მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

დომენტი III, კათალიკოსი

ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათალიკოსი 1660-1676 წლებში

 

 

დომენტი ბატონიშვილი იყო ძე ქაიხოსრო მუხრანის ბატონისა და ბი-ძაშვილი ქართლის მეფე ვახტანგ V _ შაჰნავაზისა (1658-1675 წწ). კათალიკოს ქრისტეფორე ამილახვარის (1642-1660 წწ.) გარდაცვალების შემდეგ სა-კათალიკოსო ტახტზე დომენტი III ავიდა. წყაროებში მისი აღსაყდრების თარიღი მერყეობს 1657_1660 წლებს შორის. 1660 წლით არის დათარიღებული ჩვენთვის ცნობილი დომენტი კათალიკოსის ყველაზე ადრეული საბუთი _ წყალობის სიგელი ვაჭარ ხუდადა ხოჯაშვილისადმი, რომლითაც დომენტი კათალიკოსი ხუდადას უახლებს სვეტიცხოვლის ყმა-ვაჭრების და მექულ-ბაქეების მოურავობას უფლისციხეს, ქალაქს, გორს, ქართლს, კახეთს, უფლე-ბას აძლევს დაენიშნა მამასახლისები და სხვ.

ბერი ეგნატაშვილის დახასიათებით, კათალიკოსი დომენტი იყო `კაცი სრული საქმითა, რამეთუ ამან მატა სჯულსა და წესსა ეკლესიისასა~. ქარ-თლის მეფე ვახტანგ V-ისა და დომენტი კათალიკოსის წინაშე გადაუდებელი ამოცანად იდგა _ როსტომის მეფობის ჟამს (1632-1958 წწ) ქართლში ფეხ-მოკიდებული ყიზილბაშური წეს-ჩვეულებების აღმოფხვრა და მათი ჩანაცვ-ლება ეროვნულ-ქრისტიანული ადათ-წესებით _ ეს უმძიმესი და ამავდროუ-ლად ფრიად საპატიო მისია კათალიკოსმა იტვირთა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, `ამან კათალიკოსმა დომენტი კუალად შემოიყვანნა აღსარებად და ზიარებად~.

დომენტი კათალიკოსმა შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადა ფეოდალური ხანის საშინელ სენს _ ტყვეებით ვაჭრობას. ჩვენამდე შემონახულია არაერთი საბუთი, რომელიც ადასტურებს მის მიერ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღების ფაქტებს. ამ მოვლენისადმი კათალიკოსის უკომ-პრომისო დამოკიდებულებამ მრავალი ფეოდალი აიძულა უარი ეთქვა ყმების ყიდვა-გაყიდვაზე და დომენტის II-ის წინაშე დადებული აღთქმა სათანადო სა-ბუთით გაემყარებინა. ასე მაგალითად, 1660 წლის ახლო ხანებში ბადურ, ლომკაცა და ქაიხოსრო მაჩაბლების მიერ კათალიკოსისათვის მიცემულ სა-ფიცრის წიგნში ვკითხულობთ: `...დღეის იქით არც ჩუენ გავყიდოთ ტყუე და არც ჩუენს ყმას გავაყიდვინოთ, არც სხუამ მომგვაროს. თუ ბატონმა საყეენოდ არა მთხოოს, ჩუენის ნებით არც შევაძლიოთ და არც მივართვათ. თუ უს-ჯულმა კაცმა ფეშქაში მოგუვართვას, არც იმას მივსცეთ~ (ქრონიკები, II). ამავე წელს ანალოგიური შინაარსის წიგნს აძლევს დომენტი III- გიორგი ავალიშვილი: `...არც გავყიდოთ ჩუენ ტყუე, არც ტყვის საქმეში გავერივნეთ, არც გავასყიდვინოთ ჩუენს აზნაურიშვილსა და მსახურს. თუ ჩუენ ტყვის საქ-მეში გავერივნეთ, ან თათარს მივსცეთ, შაჰნავაზ ხელმწიფემ თავის შეცოდე-ბად მოგვკითხოს~ (ქრონიკები, II). რაოდენ დიდი  მორალური ზეგავლენა ჰქონდა დომენტი კათალიკოსს იმდროინდელ საზოგადოებაზე უჩვენებს დო-კუმენტი, რომლის მიხედვით ქართლის თავადები _ ამირეჯიბები არათუ უარს ამბობენ ტყვეთა გასყიდვაზე, არამედ  პირობას დებენ, რომ  გამოიხსნიან ახ-ალციხეში მათ მიერ უკვე გაყიდულ ყმას:: `...თუ ჩუენ ან ჩუენის მამულის, ან მოსული ან ნაბოძავნი ტყუენი გავყიდოთ, ან ტყვის სყიდვაში გავერივნეთ და ახალციხეს რომ კაცი გავყიდეთ, თუ კიდევ არ დავიხსნათ და არ მოვიყვანოთ, ან შვილი დაუკარგოთ ან ცოლი... ვიყნეთ შემცოდენი ღთისა და თქუენი~ (ქრონიკები, II).

