მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

დავით ჯანდიერი

XVII . პირველი მესამედი, ქართველი თავადი, შაჰ-აბასის წინააღმდეგ კახეთის აჯანყების წინამძღოლი

 

 

      1614 წელს, შაჰ-აბასის პირველი შემოსევისას, ყიზილბაშები 50 დღის განმავლობაში არბევდნენ კახეთს. ამ ხნის მანძილზეარ დარჩენილა სიმაგრე, რომ არ აეღოთ, ან ადგილი, რომ არ აეოხრებინათ.სრულიად იავარყვეს და წაბილწეს  ყველაფრით სავსე, მდიდარი და ხალხმრავალი კახეთისა და გრემის ქვეყანა. კახეთისა და გრემის ეკლესიების ნივთები და სიწმინდეები... შაჰმა ბრძანა, რომ არ დაემტვრიათ, წაეღოთ ისფაჰანში და ხელმწიფის ხაზინაში შეენახათ (არაქელ დავრიჟეცი). წასვლისას “...სამყაროს ხელმწიფემ საქართველოს მმართველობა და მფლობელობა უწყალობა ალექსანდრეს ძის (კახეთის მეფე ალექსანდრე II), გიორგი-მირზას შვილს ისა-ხან მირზას, თეიმურაზის ბიძაშვილს, რომელიც ბავშვობაში უკეთილშობილეს კარზე იყო მოყვანილი, შაჰმა გამოზრდა და ისლამის მიღებით იქნა ამაღლებული. ვექილად (რწმუნებული, მეთვალყურე) დაუდ-ბეგი, ქართველი დიდებული აზნაური დაუნიშნეს. (სპარსელი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში). აი, სწორედ ეს დაუდ-ბეგია თავადი დავით ჯანდიერი, კახეთის აჯანყების მოთავე. როგორც კი შაჰი ირანში გაბრუნდა, ისა-ხანს ქართველებისა შეეშინდა, კახეთი საკუთარი ნებით მიატოვა და არდებილში ჩავიდა. კახეთის ფაქტიური გამგებლად სპარსელებმა დავით ჯანდიერი დატოვეს.

      1615 წელს  ოსმალთა არმია ირანისკენ დაიძრა მეჰმედ ფაშას მეთაურობით. ოსმალეთ-ირანის ომის განახლებით გულმოცემული კახელები აჯანყებისათვის მოემზადნენ. აჯანყებისათვის მზად იყო მეზობელი შირვანიც. ამ წლის ალავერდობა დღეს (15 სექტემბერი) დავით ჯანდიერის დაქიზიყელადწოდებულის თამაზ ანდრონიკაშვილის მეთაურობით კახეთში დიდი აჯანყება დაიწყო. აი, როგორ გადმოგვცემს ამ ამბავს სპარსელი ისტორიკოსი: “როცა გავრცელდა ხმა ოსმალეთის ლაშქრის ამ ქვეყანაში (ირანში) მოსვლის შესახებ, ყველა ტომის ურჩებმა აჯანყება იწყეს. დაუდ-ბეგ ქართველსაც, რომელიც ისა-ხანის ვექილი იყო, გულში აჯანყების სურვილი გაუჩნდა. ქრისტიანების დღესასაწაულს, ქართველები, როგორც მათი წესი და ჩვეულებაა, ალავერდის ეკლესიაში იყვნენ მისული სალოცავად. ციხის მცველებმა დაუდევრობა გამოიჩინეს, სიფხიზლის და ყურადღების წესები ვერ დაიცვეს, ბევრი ქართველი შეუშვეს ეკლესიაში. როცა დღესასწაულის წესები შეასრულესქართველებმა ხელი მიჰყვეს ძალადობას და დაუდ-ბეგისა და თამაზ ქიზიყელის წაქეზებით, ბრძოლა დაუწყეს ყიზილბაშთა მეთოფეებს და ბევრს იმ საცოდავთაგან მოწამეობრივი სიკვდილის სასმელი შეასვეს. დაუდ-ბეგმა მალემსრბოლი გაჰგზავნა თეიმურაზთან, მოუწოდა და შეაგულიანა ის მისულიყო (ისქანდერ მუნში).

      თეიმურაზ I იმერეთიდან კახეთისაკენ გამოემართა. არაგვთან მას დავით ჯანდიერის მეთაურობით კახელები დახვდნენ. თეიმურაზის ჩამოსვლამ აჯანყებულები გაამხნევა, დაიწყო ყიზილბაშთაგან ციხეების გაწმენდა. აჯანყდა შირვანიც. შირვანელთა მეთაურმა  დელუ-მელიქმათავზე მოიხვია აჯანყების ჩალმა”, კაცი მიუგზავნა თეიმურაზს და ერთგულება აღუთქვა (ისქანდერ მუნში). 

