მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ეფთვმე საყვარელიძე, კათალიკოსი

დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში.

 

      ეფთვმე საყვარელიძე დასავლეთ საქართველოს კატალიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძის შემდეგ გახდა (მანმადე იგი მოქველი მთავარეპისკოპოსი იყო).  იმ დიდი აღდგენითი სამუშაოების და ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ, რომლებიც ბარგრატ III-ის და ევდემონ ჩხეტიძის თანამშრომლობით ჩატარდა დანგრეულ გელათში, საჭირო იყო საკათალიკოსო საყდრის ქონებრივი საფუძვლების განმტკიცება, სენიორალური უფლებების ზუსტად განსაზღვრა, მართვის მოწესრიგება, ეკლესიის შემკობა სამღვდელმტავრო შესამოსელით და სამსახურებელი ჭურჭლით; სკრიპტრიუმის ამოქმედება და საეკლესიო წიგნების გამრავლება და .ამ საქმიანობას 38 წლის მანძილზე უძღვებოდა კათალიკოს-პატრიარქი ეფთვიმე საყვარელიძე.

      კათალიკოსის მოღვაწეობის ამსახველი ძუნწი ცნობებიდან მაინც საკმაოდ კარგად ჩანს მისი მრავალმხრივი საქმიანობა და დაუცხრომელი ენერგია. კათალიკოსმა, როგორც ჩანს, უპირველესი ყურადღება მიაქცია სამწყსოს უძრავი ქონების ზუსტ აღნუსხვას და ძველი იმუნიტეტური უფლებების  განახლებას, სამეფო ხელისუფლებასთან დამოკიდებულების განსაზღვრას, ეკლესიის შიდა ორგანიზაციული წყობის აღდგენა-მოწესრიგებას. ამ მიზნით შეადგენინა (ან თავად შეადგინა) ეფთვიმემ ბიჭვინტის საკათალიკოსოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, “ბიჭვინტის იადგარი” (ქართული სამართლის ძეგლები, II). 

. მასში განსაზღვრულია ეკლესიის მართვის, ორგანიზაციული სტრუქტურის, მისთვის მინიჭებული იმუნიტეტური უფლებების ფარგლები და სხვ. დოკუმენტში ეფთვიმეს ხელმძღვანელობით ან პირადად მის მიერ თავმოყრილია დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა მიერ ბიჭვინტისადმი ბოძებული სამამულო შეწირულობების დოკუმენტები არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, არამედ იერარქიულობის პრინციპის დაცვით. ეს გახდა სამეცნიერო წრეებში დოკუმენტის ნამდვილობაში დაეჭვების ძირითადი საფუძველი (. მუსხელიშვილი, .დოლიძე). “ბიჭვინტის იადგარისნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებოდათ . კაკაბაძეს, . ლომინაძეს, . ანთელავს. არსებობს დოკუმენტის აგებულებაშიუჩვეულოსტრუქტურული წყობის ახსნაც (.სურგულაძე). ყველა მკვლევარი აღიარებსბიჭვინტის იადგარისმაღალ წყაროთმცოდნეობით ღირებულებას, განურჩევლად მის ნამდვილობა-ნაყალბევობისა

      თავისი შინაარსით და ხასიათით ეს დოკუმენტი  ზუსტად შეესატყვისება ეფთვიმე საყვარელიძის კათალიკოსობის მოღვაწეობის პერიოდს.

      შემონახულია ეფთვიმი საყვარელიძის მიერ ბიჭვინტისადმი შეწირული ქონების ვრცელი ნუსხა, რომელშიც ჩმოთვლილიამოთვალმარგალიტებული”  გვიგვინი, ბისონები, ოლარები, სტიხარები, ქამრები, ენქერები,ხატები, ჯვრები, ბარძიმი, ფეშხუემი და სხვ.სამღვდელმთავრო სესამოსლები, წირვის იარაღი, საზიარებელი ჭურჭელიმოხატული    ხელნაწერები, მათ შორის მოხატული ქართლის ცხოვრება, სჯულისკანონი, გულანისულ 9 დიდი მოცულობის ხელნაწერი, ჩამოთვლილია აგრეთვეცხენის ჯოგი, ზროგის ჯოგი, კამბეშის ჯოგი” (ქართული სამართლის ძეგლები, III). 

      კათალიკოსი ეფთვიმე  ძველი ქათული წერილობითი კულტურის ნამდვილი დამცველი და პოპულარიზატორია (მენაბდე). მისი დაკვეთით გადაწერილი ერთი ხელნაწერის ანდერძს ასეთი საინტერესო ცნობა დაუცავს: “ჭეშმარიტად იჭირვოდა საღმრთოÁთა წერილთაÁ წიგნთა წმიდაÁთა წერასა და ამკობდა პატიოსანთა საყდართაÁ კახეთით, ქართლით, იმერით, ოდიშით და გურიით და დასდებდა დიდროანსა და პატიოსანსა ყოვლითურთ შემკობილსა წიგნებსა და ჩუენ გვიბოძებდა... საქონელსა მრავალსა და აურაცხელსა; და არა დასცხრებოდა საღთოÁსა სურვილისაგან და ყოველსა წელიწადსა შინა ოთხ-ოთხისა, სამ-სამისა, და ორ-ორისა მწერლითაÁ გუაწერინებდა და გუაშრომებდა (ქუთაისის მუზეუმის ხელნაწ. K10). Aდღეისათვის  შემორჩენილია ეფთვიმეს დაკვეთით გადაწერილი ცხრა დიდი ხელნაწერი, მათ შორის მეტაფრასები,სხვადასხვა სტრუქტურის  გულანები (ლიტურგიკული კრებულები) და იოსებ ფლავიოსისწიგნი ჰურიისაÁ”. ეს ხელნაწერები დაცულის ქუთაისის საისტორიო მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

 

 

 

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     . ჟორდანია, ქრონიკები, II, თბილისი, 1898.

2.     პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტომის შემდგენლები: . კლდიაშვილი, . სურგულაძე, II, თბილისი, 1993.

3.     ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოც. II, თბილისი, 1965, გვ.386-387.

4.     ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოც. III, თბილისი, 1970,

5.     . თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914.

6.     . კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი, საისტორიო მოამბე, II, 1925;

7.     . მუსხელიშვილიდასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XV-XVII სს. ენიმკის მოამმბე, V-VI, 1940, გვ. 269.

8.     . ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I,თბილისი, 1966, 180, სქოლიო, მისივე, მასალები დასავლეთ საქართველოს 1954, ნაკვ.31.

9.     . მენაბდე, ძველი ქართული კულტურის კერები, I, ნაკვ.II. თბილისი, 1962.

10.    .სურგულაძე, ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან,ბიჭვინტის იადგარი”, მრავალთავი, XVIII, 1999,376-383.

11.    . ქორიძე, ეფთვიმე საყვარელიძე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი,2000.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