მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                 

 

ბაგრატი VI ქართლ-იმერეთის მეფე

 იმერეთის მეფე 1463-1466 წლებში, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში

 

      ალექსანდრე I-ის ძმის, გიორგის ძე, ქუთაისის ერისთავი (სამოქალაქოს მხარე). XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის პროცესი უკვე სახეზე იყო. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მონღოლთა ბატონობის ხანაში, როცა ოქროს ურდოში მონღოლური სამართლის მიხედვით მეფედ ორი ტახტის მაძიებელი უფლისწული, დავით ნარინი და დავით ულუ, ერთდროულად დაამტკიცეს. ამას დაემატა მონღოლთაA მიერ 1266 წელს სარგის ჯაყელისათვის სამხრეთ საქართველოს უზარმაზარი ტერიტორიისხას-ინჯუდბოძება. ეს ნიშნავდა საქართველოს მეფის დაუკითხავად სარგისის შთამომავლების ამ მხარეში გამთავრებას. XIV საუკუნის დასაწყისში საქართველოში უკვე რამდენიმე მეფეა ერთდროულად. მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის მტკიცე ნებამ მოახერხა ამ პროცესის დროებით შეჩერება

      გარდა გარეშე  ძალისა, საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესს ხელს უწყობდა პატრონყმური სისტემის შინაგანი კრიზისი. სამეფო ხელისუფლება მთლიანად აღმოჩნდა დამოკიდებული თავადურ საგვარეულოებზე, რომლებიც უკვე მემკვიდრეობით ფლობდნენ თანამდებობებს და მამულებსპერიფერიებზე ჩამოყალიბდა სამთავროები, ქვეყნის შიგნით სათავადოთა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სისტემა, რომელსაც . ბერძენიშვილი დაჩიხულობას უწოდებსსამეფო ხელისუფლებას აღარ ჰქონდა თავისუფალი მიწების ფონდი, რომლითაც იგი თავისი მსახურეული ფენის გამრავლებას მოახერხებდასაქალაქო ცხოვრება დაეცა და, შესაბამისად, სამეფო ხაზინის ფინანსური წყარო გამოილია. საერთო ტენტენციები მოქმედებდა სამეფო ოჯახშიც. ადრე, ცენტრალური ხელისუფლების სიძლიერის პირობებში ტახტის მემკვიდრისათვის სამეფო დომენიდან ხდებოდა საუფლისწულო მამულის გამოყოფა, რომელიც ისევ სამეფო დომენში რჩებოდა. XIV-XV საუკუნეებში კი, საერთო კრიზისული მოვლენების ფონზე, დიდ პრობლემას ქმნიან სამეფო სახლის უმცროსი შთამომავლები და გვერდითი შტოების წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ მიიღონ თავიანთიწილებისამემკვიდრეო უფლებით და ხშირ შემთხვევაში ამას აღწევენ კიდეც. ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული ცნებისბატონიშვილიწარმოქმნა (ნინიძე). მომრავლებული ბატონიშვილების ირგვლივ ირაზმებიან მათი ვასალები, .. “შეზრდილ-გაზრდილები”, რაც ასაზრდოებს და სერიოზულ პოლიტიკურ დასაყრდენს უქმნის პროვინციულ სეპარატიზმს. XIV-XV საუკუნეების საქართველოს საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩნდება მრავალმეფიანობა, მოვლენა, რომელც სამეცნიერო ლიტერატურაშიპროვინციის მეფეებისსახელით არის ცნობილი.   ამგვარი პროცესების გახანგრძლივება აყალიბებს შესაბამის ფსიქოლოგიას, სააზროვნო სისტემას, ქცევის წესებს და თვითშეგნებას (ნინიძე). ამ პროცესების შემაჩერებელი პოლიტიკური ძალის წარმოქმნა მტრულ მაჰმადიანურ და, ამასთან საზოგადოებრივი განვითარების მხრივ ჩამორჩენილ საქართველოში შეუძლებელი იყო. მოვლენათა ლოგიკა ოდესღაც ერთიანი ცენტრის დაშლისკენ მიაქანებდა ქვეყანას და ასეც მოხდა. შემსრულებლებიც მალე გამოჩნდნენ თვით სამეფო სახლის წარმომადგენლებს შორის. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზეწარმატებულიაღმოჩნდა ბაგრატ II.

