მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ფარსმან კოლხი V-VI სს. მიჯნა

V -ის დასასრულისა და VI საუკუნის დასაწყისის ბიზანტიის იმპერიის სამსახურში მყოფი ქართველი სამხედრო მოღვაწე.

 

ფარსმან კოლხი თავისი დროის ცნობილი სარდალი იყო. იგი მონაწილეობდა 502-506 წწ-ის ბიზანტია-ირანის ომში, თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სამხედრო სტრატეგმა. მის დიდ ავტორიტეტზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მონაწილეობდა, როგორც ბიზანტიის იმპერიის წარმომადგენელი 506 წელს ირანელებთან წარმოებულ საზაო მოლაპარაკებაში. 505 წლის აგვისტოში ბიზანტიის იმპერატორმა ანასტასიოსმა (491-518 წწ.) ფარსმან კოლხი დანიშნა მხედართმთავარ იპატის ნაცვლად მთავარსარდლად. ხელმძღვანელობდა ქალაქების ამადასა და ედესას დაცვას. იყო ქალაქ ედესისა და მისი ოლქის გამგებელი. ფარსმან კოლხის შემდგომი ბედი უცნობია, არ ვიცით არც მისი გვარი. როგორც ჩანს, იყო კოლხი დიდებული დასავლეთ საქართველოდან. მომდევნო ხანაში ბიზანტიელი ავტორები ფარსმან კოლხის ძე ზუნას და მის შვილიშვილებს ახსენებენ, რომლებიც ასევე გამოჩენილი სარდლები იყვნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე.

ბიზანტიის იმპერიის ცნობილი სარდლის ფარსმან კოლხის შესახებ არანაირი ცნობები არ არის დაცული ძველ ქართულ საისტორიო წყაროებშისამაგიეროდ, მას კარგად იცნობენ ბიზანტიელი ავტორები: პროკოფი კესარიელი (VI .), ზაქარია რიტორი (VI .), იეშუ სტილიტი (V .) და სხვები. ისინი ძირითადად ფარსმან კოლხზე საუბრობენ ბიზანტია-ირანის 502-506 წწ-ში მიმდინარე ომების აღწერისას  და გამოკვეთილად აღნიშნავენ ფარსმან კოლხის მხედარმთავრულ ნიჭს და სამხედრო შემართებას. მართლაც, მან ამ ომში თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა, გამბედავმა და გონიერმა სტრატეგმა, რომელსაც დაფასება და დიდება არ აკლდა იმპერატორ ანასტასიოსისაგან. ბიზანტიელი ისტორიკოსები ასევე აქებან მის ვაჟს ზუნას და მის შვილიშვილებს რუფინეს და ლეონტის, რომლებიც ფარსმან კოლხივით გამოჩენილი მხედართმთავრები იყვნენ ბიზანტიის იმპერიაში.

პროკოფი კესარიელის მიხედვით ზუნას ძეები რუფინუ და ლეონტი 539-40 წლებში ბიზანტიელთა ჯარის სარდლები იყვნენ აფრიკაში ვანდალების (გერმანელი მეომარი ტომები, რომლებმაც ალანებთან ერთად სახელმწიფოც კი შექმნეს ჩრდილო აფრიკაში) წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ `ვაჟკაცობას ღირსი საქმეები გამოიჩინეს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში~.

 ასე რომ, ფარსმან კოლხის შთამომავლები, ყველანი წარმატებული სამხედრო მოხელეები იყვნენ ბიზანტიაში. IX საუკუნის ავტორს თეოანე ჟამთააღმწერელსაც კი ახსოვდა, რომ `ფარსმანი იყო ზუნას მამა, წარმოშობით ლაზი~.