1663-1664 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, რამაც კათალიკოსი  დიდი გამოცდის წინაშე დააყენა.

ქართლის მეფის შაჰნავაზის მიერ თავისი უფროსი ვაჟის, არჩილის და-სავლეთ საქართველოში გამეფებამ ოსმალეთის სულთნის უკმაყოფილება გა-მოიწვია სულთანმა ირანის შაჰი 1639 წლის ზავის დარღვევაში დაადანა-შაულა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ოსმალეთის სულთანმა სპარ-სეთის შაჰს შეუთვალა: `არს ზავი ჩუენ შორის და აწ დაუპყრავს იმერეთი შანაოზ მეფესა და უკეთუ გნებავს, ვბრძოლოთ ურთიერთსა~. სპარსეთის შაჰ-მა არჩილ II იმერეთიდან გამოიწვია და სანაცვლოდ კახეთის მიცემა აღუთქვა, ოღონდ გამაჰმადიანების პირობით. აღსანიშნავია, რომ ამჟამად სპარსეთის მესვეურები ქართლ-კახეთის მიმართ, წინა პერიდთად შედარებით შერბილე-ბულ პოლიტიკურ კურსს ახორციელებდნენ. ისინი თავს იკავებდნენ აღმო-სავლეთ საქართველოში სამხედრო რეპრესიების ჩატარებისაგან. მდგომარეო-ბის შემდგომ გართულებას შესაძლებელია ქართლ-კახეთი სპარსეთის ახალი შემოსევის საფრთხის წინაშე დაეყენებინა.

როგორი იყო ქვეყნისათვის ესოდენ რთული პოლიტიკური ვითარებისას კათალიკოსის პოზიცია? სამეფო კართან დაახლოვებული პოეტის, ფეშანგი ფაშვიბერტყაძის ცნობით, არჩილის ისპაჰანს გამგზავრების თაობაზე ქარ-თლის მეფეს კათალიკოსთან ბჭობა გაუმართავს:

`კათალიკოზი მოისუეს არჩივეს საქმე ესები,

ჭკუიანთა კაცთა არა ქნეს სამუდმოდ დასაკუნესები

-----------

თქუეს, ნუ ავიშლით ყაენსა ვქნათ საქმე უკეთესები.~

დომენტი კათალიკოსმა  დიდი პოლიტიკური ალღო და შორსმჭვრეტე-ლობა გამოიჩინა, როდესაც მხარი დაუჭირა არჩილ მეფის სპარსეთში გამგზა-ვრებას, რაც თავისთავად გულისხმობდა მის გამაჰმადიანებას. ამ გადაწყ-ვეტილებით დომენტი კათალიკოსმა სპარსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავ-დასხმისაგან იხსნა თავისი სამწყსო და ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა შეუნარჩუნა. ამასთანავე ქართლის მეფის ერთგულმა თანამოღ-ვაწემ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ვახტანგ V-ის მიერ წარმოე-ბული ქვეყნის გამაერთიანებელი პოლიტიკის განხორციელების საქმეში. ვახ-ტანგ V-ის და დომენტი კათალიკოსის შეთანხმებულმა მოღვაწეობამ გარკ-ვეული შედეგი გამოიღო. ქართლში მამის, კახეთში კი შვილის მეფობამ შესაძლებელი გახადა აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტობრივი გაერთიანება, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

