მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ივანე ჯაყელი (ციხისჯვარელი)

მეწინავე სადროშოს სარ¬დალი, სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი

 

ყუარყუარე || ყვარყვარე ჯაყელ ციხისჯვარელთა, სამცხის ათაბაგთა საგვა¬რეულო სახელი იყო, რაც ართულებს მათ სწორ იდენტიფიკაციას. მაგრამ ის ყვარყვარე, რომელსაც ეძღვნება წარმოდგენილი სტატია, `ისტორიანი და აზმანი შარავანდედთა~-სა და `ჟამთააღმწერელში~ უპირველესად ივანედ იწოდება: _ გიორგი რუსს მიემხრო `ყველა მესხი დიდებულ-აზნაური Âნიერ ივანე ჯაყელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების~; `მოახსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუა¬რელმან ჯაყელმან, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდებოდა~. ისტორიას კი სწორედ `~ ნაწილაკდართული სახელით შემორჩა.

ყვარყვარე ციხისჯვარელი _ `კაცი დიდად გამარჯვებული~, მეწინავე სადრო¬შოში (არტაანის მხარე) სარდლობდა, რაც მას განსაკუთრებულ პასუხისმგებლო¬ბას აკისრებდა, რადგან, ჩვეულებრივ, საქართველოს საფრთხე სამხრეთ აღმოსავ¬ლეთიდან ემუქრებოდა. მომხდურ მონღოლებს, ავაგ ამირსპასალარისა და შანშე მხარგრძელივით უომრად კი არ გაერიდა, არამედ გმირულად შეება, მაგრამ მტრის ძალები სწორად შეაფასა და ქვეყანა რომ აოხრებისაგან ეხსნა, რუსუდანს მტერთან მოლაპარაკება ურჩია.

როცა უმეფოდ დარჩენილ საქართველოს საბერძნეთს მყოფი თურქმანები შემოესია, ყვარყვარემ შეკრიბა 10000 მეომარი და ტაოში ვანის ველზე შეება მომხდურს. თუმცა `ორგნითვე მოსწყდა ურიცხვი~, მაინც ქართველებმა გაიმარჯვეს და დიდძალი ნაალაფარით `სავსენი და სახელოვანნი მოვიდეს სამცხეს~.

`მეფეთა ერთგული~ ყვარყვარე, განძის დალაშქვრის დროს, დაუპირისპირდა მთავარსარდლობის სტრატეგიას და `ლაშა გიორგის თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად~.

მონღოლების მიერ დუმანებად დაყოფილ საქართველოში მესხეთს ერზერუმა¬მდე ყვარყვარე ციხისჯვარელი მეთაურობდა, მაგრამ თავკერძი ურთიერთობა როდი გააბა ილხანებთან. იგი ერთიანი საქართველოს აწმყოსა და მომავალზე ზრუნავდა და აქტიურად იყო ჩაბმული საქვეყნო საქმეებში.

გვარისშვილობით არავისგან გამორჩეულმა ეგარსლან ბაკურციხელმა, უმეფო¬ბით დრო იხელთა და გამეფება მოიწადინა. მაშინ ქართველმა ერისთავებმა, მათ შორის ყვარყვარე ციხისჯვარელმა, რუსუდანისაგან სასიკვდილოდ გამეტებული დავით ულუ კონოდან სამშობლოში დააბრუნა და სიხარულით მიეგება. მერე კი სხვა ქართველ დიდგვაროვან მთავრებთან ერთად დაარწმუნა მონღოლები დავით ულუს გამეფების კანონიერებაში. მან შესანიშნავად იცოდა ტახტისათვის ბრძოლაში ში¬ნაური დაპირისპირების სიავე და თავის დროზე დავით რუსუდანის ძესაც უწევდა თანადგომობას, მაგრამ იგი დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტულებას და მუდამ სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველთა გვერდით იდგა. ბუნებრივია, რომ იგი სხვა ქართველ დიდგვაროვნებთა შორის ჩანს კოხტასთავს შეთქმულების ჟამს. მისი საქვეყნო, საგმირო საქმეებზე გადაუჭარბებლად არის მოთხრობილი ქართული მატიანეების ფურცლებზე.

 

                წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.     ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამო¬კვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო რევაზ კიკნაძემ. თბილისი, 1987.

2.     ქართლის ცხოვრება, .II, თბილისი, 1959.

3.     ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, `ქართლის ცხოვრება~, .IV, თბილისი, 1973.

4.     ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, .III, თბილისი, 1982.

5.     სინ, .III, თბილისი, 1979.

6.     ელ. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბილისი, 1962.

7.     ქსე, .11, ჯაყელები, . შოშიაშვილისა.

8.     . გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. თბილისი, 1962.

9.     აბ. კიკვიძე, სამცხის სათავადოს წარმოშობა საქართველოს ფეოდალურ მონარ¬ქიაში, თსუ- შრომები, . 37, თბილისი, 1949.

 

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