ფარსმან კოლხმა ბიზანტია-ირანის 502-506 წწ. ომების დროს მოიპოვა დიდი სახელი. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე . პიკულევსკაიას თანახმად ბიზანტია-ირანის ომების მონაწილე სარდლებს შორის ყველაზე უფრო ნიჭიერი და სამხედრო ორგანიზატორი იყო ფარსმან კოლხი. ამ ომის დაწყებამდე ფარსმანი იმპერიის რომელ ნაწილში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ცნობილი არ არის. მაგრამ იმპერატორი ანასტასიოსი მას რომ დიდი ნდობით ეკიდებოდა და კარგად იცნობდა, გვაფიქრებინებს, რომ იგი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. პროკოფი კესარიელი გვამცნობს, რომ იმპერატორმა ანასტასიოსმა გაიგო თუ არა ირანელების მიერ ქალაქ ამიდას გარემოცვის ამბავი, ამ ქალაქის დასაცავად გაგზავნა ჯარი ფარსმან კოლხისა და სხვა ბიზანტიელი სარდლების მეთაურობით. იმპერატორმა ეს არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ `ფარსმანი წარმოშობით კოლხი, განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო სამხედრო საქმეში~... ამ ცნობის მიხედვით, 502-506 წწ. ბიზანტია-ირანის ომის დაწყების წინ, ფარსმანი უკვე დიდი სამხედრო გამოცდილებისა და ცნობილი პიროვნება ყოფილა ბიზანტიის იმპერიაში. სწორედ, ამ დიდი სამხედრო გამოცდილების გამო გაგზავნა ფარსმან კოლხი იმპერატორმა ანასტასიოსმა ქალაქ ამიდას დასაცავად. ზაქარია რიტორი ხაზგასმით აღნიშნავს, ფარსმან კოლხი ნიჭიერი მხედართმთავარი რომ იყო და შიშის ზარს სცემდა ირანელებს: `მხოლოდ ერთმა მამაცმა მეომარმა `ფარეზმანემ~ (.. ფარსმან კოლხმა) რამდენჯერმე გაიმარჯვა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, შეიქმნა სახელოვანი და სპარსელებს შიშის ზარი დასცა, მისი სახელი მათ აშინებდა, მისი საქმეები  ანადგურებდა და ასუსტებდა მათ რიცხვს. მის წინაშე ისინი მხდალობდნენ და მარცხდებოდნენ~ (ზაქარია რიტორი, გეორგიკა II, 1965, გვ. 231).

ზაქარია რიტორი ასევე ხალისით აღწერს ფარსმან კოლხის სამხედრო ტაქტიკას და მის სწორ სტრატეგიას მტერთან ბრძოლაში. ფარსმან კოლხი 500 ცხენოსანით მივიდა ქალაქ ამიდასთან, რომელშიც უკვე ირანელთა გარნიზონი იდგა, დაუდარაჯდა სპარსელებსრომლებიც სოფლების საძარცვავად იყვნენ გასულნი. ზოგი მათგანი დახოცა, ზოგსაც საქონელი და ცხენები წაართვა. ზაქარია რიტორის ცნობით, ფარსმან კოლხმა მოახერხა ქალაქ ამიდადან გამოეტყუებინა სპარსთა ჯარი სარდალ გლონის მეთაურობით და ამოჟლიტა ისინი. ქალაქში შევიდა ფარსმანი თავისი ჯარით, მან იქ დარჩენილ ძალამიხდილ სპარსელებთან ხელშეკრულება დადო: `დარჩა ქალაქში და მართავდა მცხოვრებლებს და ქვეყანას~. ასე რომ, ფარსმან კოლხს იცნობდნენ არა მარტო როგორც კარგ სარდალს, არამედ როგორც კარგ მმართველსაც.

იეშუ სტილიტი ცოტა სხვაგვარად გადმოგვცემს ამ ამბავს. კერძოდ, მისი თქმით, სარდლებმა ფარსმან კოლხმა და თეოდორემ ცხვრის ფარა მირეკეს ქალაქ ამიდას გალავნიის კარისაკენ. ასე გამოიტყუეს ქალაქიდან 400 სპარსელი ჯარისკაცი და მათი სარდალი. ჯარისკაცები ყველა დახოცეს, ხოლო სარდალი დაატყვევეს.

505 წლის აგვისტოში სარდალი ფარსმან კოლხი თავისი ჯარით ისევ შუამდინარეთში იმყოფებოდა და ქალაქ ედესის გასანთავისუფლებლად მიდიოდა.

ჩრდილო შუამდინარეთში მდებარე ქალაქი ედესა ცნობილი კულტურული ცენტრი იყო. . გოილაძის მიხედვით ძველი ქართული ტრადიციით, ამ  ქალაქში მნიშვნელოვანი ქართველთა კოლონია სახლობდა და იქ ქართული კულტურის კერებიც იყო. იგი იესო-ქრისტეს დალოცვილ ქალაქად ითვლებოდამას მტერი ვერაფერს აკლებდა და ამიტომაა, რომ ირანელებმა ორი ომის განმავლობაში ვერ შეძლეს ქალაქ ედესის აღება. მას ხშირად ქართველი სარდლები იცავდნენ და არა მგონია ეს შემთხვევითი იყოს. როგორც ჩანს, ქალაქ ედესაში, მართლაც, იყო ქართული ფესვები. 540-542 წწ. ბიზანტია-ირანის ომის დროს ქალაქ ედესის დაცვას ქართველი სარდლები პერანი და პეტრე ხელმძღვანელობდნენ. ირანელებმა ვერ შეძლეს ამ ქალაქის აღება. უფრო ადრე კი, ფარსმან კოლხი ხელმძღვანელობდა და იცავდა ქალაქ ედესას 502-506 წწ.

