მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მიქაელ მოდრეკილი

X საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, პოეტი ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი და კალიგრაფი, შემდგენელ-რედაქტორი ჰიმნოგრაფიული კრებულისა

 

 

 

      მიქაელ მოდრეკილის მიერ არის შექმნილი თავისი მხატვრული ღირებულებით და შინაარსით უნიკალური ხელნაწერი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი -425), რომელიც იადგარის (სამახსოვრო) სახელით არის ცნობილი. ეს არის დიდი ფორმატის ხელნაწერი: ზომით 39X40 სმ; ნაწერია კლასიკური ნუსხურით საუკეთესოდ დამუშავებულ თხელ ეტრატზე. ტექსტი შემკულია დეკორით და ორნამენტულად შესრულებული საზედაო ასოებით, აგრეთვე სტეფანე მტბევრისა და ბასილი კესარიელის მინიატურული გამოსახულებებით. როგორც ტექსტის, ასევე მხატვრობის ტექნიკური შესრულება უბადლოა, მთლიანად ხელნაწერი ასახავს წიგნის ოსტატობის უბრწყინვალეს დონეს.

      თავდაპირველად ხელნაწერი შეიცავდა 1264 გვერდს, ჩვენამდე მოღწეულია მხლოდ 544 გვერდი. კრებულის დაზიანების გამო ჩვეულებრივ თავსა  და ბოლოში თანდართული გადამწერის ანდერძები არ არის მოღწეული, მაგრამ გადარჩენილია ხელნაწერის შუა ნაწილებში ჩართული რამდენიმე ანდერძი, რომლებიც შეიცავენ ფასდაუდებელ ცნობებს თავად კრებულის შემდგენლის, მისი თანადროული ლიტერატურული წრისა და ისტორიულ პირთა  შესახებ

      კრებული შედგენილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. მიქაელის ანდერძებში მოხსენიებული არიან ტაოს ბაგარტიონები: დავით კურაპალატი (961/978-1001); ბაგრატ II (მამა გურგენისა), სუმბატი (არტანუჯელი, ერისთავთ-ერისთავი, კლარჯეთის მეფე 914/966-988), და გურგენი (მეფეთ-მეფე 975/978/994-1008). ანდერძში მიქაელ მოდრეკილი ასახელებს გრეთვე თავის ბიძას დავითს და დისწულ დავითს. ეს უკანასკნელი იდენტიფიცირებულია ოშკის ბიბლიის ერთ-ერთ გადამწერ დავითთან, რომელიც თავს მიქაელ მოდრეკილის დისწულად მოიხსენიებს. მიქაელ მოდრეკილის გადაწერილია აგრეთვე ცნობილი ხელნაწერის, “შატბერდის კრებულისნაწილი, კერძოდ, “მოქცევაÁ ქართლისაÁ”. ამავე კრებულის ერთ-ერთი გადამწერი იოვანე-ბერა აგრეთვე მიქაელ მოდრეკილის დისწული ყოფილა (ამ უკანასკნელს 973 წელს   გადაუწერია პარხლის ოთხთავი). მწერალ-მწიგნობართა ეს ჯგუფი სამხრეთ საქართველოს უმაღლეს ფეოდალურ არისტოკრატიას ეკუთვნოდა.

      მიქაელ მოდრეკილს კრებულში შეუტანია იმ დროისათვის არსებული ქართული ორიგინალური, მათ შორის საკუთარი და ბერძნულიდან ნათარგმნი საგალობლები. “...მე, გლახაკმან მიქაელ მოდრეკილმან... გულსმოდგინედ ძიებითა  შევკრიბენ ძლისპირნი ესე  მეხურნი (“მეხურნიაღნიშნავს რიტმული პროზით დაწერილ საგალობლებს), ბერძულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითA განგებითა, და დავწერენ წმიდასა ამას შინა წიგნსა ყოვლითA განმარტებითA და ჭეშმარიტებითა...” იმ ეპოქის ქართველ-მგალობელ ჰიმნოგრაფთა სახელთაAუმეტესობა სწორედ ამ კრებულიდან გახდა ცნობილი. ქართველი ავტორებიდან კრებულში შეტანილია: მიქაელ მოდრეკილის, გიორგი მერჩულის, იოვანე მტბევრის, იოვანე მინჩხის, სტეფანე სანანოÁსძე-ჭყონდიდლის, ეზრას, იოვანე ქონქოზისძის, ბასილი ხანცთელის, კურდანაÁ-კვირიკეს, მაკარი ლეთეთელის და რამდენიმე ანონიმი ავტორის საგალობლები. ნათარგმნი მასალა ეკუთვნის ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროს უდიდეს ბერძენ ავტორებს: ანდრია კრიტელს, კოზმა იერუსალიმელს, იოანე დამასკელს, თეოფანეს და ეფრემს. . ინგოროყვას აზრით, კრებულში უძველეს ლიტერატურულ ფენად შესულიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიმოხსენიებული საწელიწდო იადგარიც, რომლის შემდგენლად თავად გრიგოლ ხანცთელი მიაჩნია. ნაწილი ნათარგმნი ჰიმნებისა უავტოროდ არის წარმოდგენილი. კრებულში შეტანილი ჰიმნოგრაფიული მასალა გაწყობილია ლიტურგიკული წლის .. პალესტინურ მოდელზე, რომლის ბერძნული დედანი აღარ არსებობს და მასზე მსჯელობა მახოლოდ ამ კრებულით არის შესაძლებელი.

      კრებულის განსაკუთრებულ ღირსებას წამოადგენს ისიც, რომ საგალობელთა ტექსტების დიდ ნაწილს ხმოვნებზე უზის .. ნევმები, ერთგვარი სანოტო ნიშნები, რომელთა ფუნქცია იყო შემუშავებული საზომის მიხედვით შედგენილ საგალობელთა ტესტებში რიტმულ-მელოდიური კილოს  ფიქსაცია. ტექსტებს ახლავს მრავალრიცხოვანი ლიტურგიკული შენიშვნები, განმარტებები, რაც მკვლევართ ავარაუდებინებს, რომ კრებულს ჰქონდა სასწავლო დანიშნულება.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. qarTul xelnawerTa aRweriloba, S koleqcia, I, e. metrevelis redaqciiT, Tbilisi, 1959. #425.

  2. К. Кекелидзе, Литургические грузинские памятники  в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тифлис, 1908;

  3. k. kekeliZe, qarTuli literaturis istoria, I, Tbilisi, 1980, gv. 174-177.

  4. pavle ingoroyva, Zveli qarTuli poezia, TxzulebaTa krebuli, t. III, Tb. 1965.  gv.222_237.

  5. e. metreveli, miqael modrekili, qarTuli sabWoTa enciklopedia, 7, 1984, gv.25.

 

 

moamzada Tina ceraZem