მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოთამ, ელიზბარ შალიკაშვილები

 XVI . სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწეები

 

 

      სამცხის 25 მსხვილ მთავართა შორისუპირველესი დაუწარჩინებულესიშალიკაშვილების ფეოდალური საგვარეულო ისტორიულ ასპარეზზე აქტიურად XVI -ის დასაწყისიდან ჩნდება. “სრული ხელმწიფების მოტრფიალეათაბაგების ახლო ნათესავები მალე საათაბაგოს ცენტრალური ხელისუფლების დაუძინებელი მტრები ხდებიან, მათთან ბრძოლაში მარცხდებიან, ტოვებენ სამცხეს და მკვიდრდებიან ქართლში, იმერეთსა და გურიაში.

      ქართული სამონასტრო სულთა მატიანეები და მათში აღბეჭდილი მოსახსენებლები, ისტორიული ქრონიკები, XVI საუკუნის პირველი მეოთხედის ანგარიშები, რომლებიც სამცხიდან იგზავნებოდა სულთნის კარზე, წარმოაჩენენ ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორიას და გენეალოგიას ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით, მათ თანადროულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას და საერთოდ იმ პროცესს, რომელმაც ირანი და ოსმალეთი ეკონომიკური და კულტურული განვითარებით გამორჩეულ ძირძველ ქართულ მხარეში მოიყვანა და მისი დიდი ნაწილი საბოლოოდ მოწყვიტა დედა სამშობლოს.

      ათაბაგი ყვარყვარე III- (1516-1535), იგივენავ-ყვარყვარესთანამეცხედრე – “ღვთივ-გვირგვინოსანი ანნა” – სურხან შალიკაშვილის ქალიშვილია. სურხანს ჰყავს ოთხი ვაჟი: ქუცნა, თამაზი, ვარაზა (საგვარეულო სახელია) და ბუქა, იგივე ბუქნუქი. სურხანის ძმისშვილები არიან იოთამ და ელიზბარ შალიკაშვილები, რომლებიც ფლობენ თმოგველთა მამულს. ისინიყვარყვარეს მეტად სახელოვანი აზნაურები არიან”, ძმებს ოლთისშიც უცხოვრიათ ბანას ძელიჭეშმარიტის მონასტერში. ელიზბარ და იოთამ შალიკაშვილებს ჰყავთ და თამარი. იგი არის მეუღლე ქოარ-ყოფილ ქერობინ ამილახორისა.

      შალიკაშვილთა საგვარეულოს წარმომადგენლები არიან ქურცინა და მისი ძენი: იბაშერი და აზანშერა. ისინი სურხანის ახლო ნათესავები უნდა იყვნენ. 1517 წელს, სულთან იავოზის მიერ მირზა-ბეგის სარდლობით მოწყობილი საომარი ექსპედიციის დროს ვანის ქვაბებში გახიზნულ სურხან შალიკაშვილთან ერთად იმყოფებიან ქურცინას ოჯახის წევრები და მათი ქვეშევრდომნი. სულ მალე აშკარავდება ქურცინასა და მისი შვილების რენეგატობა, შიდა საგვარეულო დაპირისპირება და ოსმალთა თანადგომით ათაბაგთა წინააღმდეგ მათი აქტიური ბრძოლა. ამაზე ქვემოთ.

      შალიკაშვილები მხოლოდ სამცხის ათაბაგს კი არა, ირანის შაჰსაც დაუნათესავდნენ. შაჰ-თამაზ I- (1524-1576) ცოლად ჰყავდა ოთარ შალიკაშვილის ასული. ის ქალი, რომელმაც სპარსეთში ტყვეობიდან განთავისუფლებულ სიმონ მეფეს გზა დაულოცა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. “ვითარცა წესი არს ქართველთა, დედანი ლეჩაქს მოახვევენ..., მანცა ეგრეთვე ჰყო და წარმოგზავნა ლეჩაქი თვისი და მიუმცნო: “მეფე სვიმონ გწადდეს ლეჩაქი ესე აიღეო და გწადდეს ხრმალიო, ჩვენც მოგვეხმარე და შენს საბატონოსაცა”.

