მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

ელიოზ გობირახისძე, კათალიკოსი

კათალიკოსპატრიარქი 1399-1419 წლებში.

 

      ელიოზი საქართველოს ისტორიაში ნაკლებად ცნობილ გობირახისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელია. უცნობია ვინ იყვნენ გობირახისძენი, როგორ აღზევდნენ საეკლესიო იერარქიაში უმაღლეს თანამდებობამდე.   

      ელიოზი საკათალიკოსო ტახტზე ავიდა 1399 წელს. ამ დროს თემურ-ლენგის ბოლო (მეოთხე) შემოსევიდან ხუთი წელი იყო გასული და ქვეყანა თავიდან იწყებდა შენებას. მცხეთის საკათალიკოსო საყდარი, მართალია, ამ დროისათვის ქონებრივად ძლიერ იყო დაზარალებული, მაგრამ ორგანიზაციულად არ იყო შერყეული და ნელ-ნელა ძალას იკრეფდამაგრამ კათალიკოსის აღსაყდრების წელსვე ისევ მოახლოვდა დიდი საფრთხე. თემურ-ლენგი კახეთ-ჰერეთში შემოიჭრა და ეს მხარე მიწასთან გაასწორა. მომდევნო წლის გაზაფხულზე ისევ დაიძრა საქართველოსკენ. მეფე გიორგი VII-  გოგჩის ტბის მიდამოებში სცადა მტრის მოგერიება, მაგრამ დამარცხდა და თემურის ლაშქარი ქართლს მოედო. ხალხი მთაში გაიხიზნა. ამ ბრძოლაში მეფის გვერდით იბრძოდა ერისთავთ-ერისთავი ვირშელიც. გიორგი მეფე შიდა ქართლიდან იგერიებდა მტერს და ბრძოლა-ბრძოლით დასავლეთ საქართველოსკენ მიიწევდა, ვირშელ ერისთავთ-ერისთავი კი ქსნის ხეობაში, თავის საერისთავო მამულში ბეხუშის ციხისაკენ მიიკვლევდა გზას. ელიოზ კათალიკოსი მეფესთან ერთად არ გადასულა დასავლეთში, იგი ქსნის საერისთავოში გახიზნულა ვირშელ ერისთავთან ერთად: “მაშინ ერისთავი ვირშელ უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა, და თანაჰყუვა კათალიკოზი ელიაზ ყოვლით საყდრისშვილითურთ და ხიზნითA დიდითა და ჯოგითა და ცხურითა” (ჩვეულებრივ კათალიკოსები მეფეებთან ერთად იხიზნებოდნენ).

      ეს ცნობა უკვე ირიბად მიანიშნებს გობირახისძეთა საგვარეულოს წარმომავლობაზე ქსნის ხეობიდან. მისი დაწინაურება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ქსნის ხეობის ფეოდალიზაციასთან და იქ ქვენიფნეველ ერისთავების აღზევებასთან, რომლებიც დიდ როლს თამაშობდნენ XIV-XV საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სავარაუდებელია, რომ გობირახისძეთა აღმასვლა სამეფო კარზე ქსნის ერისთავთა საშუალებით მოხდა. ცნობილია, რომ ელიოზის კათალიკოსოსობის დროს, სავარაუდოდ 1390-იანი წლებიდან 1405 წლამდეამილახორის თანამდებობა ეპყრა  მის ძმას, გრიგოლ გობირახისძეს, რომლის სახელზე ელიოზი აღაპს უკვეთავს სვეტიცხოველში (ქრონიკები, II). ამავე საგვარეულოს აზნაურული შტოს წარმომადგენელი ვინმე მიწობელი მცხეთიშვილად (მცხეთის ადმინისტრაციის მოხელე) იხსენიება 1441 წელსაც (ქრონიკები, II). 

      თემურის ლაშქარი ქსნის ხეობაშიც შეიჭრა. ელიოზი მომსწრე გახდა ქსნისხეველთა გმირული ბრძოლისა მტრის წინააღმდეგ, მაგრამ უზარმაზარი იყო ზარალი. მტერმა ხეობაში დააქციაყოველნი ციხენი და ყოველნი საყდარნი და ეკლესიანი”. ამ ლაშქრობის დროს თემურის ურდოებმა მიწასთან გაასწორეს რუისის, ულუმბის, ქვაბთახევის, მცხეთის ეკლესიები, დაანგრიეს და გაძარცვეს სვეტიცხოველი.

      ასეთ პირობებში ბრუნდება ელიოზ კათალიკოსი მცხეთაში და იწყებს მცხეთის დანგრეული ეკლესიების და მეურნეობის აღდგენა-განახლებაზე ზრუნვას. ეკლესია დიდ დახმარებას საჭიროებდა. ამ ამ დროიდან მოღწეული არცთუ მრავალრიცხოვანი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მცხეთა შემოწირულობების თუ ნასყიდობის გზით დამოუკიდებლად მაინც ახერხებს ყმა-მამულის შეძენას. 1412 წელს  ტახტზე ადის მეფე ალექსანდრე I, რომელიც  დაშლის პირას მისული ქვეყნის აღდგენას შეუდგა. მეფის ხელშეწყობით კათალიკოსმა ელიოზმა ბევრი დაკარგული ყმა-მამული დაუბრუნა  მცხეთის საყდარს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ამასთანავე ელიოზი მეფე ალექსანდრეს მხარდამხარ იღვწოდა დაქცეული ტაძრების აღსადგენად. მის დროს დაიწყო სვეტიცხოვლის აღდგენაც, რომელსაც, ერთი დოკუმენტის ცნობით, 22 წელიწადი დასჭირებია. “იჯდა კათალიკოსი ელიოზ, კაცი საფერი საქმისა”, _ ასე ძუნწად, მაგრამ მრავლისმეტყველად ახასიათებს კათალიკოსს Uბერი ეგნატაშვილი.

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი და მეორე ტექსტები/ ქართლის ცხოვრება, II, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, 1959.

2.     ძეგლი ერისთავთა, ქართული სამართლის ძეგლები, .დოლიძის გამოც. II. 1965, გვ 102-118.

3.     . ლომინაძე,XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან/კავკასიის ხალხთA ისტორიის საკითხები,თბილისი, 1966, გვ.275-281.

4.     .კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, II. 1913.

5.     პირთა ანოტირებული ლექსიკონი II,1993, 126-127.

6.     საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, 2000,67-68.

7.     თედო ჟორდანია, ქრონიკები, II, 1898. გვ. 206-208.

 

 

მომაზადა მზია სურგულაძემ