მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

კონსტანტინე I

ერთიანი საქართველოს მეფე 1407-1412  წლებში, ძმა გიორგი მეშვიდისა.

 

1401 წელს სამხრეთ კავკასიაში თემურ ლენგის მხედრობამ უკანასკნელი ბასტიონიალინჯის ციხე აიღო და საქართველოსკენ დაიძრა. ეს იყო თემურ ლენგის მეშვიდე ლაშქრობა საქართველოში. გიორგი მეფემ თემურ ლენგის სარდლებს ელჩობა მიუგზავნა და დაზავება აღუთქვა. ელჩობას მეთაურობდა გიორგი მეფის ძმა, კონსტანტინე ბატონიშვილი. კონსტანტინე ბატონიშვილი პირადად ხლებია შამქორში  კონსტანტინემ მყოფ თემურ ლენგს და გადაუცია მისთვის გიორგი მეფის სიგელი და საჩუქრები. მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმებულან შემდეგ პირობებზე: 1. საქართველო კისრულობდა ყოველწლიური ხარკის გადახდას; 2. მოწინააღმდეგის მხარეზე გამოიყვანდა დადგენილი რაოდენობის ჯარს; 3. საქართველოს არ უნდა ჩაეკეთა გზები; 4.ქართველებს არ უნდა შეევიწროვებინათ მუსლიმები; 5. მუსლიმთა ქვეყნებში ქართველებს საჯაროდ არ უნდა ჩაეტარებინათ  ქრისტიანული წესები; 6. თემურ ლენგს საქართველოსათვის არავითარი ზიანი აღარ უნდა მიეყენებინა. ში არ უნდა ელაშქრა. მიუხედავად ამ ზავისა, 1403 წელს თემურ ლენგი მერვედ დაიძრა საქართველოსაკენ. გიორგი მეფემ  ამჯერადაც თავისი ძმა კონსტანტინე ბატონიშვილი შეაგება მოციქულად მტერს. კონსტანტინემ საჩუქრები მიართვა თემურს და გადასცეს გიორგი მეფის დანაბარები, რომ რასაც დაგვავალებთ, ყველაფერს ზედმიწევნით შევასრულებთ, ხარკი იქნება თუ ჯარის გამოყვანა, ხოლო რაც შეეხება თქვენს კარზე პირადად გამოცხადებას, საამისოდ ჯერ გამბედაობა არ მყოფნის, მადროვეთ, დავმშვიდდები და მერე უშიშრად მოვალ მარანდის სულთნისა და სხვათა მსგავსადო (შარაფ-ად-დინი).  მაგარმ თემური არ ენდო გიორგი მეფეს და მისთვის ძალების მოასკრეფად დრო რომ არ მიეცა, ისევ სასწრაფოდ წამოვიდა კაშქრით. ეს იყო თემურის მერვე ლაშქრობა საქართველოში.

თემურ ლენგის მემატიანის, შარაფ ედ-დინზე დაყრდნობით ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ გიორგი მეფესა და კონსტანტინეს შორის პოლიტიკურ ნიადაგზე აშკარა უთანხმოება იყო ჩამოვარდნილი,  “მაგრამ კონსტანტინეს თავისი თავი საქართველოს მეფის წინააღმდეგ მტრის ხელში გამოსაყენებელ იარაღად არ უქცევია”  (ივ. ჯავახიშვილი). წყაროებში დაცულია მითითება, რომ თემურის ტყვეობაში მყოფი ქართველი სარდლები  გიორგი მეფეს ჩუმად ატყობინებდნენ ტემურის გეგმებზეო. ფარასდან გორგიჯანიძე ამ დატყვევებულთა შორის კონსტანტინეს ასახელებს. კონსტანტინე და ივანე ათაბაგი, სხვა წარჩინებულ ტყვეებთან ერთად, ჩანან თემურის ბანაკში ბირთვისის ციხის აღების დროსაც. ისინი, როგორც ჩანს, არწმუნებდნენ თემურს ბირთვისის ციხის აღების შეუძლებლობაში: “მთელი სამყაროს ლაშქარი რომ მოგროვდეს და განკითხვის დღემდე ალყად შემოადგეს, ამ ციხის აღება მაიანც შეუძლებელიაო” (მოინ ად-დინ ნათანზი). 1403 წლის მომდევნო ხანებში კონსტანტინე, როგორც ცანსტყვეობის მიზეზით აღარ ჩანს ქართულ წყაროებში, მაგარმ სპარსული წყაროების მიხედვით, იგი თემურიანი უფლისწულის, ომარის კარზე ჩანს სხვა საპატიო ტყვეებთან ერთად, რომლებიც, როგორც ჩანს, თემურმა დატოვა მავერანნაჰრში გაბრუნების წინ. კონსტანტინეს დიდხანს არ მოუწია უცხოეთში ყოფნა. 1407 წელს იგი დანამდვილებით საქართველოშია და გიორგი მეფის დაღუპვის შემდეგ იგი ადის  საქართველოს სამეფო ტახტზე.