      დავით ჯანდიერმა ზაგემში გაჩერებულ ყიზილბაშთაA რაზმს მუსრი გაავლო.

      ამ დროს ირანის საზღვართან ოსმალთა არმია უმოქმედოდ იდგა და შაჰ-აბასს ხელ-ფეხი გაეხსნა. 1616 წელს შაჰმა უზარმაზარი ძალა გადმოისროლა  კახეთის აჯანყების ჩასახშობად. შაჰმა უსასტიკესად იძია შური კახეთზე. ოდესღაც აყვავებული მხარე ნანგრევებად აქციასპარსელი ისტორიკოსი სიამაყით ჰყვება, როგორ გააუდაბურეს ყიზილბაშებმა კახეთი “...იმ თავხედობისა და უზრდელობის გამო, რომელიც უვიცმა თეიმურაზმა და გზააბნეულმა კახელებმა გამოიჩინეს, შაჰის გულმოდგინებამ და კეთილშობილურმა აღტყინებამ მოითხოვა, რომ იმ ვილაიეთის ურჯულოები ისე დაესაჯა შურისძიების მახვილით, რომ იმ მხარეში მცხოვრებნი დანედლი და ხმელი” (ყველაფერი) განკითხვის დღის რისხვის ცეცხლით ისე დაეწვა, რომ შენებულებისაგან დაუტყვისა და მეტყველისაგან”  კვალიც არ დარჩენილიყო....”(ისქანდერ მუნში).

      კახელები იბრძოდნენ თავგანწირვით, ყოველი სოფლისა და ყოველი სახლისათვის. ამასობაში ცნობა მოვიდა, რომ ოსმალეთის არმიამ ირანის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და ამიტომ შაჰის ჯარები აიყარნენ კახეთიდან. როგორც კი ყიზილბაშებმა კახეთი დატოვეს, დავით ჯანდიერი და თამაზ ანდრონიკაშვილი ხალხის დაბრუნებას და დანგრეულის შენებას შეუდგნენშაჰმა როგორც კი მოიცალა ოსმალებისაგან (ამ დროს ოსმალთა არმია წარუმატებლად მოქმედებდა, რამაც გაართულა საქართველოს მდგომარეობა), შაჰი ისევ კახეთში მობრუნდა. მას უკვე შეტყობილი ჰქონდა, რომ კახელები სოფლებს უბრუნდებოდნენ და კახელი და შირვანელი მეომრები ისევ იკრიბებოდნენ. ისევ შეჰყარა შაჰმა ლაშქარი და ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კახეთში გამოგზავნა. “...ძლევამოსილი ლაშქარი იმ ბედკრულთა საცხოვრებელ ადგილებში შევიდა, ჯერ ქიზიყის ველაიეთი გაწმინდა... მერე გაიგეს დაუდის და მისი ამხანაგებოს ადგილსამყოფელი, მათ წინააღმდეგ გაემართნენ... ....”(ისქანდერ მუნში). ყიზილბაშები კვალში ჩაუდგნენ დავით ჯანდიერს და მის რაზმელებს, რომლებსაც მაშინ სასტიკ თოვლიან ზამთარში მოსახლეობას დაღესტანში გადასვლაში ეხმარებოდნენ. ამ შემოსევის დროს დაატყვევეს ყიზილბაშებმა ათიათასობით ქართველი და ფერეიდანში ჩაასახლეს.

      მაშინ დავით ჯანდიერი გადაურჩა იზილბაშთა დევნას. იგი ჩანს 1625 წელს მარაბდის ბრძოლის წინ გამართულ თათბირზე. ბრძოლაში, რომელსაც თეიმურაზ I სარდლობდა, ქართველები დამარცხდნენ. 10 ათასი ქართველი დაწვა ბრძოლის ველზე, მოწინააღმდეგის მხრიდან _ 14 ათასი. დაღუპულთა შორის იყო კახეთის გმირი დავით ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონიაღათანგნ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი, ეპისკოპოსებიდან: რუსთველი და ხარჭაშნელი და უამრავი უსახელოდ დაღუპული გლეხობა.

 

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     არაქელ დავრიჟეცი, ცნობები საქართველოს შესახებ, “მეცნიერება”, თბილისი, 1974.

2.     ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა . ფუთურიძემ, თბილისი, 1969.

3.     ფარსადან გორგიჯანიძე, ისტორია, . კაკაბაძის გამოც. საისტორიო მოამბე

4.     არჩილიანი, II, . ლეონიძის გამოც. თბილისი, 1938.

5.     . ჯამბურია, ქართლ-კახეთის აჯანყება და მარაბდის ბრძოლა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბილისი,1973,  გვ. 274-285.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