      ოთარ შალიკაშვილი ყვარყვარე III-ისა და ქაიხოსრო II-ის პირველი ვეზირი და უერთგულესი ვასალი იყო. მას თავი არ დაუზოგავს სამცხის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად და ათაბაგობის ინსტიტუტის შესანარჩუნებლად. ყვარყვარე II-ის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ ის მეურვეობდა 13 წლის ქაიხოსრო II-. ოთარ შალიკაშვილმა ორჯერ ჩაიყვანა ათაბაგობის მაძიებელი სულთნის კარზე, რათა ოსმალები დახმარებოდნენ იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და სხვა თანამოძმეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1541 წელს მეფე ბაგრატმა და გურულმა მოიგერიეს ოსმალთა და მესხთა გაერთიანებული ლაშქარი. მაგრამ ქართული დასის ამ გამარჯვებამ კვლავ სულთნის კარზედააჩოქაქაიხოსრო და ოთარ შალიკაშვილები. ქარაღაქთან დამარცხება ვერ მოინელა სულეიმან კანუნიმ და ორი წლის შემდეგ ოსმალთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი გამოგზავნა ქაიხოსროს დასახმარებლად. ამ შემოტევას ვეღარ გაუძლო იმერეთის ქართლისა და სამცხის ვიწრო კუთხური ინტერესებით მოქმედმა ძალებმა და 1545 . სოფ. სოხოისტასთან სასტიკად დამარცხდნენ. ოთარ შალიკაშვილის დიდი ძალისხმევით ათასობით ქართველს სიცოცხლის ფასად ეღირსა ქაიხოსრო ათაბაგობას. მაგრამ მალე იგემეს ოსმალთა დახმარების მიზანი და შედეგიოსმალთ დაიპყრეს ციხენი საათაბაგოსანი განზრახვითა ოთარ შალიკაშვილისაÁთა”. მაშინ ოთარ შალიკაშვილმა და ათაბაგმა მისწერეს შაჰ-თამაზს: ქუეყანა ჩუენი სპარსთა არს. მოვედ, მოსვრნეთ ოსმალნი ძალითა შენითა და დაიპყარ ქუეყანა ესე”. იმხანად ოთარ შალიკაშვილს დიპლომატიურმა ნიჭმა და საქვეყნო საქმის წერილობით მოგვარებამ იხსნა ქართლ-კახეთიც, არამც თუ სამცხე, როგორც ირანელთა, ისე ოსმალთა შემოსევისაგან. შაჰ-თამაზმა ათაბაგს ქალიშვილი სთხოვა ცოლად და რადგანმას არ ესვა ასული, მისცა ასული ოთარ შალიკაშვილსა, რამეთუ ნათესავი ახლო იყო ქაიხოსროსი”- ამ დანათესავებამ ავად იმუშავა ჩვენი ქვეყნისთვის.

      ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ათაბაგობა გადაეცა ყვარყვარეს, მაგრამ ათაბაგობდა დედამისი _ უფლებისმოყვარე დედისიმედი. მოქმედი ყოველსავე იყო ვარაზა შალიკაშვილი ძე ოთარ შალიკაშვილისა. კახთ ბატონის სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა მიუმცნოგლისპ დედოფალს”, რომ შაჰ-თამაზი, ცოლისძმა ვარაზასი, სამცხის დასაპყრობად შემოდის ვარაზას მოწვევით. დედისიმედმა ირწმუნა ნათქვამი და დაუფიქრებლად მოაკვლევინა ათაბაგთა უერთგულესი ოთარ შალიკაშვილის ძე ვარაზა. ამ ამბავმა შურისძიებით აავსო ვარაზას შვილი კოკოლა შალიკაშვილი და ათაბაგთა დაუძინებელ მტრად აქცია.

      შალიკაშვილთაგან პირველი, რომელმაც გამეზობლებულ მტერს თავისი სამსახური შესთავაზა და ათაბაგის სახლს დაუპირისპირდა, ქურცინა შალიკაშვილია. იგი ოსმალეთში 1516 წლის მარტში წასულა. ქურცინა და მისი შვილები იმ რენეგატი თავადების რიგებიდან არიან, რომელნიცპატივისათვისიქმნებოდნენ უმორჩილნი ათაბაგისანი”. ისინი აღჯაყალას ციხის მფლობელები იყვნენ. როგორც ათონის პორტაიტის ღვთისმშობლის ტაძრის თორთუმის მარილის ბაჟის გამოსავლის შეწირულების წიგნში ათაბაგი ყვარყვარე III ამბობს: “უკეთურნი იგი და ეშმაკისა მიმსგავსებულნი საქმითა და ყოვლითა ღონისძიებითა მათითა, ყმანნი ჩუენნი, ქურცინას შვილნი აზანშერა და იბაშერი განდგეს სიტყუათაგან ჩუენთა და ურჩ ექმნეს მორჩილებასა ჩუენსა და აღიგესნეს ჩუენ ზედა Ãელნი მათნი, რაÁთამცა დაიპყრეს ზაკვითა სახელმწიფო ჩუენი, სრულიად ხახულის თემი”. სელიმმა ხახული სანჯაყის სახით 1518 წელს უბოძა ქურცინას. დღედაღამ ათაბაგთაწახდენისა მეტს არარა ღონისძიეობდნენ”. იბაშერი ირანსა, უზბეკეთსა და საქართველოში მომხდარ ამბებს თვითმხილველის გულმხურვალებით აცნობებს მამას, რასაც იგი უზენაეს კარს მოახსენებს. სამცხეში დარჩენილი იბაშერი და ოსმალეთში მყოფი ქურცინა ერთი სურვილით მოქმედებენ _ ესარგებლათ  ჯაყელ-ციხის ჯვარელთა დინასტიური აშლილობით და ქვეყნის გამგებლები გახდნენ.

