მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

დარეჯან ბატონიშვილი (667-1740)

არჩილ II-ის ასული, მოსკოვის ქართული კოლონიის მოღვაწე

 

დარეჯან (დარია) ბატონიშვილი იყო შვილი მეფე-პოეტ არჩილ II-ისა (1647-1713 წწ.) და თეიმურაზ I-ის შვილიშვილის, ქეთევან დავითის ასულისა. იგი უნდა დაბადებულიყო 1667 წელს. დარეჯანმა სამეფო ოჯახში მიიღო შესაფერისი განათლება. არჩილ II-ის ოჯახთან დაახლოვებული პოეტი და დიპლომატი მამუკა ბარათაშვილი (19\694-1730 წწ) განსაკუთრებულად აქებს მეფის ასულის განსწავლულობას და სათნოებას

1679 წელს დარეჯანის მამამ, მეფე არჩილ II- დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი მეორედ დაკარგა. 12 წლის მეფის ასული თავის ოჯახთან და სამეფო ამალასთან ერთად ლტოლვილი გახდა. არჩილ II-ის  ჯალაბობა იმერეთიდან ქართლს გადავიდა. აქედან  ოსეთს ჩავიდნენ. . ფაიკონში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ კი რუსეთისაკენ აიღეს გეზი. ისინი ჩერქეზეთის გავლით . თერგს ჩავიდნენ. აქედან ასტრახანს მიაშურეს. არჩილ II- ოჯახისა და ამალის თანხლებით მხოლოდ 1685 წელს შეძლო რუსეთის სატახტო ქალაქში ჩასვლა. საიმპერატორო კარმა ქართველი მეფე მისი ღირსების შესაფერისი პატივით მიიღო, 1685 წლის 9 დეკემბერის დადგენილებით ქართველ მეფესა და ბატონიშვილებს (ალექსანდრეს, მამუკას, დავითს და მეფის ერთადერთი ასულს დარეჯანს) მათთან მყოფ ამალასთან ერთად დაუნიშნეს სამი ათასი მანეთი წლიურად და მომარაგება ნატურით. შემდეგ ქართველებზე გასაცემ თანხას ათასი მანეთი დაუმატეს და წლიურად მათი ფულადი შემოსავალი ოთხი ათასი მანეთით განსაზღვრეს ამასთანავე უზრუნველჰყვეს საცხოვრებელი ბინით (ფრ. სიხარულიძე).

დარეჯან ბატონიშვილს მოსკოვში დასახლების (1685) შემდეგ, წინა პერიოდთან შედარებით, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა. XVII საუკუნის  90-იანი წლებიდან მეფის ასული მამასთან და ძმასთან ერთად რუსეთის სატახტო ქალაქში ჩამოყალიბებული ქართული ახალშენის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

არჩილ II- გარდაცვალებამდე (1713) მცირე ხნით ადრე, იზრუნა ქალიშვილის მომავალზე. მან წერილობითი თხოვნა მიართვა პეტრე I-, რათა მისი (არჩილის) გარდაცვალების შემდეგ დარეჯან ბატონიშვილისათვის არ ჩამოერთმიათ არჩილის ოჯახისათვის ნაწყალობევი ქონება. პეტრე I-მა იმავე წელს დააკმაყოფილა არჩილ II-ის თხოვნა. მამის გარდაცვალების (1713) შემდეგ ქართული ახალშენის მეთაურის მოვალეობა დარეჯან ბატონიშვილმა იტვირთა. მან ღირსეულად გააგრძელა ოჯახისა და მოსკოვის ქართული კოლონიის ხელმძღვანელობა. დარეჯან ბატონიშვილმა გააგრძელა გულთბილი ურთიერთობა თავისი ძმის, ალექსანდრე ბატონიშვილის მეგობარ პეტრე I-თან.

