მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გურჯი ხათუნი , XIII s.

 rumis sasulTnos qarTveli dedofali

 

  გურჯი ხათუნი (თამარი) - თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული, მეუღლე რუმის სულთნის ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვისა (1236-1246), დაქვრივების შემდეგ მეუღლე სულთნის ტახტზე აღზევებული მუინ-ედ-დინ სულეიმან ფერვანასი, უახლოესი სულიერი მეგობარი და მიურიდი ჯელალ ედ-დინ მევლანასი. ბაგრატიონები დინასტიური ქორწინებით დაუნათესავდნენ მცირე აზიის სელCუკთა საგვარეულოს. რუსუდანი დააქორწინეს ერზერუმის გამგებლის - თოღრულ-შაჰის ძეზე (ქართული წყაროებით ორტუღი). ამგვარად გურჯი ხათუნი იყო ”სელჩუკთა თესლ, დავითის მოდგმა” (იბნ ბიბი). გურჯი ხატუნი მამას სახელით არ იხსენიებს არც ქართული წყაროები, რადგან ქარტველებს უღალატა ჯელალ-ედ-დინის შემოსევის დროს, და არც იმდროინდელი მუსლიმი ავტორები. იგი გაქრისტიანდა და ეწოდა დიმიტრი, საქართველოს მეფე რომ გამხდარიყო. მხოლოდ  

XIII ს.-ის მერო ნახევრის დროინდელი ეგვიპტელი ისტორიკოსი წერს, რომ ”გურჯი ხათუნის მამის ლაყაფი იყო ღიას ად-დინი” (გ. ჯაფარიძე).

ღიას ად-დინი  და რუსუდანის ასულის თამარის ”ქმნულკეთილობა” და ”სიტურფე აღმატებულობა” რა ესმა სელჩუკთა სულთანს ქეიხუსროვ II , ”შევედრა მრავალთა ნიჭითა და ზღუენითა რუსუდანს, რათა მიეცა ”ცოლად ასული თვისი თამარი”, თან აღუთქვა ”არდატოვება სჯულისა ქრისტიანეთისა”. რუსუდანი დათანხმდა და მზითვად მისცა აწყური. ეს მოხდა 1236-37 წელს.

გურჯი ხათუნის მამა და ქმარი ბიძაშვილები იყვნენ. მუსლიმური სამართლით ასეთი ქორწინება დაშვებული იყო. მართლმადიდებლები კი მხოლოდ მერვე თაობის შემდეგ რთავდა ქორწინების ნებას.

ქეიხოსროვ II-მ მეუღლეს გურჯი ხათუნი შეარქვა. დედოფლის მშვენიერებით  უზომოდ მოხიბლულმა გადაწყვია მისი ზეობის ჟამს მოჭრილ მონეტაზე ამოეტვიფრათ გურჯი ხათუნის სახე, რასაც ისლამი სასტიკად კრძალავდა. მაშინ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა - მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა და მაინც დაარღვია მუსლიმთა წესი. აქედან იღებს სატავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა - მზე და ლომი,”შირ ვა ხორშიდ”. იგი XIV ს.-ის დასწყისში სელჩუკებიდან გადაიღეს ირანელებმა. (თუმცა ბოლო დროს ამ თვალსაზრისს ეწვით ეტკიდებიან).

თამარყოფილ გურჯი ხათუნს მტკიცედ ეჭირა ”სჯული ჭეშმარიტი”, ”სჯული ქრისტესი”, რასაც ხელს უწყობდა ყიას ედ-დინის გულგრილობა მაჰმადის რჯულის მიმართ. ვითარება სრულიად შეცვალა რუსუდან დედოფლის მზაკვრულმა წერილმა. როგორც ”ასწლოვანი მატიანე”  გვამცნობს, ლაშას ძე დავითი დედოფალმა ქალიშვილთან და სიძესთან გაგზავნა იმ მიზნით, რომ ”წარწყმიდონ” იგი რათა ”იყოს უშფოთველად ძისა მისისა დავითისათვის არა განყოფად მეფობისა”. მაგრამ სულთანმა და დედოფალმა არ ისმინეს ბიძის ძის მოკვლის ბრძანება. პირიქით, ”შეიყუარეს” და ”თვისთა თანა ჰყუეს პატივითა”. გაბრაზებულმა რუსუდანმა დაივიწყა დედობრივი სიყვარული და მისწერა სულთანს” ”ამისთვის მენება მოკულა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი დავითი თანა-ეყოფის”. სულთანმა ირწმუნა დედისაგან ტქმული. მან თმებით ატრია და სისხლი ადინა ტამარს, სიკვდილით დაემუქრა ”უკეთუ არა დაუტეოს სჯყლი ქრისტესი და მუსულმან იქმნას”. ამგვარი იძულებით გამაჰმადიანებული გურჯი ხათული ძალიან მალე მართლმორწმუნე მუსლიმის შარავანდედით იმოსება. საქმე ის არის, რომ იგი ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას - მევლევიობას. მისი დამაარსებელი იყო მევლანა - აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე -ჯელალ-ედ-დინ რუმი. გურჯი ხათუნი მთელი არსებით მიენდო მევლანას. იგი გახდა დედოფლის სულიერი მამა, რაც განაპირობა პოეტის მსოფლმხედველობამ: პანთეისტობა, ადამიანის წარმოსახვა სამყაროს გვირგვინად, ქალისა და  მამაკაცის გათანაბრება - ”ქალი მზის სხივია”, ადამიანის სრულყოფილება და არა რიტუალური სამსახური ღვთისა, ჭეშმარიტება - ღმერთი ერთია. ეასაა, რომ სხვადასხვა ხალხი მას სხვადასხვა სახელს არქმევს. სული ცოდნასა და გონებასტან არის დაკავსირებული, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ენას. მევლანამ, მუჰამედისაგან განსხვავებით, ყველა  ყველა რელიგიას ტანაბრად მიაგო პატივი. ამრიგად, მევლევიობა არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯი ხათუნი შეიძლებოდა ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას.

