მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

კოსტანტინე მაჰმადყული-ხანი 1722-1732

ერეკლე I-ის ვაჟი, კახეთისა და ქართლის გამგებელი გამგებელი

 

 

მაჰმადყული-ხანი  ერეკლე I-ის  (ნაზარალი-ხანისხარჭისაგან ნაშობი ვაჟი იყო. იგი ირანში აღიზარდა. დავით იმამყულის გარდაცველების შემდეგ ირანის მთავრობამ კახეთის ტახტზე მისი კანდიდატურა დაუპირისპირა თეიმურაზს, ერეკლე I-ის უმცროს ძეს, რომლიც თვით იმამყულიმ დატოვა კახეთის გამგებლად მისი ირანში გაწვევის პერიოდში. 1722 წელს შაჰმა მაჰმადყულის  მისცა კახეთი, მასთან ერთად ყაზახი, შამშადილუ და განჯა. უფლებების ასეთი გაფართოება მოწმობს, თუ რაოდენ დიდი ნდობა ჰქონდა მოხვეჭილი მას შაჰის წინაშე. მართალია, კახი დიდებულების უმეტესობას თეიმურაზი სურდა, მაგრამ მამადყულის დამტკიცების შემდეგ მომხრეები მის ბანაკშიც გამრავლდა. ვახუშტის დახასიათებით, მაჰმადყული იყოფრიად მაჰმადიანი, ლაღი და ამაყი და მესისხლე, რამეთუ არა რიდებდა  მცირესა ზედა კაცთა სიკვდილსა”.

ერთი წლით ადრე, 1721 წელს, ირანის შაჰმა თამაზმა ვახტანგ VI- აზერბაიჯანის სარდლობა ჩააბარა. ვახტანგმა, როგორც მხარის უმაღლესმა გამგებელმამაჰადყული ხუნანში მიიწვია, მაგრამ მაჰმადყული არ გამოცხადდა, რადგან ეჭვობდა, რომ ვახტანგი შეპყრობას უპირებდა. ეს არ იყო ქართლისა და კახეთის მმართველთა შორის ურთიერთობის საუკეთესო დასაწყისი.

1722 წლის მიწურულს ურთიერთობა შაჰსა და ვახტანგს შორის უკიდურესად გამწვავდა. ამ ვითარებით ისარგებლა კონსტანტინე მაჰმადყულიმ და შაჰს ქართლი გამოსთხოვა, ამ აზრს მას ადრევე ჩააგონებდნენ ალავერდელი და კახი დიდებულები. მართლაც, განრისხებულმა შაჰმა ვახტანგს ჩამოართვა ქართლის მეფობა და თავის ერთგულ კონსტანტინე მაჰმადყულის  გადასცა. კონსტანტინეც მოემზადა თბილისში შესასვლელად.

კონსტანტინე  თბილისის ირანულ გარნიზონთან შეთანხმებით ამოქმედდა. 1723 წლის ადრე გაზაფხულზე თბილისის გარნიზონმა მოულოდნელად სროლა აუტეხა ქალაქს, ამავე დროს ავლაბრის მხრიდან კონსტანტინე შემოიჭრა ერევნისა და განჯის ხანების თანხლებით და ლეკთა დაქირავებული ჯარით. ვახტანგის დასახმარებლად იმერლები და რაჭველები წამოვიდნენ. სამთვიანი ბრძოლის შემდეგ თბილისი დაეცა. ამ დროს კავკასიაში ირანის ჰეგემონობას დღეები ელეოდა. ოსმალთა ჯარები დღე-დღეზე აპირებდნენ  აღმოსავლეთ საქართველოში შემოჭრას. კონსტანტინემ ეს ვერ გათვალა და თავისი მოქმედებებით ქვეყანა კიდევ უფრო დაასუსტა. 1723 წლის 4 ივლისს თბილისში ოსმალები შემოვიდნენ. კონსტანტინემ ქალაქი უომრად ჩააბარა. ამ დროს ოსმალთა ბანაკში მოსალაპარაკებლად ბაქარ ბატონიშვილი იმყოფებოდა. მისი თხოვნით ოსმალებმა კონსტანტინე დააპატიმრეს. კონსტანტინე ისევ ბაქარს სთხოვს შემწეობას და ჰპირდება ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას. მართლაც, ბაქარის დახმარებით კონსტანტინე პატიმრობას თავს აღწევს და კახეთში გარბის.