შემთხვევითი არ იყო, რომ პეტრე I-მა შვედეთზე გამარჯვების საზეიმო ცერემონიალი სწორედ ვსეხსვიატსკოედან, დარეჯან ბატონიშვილის მამულიდან დაიწყო. დილით ვსეხსვიატსკოეში მისულნიმეფის მთელი შტატი, რამდენიმე ასეული ადამიანი, პეტრე დიდის წინადადებით არჩილ მეფის სასახლისაკენ გაემართა. იქ დარეჯან ბატონიშვილმა რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად შვედეთზე გამარჯვების მოპოვების და რუსეთისათვის ხელსაყრელი ნიშტადტის ზავის აღსანიშნავად საზეიმო საუზმე გამართა.

მეფის ასულმა ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა. მიუხედავად ამისა მას სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მას მიმოწერა ჰქონდა ვახტანგ VI-სთან. ის კარგად იყო ინფორმირებული, საქართველოში იმხანად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. 1724. ვახტანგ VI-ის მიერ პეტრე I-სადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: `.... ჩვენი გაჭირვება და ჩვენის ქვეყნის ამბავი ამას უწინ ბევრჯელ დიდებულს კარზედ მოგვიხსენებია, მასუკანდელი წიგნის სიგრძისათვის ამ წიგნში ვერ გავბედეთ, წიგნად ჩემის დის ბატონისშვილის დარეჯანისათვის მოგვიწერია.

დარეჯან ბატონიშვილი ვახტანგ VI- რუსეთიდან გამოგზავნილ წერილებს ქართულად უთარგმნიდა, რუსულ დიპლომატიაში გარკვეული მეფის ასული, საჭიროების შემთხვევაში, არც რჩევა-დარიგების მიცემას იშურებდა თავისი ბიძაშვილისათვის. დარეჯან ბატონიშვილმა შუამავლის როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის საქმეში. ამ ორი ერთმორწმუნე სახელმწიფოს დაახლოვება თურქეთს ამიერკავკასიის დაკარგვას მოასწავებდა. აღნიშნულმა განაპირობა სულთნის ინტერესი დარეჯან ბატონიშვილის დიპლომატიური საქმიანობისადმი (პაიჭაძე).

დარეჯან ბატონიშვილი დიდ მზრუნველობას იჩენდა მოსკოვში ჩასულ თანამემალეთა მიმართ. გარეშე მტრისაგან შევიწროებული ვახტანგ VI იძულებული გახდა რუსეთში წასულიყო (1724) ქართლის მეფეს ,, მუნ დახუდა დარეჯან ასული არჩილ მეფისა და შეტკბნენ ფრიად (ვახუშტი ბატონიშვილი). დარეჯან ბატონიშვილმა ფულადი დახმარება გაუწია ვახტანგ VI-, როცა ეს უკანასკნელი საიმპერატორო კარის თხოვნით სპარსეთს მიავლინეს (სიხარულიძე). არჩილ მეფის ასულმა თავისი წვლილი შეიტანა მოსკოველ ქართველთა მონასტრის მშენებლობის საქმეშიც. მან ვსეხსვიატოვსკოეში ყველა წმინდანის სახელობის ტაძრის რეკონსტრუქცია განიზრახა და დიდად გაისარჯა საქმის ბოლომდე მისაყვანად. მშენებლობა სამ წელს (1733-1736 წწ) გაგრძელდა. ერთი ეგვტერი აშენდა ყოვლად მწუხარე ღვთისმშობლისა და წმინდა სიმონ მიმრქმელის სახელზე, მეორე  კი ანა წინასწარმეტყველის საკურთხეველში, მარცხენა მხარეს, კედელზე მიმაგრებული დაფა გვამცნობს ,, По указу ея императорского величества и по благословению святейшаго правительствующаго Синода, построена сия каменная церковь во имя всех святых и проведных Семеона Богородицы и Анны Пророчицы, его верою имеретинскоq царевною Мариею Арчиловною для здравия ее величества и для вечного памилования царских родителей. Освяшена сия каменая церковь в 1736 году сентября 19 дня, преосвященым Бениамином епископом Коломенским и Каширским~.  

