მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                 

 

 

 

ბასილ თორელ

XI საუკუნის ქართველი მწიგნობარი

 

              ბასილის თორელ-ყოფილს გადაუწერია ქართული ოთხთავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი K 76. იგი ამჟამად დაცულია .ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. ხელნაწერის 353- გვერდზე მოთავსებულია ვრცელი ანდერძი, რომელშიც, სხვათა შორის, ნათქვამია:

     დაიწერა Ãელითა ცოდვილისა ბასილის თორელ-ყოფილისაÁთა  სანახებსა ასურეთისასა, დიდებულისა ქალაქისა და დიდისა ანტიოქიისასა, მონასტერსა წარჩინებულსა დიდისა კალიპოლისასა, სამკâდრებელსა და ნავთსაყუდელსა ქართველთასა, სოხასტერსა შინა, მონასტრისა აღმოსავლეთით, სადიდებელსა წმიდათა მთავარანგელოზთასა... ხოლო ოდეს აღიწერა წმიდა სახარება ქრონიკონი იყო მაშინ სპ”.

   მაშასადამე, ბასილი წარმოშობით საქართველოს ისტორიული პროვინცია თორიდან ყოფილა, იგი მოღვაწეობდა სირიაში მდებარე ერთ-ერთ ქართულ მონასტერში კალიპოლისში, რომელიც ღმრთისმშობლის სახელობისა ყოფილა, მონასტერს ჰქონია სოხასტერი მთავარანგელოზთა სახელზე და სწორედ აქ გადაუწერია ბასილის 1060 წელს აღნიშნული სახარება ოთხთავი.

    სახარების ეს ხელნაწერი მნიშვნელოვანია ორი გარემოების გამო: 1. მას ახლავს გიორგი მთაწმინდლის ცნობილი ანდერძიესე საცნაურ იყავნ ყოველთა”. ცნობილია რომ გიორგი მთაწმინდლის ამ ანდერძის ტექსტი ორი, პრინციპულად განსხვავებული ვარიანტითაა შემონახული: პირველი ვარიანტით, გიორგი მთაწმინდელმა ოთხთავი ახლად თარგმნა ბერძნულიდანფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთა”, ხოლო მეორე ვარიანტით _ სახარების ქართული ტექსტიბერძულთა სახარებათა შეაწამა ფრიადითა გამოწულილვითა”.

    ბასილი თორელ-ყოფილის გადაწერილი ოთხთავი უძველესია და ერთადერთი თარიღიანი ყველა იმ ხელნაწერს შორის, რომელსაც ოთხთავის გიორგისეული რედაქცია და გიორგის ანდერძის პირველი ვარიანტი შემოუნახავს. ხელნაწერი, როგორც აღინიშნა, გადაწერილია 1060 წელს, ხოლო გიორგი მთაწმინდელი გარდაიცვალა 1065 წელს ესე იგი, ხელნაწერი გადაწერილია გიორგის სიცოცხლეშივე. ამდენად, ამ ხელნაწერის მონაცემებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს ანდერძის პირველობის დასადგენად.

    ამავე ხელნაწერში მოთავსებულია ბასილ თორელ-ყოფილის მცირე ფორმის ორიგინლური ნაწარმოები, რომელსაც პირობითადშესხმაÁ ოთხთავისაÁ” შეიძლება ეწოდოს. იგი სახარების ღვთისმეტყველური დახასიათებაა სხვადასხვა ეპითეტებით: მარგალიტი უსასყიდლო, ტაბლა ცხოვრებისა, საზრდელი უკვდავებისა, ღვინო გულისხმისყოფისა, ხე ბორობანი, სამოთხე მშვენიერებისა, საუნჯე მოუკლებელი, კიბე ცად ამყვანებელი , კარი სასუფეველისა და სხვ.

     ბასილის ეს თხზულება ფართოდ არ გავრცელებულა _ იგი დაცულია კიდევ ერთ ხელნაწერში _ A 353. ეს პატარა ზომის, ეტრატზე ნაწერი ხელნაწერი ქვათახევის მონასტრის კუთვნილება ყოფილა იგი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილიაქვათახევის ოთხთავის სახელწოდებით და დათარიღებულია XIV- XV სს.

   

 

       წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.      . ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, . I, ტფ., 1892, გვ 207-209.

2.     ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. ხელნაწერთა აღწერილობა, . I. შედგენილია და დასაბეჭდად მომზადებული . ნიკოლაძის მიერ, თბ., 1953, გვ 215-216.

3.     . მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 198, გვ. 158-159.

4.     . სილოგავა XI საუკუნის ქართველი მწიგნობარი ბასილი თორელყოფილი და მისი ანდერძი, მრავალთავი, XV თბ., 1989 გვ. 153-165.

 

                                                                       

მოამზადა  ვალერი სილოგავამ