მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ლევან კახთა მეფე (1518-1578 წწ.)

 

 

ლევან კახთა მეფე (დაიბადა 1506 .) იყო ძე გიორგი (1511-1513) მეფისა და დედოფალ ელენესი. ლევანის გამეფება კახეთში ქართლთან გართულებული ურთიერთობის პირობებში მოხდა. კახეთის მეფე გიორგი II- (ავ-გიორგი) ქართლის საკითხზე უთანხმოების გამო მოკლა საკუთარი მამა და თვალები დათხარა ძმას, დემეტრეს. ამის შემდეგ გიორგი განუწყვეტელ თავდასხმებს აწყობდა ქართლზე, რამაც ქართლის ხელისუფლება აიძულა გადამწყვეტი ზომები მიეღო. 1513 წელს, ერთ-ერთი ტავდასხმის დროს, ქართლელებმა ბაგრატ მუხრანბატონის ხელმძღვანელობით ავ-გიორგი დაატყვევეს. მალე იგი ციხეში მოკლეს.). დავით ქართლის მეფემ ეს შემთხვევა ქართლ-კახეთის გაერთიანებისათვის გამოიყენა და კახეთი დაიკავა. მცირეწლოვანი ლევან ბატონიშვილი, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნითკახეთის სამეფო კარის სახლთუხუცესმა გარსევან ჩოლაყაშვილმა ჯერ თავისთან გადამალა, შემდეგ ოჩანის ციხეში გადაიყვანა.

514 წელს დაიწყო ოსმალეთისა და ირანის ომი, რომლიც ოსმალეთის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. ამ ომში ირანმა დაკარგა თავისი დასავლური პროვინციებიამიტომ შაჰ ისმაილმა (1501-1524)                                                        მთელი თავისი ძალები მიმარტა სამხრეთ კავკასიისაკენ, რათა  არ დაეშვა ამ რეგიონში ოსმალეთის გაბატონება. პირველ დარტყმებს იღებდა სამცხე-საათაბაგო, რადგანაც ამ მხარის დამორჩილება მოწინააღმდეგეებს დანარჩენსაქართველოებისაკენგზას უხსნიდა. საქართველოს სამეფო-სამთავროები ამ პერიოდში ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტაქტიკას ადგანან. 1516 წელს შაჰმა საათაბაგოში სარდალი დივ-სულთან რუმლუ გაგზავნა, რომელმაც თმოგვის ციხესთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალური ორიენტაციის მანუჩარ ატაბაგი და საათაბაგოს ტახტზე ირანელთა ერთგული ყვარყვარე III დასვა. ამის შემდეგ შაჰი ქართლ-კახეთის დამორჩილებას 1518 წელს ირანელები საათაბაგოს  გზით შუაგულ ქართლში შემოიჭრნენ. დავით X- მორიგება არჩია და ხარკის გადახდის პირობით შაჰს დაეზავა.

ამ ვიტარებით ისარგებლეს კახეთის თავადებმა და ლევან ბატონიშვილი ბოდბეში მეფედ აკურთხეს. ლევანმაც შაჰ-ისმაილს მორჩილება გამოუცხადა და ხარკის გადახდა იკისრა.  1520 წელს დავით მეფე კვლავ შეეცადა კახეთის შემოერთებას _ ქართლის ლასქარმა მაღრანის ციხეს ალყა შემოარტყა, სადაც ლევანიც იმყოფებოდა, მაგრამ ამ დროს ცნობა მოუვიდა, რომ ქართლში ოსმალები სემოიჭრნენ. მეფემ ალყა მოხსნა და ქართლში გაბრუნდა. დავით მეფეს ამის შემდეგაც ჰქონდა კახეთის შემოერთების მცდელობა, მაგრამ ამასობაში ლევანი გაძლიერდა, თან მოკავშირეც გამოუჩნდა გურიელის სახით )გურიელის ასული თინათინი ლევანის მეუღლე გახდა). გურიელმა საბოლოოდ შემარიგებელი როლი ითამაშა დაპირისპირებულ მხარეებს შორის: “რათა ჰყოთ ზავი და სიყუარული თქვენს შორის, რამეთუ არიან მტერნი ძლიერნი გარემოს, ვითარცა ყეენი, რომელი იპყრობს ქვეყანათა” (ვახუშტი,29). დავითსა და ლევანს შორის დადებული ზავი ადასტურებდა საქართველოს დაყოფას სამ თანაბარუფლებიან სამეფოდა. განცალკევებული პოლიტიკური ერთეულების არსებობა ბადებდა განსხვავებულ შინაგან და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს რომელიც თითოეული ქართული სამეფოს კერძოობით საქმიანობას განაპირობებდა (. ბერძენიშვილი).

ლევანმა ცოლად შეირთო გურიელის ასული თინათინი, რომელთანაც შეეძინა ალექსანდრე და იესე. 1527 წელს თინათინი გაშორდა ლევანს, _ “ვინაითგან იყო ლევან ფრიად მეზავი და არა ინება მეუღლეობა მისი” (ვახუშტი,572), საკუთარი მზითევით შუამთაში მონასტერი ააშენა და გარდაცვალებამდე იქ დარჩა.