ქართლისათვის ამ უკიდურესად მძიმე დროს არც კახეთში იყო სიმშვიდე. კახეთს აღმოსავლეთიდან ლეკები, დასავლეთიდან ოსმალები უტევდნენ. კონსტანტინე იძულებული გახდა თიანეთში გადასულიყო. აქედან იგი შეეცადა ჭარელებს დაკავშირებოდა ოსმალთა წინააღმდეგ, მაგრამ თუ რამდენად საიმედო შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კავშირი, იქიდანაც ჩანს, რომ მოკავშირე ლეკებმა დედოფალიც კი გაძარცვეს. 1724 წლის იანვრში კონსტანტინე თავისი ძმის, თეიმურაზის საშუალებით დაუკავშირდა ბაქარს (თეიმურაზს ცოლად ჰყავდა ბაქარის და თამარი), და ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება შესთავაზა. იგივე შეატყობინა შაჰს და ფულადი დახმარება სთხოვა. ამავე დროს კონსტანტინემაც დაიწყო ფიქრი რუსეთთან კავშირზე. 1724 წელს კონსტანტინეს წერილები დაუგზავნია პეტრე I-ისადმი, კასპიის სანაპიროს რუსული ნაწილების სარდლობისადმი, აგრეთვე გაგზავნა კახეთის მღვდელთმთავართა და დიდებულთა თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე. თავის წერილებში კონსტანტინე ხაზს უსვამდა, რომ მას სრული თანხმობა ჰქონდა ქართლის მეფესთან და მზად იყო ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. კონსტანტინეს მხედველობაში ჰყავდა ბაქარი, რადგან ვახტანგ VI მას არ ურიგდებოდა. გარდა წერილებისა, 1724 წელს კონსტანტინემ რუსეთში სამჯერ გააგაზავნა ელჩობა (ჯერ როსებ ბაგრატიონი, შემდგომ ბერი ზებედე და თავადი დავითი, შემდეგ გარაყანისძე). ამ ელჩობებს პასუხი არ მოჰყოლია.

ოსმალები კახეთის დაპყრობასაც ცდილობდნენ, მაგრამ ქართლის დიდმა წინააღმდეგობამ ოსმალებს ამის საშუალება არ მისცა. ირანიდან დახმარების მოლოდინში კონსტანტინე ყაზახში დადგა. სწორედ აქ დაესხნნ თავს ოსმალები, დააპატიმრეს მთელი მისი სახლეული და წაიღეს ქონება. 1725 წელსქართლის აჯანყების წინროცა ვახტანგი რუსეთში იყო წასული, ქართლის თავადებმა კონსტანტინეს მოუწოდეს, როგორც ასე თუ ისე ლეგიტიმურ მმართველს (კონსტანტინეს ქართლი ირანისაგან ჰქონდა ჩაბარებული).

კონსტანტინეც კახელების და თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქრით აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში. ბრძოლა მოხდა გუფთასთან, მტერს დიდი დანაკარგები ჰქონდა, მაგრამ ქართლის რენეგატებმა იესე-მუსტაფამ (ვახტანგის უმცროსი ძმა) და ერასტი ყაფლანიშვილმა ოსმალებს ჯარი მიაშველეს და დამარცხებას გადაარჩინეს.

ამ მარცხის შემდეგ კონსტანტინე ერთ ხანს ქსნის ერისთავ შანშეს შეეხიზნა ახალგორში. აქ მიიღო მან შაჰისაგან ფულადი დახმარება, რომელიც მეტად უმნიშვნელო ყოფილა. კონსტანტინე უკმაყოფილო იყო შანშეს მასპინძლობითაც _ მიუჩნევია, რომ იგი სათანადო პატივით არ ექცეოდაამიტომ აყრილა და ფშავში გადასულა, სადაც თავისი უმცროსი ძმა თეიმურაზი ელოდებოდა. აქ კონსტანტინე ერთ წელიწადს დარჩა.

ამასობაში ლეკებმა თითქმის მთელი კახეთი დაიპყრეს, მოლები მოიყვანეს და ხალხს აიძულებდნენ, გამაჰმადიანებულიყვნენ. უკვე 1725 წელს მთელი კახეთის ციხეები ლეკების ხელში იყო. ახლა უკვე თელავის აღებაც განიზრახეს. წინამძღოლის გარეშე დარჩენილმა ხალხმა მოახერხა თვითორგანიზება და აჯანყდა. განსაკუთრებული ძალით შეუტიეს ლეკებს ქისიყის, გაღმა მხარის და თელავის მაცხოვრებლებმა. აჯანყებულმა კახელებმა  “მრავალნი ლეკნი მოსწვიტნეს”. მტერმა, რაკი ნახასიმაგრე კახთა”, უკან დაიხია. ამის შემდეგ კახელებმა ფშავიდან კონსტანტინე მოიწვიეს. გაქცეული თავადობა და სამღვდელოებაც უკან დაბრუნდა. კონსტანტინე ლეკებს დაუზავდა. ლეკებმა კახეთზე ხელი აიღესმაგრამ სამაგიეროდ ქართლისაკენ თავისუფალი გზა მიიღეს. კონსტანტინეს ახლომხედველური გათვლით ლეკები ქართლში მხოლოდ მისთვის საძულველ ოსმალებს შეავიწროებდნენ. სინამდვილეში კი ლეკებმა ქართლზე და სამცხე-ჯავახეთზე ახალი მარშრუტები გაკვალეს და მოსახლეობას მოსვენებას არ აძლევდნენ ძარცვა-გლეჯით და ტყვეობით.