        ჯაყელ-ციხისჯვარელთა წინააღმდეგ 1576 წელს დაწყებული შეთქმულება ფართომასშტაბიან აჯანყებაში გადაიზარდა და 2 წელი გაგრძელდა. აჯანყებას კოკოლა შალიკაშვილი მეთაურობდა. საერთოდ, ათაბაგის სახლის ყველაზე შეურიგებელ მტრებად შალიკაშვილები ჩანან.

      1578 წელს კოკოლა ოსმალების წინააღმდეგ იბრძვის, ,მაგრამ, როცა ოსმალებმა სამცხე დაიპყრეს, იგი ირანელთა მხარეზე გადადის, მაჰმადიანი ხდება და იწოდება Mაჰმუდ-ხანად. მან მთელი 10 წელი დაჰყო ირანელებთან. კარგად ჩაწვდა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას და შესაბამისად თავისი ინტერესების განსახორციელებლად იმოქმედა, გადავიდა ოსმალთა მხარეზე. ოსმალთაგან სიმონ მეფის დატყვევება მანუჩარ ათაბაგის დამარცხებას ნიშნავდა. კოკოლა ოსმალთათვის ხელსაყრელი ძალა იყო, ამიტომაც ფერჰად ფაშამ იგი გორის ბეგლორბეგად დანიშნა. კოკოლას აღზევებამ იმედი გაუღვივა და გააქტიურა სამცხის მეამბოხე თავადები. ამიტომაც მანუჩარ ათაბაგი იძულებული გახდა დედაბუდიანად დაეტოვებინა სამცხე. ვიწრო, საგვარეულო-სეპარატისტული აზროვნების, მოვლენათა არასახელმწიფოებრივი ხედვით შეფასების შედეგად გადავიდა სამცხე ოსმალთა ხელში და იქცა ახალციხის ვილაÁეთად. ამის შემდეგ შალიკაშვილთა ერთი შტო ქართლში დასახლდა, მეორე იმერეთში, მესამე კი გურიაში. მათი შთამომავლები უფრო შორს წავიდნენ და სახელოვანი მხედართმთავრები გახდნენ რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში.     

 

  wyaroebi da samecniero literatura:

1.        `mesxuri matiane~ qr. SaraSiZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi (XV_XVIII), Tbilisi, 1961.

2.       batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t.IV, Tbilisi, 1973. 

3.       beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba/ qarTlis cxovreba, t.II, Tbilisi, 1959.

4.       T. Jordania, qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa da mwer­lobisa, t.II, Tbilisi, 1912.

5.       j. odiSeli, mcire qronikebi, Tbilisi, 1968.

6.       `Tarixi selianiqi~, stamboli, 1889.

7.       g. fuTuriZe, mustafa selianiqi saqarTvelos Sesaxeb, Tsu-s Sromebi, t.91, Tbilisi, 1960.

8.       ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.

9.       n. Sengelia, osmalo istorikosis munejim baSis cnobebi lala-mustafa faSas amierkavkasiis qveynebSi laSqrobis Sesaxeb, qarTuli wyaroTmcodneoba, t.II, Tbilisi, 1968.

10.    Thomaso Minadoi, Histori della Guerra fra Turchi et Persiani, venecia, 1588, wignSi: m. svaniZe,  saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, Tbilisi, 1971.

11.     abubeqr bin abdulahi, gamarjvebaTa wigni, Turquli teqsti qarTuli TargmaniT, SesavliTa da SeniSvnebiT gamosacemad moamzada m. iluriZem. Tbilisi, 2006.

12.    isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTu­li TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969..

13.    saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.

14.    aS. lomsaZe, samcxe-javaxeTi (XVIII saukunis Suawlebidan XIX saukunis Suawlebamde), Tbilisi, 1975.

15.    c. abulaZe, samcxe-saaTabagos istoriidan (XVI s. 80-iani wlebi), mravalTavi, t.XV, Tbilisi, 1989.

16.    TurqeT-sparseTis omi da qristiani qarTvelebi 1577_1581, italiuridan Targmna, Sesavali, SeniSvnebi da saZieblebi daurTo eldar mamisTvali­Svilma, Tbilisi, 1987.

17.  Bekir Kütükoğlu, Osmanli – Iran Siyasi Münasebet leri 1578–1590, stamboli, 1962.

18.  M.F. Kirzioğlu, Osmanlilar’in Kafkas–Ellerini Fethi (1451–1590), ankara, 1976.

19.  Habit Özdemir, Artvin Tarihi, 2002.

 

 

moamzada cisana abulaZem