მევლანასა და გურჯი ხათუნის მეგობრობის ფაქტები აღწერილია აჰმედ ევლაქის 1318-58 წლებში დაწერილ წიგნში ”მეცნიერთა ცხოვრება” (ვსარგებლობ თაჰსინ იაზიჯის თურქული თარგმანით). მევლანას ცოლო ამბობს: ”ეპოქის დედოფალი, ქვეყნიერების ქალბატონი, სულთნის მეუღლე გურჯი ხათუნი მევლანას მემკვიდრეთა მეგობარი და თავად მევლანას წმინდანობასა და სასწაულმოქმედებებთან დაკავშირებული საგნების მიმართ. მან უამრავი ფული გადაიხადა რუმის პერანგსა და იაგუნდის ნატეხში პოეტმა უბრალო ქვიდან რომ მიიღო. მეფურად დაასაჩუქრა მევლანას მეუღლე, რომელმაც დედოფალს ის ქვიშა გადასცა, ღამის მოგზაურობიდან დაბრუნებულ მევლანას ფეხზე რომ შემორჩა. თავად მევლანაც ხშირად მიმართავდა მეგობარს. 70 000 დირჰემი მიუცია გურჯი  ხათუნს შეიხ სალაჰ ედ-დინის ქალიშვილის სამზითვოდ. გურჯი ხათუნი მავლანას მიმდევრების ქომაგი და სემწე იყო.

ჯელალ ედ-დინ რუმის დღემდე შემორჩენილ წერილთაგან სპეციალისტები ორის ადრესატად გურჯი ხათუნს მიიჩნევენ. გურჯი ხათუნის ინიციატივით შეიქმნა მევლანას პორტრეტი. ასეთივე გადამწყვეტი როლი უთამაშია მას მწვანე თურბეს მშენებლობბის საქმეში. მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მათმა მემკვიდრეებმაც გააგრძელეს. ცნობილია, რომ გურჯი ხათუნის ასულმა აინ-ულ-ჰაიათმა ერზერუმში დიდი ხნით მიიწვია ჯელალ-ედ-დინ რუმის შვილი პოეტი სულთან ველედი. ერთი სიტყვით, ჯელალ-ედ-დინ რუმის სსახელს თანავარსკვლავედივით დაჰყვება თამარყოფილი გურჯი ხათუნის სახელი.

2007 წელი იუნესკოს მიერ ჯელალ-ედ-დინ რუმის წლად იყო გამოცხადებული. პროფ. მ. თოდუა გამოეხმაურა ამ მოწოდებას და სპარსულიდან თარგმნა პოეტის სტრიქონები, მიძღვნილი გურჯი ხათუნისადმი:

”მოწყალე და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული

ჭეშმარიტი მონა ღვთისა, ბანოვანთა ღირსება - მათშორის ყველაზე უმწიკვლო      და ნამუსიანი, კეთილბუნებოვანი და სათნოდმყოფელი, მომავლის

მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი, დიდად პატივდებული,

ხელმწიფური ბუნების მქონე, მეფეთა მეფის შთამომავალი ხათუნი”

 

     წყაროები  და samecniero ლიტერატურა:

 

1.      ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო რევაზ კიკნაძემ, თბ. 1987

2.      Onder M. Kismir C. Mevlana – Hayati, Sahsieti, Fserleri, Koniya, 1959 წ.

3.      იბნ ’აბდ აზ-ზაჰირი, 1976 წ. სრული სათაური იხ. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში, თბ. 1995 წ

4.      ა. გაწერელია, დედოფალი თამარი (გურჯი ხათუნი) და პოეტი ჯელალ-ედ-დინ რუმი, ლიტ-ული გაზეთი, 1960, #41, 42, 43

5.      ნ. შენგელია, მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო (XI-ის უკანასკნელი მეოთხედი - XIII ს.), თბ. 2003

6.      ე. ჯაველიძე, გურჯი ხათუნისა და ჯელალ-ედ-დინ რუმის ურთიერთობის ისტორიიდან, ცისკარი, 1970, #1

7.      გ. ჯაფარიძე, ახალი არაბული წყარო XIII ს-ის საქარტველოს ისტორიის ათვის, ცისკარი, #1, 1980

8.      მ. თოდუა, ქრისტეს მოსავი მუსულმანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, 2007, #9, გვ. 3-10

9.      Ahmet Eflak “Ariflerin Menakibleri, ანკარა, 1953-1954, ტ. I -ტ.II

10.  გ. ჯაფარიძე, ბაგრატიონები და სელჩუკიანთა საგვარეულო, გაზეთი ”ქართველი ერი”, ივლისი, #25, თბ. 1993წ.                                                                                                                    

11.  Ibrahim Hakki Konyali, Erzurum Tarihi, სტამბოლი, 1960

 

 

                                                                                                                     

moamzada cisana აბულაძეm