მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

გიორგი მერჩულე

            X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, მწერალი, სასულიერო მოღვაწე, ტაო-კლარჯეთის სამწიგნობრო სკოლის წარმომადგენელი; კლარჯეთში მდებარე ხანძთის მონასტრის (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე) საკრებულოს წევრი.

 

            გიორგი მერჩულე ავტორია ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებისა `გრიგოლ ხანძთელის ცხორება~, რომელიც ავტორისავე სიტყვებით, მას დაუწერია გირგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, ანუ 951 . ცნობებს გიორგის შესახებ ვხვდებით `გრიგოლ ხანძთელის ცხორების~ დასასრულს. აქ გიორგი გვამცნობს, რომ `ცხორება~ მას ხანძთის მონასტრის წინამძღვრისა და მისი ძმის, იოანეს თხოვნით დაუწერია ხანძთის მონასტერში. აქედან ირკვევა, რომ გიორგი თვითონაც გრიგოლის მიერ დაარსებული ხანძთის მონასტრის მოღვაწე ყოფილა. ზედწოდება `მერჩულე~ (სიტყვიდან `რჩული~ / `სჯული~) გვაფიქრებინებს, რომ გიორგი სჯულის მეცნიერი უნდა ყოფილიყო (. ინგოროყვა). 

გიორგის თხზულებიდან ჩანს, რომ მისი ავტორი მრავალმხრივ განსაწავლული პირი იყო. თხზულებაში ვხვდებით ეკლესიის მამათა და მათ თხზულებათა დამოწმებებსჩანს, რომ გიორგი საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას.

საყურადღებოა გიორგის მუშაობის მეთოდი, რომელსაც იგი თავადვე გვაცნობს თხზულების დასაწყისში. მისი სიტყვებით, ცნობები გრიგოლის შესახებ მას შეუკრებია გრიგოლის მოწაფეთაგან და მოწაფეთა მოწაფეთაგანაქედან ჩანს, რომ გიორგი მხოლოდ სანდო წყაროებს იყენებდა მუშაობისას. ამიტომ მისი თხზულება უტყუარ ცნობებს გვაწვდის გრიგოლისა და, ზოგადად, ამ პერიოდის სამხრეთ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხების საკვლევად. გიორგის თხზულება პირველი წერილობითი ძეგლია, რომელშიც გადმოცემულია ქართველთა ეროვნული ერთიანობის იდეა, მისი იდეოლოგიური ბაზისი, რომელიც ავტორის აზრით, ენისა და სარწმუნოების ერთიანობაში მდგომარეობს: `ქართლად ფრიადი ქუეყანაÁ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაÁ ყოველი აღესრულების~ - წერს გიორგი.

გიორგი მერჩულეს თხზულებაში დაცულია ძალზე საყურადღებო ინფორმაცია იმდროინდელი სამხერთ საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, სასულიერო, ეკონომიკური ცხოვრების შესახებ. თხზულებაში ვხვდებით საერო თუ სასულიერო წოდების მრავალ პირს. ამასთან, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ამ თხზულების მიხედვით არის ცნობილი ჩვენთვის. სხვათა შორის, გიორგის თხზულებაში მოხსენიებულნი არიან  IX-X საუკუნეების ქართველი მწიგნობრები: სოფრონ შატბერდელი, ილარიონ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი, სტეფანე მტბევარი.

ცნობილია, რომ 958-966 წწ-ში გიორგი მერჩულეს თხზულება განავრცეს და მასში სასწაულები ჩართეს. ეს მომხდარა ბაგრატ ერისთავთერისთვის ინიციატივით.

გიორგი მერჩულეს `გრიგოლ ხანძთელის ცხორება~ დაცულია ერთადერთ იერუსალიმურ ხელნაწერში (ჟერ. ®ეორგ. 2), რომელიც XI საუკუნით თარიღდება. ამ ხელნაწერს პირველად მიაკვლია . ჩუბინაშვილმა 1845 წელს. შემდგომში, 1911 წელს `გრიგოლ ხანძთელის ცხორების~ ტექსტი მეცნიერულად გამოსცა . მარმა, რომელიც ამ თხზულებას გაეცნო 1902 წელს იერუსალიმში მუშაობის დროს.

გამოთქმულია ვარაუდი, რომ გიორგი მერჩულეს უნდა ეკუთვნოდეს საგალობელთა ორი ჯგუფი: საგალობელნი სამარადისონი რვა-ხმანი და საგალობელნი აღვსებისანი რვა-ხმანი (. ინგოროყვა). აღსანიშნავია, რომ მიქელ მოდრეკილის კრებულში მეხუთე ხმის აღდგომის კანონს აწერია `უცხონი მერჩულიურნი~, თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ სიტყვებში იგულისხმებოდეს არა მაინცდამაინც გიორგი მერჩულე დამ მის მიერ შექმნუილი საგალობელი, არამედ `მერჩულისებური~ ფორმა (. კეკელიძე).

 

 

     wyaroebi da samecniero literatura

  1. Zveli qarTuli enis qrestomaTia, I, 99-156.

  2. giorgi merCule, cxorebaÁ grigol xanZTelisa, dedani aRadgina da gamokvleva daurTo p. ingoroyvam, Tb., 1949.

  3. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, Tb., 1963, 248-319.

  4. anton I, grigol xanZTelis svinaqsaruli `cxovreba~, krebulSi: `sadResaswaulo~.

  5. Марр, Н., Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского, грузинский текст, введение, перевод Н. , с дневником поездки в Шавшию и Кларджию, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, СПб, 1911,

  6. kekeliZe, k., Zveli qarTuli mwerlobis istoria, I, 1980, 152-157.

  7. ingoroyva, p., giorgi merCule, Tb., 1954.

  8. ingoroyva, p., TxzulebaTa krebuli, t. 3, Tbilisi, 1965.

  9. Zveli qarTuli literaturis Zeglebi, V, Tb., 1989, 222-223.

  10. javaxiSvili, iv., giorgi merCuli, Zveli qarTuli saistorio mwerloba (V-XVIII ss.), wignSi: iv. javaxiSvili, Txzulebani Tormet tomad, t. VIII, Tb., 1977, 120-131.

  11. qarTuli sabWoTa enciklopedia, t. 3, Tbilisi, 1978, gv. 164.

  12. Peeters, P., Histoires monastiques géorgiennes, IV, Vie de S. Gregoire de Khandztha, Analecta Bollandiana, t. 36-37, 1917-1919, 207-216.