კახეთს გართულებული ურთიერთობა ჰქონდა საშამხლოსტან. შამხალი კახეთს პირაქეთ დაღესტანს ეცილებოდა, რომელიც შორეული წარსულიდან საქართველოს გამგებლობაში იმყოფებოდა. კახეთისათვის ამ ტერიტორიას უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისი დათმობით კახეთი კარგავდა საზაფხულო საძოვრებს და ამასთანავე აღმოსავლეთიდან კავკასიელ მთიელთა მუდმივი შემოსევების საფრთხე ემუქრებოდა. ამის გამო იყო, რომ ლევანმა მეორე ცოლად შამხლის ასული მოიყვანა და ამ გზით დაღესტანთან ურთიერთობა (დროებით) მოაგვარალევანმა დაიმორჩილა გამდგარი ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი, სანაცვლოდ მათ კახეთის საზამთრო საძოვრები დაუთმო.

ლევანის მეფობაში კახეთი მოშენდა, ირანთან შემრიგებლური პოლიტიკა, რომელიც ლევანმა აირჩია, ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. კახეთის აბრეშუმი, ღვინო და ენდრო ვოლგაასტრახანის გზით მრავლად გაჰქონათ უცხოეთში. ამ დროს იზრდება ახალი ქალაქები: ბაზარი (ზაგემი), გრემი, რომლებსაც გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ მეზობელ სახანოებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთით კახეთს შაქი და შირვანი ესაზღვრებოდა, რომელთა ხანები ირანის წაქეზებით კახეთს მოსვენებას არ აძლევდა.

1551 წელს ლევანმა შაქზე  გაილაშქრა. შაქის მმართველი, ჰასან-ბეგიდაიღუპა ქართველებთან ომში. (ისკანდერ მუნში). შაჰი ლევანის საქციელმა გაანაწყენა, მაგრამ იმჯერად შაჰს ლევანის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რადგან  ჰასან-ბეგის მემკვიდრემ, დერვიშ-მოჰამედ ხანმაც  ირანის ურჩობა დაიწყო. შაჰმა შირვანში დამსჯელი       ჯარი გაგზავნა და ლევანიც იხმო.  “ლევან-ხან ქართველმა იმ უდიდებულესობის სამსახურის ქამარი წელზე შემოირტყა და იმედის სახე ქვეყნის საფარველ სასახლეში მიიტანა, ქალაქ არეშში (იმ დროს შაჰი არეშში იმყოფებოდა) მეფობის ტახტის საფეხურს თაყვანი სცა და ხელმწიფეთა ალერსით განდიდებული შეიქნა”. (ისკანდერ მუნში)

ლევანმა მონაწილეობა მიიღო შაჰის წინააღმდეგ აჯანყებული დერვიშ-მოჰამედის დამხობაში, ამით შაჰის რისხვა დააცხრო და კახეთი გამნსაცდელს გადაარჩინა. ლევანი, იმის შიშით, რომ კახეთს ქართლის ბედი არ გაეზიარებინა, 1556 წელს შირვანში მდგომ შაჰ თამაზს თავისი ძე იესე გაუგზავნა დიდი ძღვენით. შაჰმა იესე მძევლად დაიტოვა . 1559 წელს იესე გამაჰმადიანდა და შაჰის მოწყალება დაიმსახურა, მაგრამ შემდეგ მალე უარყო მაჰმადიანობა და გაქცევა დააპირა, მაგრამ გაგეს და ალამუთის ციხეში დაატყვევეს

ლევანის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ რთულ პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ყალიბდებოდა ირან-ოსმალეთ-რუსეთს შორის ვოლგა-ასტარხანის სავაჭრო მაგისტრალის ირგვლივ. 1550-იან წლებში ივანე მრისხანემ ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიპრო და რუსეთის საზღვარი სამხრეთით თერგის შესართავამდე განავრცო. ამ მოვლენამ შეაფერხა ოსმალეთის სვლა ვოლგისპირეთისაკენ, სამაგიეროდ ერთმანეთს დაახლოვა რუსეთის და ირანის ინტერესები. რაც შეეხება კახეთს, მისთვის ჩრდილო-აღმოსავლეტიდან საფრთხე მუდმივად არსებობდა. მიუხედავად ირანისადმი ვასალური მორჩილებისა, 1562 წელს შაჰმა ლევანს წაართვა წახური (წუქეთი), ამავე დროს არ წყდებოდა დაღესტნელთა ჩამოსახლება.

ასეთ პირობებში ლევანმა ქრისტიანულ რუსეთში პოტენციური მოკავშირე დაინახა და მასტან დიპლომატიური კავშირის დამყარება სცადა. 1563 წელს ლევანმა ელჩები გაგზავნა მოსკოვში. საპასუხოდ რუსეთის მტავრობამ კახეთში რუსტა რაზმი გამოაგზავნა, რომლებიც ლევანმა კახეთის ციხეებში ჩააყენა. ირანი შეაშფოთა კახეთის მეფის ამ გადაწყვეტილებამ და აიძულა ლევანი რუსული რაზმები ქვეყნიდან გაესტუმრებინა

არეშიქალაქი შაქში, ისტორიუილ ჰერეთში, XVI .არეში ერთ-ერთი დაწინაურებული სავაჭრო ქალაქი იყო.

 

 

         წყაროები და  სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         ბერი ეგნატაშვილი/ ქართლის ცხოვრება II, თბილისი, 1959.

2.         ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ ქართლის ცხოვრება IV, თბილისი, 1973.

3.         ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა  და შესავლითურთ გამოსცა ვლადიმერ ფუთურიძემ. თბილისი, 1969.

4.         . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, . VI. თბილისი, 1973.

 

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