505 წელს იმპერატორმა ანასტასიოსმა ფარსმან კოლხი  ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალ იპატის ნაცვლად, დანიშნა ბიზანტიელთა ჯარის მთავარსარდლად. ფარსმან კოლხს, მართლაც, არსად, არასდროს, ერთი წუთითაც არ მიუტოვებია ბრძოლის ველი.

ფარსმან კოლხი, როგორც ბიზანტიის მხარის წარმომადგენელი, მონაწილეობდა ირანთან წარმოებულ საზავო მოლაპარაკებაში. მოლაპარაკებაზე მოწინააღმდეგე მხარეები უიარაღოდ უნდა გამოცხადებულიყვნენ, მაგრამ ერთმა ბიზანტიელმა ჯარისკაცმა შეამჩნია, რომ ირანელთა სარდალი შეიარაღებული იყო. ამაზე გაბრაზებულმა ფარსმან კოლხმა და მეორე ბიზანტიელმა დიდებულმა ტიმისტრიტემ მოლაპარაკება ჩაშალეს, ირანელები დაატყვევეს, მაგრამ მერე ირანელებმა მაინც გააგრძელეს მოლაპარაკება და ზავიც დაიდო ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის.

ის ფაქტი, რომ სარდალი ფარსმან კოლხი მონაწილეობდა ირანელებისა და ბიზანტიელების საზავო მოლაპარაკებებშიმისი დიდი ავტორიტეტის მაჩვენებელია.

იმპერატორმა ანასტასიოსმა ბიზანტიელთა ჯარის სარდალს ფარსმან კოლხს დაავალა სასაზღვრო-სოფლის დარას დაცვა, სადაც გალავნის მშენებლობა მიმდინარეობდა და ირანელთა თავდასხმები აფერხებდა მშენებლობას. ფარსმანი თავისი ჯარით ქალაქ ამიდაში დაბანაკდა, იქიდან გამოდიოდა და იცავდა სოფელ დარას, რომელიც ამ ქალაქთან ახლოს მდებარეობდა. გალავანი, მართლაც, აშენდა.

ქალაქ ამიდაში ყოფნისას ფარსმან-კოლხმა სახელი გაითქვა, როგორც დახელოვნებულმა მონადირემ. თუ თანამედროვე ავტორებს დავუჯერებთყოველდღე 40 გარეულ ღორს (ტახს) იჭერდა, ნახევარს ქალაქ ამიდაში, ხოლო ნახევარს ქალაქ ედესაში აგზავნიდა. ტახებს ზოგს ცოცხლად  იჭერდა და ზოგსაც ნადირობისას კლავდა. იგი იყო ქალაქ ედესას და მისი ოლქების გამგებელი. შემდეგდროინელ ქრონიკებში ქრება ფარსმან კოლხის შესახებ ცნობები, მას იხსენებენ როგორც სარდალ ზუნას მამას. ალბათ გარდაიცვალაკიდევ კარგი, ბიზანტიურმა ქრონიკებმა, რომ შემოინახა მისი სახელი, თორემ დღესაც არაფერი გვეცოდინებოდა ამ მამაცი და გამბედავი კოლხი სარდლის შესახებ.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. prokopi kesarieli. qarTuli Targmani s. yauxCiSvilisa / georgika, t.II, bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, Tbilisi, 1965;

  2. zaqaria ritori, qarTuli Targmani s. yauxCiSvilisa / georgika,

  bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, t.III, Tbilisi, 1936;

  1. Н.В.Пигулевская, Месопотамия на рубеже 5-6 вв.1940.

  2. v. goilaZe, farsman kolxi, saistorio paralelebi, Tbilisi, 2002, #2;

  3. И.С.Чичуров,Византийские исторические сочиненияХронографияФеофана, москва, 1980.

  4. Ю.Кулаковский История Византии, Киев, 1910

  5. l.sanikiZe, romis istoria, Tbilisi, 1984.

 

 

moamzada gulnara mWedliZem