ბატონიშვილის საქველმოქმედო ნამოღვაწარმა ასახვა ჰპოვა დონის მონასტრის `სულთა მატიანეში~ (Книга вкладная) `სესენწკას~(ვსეხსვიატსკოე) ტაძრის აშენების გარდა, 1729 წელს მან გააფართოვებინა მირქმის საყდარი. დარეჯან ბატონიშვილმა რამდენჯერმე დიდი თანხა და ძვირფასი ნივთები შესწირა მონასტერს. 1728 წლის ნოემბერში მირქმის საყდრისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით მონასტრის მსახურებს ანდერძით თავისი ოჯახის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ფულადი და ნატურალური ულუფა. მოსკოვის ქართული ახალშენის მკვიდრნი, დარეჯან ბატონიშვილის თაოსნობითა და მხარდაჭერით აქტიურ კულტურულ-საგანმათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ. ასე მაგალითად, 1726-27 წლებში მეფის ასულის კარის წინამძღვარს იოსებს გადაუწერია საგალობლების კრებული (ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში ინახება). ეს სამუშაო მას ბატონიშვილის დავალებით შეუსრულებია. 1738 წელს დარეჯან ბაგრატიონის ბრძანებით მოლარეთუხუცესსგაბრიელ ჩხეიძეს რუსულიდან ქართულად უთარგმნია კრებული ( გალობანი, ლოცვანი დაუჯდომელნი და სხვ. H-491;  ამავე გაბრიელ ჩხეიძეს რუსულიდან უთარგმნია თეოფანე პროკოპოვიჩის სახელმძღვანელო: `პირველი სასწავლო ყრმათა~. ის იყო ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც დარეჯან ბატონიშვილის მიერ განახლებულ სტამბაში დაიბეჭდა (Q – 903).

1740 წელს დარეჯან ბატონიშვილი გარდაიცვალა. ის დაკრძალეს მშობლების გვერდით დონის მონასტრის მიძინების საყდარში.

როგორც ჩანს, დარეჯან ბატონიშვილის მზრუნველობა და საქველმოქმედო საქმეები იმდენად მნიშვნელოვანი იყო მოსკოვის ქართველებისათვისრომ მადლიერების ნიშნად დონის მონასტრის კედელზე  თამარ მეფისა და წმ. ნინოსთან ერთად გამოსახეს

დარეჯან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ ქართული ახალშენის მეთაური ბაქარი (ვახტანგ VI- ძე) გახდა.

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa – qarTlis cxovreba, t. IV, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tb., 1973, gv.: 844-845,509.
  2. Броссе М. Переписка на иностранныхъ языках грузинскихъ царей съ российскими государями, отъ 1659 г. по 1770, С.П.Б 1861 г, ст, 151, 176-177.
  3. xelnawerTa erovnuli centri: H – 1103, fur 79 (2) - 80; H – 191 (125r); @Q – 903 (78v 79r);
  4. rspa moskovi 110/1 1728 w. s. #4 fr. 20; s. #3, fr. 13r; rspa ## 251, 240 (xelnawerTa erovnuli centris fotopirebi).
  5. Пайчадзе Г. Материалы по истории руско-грузинских отношений (80-90-е годы XVII века). Тб, 1974, с. 85; 
  6. “arCili~, TxzulebaTa sruli krebuli Tb.,1999, gv. 542-543. .
  7. menabde levan, qarTuli kulturul saganmanaTleblo kerebis istoriidan, Tsu Sromebi t 96, 1963, gv./ 219-220.
  8. paiWaZe g., ruseT-saqarTvelos urTierTobis istoriidan (XVIII s. I meoTxedSi) Tb. gv 115, 123.
  9. sixaruliZe fr., moskovis qarTuli axalSenis istoriidan, Tb 1991 w., gv 37- sq. 42- 43; 72-sq26,28..
  10. sixaruliZe fr. “hoi dedano, marad netarno! Jurn. `droSa~, 1983 #8 gv. 8.  sixaruliZe fr., moskovSi moRvaweTa panTeonis istoriisaTvis, Jurn., `sabWoTaA xelovneba~ #12, 1981w, gv.99.
  11. tatiSvili vl. qarTvelebi moskovSi, Tb. 1959 w., gv. 232-233.
  12. fr. sixaruliZe, mamuka baraTaSvilis epistolaruli memkvidreobidan~, kreb., saqarTvelos feodaluri xanis istoriis sakiTxebi, VII, 1999, gv 142).

 

moamzada naTia fsuturma