      იმ დროს, როდესაც სამცხის ათაბაგი ყვარყვარე დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და ერთიანი საქართველოს  ტახტს არყევდა, ბაგრატი, რომელიც ქუთაისში ფორმალურად ერისთავად (მეფის მოხელედ) იჯდა, აუჯანყდა ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს მეფეს, გიორგი VIII-. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1463 წელს ჩიხორთან. ცხადია, ბაგრატს მომხრეები არ აკლდა, რამაც განაპირობა  გიორგი მეფის დამარცხება. 1465 წელს კი ყვარყვარე ათაბაგმა  გიორგი მეფის დატყვევებაც მოახერხა. ბაგრატმა ისარგებლა ამ შემთხვევით, ქართლში გადმოვიდა და თავი ქართლ-იმერეთის მფედ გამოაცხადა.    ბაგრატის მეფობა იღბლიანი ვერ გამოდგა. 1473, 1477 წლებში ქართლს ირანიდან აყ-ყოინლუს თურქმანთა გამგებელი უზუნ ჰასანი შემოესიაუფრო ადრე მან ლორეს მხარე დაიპყრო და  იქაურ ციხეებში ჯარი ჩააყენა. მეორე შემოსევის დროს კი წინასწარ  დაცლილი თბილისი და გორი  დაიკავა. ბაგრატმა ხარკის სანაცვლოდ დაზავება სთხოვა დამპყრობელს და  16 ათასი დუკატიც გადაუხადა.  1478 წელს  უზუნ ჰასანი გარადაიცვალა დათათართა დააგდეს ტფილისი და სომხითი”.

      მეფობის ბოლო წლებში ბაგრატი უპირატესად დასავლეთ საქართველოში ჩანს. აქ მას ბრძოლა მოუწია ოდიშის მთავრის, ვამეყ II დადიანის დასამორჩილებლად, რომელიც ბაგრატის ხელისუფლებას არ ცნობდა

      ქვეყნის ერთიანობის რღვევა ბაგრატმა საეკლესიო სფეროშიც გააგრძელა. 1474 წელს  იმერეთში ჩამოსულ ანტიოქიის პატრიარქ მიხაელს (1470-1484) აფხზეთის კათალიკოსად აკურთხებინა ცაიშელ-ბედიელი იოვაკიმე, რითაც დასავლეთ საქართველოს ეკლესია ორგანიზაციულად მოსწყვიტა მცხეთის ტახტს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ანტიოქიის პატრიარქმა  შეადგინა დოკუმენტიმცნება სასჯულო”, რომელშიც  მოყვანილია მთელი რიგიარგუმენტებიამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ.

      ჩვენთვის უცნობი შიდა კონფლიქტების გამო 1478 წელს ბაგრატი რაჭაში გადადის, სადაც გარდაიცვლებადაკრძალულია გელათში.

 

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ბერი ეგნატაშვილი, ქართლის ცხოვრენა . ყაუხჩიშვილის გამოც. II, გვ.343-344.

2.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია IV, თბილისი, 1948, გვ. 153-162.

3.    . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია მე-13_მე-14 სს. (კონსპექტი); ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან  XV საუკუნეში, საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბილისი, 1965, გვ.49-141.

4.     . გაბაშვლი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-VII საუკუნეებში, თბილისი, 1958, გვ.65-237.

5.     . ოდიშელი, მცირე ქრონიკები, თბილისი, 1968, გვ. 67.

6.     . ლომინაძე, საქართველო XV . მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, 1979, გვ. 733-753.

7.     . ნინიძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათA ისტორია 9XIII-XVIIIსაუკუნეები), მერიდიანი, 2004.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