დონეტი კათალიკოსი მისთვის ჩვეული გულმოდგინებით ზრუნავდა ეკ-ლესიის შიდა საქმეების მოწესრიგებისათვის _ მან დიდი სამუშაო ჩაატარა მცხეთის ქონების დამადასტურებელი დოკუმენტების აღსანუსხად დომენტი კათალიკოსმა დიდი ამაგი დასდო ქართული ეკლესიის სიწმინდეების მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების საქმეს. 1664 წლით დათარიღებული ერთი  ნასყიდობის საბუთის მოწმობით, კათალიკოსს ორი ათასი მარჩილის ფასად შეუძენია ბიზანტიიდან ჩამოტანილი ხატი: `ერთი ანჩისა, ერთი ნათლისმცე-მელისა, და ერთი მახარებელის და ექვსი სხვა წვრილი~. (ქრონიკები,II). კახ-ეთში უმეფობის პერიოდში დიდი ძალა მოიპოვეს ალავერდელებმა.

დომენტის კათალიკოსობის დროს ლავერდელმა ნიკოლოზ ანდრონიკაშ-ვილმა თვითნებურად დაიდგა ალავერდელი ეპისკოპოსის გვირგვინი. დომენ-ტიმ საეკლესიო სამსჯავროზე დაიბარა ნიკოლოზი, რომელიც, მართAლია, შენდობას ითხოვდა, მაგრამ კათალიკოსთან მაინც არ გამოცხადებულა. არ-ჩილის კახეთში მეფობის დროს დომენტიმ სვეტიცხოველს დაუბრუნა მისიძველად ნაქონი კახური მამულები.

ქართლის მეფე ვახტანგ V და მისი თანამოღვაწე დომენტრი კათალიკო-სი დიდ მზრუნველობას იჩენდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისადმი. 1675 წელს დომენტი კათალიკოსმა ჯვარის მამობა ნიკოლოზ წილუკიძეს. `... ასრე რომე, ჯვარის მამა თქვენის ბრძანებით დადგომილა ნიადაგ ქართველის ბატონისაგან და კათალიკოზისა-გან და ჩვენცა გიახელით და გთხოვთ ჯვრის-მამობა და გვიბოძეთ სრულიად საქართველოს ჯვარის მონასტრის მამულები. აწე ვიყვნეთ თქვენი ერთგული... რაც ჩემის ხელით გამოვიდოდეს და რაც საიერუსალიმო ვიშოვნო ამ ოთხს საბატონოში, სრულიად მონასტრისათვის შევინახო და არც ჩემს შვილსა და ჩემს ნათესავს არ მივცსე უსასყიდლოდ და თქვენ ბატონსკზეს მოგაბარო...~ (ქრონიკები,II). 

დომენტი კათლიკოსს დიდი ღვაწლი მიუღძვის ქართული ეკლესია-მონასტრებისა აღდგენის საპატიო საქმეში. ასე მაგალითად 1669 წლის ახლო ხანებში მას აუშენებია მჭადი-ჯავახის ეკლესია დუშეთში (ქრონიკები,II), 1664 წელს  ვაჭარ ამირჯანა იავანგულაშვილისაგან 2 ათას მარჩილად შეიძინა ბიზანტიიდან (ოსმალეთიდან) ჩამოტანილი რამდენიმე ქართული ხატი, მათ შორის ანჩის საყდრის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც დაასვენა მის მიერვე განახლებულ  ანჩისხატის ეკლესიაში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დომენტი კათალიკოსი გარდაიცვალა 1675 წელს, არქიმანდრიტ ტარა-სის მიერ გადმოწერილი მცხეთის კარიბჭის მიხედვით _ 1676 წელს. დაკრძა-ლულია მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი 1973, გვ 448.

2.     ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, . II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1959, გვ. 440.

3.     პირთა ანოტირებული ლექსიკონი, II, გვ. 95.

4.     `ცხოვრება საქართველოისა~, (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშნვნები და საძიებლები დაურთო . ალა-სანიამ, ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები, II, თბილისი, 1980, გვ. 110.

5.     . ჟორდანია, `ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა~, წიგნი II, ტფილისი 1897 , გვ. 477.

6.     ფეშანგი, `შაჰნავაზიანი, . ლეონიძისა და . იორდანიშვილის რე-დაქციით. თბილისი, 1933, გვ. 105, სტრ. 612).

 

 

მოამზადა ნათია ფსუტურმა