ოსმალებთან უნაყოფო ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე ოსმალებს დაეზავა და ხარკი იკისრა.

1727 წელს ოსმალეთის სულთანმა ჭარელ ლეკებს მათ მიერ კახეთში მინატაცები მიწები დაუმტკიცა. ეს იყო ტერიტორია გავაზის წყალსა და ყაფუჩაის შორის. დაპყრობილი ქართული სოფლები ჭარელებმა მძიმედ დაბეგრეს და თანდათან აიძულეს მაჰმადიანობა მიეღოთ. ასე წარმოიშვა საინგილოს ქართველობა. 1728 წელს ქართლის მმართველი ისაყ-ფაშა ჭარ-ბელაქანს დაეზავა. ჭარელებმა გავაზამდის მიწა-წყალი მოითხოვეს. ოსმალეთმა შეიწყნარა მათი თხოვნა, მაგრამ ლეკებს ამის შჲმდეგაც არ აუღიათ ხელი  რბევაზე. 1730 წელს ოსმალებმა და კახელებმა ერთობლივად დაამარცხეს ჭარელები და აიძულეს ისინი ჩატეულიყვნენ ნაწყალობევ ტერიტორიებში.

1730-იანი წლების დასაწყისიდან ირანმა გაძლიერება იწყო და ემზადებოდა კავკასიაში თავისი პოზიციების აღსადგენად. კონსტანტინეს აშკარად ორჭოფობა დაეტყო ორ დამპყრობელს შორის, თუმცა კონსტანტინეს მკაფიო პოლიტიკური პროფილი ძნელად დასადგენი იყო. 1731 წელს კონსტანტინემ რევაზ ერისთავთან ერთად (რევაზი ვახტანგ VI-ის კაცი იყო), ლეკთა ჯარით გაიარა ხევსურეთი და ხევის დაჭერა სცადა, მაგრამ ოსმალთაგან დამტკიცებულმა ბარძიმ ერისთავმა მოიგერია ეს შეტევა. კონსტანტინეს ეს ლაშქრობა რუსეთთან დამაკავშირებელ სტრატეგიულ გზაზე კონტროლის დაწესებას ისახავდა მიზნად. ოსმალები ძალზე შეაშფოთა  კონსტანტინეს ამ საქციელმა, ისინი კონსტანტინეს ისედაც არასოდეს ენდობოდნენ, რადგან შაჰის ერთგულ დასაყრდენად მიაჩნდათ, ამიტომ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. 1732 წელს იგი იუსუფ-ფაშამ ბეჟანბაღში მიიწვია და ღალატით მოაკვლევინა. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს ოსმალებმა მთელი კახეთის დაჭერა, ყარაღაჯის ციხე გაამაგრეს და შიგ ოსმალთა ჯარი შეაყენეს.

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. sexnia CxeiZe, saqarTvelos cxovreba, Tfilisi, 1913.

  2. vaxuSti bagrationi, aRwera samefosa saqarTvelosa, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, /qarTlis cxovreba Tbilisi, 1973, t. IV, 131.

  3. aRmosavleT saqarTvelo XVIII saukunis pirvel naxevarSi /saqarTvelos istoriis narkvevei, IV, 1973.

  4. n. berZeniSvili, iran-osmaleTis omi da saqarTvelo XVIII saukunis pirvel naxevarSi / saqarTvelos istoriis sakiTxebi, w. VI, 1973.

  5. n. berZebiSvili, aRmosavleT kaxeTis istoriidan, mimomxilveli, 1953.

  6. daviT guramiSvili, daviTiani,

  7. Кавказский календарь, 1866,Посербский, очерк Закат. Округа, 23. Хронока войн Джара, 18-го столетия).

  8. Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения в 1725-1735 гг. Тбилиси, 1965.

 

 

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