნოს”), რომელსაც თვით მოციქულ პავლესგან ჰქონდა მოსმენილი ქრისტეს მოძღვრება.  “არეოპაგიტული კორპუსისდიონისე არეოპაგელისადმი მიკუთვნება ეჭვის ქვეშ დააყენეს ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ბიზანტიელმა და დასავლეთ ევროპელმა ჰუმანისტებმა. XIX საუკუნიდან კი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ტერმინოლოგიის, აგრეთვე ტექსტში გამომჟღავნებული ისტორიული ანაქრონიზმების მეცნიერული შესწავლის საფუძველძეკორპუსისავტორად II-V საუკუნეების არაერთი ცნობილი ქრისტიანი ავტორი იქნა მიჩნეული. მათ შორის ერთ-ერთია პეტრე იბერი. “არეოპაგიტული კორპუსისავტორათან მისი იდენტიფიკაცია ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოახდინეს  ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძე და ბელგიელმა მეცნიერმა ერნესტ ჰონიგმანმა. ამ შეხედულებას დღესაც ჰყავს  ჰყავს როგორც მომხრე, ისე მოწინააღმდეგენი. მეცნიერული დისკუსიაკორპუსისავტორობის შესახებ ისევ გრძელდება.     

      პეტრე იბერი მხოლოდ XII-XIII სს. მიჯნაზე იქნა აღიარებული და წმინდანად შერაცხილი. მისი ხსენების დღედ 3 დეკემბერი დაწესდა. პეტრე იბერის ცხოვრება ასურულ ენაზე აღწერა მისმა მოწაფემ ზაქარიამ, ქართულად კი თარგმნა მაკარი ხუცესმა: ცხორებაÁ და მოქალაქობაÁ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისაÁ, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისაÁ”. ტექსტი ორი რედაქციითაა მოღწეული: I დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H-1760 xelnawerSi, meore-A-130, A-170, A-176, H-1672, H-2077. ტექსტი დაცულია აგრეთვე პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების კოლექციაში. არსებობს აგრეთვეპეტრე ქართველის ცხოვრებისმოკლე სვინაქსარული რედაქციაც: “ დაძინება წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, მაიამოს ქალაქის ეპისკოპოსისა ხელნაწერებში: H-111. (1709-15 წწ) და საქართველოს ეროვნული არქივის 459 (1739 .)

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

 

  1. qarTuli literaturis qrestomaTia. t. I Sedg. s. yubaneiSvilis mier. t. I. Tb. 1944.

  2. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, i. abulaZis redaqciiT,  II t. Tb. 1967.

  3. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, e. gabiZaSvilis da m. qavTarias redaqciiT,  t. Tb. 1968 .

  4. cxovreba perte iberisa, asuruli redaqcia germanulidan Targmna, gamokvleva, komemtarebi da ganmartebiTi saZieblebi daurTo i. lolaSvilma, Tbilisi, 1988.

  5. petre iberieli (fsevdo-dionise areopageli). Sromebi. Targm. efrem mcirisa. s. enuqaSvilis gamoc. Tb. 1961.

  6. S. nucubiZe. petre iberi da antikuri filosofiuri memkvidreoba. Sromebi. t. V. Tb. 1975.

  7. s. yauxCiSvili. berZnuli literaturis istoria. t. III. Tb. 1973.

  8. Н. Марр. Житие Петра Ивера, царевича—подвижника и епископа Мойюмского V века. Православный палестинский сборник. 1896 г. т. 16.

  9. V. Corbo and M. Tarchnishvili, Incrizioni georgiane del monastero di S. Teodoro a Bir el Qutt (Bettlemme), La Terra Santa, 28, Ierusalem, 1953, 181-186.

  10. m. TarxniSvili, axlad aRmoCenili qarTuli monasteri beTlemSi, bedi qarTlisa, 16, 1954.

  11. g. wereTeli, uZvelesi qarTuli warwerebi palestinidan, Tbilisi, 1960.

  12. g. feraZe, ucxoel piligrimTa cnobebi palestinis qarTveli berebisa da qarTuli monastrebis Sesaxeb, gamosacemad moamzada, Sesavali werili da damatebiTi SeniSvnebi daurTo g. jafariZem, Tbilisi,1995.

  13. T. mgalobliSvili, ucnobi qarTuli momasteri wm. miwaze, gv. 341-349 (iqve vrceli literatura).

  14. saqarTvelos marTlmadidebeli eklesiis enciklopediuri leqsikoni, avtor-Semdgenelni: enriko gabiZaSvili (xelmZRvaneli), maia mamacaSvili, ana RambaSiZe. Tb. 2007.   

 

 

 

moamzada elene cagareiSvilma

                 წმ. პეტრე იბერი                  XVIII ს.–ის მინიატურა