      კონსტანტინეს უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა. თემურის მრავალგზისი შემოსევებისაგან აოხრებულ ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, კონსტანტინეს აღმშენებლობა უნდა დაეწყო, მაგრამ ამის საშუალებას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კარსმომდგარი A უკვე ახალი მტერი არ იძლეოდა. საქართველოში კი ასეთი საქმეებისათვის ხელსაყრელი პირობები არ იყო. კონსტანტინეს უსიამოვნება ჰქონია საკუთარ ვაჟთან, ალექსანდრესთან, რომელიც მამას გასცლია და ივანე ათაბაგთან შეუფარებია თავი. აქ ალექსანდრე ხუთ წელიწადს დარჩენილა, მამის სიკვდილამდე.

თემურ ლენგის გარდაცვალების შემდეგ თემურიდებთან ცხარე ბრძოლაში 1410 წელს შავბატკნიან თურქმანთA ბელადმა ყარა იუსუფმა საბოლოოდ გაიმარჯვა. შემდეგ ყარა იუსუფმა თავისი ყოფილი მოკავშირე, აჰმად ჯალაირიანიც დაამარცხა და ირანის ტერიტორიაზე შავბატკნიან თურქმანთა ძლიერი  სახელმწიფო ჩამოაყალიბა. ჯალაირიანებს და თურქმანებს შორის ომის დროს შირვანის შაჰი და საქართველოს მეფე  ჯალაირიანთა მოკავშირედ გამოდიოდნენ. ჯალაირიანებზე გამარჯვების შემდეგ ჯერი შირვანზე მიდგა. ყარა იუსუფმა შირვანის შაჰ შეიხ იბრაჰიმს დამორჩილება მოსთხოვა. ამ უკანასკნელმა დახმარებისათვის საქართველოს მეფეს მიმართა. მეფე კონსტანტინე 2000-იანი ჯარით, შაქის იმჟამინდელი მმართველი საიდ აჰმადი და თავად შირვან შაჰი თავიანთი ჯარებით ყარა იუსუფის წინააღმდეგ დაბანაკდნენ Aმტკვრის ნაპირთან ახლო მდებარე მინდორზე, რომელსაც ქართული წყაროები ჩალაღანს უწოდებენ.

მოკავშირეებმა ბანაკს ღრმა თხრილი შემოავლეს სამი მმხრიდან, მეოთხე მხარეს მათ მტკვარი იცავდა. ყარა-იუსიფმა სწორედ ამ მხრიდან შეუტია მოწინააღმდეგეს _ ღამით მტკვარი გადფაცურა და შუა ბანაკში შეიჭრა. სასტიკ ხელჩართულ ბრძოლაში მოკავშირეები დამარცხდნენ. ქართველი მეფე, მის თანმხლები სამასი აზნაური და შირვანის შაჰი ყარა იუსუფმა ტყვედ ჩაიგდო. სომეხი მემატიანის მათეოს განძასარელის ცნობით, ქართველ ტყვეებს თავი ამაყად ეჭირათ, რამაც ყარა იუსუფი გააღიზიანა და მათი დახოცვა ბრძანა. მეფე კონსტანტინეს ყარა-იუსუფის ვაჟმა საკუთარი ხელით ამოკვეთა თავიქართველებმა დიდი გაჭირვებით მოიპოვეს მეფის ცხედარი და სამშობლოში ჩამოასვენესსაქართველოს ტახტზე ავიდა კონსტანტინეს ძე ალექსანდრე

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. qarTlis cxovreba, s. yauxCiSvilis gamocema, t. II.Tbilisi, 1959.
  2. hasan rumlus cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliT gamosca v. fuTuriZem, SeniSvnebi r. kiknaZisa, Tbilisi, 1966 w.
  3. i. abulaZe, maTeos ganZasarelis cnoba qarTvelTa mefiskonstantines Sesaxeb, enimkis moambe, V-VI, Tbilisi, 1940,
  4. d. kacitaZe, abd ar-rezay samaryandis ”maTla as-sadain va majma al-bahreinis” cnobebi saqarTvelos Sesaxeb, macne, #2, 1968.
  5. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.III, nawili meore, Tbilisi, 1982;
  6. k. tabataZe, qarTveli xalxis brZola ucxoel dampyrobTaA winaaRmdeg XIV-XV saukuneTA mijnaze/saqarTvelos istoriis narkvevebi, t. IV, Tbilisi. 1979.
  7. v. kopaliani, amierkavkasiis xalxTa urTierTobis warsulidan, Tbilisi, 1962;
  8. r. kiknaZe, qarTveli da azerbaijaneli xalxebis sabrZolo Tanamegobrobis istoriidan,

 

 

 

moamzada mzia surgulaZem